ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

საქართველოს ნაკრების თურქებთან (2:3) მარცხმა, განსაკუთრებით მატჩის საწყისმა პერიოდმა, გული ისე დაგვწყვიტა, საუბრისა და წერის სურვილიც კი გააქრო...

რისიც გვეშინოდა

ტრადიციულად, საქართველოს ნაკრების შესახებ თამაშებამდე ორი კვირით ადრე ინტენსიურად წერას ვიწყებთ. ამბიცია არ გვაქვს, რომ ყველაფერი სხვაზე კარგად ვიცით და ჩვენ სტატიებზე სანიოლმა სტრატეგიები უნდა ააწყოს, მაგრამ sportall.ge მასზე დაკისრებულ ფუნქციას ასრულებს. მაინც რას ვწერდით და რისი გვეშინოდა?

პირველ რიგში იმის, მთავარ მწვრთნელი სანიოლი სომხეთი/ფარერების დონის გუნდებთან მატჩს შეცდომაში არ შეეყვანა. მას არ ჩაეთვალა, უკვე თამამად შეგვეძლო, ტაქტიკა შეგვეცვალა, 4 მცველზე გადავსულიყავით და რადგან შინ ვთამაშობდით, თურქებთან შეტევაზე მეტად გვეფიქრა.

რატომ ვფრთხილობდით მატჩამდე? - სამი ცენტრალური მცველით მოთამაშე ჩვენმა დაცვამ ურთიერთდაზღვევის მექანიზმი შეიმუშავა, ერთმანეთის ნაკლის დაბალანსებას აუღო ალღო. ორი ცენტრალური მცველი სარისკო იყო იმ მიზეზითაც, რაც პირდაპირ დავწერეთ, გურამ კაშიას კონდიციები ამის საშუალებას არ იძლეოდა.

კიდევ რაც გვაღელვებდა, ტონუსში არმყოფი ფეხბურთელები. სეზონის სტარტი ისედაც რთულია და მითუმეტეს, როცა არ თამაშობ. არ აქვს მნიშვნელობა, გოლი მისი შეცდომით გავა თუ არა, შინაგანად ყველა გრძნობს, რა კონდიციებშია და დამაჯერებლობა როცა არ გაქვს, როცა მორალურად ხვდები, რომ ის არ შეგიძლია, რასაც შენგან ელიან, ეს სახეზე იოლად იკითხება. მაგალითად, საბა გოგლიჩიძე "ინტერთან" კარგად შევიდა, მაგრამ ეს იყო დიდხნიანი პაუზის შემდეგ რამდენიმე წუთი, რაც ტონუსში ბოლომდე მოსასვლელად საკმარისი არაა; გიორგი მამარდაშვილი? რაც შეხვედრის სტარტზე გააკეთა, ის გუნდს დამაჯერებლობას ვერაფრით გადასცემდა. "მამარდა" აუტსაიდერ "ვალენსიაში" დატვირთული იყო და ნაკრებში, სადაც რამდენიმე დღით ჩამოდის, ეს დადებითად ისახებოდა, ახლა კი ის უბრალოდ გუნდში სკამზეა.

ყველა ფეხბურთელს ცალ-ცალკე რომ მივყვეთ, ძალიან დიდი წერილი გამოვა. შიშებს რაც შეეხება, კიდევ ის გვაშფოთებდა, კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში სანიოლს მაინც არ ეცადა, შედეგისთვის პოზიციური შეტევებით მიგვეღწია, რადგან შემადგენლობაში საამისო ბიჭების დეფიციტი გვქონდა. თითქოს კიდევ ერთხელ გამოჩნდა საჭიროება, კონტრშეტევაზე აწყობილი ტაქტიკით წარმატებისთვის მიგვეღწია. ასეთ დროს ხომ კვარაცხელია და მიქაუტაძე სახიფათო ზონაში უფრო იოლად ხვდებოდნენ, ახლა კი "ჟორჟი" თითქოს მოედანზეც არ იყო.

და მთავარი, რისი შიშიც ჯერ კიდევ გვაქვს - საქართველოს ნაკრების მწვრთნელს სურს დაამტკიცოს, რომ მას მრავალფეროვნება შეუძლია, ამისთვის ალბათ დროსაც ითხოვს, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ხედვები შედეგს არ აუმჯობესებს. როცა შენ მიერ არჩეულ ტაქტიკას 12 წუთში ცვლი, ამით საკუთარ თავზე თვითონვე გვესაუბრები.

რატომ წავაგეთ?

დაცვის ხაზის შეცდომებით სავსე თამაშსა და კაშიას წასვლის ჟამზე (ამისგან ჯერ კიდევ ბევრი ხმამაღლა თავს იკავებს) ახლა ბევრი  საუბრობს, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა, რომ გოლები მარტივი, მოგონილი შეცდომებით გავუშვით და თურქებს არაფერი შევაქმევინეთ, თავის მოტყუებაა. გვჭირდება ახლა ეს?!

შეხვედრის დასაწყისშივე თურქეთის ნაკრები ბურთს საკუთარ საჯარიმოსთან იჩერებდა, რათა ჩვენი მაღალი პრესინგის იძულება გამოეწვია და მერე სივრცეები გამოჩენილიყო, მაგრამ ეს არ/ვერ გავაკეთეთ. თავიდანვე საშუალება მივეცით, შეტევაზე სტუმრები წამოსულიყვნენ, ყველაფერ ამას კი მოუმზადებელი დავხვდით. ნახევარდაცვასა და დაცვაში აშკარად გვაკლდა ერთი ფეხბურთელი და ეს მოგვიანებითაც გამოჩნდა. რეალურად, რთული გასარკვევი იყო, წარმატების მიღწევა როგორ წარმოგვედგინა, ქაღალდზე დაწერილი იდეა რომ შეტევაში ერთით მეტი ფეხბურთელით ვთამაშობთ, პრაქტიკული სახის გარეშე რჩებოდა.

საქართველოს ნაკრებს შემტევებამდე ბურთი ისე ვერ მიჰქონდათ, თურქებს მათგან რეალური ხიფათი ეგრძნოთ. მაგალითად, როცა "კვარას" ბურთის მოსაპოვებლად ცენტრამდე ჩამოსვლა უწევს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი იკლებს. მითუმეტეს, თურქები ცდილობდნენ, მასზე კარისგან მაქსიმალურად შორს დაჯარიმებულიყვნენ. გიორგი მიქაუტაძე (საკლუბო ამბების გამო ცოტა უხასიათობა მაინც ეტყობოდა) საჯარიმოს ფორვარდია და მას იქ საგოლე შანსები უნდა შეუქმნა. ევროპის ჩემპიონატის დროინდელ ტაქტიკაში ის თავისუფალ ზონებს სულ პოულობდა. აბა, შემდეგ რის ხარჯზე გინდა, წაგებას "დაუძვრე"...

ფაქტი იყო, 4 მცველის შემთხვევაში ფლანგზე ლოჩოშვილი იქნებოდა, რომელიც შეტევაში პასიურად ჩაერთვებოდა. მატჩამდე მოვიტანეთ "ნაპოლისა" და ჟესუსის მაგალითი, მისი პასიურობის გამო კვარაცხელია რამდენიმე მეურვეში მარტო რჩებოდა, რადგან ფლანგიდან სივრცის განმათავისუფლებელი და ერთი კაცის მისკენ გადამყვანი არ ჩანდა. ახლა, თანაც ჩაკვეტაძის არყოფნაში, ეს თავად გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, აზაროვის შემოსვლის შემდეგ ეს გარემოება შეიცვალა. გვესმის მეტოქის კაცნაკლულობაც, დაცვაზე ორიენტირება და ზოგადად ისიც, ფლანგებზე დაცვასა და შეტევას შორის ბალანსია საჭირო, მაგრამ მაშინ თავს რატომ ვიტყუებთ, შეტევაში ერთით მეტნი ვართო, როცა 3-მცველიანი უკანა ხაზის პირობებში, ფრთაზე მოთამაშე მცველები უფრო აქტიურები იქნებოდნენ.

"კვარა"

საქართველოს ნაკრების თამაშში კვლავ ვერ ვნახეთ კომბინაციური მრავალფეროვნება და გუნდს თითქოს სახეზე ეწერა, ჩვენი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია რამეს მოიფიქრებსო. სანიოლმა ენრიკეს გამოცდილების გაზიარება სცადა და ლიდერს ფლანგებსა და პოზიციებს უცვლიდა. საუკეთესო შეფასების მიმღები ზურიკო დავითაშვილი ამაში ხელს მშვენივრად კი უწყობდა.

ხვიჩა მინდორზე დიდი ფაქტორი და შესანიშნავი ინდივიდუალისტია, მისი კარისკენ დაძვრები მოწინააღმდეგეს ძაბავს და საქმეს ურთულებს. კვარაცხელიას ყოველთვის შეუძლია ხიფათი შექმნას, გონივრული პასი გააკეთოს.

იყო ეპიზოდი, როცა კვარაცხელიამ ბურთი სწრაფად წაიღო, რამდენიმე მეურვემ გადაკეტა, ფლანგი ცარიელი იყო, მაგრამ ვერავინ შეავსო და ბურთის უკან დაბრუნება მოუწია. ფეხბურთი ასეთი ნიუანსებისგან შედგება და წაგებასაც ასე "დაუძვრები."

"კვარამ" თავისი მაინც გაიტანა. იმ ეპიზოდში თავიდან პასი სცადა, რაც არ გავიდა და შემდეგ მაგრად მოუქნია. ასეთ ფეხბურთელს, ვისაც ერთი მოწინააღმდეგე რომ იცავს და მეორე ახლო რადიუსში აზღვევს, გუნდური ხელშეწყობა სჭირდება, რაც ახლა არ იყო.

პირველივე ტურში წაგების გამო ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, აგერ გუნდიც ისეთი გვყავს, 0:3-ზეც კი იმედი არ დაუკარგავთ!..

• თქვენიც მესმის განიცდით მაგრამ

რომ იძახით სანჯოლი გაუშვითო.მაგის ხელში არ მივაღწიეთ წარმატებას.მანამდე რამდენი გამოვიცვალეთ და მერე გამოვიდა რამე? იქნებ ქეცბაია გინდათ რომელმაც კვიპროსშიც ვერაფერი გააკეთა.ყველაზე დიდი იმედი ვისიც გვქონდა მამარდამ და მიქაუტაძემ ჩააგდეს თამაში და სანიოლს რა უნდა ექნა.არადა მამარდა მაგარ ცუდ დღეშია ამხელა წარმატებების შემდეგ სკამზე უწევს ჯდომა ლივერპულში.ხოლო მიქაუტაძეც განიცდის.ახალ გუნდთან შეგუება ადვილი არ არის.ამას დაუმატეთ ჩაკვე და რაც ყველაზე მთავარია კიტეს ტრამვები.ნებისმიერ გუნდს გამოაკელით ორი წამყვანი ფეხბურთელი და ნახავთ როგორ იმოქმერებს.ნუ ვიქნებით ზედმეტად მომთხოვნები.

• გ

ელიბოი

• გია

სწორი ანალიზია საჭირო. ფაქტია ნაკრები მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდის. ამას ემატება წამყვანი მოთამაშეების უთამაშებლობა. თურქეთტან მატჩში გამოჩნდა ყოველივე ეს. არადა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს თამაში იყო ჩვენთვის. ახლა დარჩენილ თამაშებს ამხანაგური თამაშების ჭრილში თუ განვიხილავთ. აქ პრობლემაა მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტი. მწვრთნელის პრობლემა იმდენად საგანგაშო არ არის.ორი ფეხბურთელი ვერ შევცვალეთ სრულფასოვნად, მას დაემატა დაცვის საშინელი თამაში. მეკარეც არ გამოიყურებოდა საიმედოდ.რგოლებს შორის კავშირი არ იყო. პრესსინგს ვე რ გავუმკლავდით ამ ყველაფრის მერე ანგარიში იყო 0-3 . აქუკვე ყველაფერი დამთავრდა. იმ ორ გატანილ გოლს მხოლოდ პრესტიჟის ხასიათი ქონდა.ჩვენ კიდევ ვდგავართ და მთავარ დამნაშავედ მწვრთნელს ვამბობთ. სწორი ტაქტიკით არ ათამაშაო. ტაქტიკამ რომ იმუშაოს მაღალი კლასის მოთამაშეებია საჭირო. მწვრთნელის განკარგულებაში ფეხბურთელი სულ რამოდენიმედღეა. ამ დროში ფეხბურთელს ფიზიკურად ვერ მოამზადებს.იგი მომზადებული უნდა ჩამოდიოდეს.ყოველივე ამას ჭირდება პროფესიონალიზმი და კლასი.რაც სამწუხაროდ ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობას არ გააჩნია!

• ეზო

ამ ნაკრებზე ძლიერი ნაკრები საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ამ ნაკრებზე ძვირად შეფასებული საქართველოს ისტორიას არახსოვს, ამნაკრებში მსოფლიო დონის და კლუბების ფეხბურთელები გყვას რომელიც არცეთ ეპოქაში საქართველოს ისტორიაში არ იყო.. და ამ ნაკრებმა დადო შედეგი გავიდა ევროპაზე და იქაც ჯგუფიდან გავიდა და ღირსეულად ითამაშა,, ესეთი რამ არცერთ ნაკრებს საქართველოს ისტორიაში არ გაუკეტებიათ... და მეტი რაგინდათ მსოფლიო ჩემპიონობას ჯერჯერობით ვერ გავქაჩავთ.. იამაყეთ ამ ნაკრებით სანამ დროა.... წაგება მოგება ეს ლოგიკურია .... გაიხსენეთ ერთი ვინ იყო ქარტველებიდან ლივერპულში ან პსჟ ში ან ვილიარეალში რომელ ეპოქაში იყო ასეთი ცნობადი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელები.. სუპერ ნაკრები გვყავს..

• მიშა

მე მგონი დროა სანიოლის და კაშიას წასვლის, კვარას რომ აზაროვი უკეთ უწყვილდება მერამდენედ დადასტურდა. მწვრთნელი არ გვყავს იმ დონის რაც ბიჭებს ეკადრება. ფედერაციამ ჩემპიონატის დაბალ დონეზე არ აიღო პასუხისმგებლობა, ჩვენ რა შუაში ვართო, სანიოლზე მაინც აიღეთ პასუხიმგებლობა, თქვენი მოყვანილია.

• ქორ-პარიკმახერი

სოსო მოვიწყინეთ აქ უთქვენოდ! საიტის ფორმატი არ მომწონს და ამ საიტის მესვეურებს ჩვენი აზრი როგორც ჯ.ჩარევიანმა თქვა: სულ ,,წინდაწინ ჩატანებული ფეხსაცმლის თასმაზე კიდიათ" მაგრამ აქ ძალიან ბევრი ნაღდი გულშემატკივარი შემოდის და მათ გამო ვერ ვტოვებ აქაურობას. ზოგის პოლიტიკურ აზრებს სასტიკად არ ვეთანხმები მაგრამ მაინც საინტერესო გარჩევები აქვთ ხოლმე და ამ ყველაფერს ვერ ველევი. სიმართლე ითქვას ეს საიტი არ იმსახურებს მაგ ხალხს მაგრამ უკეთესი ვერ ვიპოვე, ამიტომ ვიტან ამ ფორმატსაც. წარმატებები ბიჭებს ბულგარეთთან!

• tngh

ზოგიერთებმა მაგრად გაიხარეს გუშინდელი შედეგით.

• tngh

დროა დავივიწყოთ თურქეთთან თამაში, და დავიწყოთ მზადენა ბულგარეთთან სათამაშოდ. სამწუხაროა, რომ კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე არც ბულგარეთთან ცვეყოლებს. მათ გარეშე, რომ ძალიან გვიჭირს... გუშინაც დამტკიცდა!!!

• Levani

პირველ გოლამდეც შეძვრნენ დამკაში და მეორე გოლამდეც-ორივეჯერ გადავრჩით,მაგრამ იგრძნობოდა რომ გოლები ჩვენს კარში დროის ამბავი იყო. დაცვის ცენტრი გაიდირკა. კაშიამ რო თქვას დავასრულე სანაკრებო კარიერაო არ შეიძლება? თუნდაც ხვადაგიანი მაგაზე ცუდად ითამაშებდა?

• napoleoni

დასაწყისში რაც მამარდაშვილმა გააკეთაო. . .ხალხო ნუ გამაგიჟებთ რა,პირველად გააკეთა მსგავსი თუ ტა.ჯერ სადა ხართ.მე ამ ბიჭზე უამრავი პოსტი მაქვს დაწერილი.რა ნაკლიც აქვს და აქვს ოხრად,არაფერი ნიშანწყალი საიმისო რომ რომელიმე კომპენენტს აუმჯობესებს არ ჩანს. . გამოსვლაზე ნული ფეხით უბრალოდ საკუთარი გუნდის მტერი

• უკუღმა ბრუნავს დედამიწა

არაფერი იყო გასაკვირი ყველაფერი ლოგიკურად ხდება და მოხდა.. რატო ფიქრობთ რომ თურქეთს მოუგებთ ჩვენზე ნაკლები გამოცდილება აქვთ თუ რა თამაშის?ან ჩემპიონატის? .. მე ვფიქობ საქრთველო ნაკრები მაქსიმუმზეა თავის აღმავლობის კავკასიაში პირველებმა გავედით ევროპაზე იქაც ღირსეულად ვითამაშეთ, ზოგადად არავის ხელწამოსაკრავი არ ვართ ვარსკვალვებიც გვყავს,, რომელ ეპოქაში იყო ასეთი ძვირიანი მსოფლოში ცნობილი ქრთველი ფეხბურთელები..?/ კვარა. 80 მილიონიანი მამარდა 35 , მიქაუტაზე 35 ყველა ძირად შეფასებულები ასეთი ნაკრები არ ახსოვს საქარტველოს.. მშვენიერი გუნიდა.. ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებს შეშურდება ... წაგებას რაც შეეხება ლოგიკურად იყო მარა ხდება ზოგჯერ გამართლებაც .. უფრო თურქებს გაუმართლათ მაგრამ რას ვიზამთ ბურთი მრგვალიააააა....

• Lasha

1. ფედერაცია, თავისი დამოკიდებულებით და კლუბების სუბსიდირებით, თავიდან ბოლომდე დასაშლელი და ხელახლა ასაწყობია. 2. კლუბების სუბსიდირება არის ბოროტება. იგივე რესურსები ბავშვთა ფეხბურთში დახარჯონ და რამე ფორმით ის უზრუნველყონ, რომ პერსპექტიულმა მოზარდებმა ფეხბურთის თამაში გააგრძელონ უბანში პლანის წევის ნაცვლად, ის აჯობებს. 3. ფედერაციაზე ამ კონკრეტული შედეგის დაბრალება სისულელეა, ისევე როგორც მის წვლილზე ლაპარაკი ევროპაზე გასვლაში ან ზურიკოს, ხვიჩას, მამარდას, ჟორჟის ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში. სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ ამ 4-დან 3 ცნობილი ფეხბურთელის შვილია და მე-4-ს ქართულ ფეხბურთთან არანაირი საერთო არ აქვს, ბევრს უნდა აფიქრებდეს. 4. თურქეთის დონის ნაკრებთან ქამბექზე რომ ფიქრობ და 0-3-დან გული რომ გწყდება, რატომ ვერ გაათანაბრე, გარკვეულ სიამაყის გრძნობას ქმნის. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ გუნდმა ევროპაზე მეოთხედფინალი ითამაშა. 5. კაშიამ მანამდე უნდა იგრძნოს წასვლის დრო, სანამ ხალხს მისი კარგი თამაში ცუდზე უკეთ ახსოვს. კაკაბაძის შემცვლელიც სასწრაფოდ მოსაძებნია და წიტაიშვილს თუ ნაკრები უნდა, ძალიან ძალიან უნდა მოუმატოს. 6. ბოლო წუთები რომაა და მეტოქის საჯარიმოში ან საჯარიმოსთან უაზრო ჯარიმას იღებ, ეროვნული ლიგის დონისთვისაც კი მიუღებელია 7. სანიოლს ბევრი რამე შეიძლება მოთხოვო (პირველ რიგში, ბუდუს ამბავი), მაგრამ კიტეს და ჩაკვეს არყოფნა ნახევარდაცვის აორთქლებას რომ იწვევს, ამას სანიოლი კი არა, გვარდიოლა და ანჩელოტი ვერ უშველიან, სანამ ახალგაზრდები დონეს არ აკრეფენ. მოკლედ ძალიან ამღვრეული გრძნობაა, მაგრამ თურქებთან 2-ჯერ ასე დაძაბულად წაგება მეტისმეტია, იქნებ გასვლაზე რამეს გამოვკრათ ხელი...

• ჭეშმარიტება

სანამ ფედერეციაში წმენდა არ ჩატარდება და ქვეყნის ჩემპიონატს არ მიეხედება, მანამდე სულ მსგავსს ემოციებში ვიქნებით. ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის რომ საკმარისი ფეხბურთელები არ გვყავს სანაკრებო დონეზე, ღირსეული შემცვლელები, პროფესიონალები. საქართველოს ჩემპიონატს თუ არ მიეხედა, დონე არ აწია, არაფერი გვეშველება. დღეს ფეხბურთი არის ბიზნესი, საჭიროა თანხები, ინვესტიციები, ფედერაციამ სახელმწიფოსთან ერთად უნდა შეიმუშაოს ისეთი პროექტი რომ ბიზნესი დაინტერესედეს ფულის ჩადებით ფეხბურთში. თურქეთში წლების წინ იყო პროექტი თუ ფეხბურთის გუნდს აფინანსებდა რომელიმე კომპანია დღგ-ს გადასახადიდან თავისუფლდებოდა. ჩვენთან ქვეყანაში ყველაფერს პოლიტიკა წყვიტავს, ყველას საბოლოოოდ მაგრად არ აღელვებს გრძელვადიანი შედეგს რა მოიტანს ქვეყანაში. ჩემი სუბიექტური აზრია საპატრიარქოს ყოველ წლიურად 50 მილიონი ლარით დაფინანსების მაგივრად ეგ თანხა ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდზე პროპორციულად გადანაწილდეს სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემპიონს მეტი წილი უნდა შეხვდეს , რომ გუნდი გააძლიეროს და ღირსეულად გამოვიდეს ლიგაზე. ასეთი პროექტის მერე დარწმუნებული ვარ კერძო სექტორიც დაინტერესდება კლუბების შეძენით და განვითარებით ...

სწორია თამაზ.გადახალისებული ნახევარდაცვა მათზე უფრო მაღალი კლასის თურქულ ნახევარდაცვას წინააღმდეგობას ვერ უწევდა და დაცვა ბურთს რომ მიიღებდა,სწორი მოძრაობით თავს ვერ ითავისუფლებდა მათგან პასის მისაღებად.მათ შორის შეთანხმებლობა კი,ბურთების დაკარგვას იწვევდა და ეს ძვირად დაგვიჯდა.დასაწყისშივე,მამარდამ დაუშვა მეტოქეზე პასი,რასაც კუთხური და გოლი მოჰყვა,მერეც რამდენიმე ასეთი შემთხვევა მოუვიდათ,ჩვენ მცველებს,მეკარეც შეცდა.მათ შორის კაშიას შეცდომაც იყო,გოლად რომ დაგვიჯდა,მაგრამ რამდენჯერ,გვერდითი ხაზის გასწვრივ ბურთების ამოტანაში დავკარგეთ ბურთები.იქიდან კარამდე შორი იყო,თორემ შეცდომის არსი და მიზეზი,ერთი და იგივე იყო.უბრალოდ გურამ კაშიას დაატეხეს მთელი რისხვა,რადგან ის ასაკიანია და გუნდიდან უნდათ გააგდონ.ეს ნახევარდაცვა არ იყო მზად,დაცვასთან შეთანხმებული თამაშისათვის,მერე და მერე,ცოტა ცოტა,საერთო ენა გამონახეს და უხეშმა შეცდომებმა დაიკლო,გაგნიძის შემოყვანამ კი,წინ თამაშის ცოტა დალაგების საშუალება მოგვცა.ამ ბიჭებმა,თავი არავინ დაზოგა,მაგრამ დღევანდელი მათი კლასი და შეთამაშება არ იყო საკმარისი,თურქების წინააღმდეგ.ჩაკვე -კიტესაც გაუჭირდებოდათ,მათ წინააღმდეგ,რადგან მათი მეტოქეები,კიდევ უფრო ძლიერ კლუბებში თამაშობენ და ჩვენი სურვილის მიუხედავად,ნამდვილად აქვს მნიშვნელობა,სად თამაშობ და რა არის შენი სატრანსფერო ფასი.

• .სოსო

ამ ხალხს ჰგონია,რომ ფეხბურთელის ფასი არაფერს ნიშნავს!უნდათ და მორჩა,მაგრამ თუ როგორც უნდათ ისე ვერ გამოვიდა,ისევ ფეხბურთელებს და მწვრთნელს ადანაშაულებენ.ფიქრი არ უნდათ და ან ხბოს აღტაცებით,ადიდებენ და ცაში აჰყავთ,ან კიდევ დამნაშავეს ეძებენ,ვიღაცას ამოიჩემებენ და მიდის გააფთრებული ბულინგი.ამას დაუმატეთ წინასწარვე დაპროგრამებული მაგინებლები,ვისი ერთადერთი მიზანიც,ჩვენი სპორტსმენების წყობილებიდან გამოყვანა და დაშლაა. რაც საიტის ფორმატი შეიცვალა,ბევრი ვეცადე,ძველ,უფრო მოსახერხებელ ფორმატზე დაბრუნებაზე დამეთანხმებინა საიტის ხელმძღანელობა.აქ მარტო მე არ ვცდილობდი,სხვებსაც არ მოსწონდათ.ჰოდა რაკი ვერაფერი გავაგონე და უვარგის ფორმატზე დარჩნენ,დავტოვე აქაურობა.ამ სახის ფორმატს,მართლაც აზრი არა აქვს.ნაკრების თამაშის შემდეგ,მაინც გულმა გამომიწია,მცირე იმედიც მქონდა,იქნებ რაღაცა გამოასწორესო,მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ,ისევ უვარგისი ფორმატი და მხოლოდ უარყოფითზე დაგეშილი „მომხმარებლები“,ვიღაცის გინებადამოკიდებულები რომ არიან გამხდარნი.დღეს გურამ კაშიაა ბულინგის სამიზნე.თურმე დაბერდა და უნდა წავიდეს!ორ დღეში ნაკრებს ისევ თამაში აქვს და ყველაფერს აკეთებენ,რომ როგორმე წყობულებიდან გამოიყვანონ.სულ ფეხებზე ჰკიდიათ,რომ კაშია დაცვის ორგანიზატორია და მის გარეშე,დაცვის თამაში შეუდარებლად უფრო მოწყვლადი გახდება.წყობილებიდან გამოვა და კიდევ უარესად ითამაშებს?ეგეც სამაგათოდ არის,არც თურქებთან თამაშის წინ დაუკლიათ კაშიას ლანძღვა გინება.იქნებ ასეთუ ბულინგის გამო იყო ჩვენი ნაკრები დასაწყისში ასე დაძაბული და ამიტომ უშვებდა ასეთ შეცდომებს,ამას აზრადაც არ უშვებთ?წავა და ნაკრები ამის გამო წააგებს?ისევ მწვრთნელი და ფედერაცია იქნება დამნაშავე.ზოგიერთი მიზანმიმართულად და ორგანიზებულად ცდილობს ნაკრების მოშლას,სხვები კი ისე,რომ ფიქრიც არ უნდათ,მისდევს ამ ბრბოს წარმმართველებს.არჩევნები ახლოვდება და დამარცხებული საქართველო,მათთვის მისწრებაა,ქოცების საგინებლად.გინება უღირსი ადამიანების ხვედრია,სხვების დამცირებით რომ ცდილობენ თავის დამკვიდრებას.არჩევნები მოდის და ახლა,კიდევ უფრო აღვირახსნილი გარჩევები წავა,მაგრამ პარტიული კუთვნილების მიუხედავად,ვინც საკუთარი თავის,თუ პარტიის სხვებზე მაღლა დაყენებას ცდილობს,უღირსი ადამიანები არიან და მათი ნდობა,არ შეიძლება.ეს ერთხელ,ქუდი შემომიგდეს და კიდევ შემოვედი,მაგრამ მეორედ,აქ ქუდიც ვეღარ შემომიტყუებს,სანამ რაღაცა არ გამოსწორდება ან ფორმატში,ან კიდევ აქ შემომსვლელების ქცევის კულტურაში.ვერავის ვაიძულებ უკეთესი გახდეს,თუ მისი სურვილიც არ არის.ამიტომ გთხოვთ,დაფიქრდით და გაუფრთხილდით ერთმანეთს,გაუფრთხილდით საქართველოს.სხვანაირად,ჩვენივე ხელით დავანგრევთ,საკუთარ ქვეყანას.ღმერთს ებარებოდეს ჩვენი ქვეყანა და მისი ყველა მოქალაქე.

• goga

ჩვენი ჟურნალისტები მაგრად მიქარავენ, როცა კონკრეტიკას გაურბიან. ნუთუ არავის გაინტერესებთ რა იწვევს "აი ია"-ს დონეზე დაშვებულ შეცდომებს, დაღვინებული პროფესიონალების მხრიდან? 10 წლის მეკარემ, რომ ისეთი პასი გააკეთოს როგორიც მამარდაშვილმა მატჩის დასაწყისში, მწვრთნელმა "პანღურის ცემით" მოედნიდან უნდა გაიყვანოს და, თუ არა, ცალსახაა, რომ ასეთი ტრენერი ბავშებს არ უნდა გააკარო. როგორ დავიჯერო, რომ მამარდას ასეთი დამრიგებელი ყავდა? ფეხბურთში უამრავი დაუწერელი კანონია, მხოლოდ იმიტომ რომ შეცდომის შედეგად ხიფათი აირიდო. შეცდომა ყველას მოსდის, ფეხბურთის თეორეტიკისებმა ადამიანური ფაქტორი გაითვალისწინეს და ეს ე.წ. ტაბუ დაწყებითი თეორიის დონეზე ისწავლება ბავშვებში. ასეთი რა უბედურება გვჭირს, რომ სამივე ბურთი მსგავსი შეცდომების შედეგად გავუშვთ. ასეთი პასების (არაზუსტი არაფერ შუაშია, თეორიაში დასაშვებია) კეთება, რომ არ შეიძლება "ლივერპულის" მეკარემ და საპენსიო ასაკში მყოფმა კაპიტანმა არ იციან? იციან და მაინც რატომ ხდება ასე ესაა გასარკვევი? რაც შეეხება სანიოლს, კითხეთ ვინმემ რა ფუნქცია ქონდა მექვაბიშვილის 10 წუთი მინდოზე ყოფნას რიცხობრივი უპირატესობის პირობებში?

• მოკლედ

არ ვართ ქართველები უმადური ხალხი. რა გჭირთ? რა სანიოლი? თურქეთის ნაკრები რომ საქართველოზე უკეთესია, ეს სანიოლის ბრალია? კლუბურ ფეხბურთში საქართველო ბოლოს წინა ადგილზეა. ეს შემთხვევითაა? ესეც სანიოლის ბრალია? თავს იკლავდით 5-3-2 ს ან 3-5-2 ს რატო თამაშობსო. ახლა 4-4-2 რატო ითამაშაო. კარგით რა. ქართველების უმეტესობა კარგი ხალხი ვართ. აქ რა დაგემართათ? მე-3 წუთზე ის დუშაშა გოლი რომ არ გაგვეშვა, დღეს სხვანაირად ისაუბრებდით. ფეხბურთია. მე არ გამიკვირდება გასვლა რომ მოვიგოთ.

• ამაშია საქმე

სანიოლმა თქვენზე კარგად იცის რომ კაშია დაბერდა მაგრამ სხვები უფრო სუსტები და არასტაბილურები არიან.ასევე დღეს ფეხბურთში მთავარი ნახევარდაცვაა.ამის მაგალითი პსჟ-ა სადაც თამაშებს ნახევარდაცვა იგებს.კიტეს და ჩაკვეს შემცვლელი დღეს არა გვყავს.ამიტომ სანიოლის კრიტიკა ყველაზე ადვილი საქმეა.ასევე მამარდა და მიქაუტაძე ასე სუსტად რომ ითამაშებდნენ ვერ წარმოიდგენდა ვერავინ.აღარაფერს ვამბობ წიტაიშვილისა და მექვაბიშვილის დონეზე.

• დავითი

ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეშია ჩვენი ჩემპიონატი, ორ ფეხბურთელს ტომ ვერ შეცვლი.სამწუხაროა გყავდეს ამდენი ტალანტის მქონე მამული და არ ცდილობდე გამოიყენო.კობიაშვუს რომ ჰკითხო ,წინ მივიწევთ.

• amataki

ისეთ აბსურდულ მდგომარეობაში ვართ, რომ კაცმა არ იცის რას და ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი. აბსოლუტურად გაუგებარია ამ თვითმაზოხიზმის საწყისი. რაღა საბედისწერო მომენტში აუტყდებათ ამ ჩვენი ნაკრების მესვეურებს, ჩვენი ცოდვით სავსე ექსპერიმენტების "ლომკა". თქვე დალოცვილებო,თამაშობდით ამ 3 ცენტრიან დაცვას და რაიმე მისაღები შედეგი თუ დაიდო-სწორედ მისი წყალობით. ეხლა როცა შუა ხაზში ისედაც გვაკლდა 2 სისტემაშემქმნელი ფეხბურთელი, ობიექტურად სუსტი დაცვის კიდევ გამოშიგვნა იქნებოდა?! შესაბამისად ფრთებზე თამაშზეც რომ უარს ამბობ, ერთი ჩვენი ანზორის იმედად, თუგინდ ქოჩორასთან წყვილში, რისი იმედი გქონდათ რეალებისა და ინტერების ხალხთან? ამ თამაშის დეტალურ განხილვას აზრიც არა აქვს, იმდენად ნათლად ჩანდა ჩვენი გუნდია აბსოლუტურად თვითდინებასა და თვითშემოქმედებისთვის განწირვა. ბიჭების ღვაწლია რომ ასეთუისე შეურაცხმყოფელ ანგარიშს გადავურჩით. იმათ გასაგონად ვინც ჩვენი ფეხბურთელების დონეზე წუწუნებს, მადლობა თქვით რომ სომხეთთან გაგორებულ შედეგს გადავრჩით. არადა ამ თამაშის ტაქტიკური მომზადება იმსახურებდა ანალოგიურ ანგარიშს, რომ არა ჩვენი ბიჭების ინდივიდუალური ოსტატობა. ამ ფეხბურთელებისაგან მეტს რას ელითო, მავანი გვაყვედრის. ამისთვის სულ გუშინდელი მაგალითიც საკმარისია: იქნებ აგვიხსნან რით გვჯობია სლოვაკეთი, ვინაც მართლა გრანდს დაუხვდა ღირსეულად, არათუ გრანდთან მიახლოვებულს. არც პოლონეთია ჩვენგან მაინცდამაინც შორს და მათაც ჰოლანდიას ფრე გაუგორეს. ამ ყველაფერმა ჩაიარა ( როგორც ჩანს ჩვენ შანსებთან ერთად), მაგრამ წინ კიდევ უფრო მწარე დილემის წინაშე ვდგევართ. თურქებთან მარცხს სხვა ახსნა ვერ მოეძებნა, ახალ სქემას ვაყალიბებთო. გეგონება გუნდები მაინცდამაინც ერთი სქემით უნდა თამაშობდნენ მუდამ და არა სიტუაციას ერგებოდნენ. ამათ სხვა გზა არ დაიტოვეს, ბულგარეთთანაც ჯიუტად იგივეს მიაწვებიან.რა ვიცი, სამწუხაროდ, მგონია რომ ბულგარეთთანაც კი გაგვიჭირდება ასეთი თამაშით დადებითი შედეგის დადება. ღმერთმა ქნას ამ შემთხვევაში ვცდებოდე, მაგრამ ზოგადად რომ მრუდე გზას ადგას ჩვენი ნაკრების ყოფა, ამას არანაირი მტკიცება არ სჭირდება.და ბოლოს ჩვენ ამ თაობას გაუმართლა იმით, რომ კვლავ გვეღირსა მესხისა და ყიფიანის დონის ფეხბურთელი და რაოდენ გულდასაწყვეტია რომ შესაბამისად ეფექტურად ვერ ვიყენებთ.

• zaza

გამოჩნდა რომ მოედნის ცენტრი რომ დავუთმეთ თურქებს ხიფათი იქმნდებოდა ჩვენთან. პირველი გოლის ეპიზოდი უაზრო კუთხური და იქიდან კაშია და ლოჩოს გაადააფრინდა ბურთი და გოლიც მივიღეთ. მეორე გოლი უაზრო მოგერიებების სერია, მესამე გოლი კაშიას შეცდომა და თურქებმა მაგრად გაათამაშეს ბურთი. დაცვის ხაზი ამ ნაკრებში ყველაზე სუსტი რგოლია, ამას დაემატა კიტეს და ჩაკვეს არ ყოფნა და მოედნის ცენტრში ბურთი ვერ გავათამაშეთ. მოდი სიმართლეს გავუსწოროთ თვალი და კაცის გაგდებამდე ფაქტიურად ამოკეტილი ჰყავდათ თურქებს ჩვენი შემტევები, დავითაშვილი კი ცდილობდა ან ქოჩორა რომ კარგი პასები ენაწილა მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. თურქეთის ნაკრები ა დივიზიონში რომ არის არაა ეს შემთხვევით. იმედია ახალი სისხლი დაემატება ამ ნაკრებს და სანიოლი გამოცდის სხვებსაც განსაკუთრებით დაცვას ეხება ეს, რადგან კაშია ასაკშია და ვეღარ არის საიმედო. იმედია ბულგარეთთან სანიოლი ცვლილებებს გააკეთებს შემადგენლობაში. ესეთ გუნდებთან ვითარდება ნაკრები აბა c ლიგაში და სომხეთთან თამაშში რას განვითარდები. ყველაზე ცუდი რაც არის ის არის რომ რეალურად კიტე და ჩაკვეს დონის შემცვლელები არ გვყავს და ორივე ტრავმისკენ მიდრეკლია და ეს სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის.

• Achi

Disciplina gvaklia disciplina sapexburto meti araperia. Etxoba ro qaosia gundshi da eg qaosida disciplinas vincunda mixedos paqtia tavs vexar artmeven

• tedo

tazo-ს მე არავინ მიღიარებია გმირად , პირიქით , ზედმეტად მიმაჩნდა და მიმაჩნია ის პომპეზური დახვედრა , როგორიც მოვუწყვეთ . გამეხარდა რა თქმა უნდა, ვაქებდი და ვაქებ ბიჭებს , მაგრამ გმირობა და ვარსკვლავობა ცოტა სხვა რამედ მიმაჩნია.სანიოლი საიდან მოვიდა შენი სასწავლებელი არ მაქვს და მაგ ,,ჭკუით " და ლოგიკით შენ რომ გაქვს პელე და მარადონა საუკეთესო მწვრთნელები უნდა ყოფილიყვნენ , მაგრამ პირიქით იყო . ,,ჩასვრილ მენტალიტეტს" რაც შეეხება , ბიჭებზე არ მითქვამს . ჩასვრილი მენტალიტეტია , როცა ნებისმიერ გუნდთან მეორე ნომრად თამაშობ და იოლად გასაშიფრი ხარ ყველასთვის .ჭკუაზე სანამ დაიწყებ ლაპარაკს , დაფიქრდი : შენ თუ !გაქვს გაიგე tazo ?

• 1981

სანიოლია ამ გუნდის მთავარი პრობლემა. დვალი გვყავს გოჩო ჰამბურგშია და მაინც კაშია კაკაბაძე. და აქედან გამომდინარე ლოჩო და გოგლიჩიძე თავის პოზიციაზე არ თამაშობენ. პლიუს კიტეს გარეშე ნაკრები სხვაა. კი მესმის კვარა ჩაკვე მაგრამ გუმდის ხერხემალი კიტეა. და ჟორჟს ვერ ვადანაშაულებ. ბურთი ხომ უნდა აუვიდეს თავდასხმაში რამე რომ გააკეთოს.

• RR

სანიოლი არის კარგი ადამიანი, მაგრამ უსუსტესი მწვრთნელი! ეს ბევრჯერ გამოჩნდა, მაგრამ ბიჭების ოსტატობამ და თავდადებამ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ვილი ძლიერია. ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!

• ყველაფერი კარგადაა

მე არ ვიცი თურქეთთან რატომ გვქონდა წარმატების იმედი ჩაკვეს და კიტეს გარეშე. მარტო ქოჩორა დარჩა ცენტრში ბურთს რომ გრძნობს. ანზორი კარგი ბიჭია მაგრამ არა კიტეს და ჩაკვეს დონის. მე პირადად გამიკვჯრდებოდა თუნდაც ფრე გვეთამაშა. ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს თურქეთს. წინ 4-5 კაცი რომელთა ფასი 30-50 მილიონ შუალედში მერყეობს. უკანაც 10-15 მილიონიანი ფეხბურთელები ჰყავთ. ბოლოს და ბოლოს ა ჯგუფში თამაშობენ ერთა ლიგაზე. არ შეიძლება მეტოქის დაუფასებლობა. ორი მაგარი ფეხვურთელი გვაკლდა და მაინც ისე ვართ განაწყენებული თითქოს ყაზახეთს ან კოსოვოს ვერ მოვუგეთ. ჩემთვის პირადად ყველაფერი კარგადაა. მომავალ შეხვედრებში თუ ტრავმები არ იქნება 4-5-1 ტქტიკას დააყენებს იმედია. შუაში ქოჩორა-კიტე-ჩაკვე და ფლანგებზე ხვიჩა-ზურიკო. დაცვაში სასურველია მარცხნივ აზაროვი და ცენტრში კაშიას ნელნელა შეცვლის დროა. ან ლოჩოშვილი ან საზონოვი ან თუნდაც ტაბიძე/დვალი. მთავარია ფორმაში იყვნენ ბიჭები და კარგი მებრძოლი გუნდი გვყავს. ბულგარეთს ორივე უნდა მოვუგოთ და პირადი ბალანსი გავიუმჯობესოთ. თურქეთთან თუ ყველა იქნება, გასვლაზე შეიძლება ავიღოთ ქულები, 1 მაინც

• Ss

ორი ფეხბურთელით ნაკლები ვიყავით,მიქუტაძე საერთოდ არ იყო და მძინარწ კვარაცხელია.მადლობა დავითაშვილს რომელიც სული და გულით თამაშობდა და საუკეთესო იყო

• Levani

ოთხმა ქართულმა გუნდმა იფაფხურა ევროთასებზე და ერთმა ფეხბურთელმაც ვერ გამოიჩინა თავი. იქედან უნდა მოსულიყო 2-3 კარგი ფეხბურთელი შევსებისთსვის-აბა ჯერ სეზონი არ გახურებულა,აგერ გოგლიჩიძეს სულაც რამდენიმე წუთი აქვს ნათამაშები,მამარდას არცერთი. ასეთი დაცვით კიტეიშვილი კი არა 2 ჯოკერი რო დიმატო მაინც წააგებ

• tazo

ეს ,,ჩასვრილ მენტალიტეტიანი,, გუნდი არ იყო ევროპის მერე გმირებად რომ ვაღიარეთ?ახლაა ჩასვრილ მენტალიტეტოანები? მოიგებს მაკრები ერთ თამაშს(სულერთია ვისთან) მიუძღვნიან დითირამბებს სანოილი პროფესორია და მსოფლიო ჩემპიონობაზე უჩნდებათ პრეტენზია! წააგებს ნაკრები(სულ ერთია ვისთან) და ჩასვილებს და უჯიგროებს ეძახიან,სანიოლი ხომ საერთოდ ხოკეიდან მოვიდა.კარგია ერთი მხრივ მაქსიმალისტები რომ ხართ,უფრო კარგი იქნება ჭკუასაც თუ დაატანთ ძალას.ხო,გინდათ დამბლოკეთ(არ გაგიჭირდებათ,პირველად მბლოკავთ თუ რა) და გინდათ დიზლაიკები წერეთ,ამ კონტინგენტისგან,პირიქით საამაყო იქნება

• FABRO

პრობლემა N1 - სანიოლი უმთავრესი პრობლემა სამწვრთნელო შტაბია, ვილი სანიოლის თაოსნობით. არაერთხელ გამოჩნდა , რომ მას არც თავში შეუძლია თამაშის სწორად დაგეგმვა და ვერც მისი მსვლელობის პროცესში ახდენს სათანადო დასკვნების გამოტანას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას. მარტივად რომ ვთქვათ, იგი დაბალი რანგის (უნიათო) მწვრთნელია და იქ, სადაც არსებული რესურსით მაქსიმალურის მიღების აუცილებლობის დრო დგება, უბრალოდ ვერაფერს ხდება, მეტიც...ჩვენს უპირატოსობებს (რომელიც იშვიათია) ხშირ შემთხვევაში ვერ იყენებს. არ ვიცი ფედერაციის გავლენაა თუ მისი პირადი ფეტიში, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა დაბერებულ და ვადაგასულ ფეხბურთელებს, ასევე ვერ ეხება ლიდერებს, რომლებსაც თამაში კონკრეტულ მომენტში უბრალოდ არ მისდით, რაც ხანდახან ყველაზე სტაბილურ ფეხბურთელსაც კი შეიძლება დაემართოს. პრობლემა N2 - მარადმწვანე ვეტერანი ვფიქრობ სათაურის მიხედვით ყველა მიხვდება თუ ვისზეა საუბარი და დაკონკრეტებას აღნიშნული პუნქტი არ საჭიროებს, თუმცა მისი ხსენება მაინც მოგვიწევს. გურამ კაშია იყო გუშინდელი შემადგელობის უმთავრესი ხვრელი, დგება მომენტი, როდესაც უნდა გააცნობიეროს ფეხბურთელმა , რომ მისი დრო წავიდა...და თუ გული არ ბერდება, ჩანაწერში მაინც შეხედოს საკუთარ უსახურ თამაშს. ფლანგზე გაქცეულ ფეხბურთელს როცა მისდევს, ასე მგონია კადრს ანელებენ ოპერატორები, ელემენტარულად სისწრაფეები აღარ ყოფნის, რომ აღარაფერი ვთქვათ გამძლეობაზე და ამ ყველაფრის თქმა მიწევს მოთამაშეზე, რომელსაც ნაკრების კაპირანი და დაცვის ბურჯი ეწოდება (თავისთავად უკვე ანომალია და პრობლემაა) პრობლემა N3 - განწყობა+შემართება თამაშის პირველივე წუთებზე ისეთი განცდა ჩნდებოდა, თითქოს ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა იყო, პირველ ადგილზე ვიყავით და ფრეც ხელს გვაძლევდა ადგილის შესანარჩუნებლად. არანაირი აგრესია, ფეთქებადობა, პრესინგი, მეტოქის საკუთარ ნახევარზე შევიწროვება ან შეწუხება. კაცი იფიქრებდა, რომ რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის მოზარდები სასპარინგოდ ყავდათ გაყვანილი კაცების წინაღმდეგ, რომლებიც მათზე ერთი თავით ძლიერნი, მაღალნი და გამოცდილნი იყვნენ (იქნებ მართლაც ასეა). როცა საკუთარ მოედანზე 60 მდე გულშემატკივრის წინაშე თამაშობ, სულ რომ უძლური იყო, რაღაც სტიმული და გამბედაობა მაინც უნდა გემატებოდეს. როცა იცი, რომ საკუთარ კედლებში მსგავსი თამაში მოსაგები გაქვს, თუკი საერთოდ ოცნება გინდა შეინარჩუნო მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გასვლის, რბილად რომ ვთქვათ სხვანაირად უნდა ირჯებოდე. პრობლემა N4 - ერთი მოთამაშის სინდრომი ფეხბურთში ცოტა თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც რომელიმე ნაკრები საუკეთესო თერთმეტეულით იწყებს და ასრულებს რომელიმე ტურნირს, განსაკუთრებით თანამედროვეობაში, როდესაც გრაფიკი უაღრესად გადატვირთულია და მოთამაშეებიც ხშირად არიან ლაზარეტში. ჩაკვეტაძის არ ყოფნა უკვე უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა კიტეიშვილის გამოკლებამ დაღი დაასვა ჩვენი ნაკრების თამაშს. რა გამოდის, რომ შედეგის მისაღწევად მუდამ საუკეთესო 11 კაცით უნდა გავიდეთ მოედანზე? ეს ხომ არარეალურია. ნებისმიერი კლუბი ან ნაკრები გუნდი მსგავს გასაჭირის სიკეთეში გადათარგმნას ცდილობს და შანსს აძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, არა ტაქტიკის რადიკალური ცვლისა და ავტობუსის კარში ჩაყენების ხარჯზე, არამედ ტრამვირებული ფეხბურთელების პოზიციაზე მათ შემცვლელაბად ახალგაზრდაფეხბურთელების დაყენებით. ვინმე თუ იტყვის, რომ ასე საერთოდ გავნადგურდებოდითო ასეთებისთვისაც მაქვს კონტრ-არგუმენტი - სამაგიეროდ ის ფეხბურელები, რომლებიც ნაკრების მომავალია, საჭირო და აუცილებელ პრაქტიკას მიიღებდნენ, სწორედ მსგავს სიტუაციებში იბადებიან ვარსკვლავები და ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს. სალია, ხარებაშვილი, ლომინაძე, პარკაძე, სიგუა...ესაა არასრული ჩამონათვალი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების, რომლებსაც ერთხელაც კი არ მისცემია შესაძლებლობა საკუთარი ახალგაზრდული შემართება და პროფესიული შესაძლებლობები წარმოეჩინა და განა არსებობს უკეთსი მომენტი იმისათვის, რომ მათ შანსი მიეცეს? მგონია რომ არა... ეპილოგი ვისაც ეწყინა ან ეტკინა სიმართლე, მიკერძოებულობით ვინცაა დაავადებული ან ფეხბურთი მონათხრობით იცის - მე მაპატიეთ და ცივი წყალი მიაყოლეთ. P.s სიტუაცია თუ არ გადაფასდა და რადიკალურად არ შეიცვალა ფეხბურთის მესვეურებისა და ფეხბურთელების მიდგომა - ბოდიში და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ჩა#$%ლებს სიარული, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლა კი შორეულ ოცნებად დაგვრჩება.

• zaza

წარმატებები ჩვენს ბიწებს მაგრამ ვიყოტ რეალისტები.საქარტველოს ნაკრები არის საშუალოზე დაბალი გუნდი ერთი გამოკვეტილი მაღალი დონის ფეხბურთელით.საიდან გვაქვს იმის ამბიცია რომ მსოფლიოზე უნდა გავიდეთ არ ვიცი.ან ეს თამაშის წინ უაზრო ბაქი -ბუქი და მატრაკვეცობა რა უბედურებაა.პიეველივე ტურში დავკარგეთ მსოფლიოზე გასვლის შანსი.და მინდა შევეხო კომენტატორების თემას.რა უბედურებაა ამდენი ბღავილი კვარა რომ ბურთს მიიღებს.1 არხზე რო უვიცი კომენტატორებია იმდენი ერთად აღებული სხვა არხებზე არ არის.ან რად მინდა თვალაბეიშვილის უაზრო სტატისტიკა.შენ რო კომენტატორი ხარ თამაში წაიყვანე და რამე ინფორმაცია თუ დამჭირდა ვიცი სადაც მოვიპოვო.კიდევ ერთხელ წარმატება ბიწებს ბულგარეთთან და წარმატება თქვენს საიტს.

• Gurulo

გაივსო საიტი ნაცარქექიებით.სანიოლის ტაქტიკას უწუნებთ და რა ღრმა შემადგენლობა ჩვენ გვყავს ტაქტიკის მრავალფეროვნებაზე რომ ვისაუბროთ.იგივე ეხება კალათბურთელებს.თურქეთ ჩვენ კი არა ევროპის გრანდებს გაამწარებს.ყველაფერი კარგად იქნება.თქვენ კი გააგრძელეთ ნაცრის ქექვა

• რა გვეშველება

ესეიგი სანიოლი, თუ გააკრიტიკეს გამოდის რომ კობიაშვილს აკრიტიკებს, და თუ კობიაშვილს აკრიტიკებს ესეიგი მთავრობას აკრიტიკებს. ვინ ასე ფიქრობს დასახვრეტია მართლა. როგორ შეიძლება რო ადამიანებმა თავისი აზრი არ დაწერონ რო ეგრევე ბოტები რო გამოხტებიან და ლანძღავენ ხალხს

• გენა

ფაქტია, რომ თურქეთი უფრო ძლიერი ნაკრებია. არ მგონია ჩაკვეტაძეს და კიტეიშვილს რამე შეეცვალათ რადიკალურად. ალბათ მაინც წავაგებდით. უბრალოდ შეიძლება ასე არ დავეჩაგრე. ბულგარეთთან უფრო გვექნება შანსი.

• გელა

თავიდანვე ქადაგებად გავიდნენ არა ორგანიზებული გუნდი გვყავს

• თამაზი

დაცვის ხაზი მოწყვეტილი იყო ნახევარდაცვას. ასევე, მათ მიერ ერთმანეთთან გათამაშებული პარარელური სვლები სახიფათოდ გამოიყურებოდა. კაშიას შეცდომა სწორედ ამ "ჩატეხილმა ხიდმა" გამოიწვია. საშუალო/დაბალი კლასის დაცვა საკმარისი არ იყო მაღალი კლასის შემტევების გასამკლავებლად. ნახევარდაცვა სუსტად გამოიყურებოდა და ვერ ამარაგებდა თავდასხმას. ასეთ სიტუაციაში კონტრთამაში უფრო აჯობებდა, დაცვაში ნაკლები სივრცეებს დავტოვებდით. შეინიშნებოდა შეუთამაშებლობა და ფიზიკური კონდიციების ნაკლებობა. იმედია, მომავალში ხარვეზები გამოსწორდება.

• სუნ ძი

როგორ და ტრადიციულად. ეს შესარცევი ციკლი გამოვიყენოთ მომდევნო შესარჩევი ციკლის მოსამზადებლად. მერე მომდევნოს გამოვიყენებთ იმის მომდევნოსთვის, იმის მომმდევნო, იმის მომდევნო იმის მომდევნოსთვის... და ვიქნებით ასე ბრეგვაძეების ვალებივით სანამ მწვრთნელს არ მოიყვანენ ნაკრებში. კარგ მწვრთნელს კი არა ( რა ჯობია თუ იქნება ), მაგდენზე არ მაქ პრეტენზია, უბრალოდ მწვრთნელს, რამენაირად რადიოს დიჯეის და შიმშილას რო ჯობნიდეს ეგეთს.

• Fan

ეს ფორმებია თარსი- ჯერ რას გავს,თან არაპრაქტიკულია,პოლოშირთ-ით როგორ შეიძლება 90 წუთი თამაში,წინა მოდელის ფორმა- წითელი გაცილებით უკეთესი იყო.

• გოჩა

მატჩის წინა დღეებში დიდი სათაური გქონდათ გამოქვეყნებული:არეულობა თურქეთის ნაკრებში!(კი დავინახე სადაც იყო არეულობა)

• lasha

ევროპიდან მოყოლებული ჩვენ და თურქებმა ხო ერთი გზა განვლეთ. ნახეთ როგორი ჩამოყალიბებული ნაკრები ყავს მონტელას და ჩვენი კიდევ თავდაყირა დგას. მე არ მეგულება ნაკრები, რომელსაც არ ყავდეს ძირითადი შემადგენლობა ერთადერთი გამონაკლისი არის საქართველო სადაც ვერ დაასახელებს ვერცერთი გულშემატკივარი ნაკრების ძირითად 11-ეულს :) ეხლა ეს ნორმალურია? :)

• Ზაზა

კაშია დაბერდა, მეტი აღარ შეუძლია და დაასვენეთ! სულ 3-4 ფეხბურთელი გვყავს გუნდში! დანარჩენები ღრმა ჭ ლიგაა! რა შედეგს ელოდებით?! ,,აბა ომი გინდათ?!" -აი ეს ქვე-"ყანა" ვართ!

• tedo

მწვრთნელი მაშინ ხარ , როცა რამდენიმე სათამაშო ვარიანტი და გეგმა გაქვს . სანიოლი რომ ევროს მერე მადლობით გაგვესტუმრებინა და მეტად კვალიფიციური მწვრთნელი მოგვეყვანა , მისთვისაც კარგი იყო და ჩვენთვისაც .ახლა არ გამოხტეთ აქ ბურთი რომ მარტო ტელევიზორში გინახავთ და არ დამიწყოთ , რა ქნას სანიოლიმ , არ ყავს ფეხბურთელები , სამი კაცი გვაკლდა და ა. შ. გვყავს საკმარისი რეზერვი , რომ უკრაინამ 5 ქულა არ წაგვართვას , ალბანეთმა სახლში არ მოგვიგოს და თუნდაც ჩეხეთმა გადამწყვეტ თამაშში არ გადაგვირბინოს ( აღარაა დღეს ნედვედის ჩეხეთი ) .მუდმივად დაცვაზე საუბარია . არადა , კაშიას ვერ შეელია-ადამიანი ვეღარ დარბის უბრალოდ . ერთხელ აიკვიატეს მთელმა სამწვრთნელო სტაფმა ერთი შემადგენლობა და ახალს თუ ვინმეს გაურევენ , სკამს ახეხინებენ . ამას გარდა , მუდმივად მეორე ნომრად თამაში რა უბედურებაა , ამას რომელიმე გუნდი აკეთებს ჩვენს გარდა ? .ჩასვრილი მენტალიტეტით გადის გუნდი მოედანზე , ეს ესპანეთიაო , ის ჩეხეთიაო , ეს თურქეთიაო და ამ აზროვნებით წარმატების მიღწევა გვინდა ??? სათქმელის მეტი რაა , მაგრამ ისედაც გამიგრძელდა . და თუ ,,რა ქნას " , მაშინ რატომ გვყავს ??? მადლობა სანიოლ , კაშიავ , ხიზანა , დვალიშვილო და მშვიდობით იყავით ! - ჩემი აზრია ეს .

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ლივერპულმა" 17 წლის ფეხბურთელს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა

ვალვერდემ ლუნინს "რეალის" დატოვება ურჩია

გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი

ფერსტაპენი ნურბურგრინგზე GT3-ის კლასში ირბოლებს

ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება

საქართველოს ნაკრების მეტოქეს მწვრთნელი შეეცვალა

აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს

თვალი ადევნე სპორტის ყველა სიახლეს Adjarabet Arena-ზე

"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა

სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ

რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობა დაიწყო

"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება

"წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი" - ჩაბი ალონსო "ლევანტესთან" მატჩის შემდეგ

80 მილიონ ფუნტამდე გუნდიდან წასვლის სანაცვლოდ - "რედ ბული" და ჰორნერი საბოლოოდ დაიშალნენ

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

"ჩემი მიზანია დვალიშვილი დამაჯერებლად დავამარცხო" - კორი სენდჰეგენი

"მატჩიდან მატჩამდე დროს აჩერებს" - მასკერანომ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა

[VIDEO] კრიტიკოსები დაადუმა - ვინისიუსმა "ლევანტეს" "ტრიველა" გაუტანა

"მოწინააღმდეგე გუნდის დაცვას უბრალოდ აგიჟებს" - რას წერენ ესპანელები მიქაუტაძეზე?

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

[VIDEO] პსჟ "მარსელთან" 0:1 დამარცხდა - ლიგა 1-ში ოთხხელისუფლებიანობაა

"იმსახურებდა თუ არა "ოქროს ბურთის" სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?" - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ამას უკვე დიდი ხანია მივხვდი" - რა განაცხადა "კვარამ" ლიგა 1-ის არხთან ინტერვიუში?

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს სასატარტო შემადგენლობა ცნობილია

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "მარსელთან" 0:1 მარცხდება

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?