მოქმედმა ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ crocobet დიდი 10-ის მესამე ტურში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ 36:17 დაამარცხა და ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, მათგან ორი ბონუს-ქულით.

თბილისში, „ავჭალაზე“ გამართულ შეხვედრაში ნომინალურმა მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს, თუმცა ზღვისპირელებისგან ექვსი მიიღეს. შედეგად, ‘ბათუმმა’ აქტივს 5 ქულა შემატა და ჯამში 14-ით პირველ ადგილზე აღზევდა, ‘ყაზბეგი’ კი ერთადერთი გუნდია, რომელსაც 3 თამაშის შემდეგ ჯერჯერობით ქულა არ აუღია.

ძლიერ ქარში გამართული შეხვედრის დებიუტში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. სტეფწმინდელებმა მოედნის ცენტრში ბურთზე კონტროლი დაკარგეს, ის კავეკინი ტამბუმ აიტაცა და სიჩქარე აკრეფილ ოთარ მეტრეველს დროული გადაცემა გაუკეთა, მან კი ლელომდე 50 მეტრი ირბინა. ‘ყაზბეგი’ პირველ ტაიმში ზურგქარში თამაშობდა და კობა ირემაშვილმა 40 მეტრიდან ჯარიმით სცადა ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, მერე კი ლაშა გედეხაურს არეკნი გაუცუდდა.

ტაიმის შუაში სტეფანწმინდელთა შეტევებმა შედეგი გამოიღო. ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლუკა დვალიშვილმა ბურთი ხაზზე გაიტანა, გიორგი ნავროზაშვილმა 5-მეტრიანთან ხაზი სუფთად გაჭრა და მისი ლელო ირემაშვილმა გარდასახა. ‘ბათუმმა’ ლიდერობა 32-ე წუთზე მეტრეველის მეორე ლელოთი დაიბრუნა. ზურა ნინიძის კარგი თამაშის შემდეგ ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა, სადაც მას მეტრეველი ელოდებოდა და ალამთან ლელო ნახტომში გაიტანა. ტაიმის ბოლოს ‘ყაზბეგის’ ლეგიონერი სირილო ლოვოკურო სინბინით დაისაჯა, რითაც ზღვისპირელებმა იქვე ისარგებლეს ნუკრი ფერსელიძის ლელო ბუბა ნოზაძემ გარდასახა - 7:17.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ კიდევ კაცნაკლულმა ‘ყაზბეგმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტია, მისი ჩაქცევის შემდეგ ბურთი ნიკა ბაბუნაშვილზე გავიდა და ძალისმიერი ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა თამაში რომ განახლდა მასპინძლები შეცდნენ და საკუთარ 5-მეტრიანთან მეტოქის შერკინება მიიღეს. იქიდან ბურთი მოკლე ფრთაზე ზურა ნინიძეზე გავიდა და მისი ლელო ბუბა ნოზაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

სინბინიდან დაბრუნებულმა ლოვოკურომ 4 წუთში მაღალი ბოჭვისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ‘ყაზბეგი’ 20 წუთით კაცნაკლული დარჩა. ‘ბათუმმა’ 5-მეტრიანთან შერკინება ირჩია, ბურთი მარჯვენა ფრთაზე ჩაათამაშა და რომა მახათაძემ ლელო გაიტანა, ხოლო ნოზაძემ რთული გარდასახვა კვლავ უნაკლოდ შეასრულა.

სტეფანწმინდელები არ გატყდნენ, 59-ე წუთზე კიდევ ერთი მოლი ააგორეს, მას გოჩა ფიცხელაური მოწყდა და მასპინძელთა მესამე ლელო გაიტანა. ‘ბათუმს’ ბონუს-ქულის ასაღებად ლელოს გატანა ჭირდებოდა და მიზანს 68-ე წუთზე უწია - გიორგი მარგალიტაძის კარგი თამაშის შემდეგ მახათაძემ დუბლი შეასრულა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა და ‘ბათუმმა’ 36:17 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოთარ მეტრეველი გახდა.

Rugby.ge

კოფე გნებავთ?
მოხევეები და რაგბი. დდდდ)))))) გუნდიც კი ყოლიათ. )))))))))))
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა