GEO TEAM-ის ცნობით, ლევან კორღალიძე იბერიაში დაბრუნდა:

"GEO TEAM-ის ინფორმაციით, გია გეგუჩაძის შემდეგ "იბერიას" ახალი მწვრთნელი კლუბისთვის კარგად ნაცნობი ლევან კორღალიძე იქნება. ლევან კორღალიძე "იბერიას" საწვრთნელ პროცესში მომდევნო კვირიდან ჩაერთვება. როგორც შევიტყვეთ, 45 წლის მწვრთნელი ევროტურნირების შემდეგ კლუბიდან საკუთარი სურვილით წავიდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი "იბერიაში" დაბრუნების სურვილი კვლავ ჰქონდა - მხარეები რამდენიმედღიანი საუბრის შემდეგ შეთანხმდნენ".

ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში.

საბურთალო,ძირითადად საკუთარი აღზრდილებით და მათი გაყიდვით არსებობს.ყოველ ზაფხულს,ის ჰკარგავს გუნდის ლიდერებს და ევროპულ მატჩებს დასუსტებული ხვდება,რასაც გუნდის მიმართ ძალიან დიდი აგრესია მოსდევს.როცა ახალგაზრდა ფეხბურთელს ევროპაში წასვლა უნდა,ძალით ვერავინ დააკავებს,რადგან ხელფასებში სხვაობა საგრძნობია და უკანმოუხედავად გარბიან.უკვე რამდენჯერ ვნახეთ,როცა იბერიადან,დინამოდან გუნდის კაპიტნებიც კი უკანმოუხედავად გაიქცნენ და ერთი დღით გუნდში დარჩენაც კი აღარ მოინდომეს,რომ ერთ თამაშში მაინც დახმარებოდნენ იმ გუნდს,რომლის კაპიტნადაც ის იყო არჩეული.წაგებას მაყურებლის მხრიდან ყოველ ჯერზე ზღვარს გადასული ბულინგი მოსდევს და სხვა ფეხბურთელებსაც სურვილი უჩნდებათ,როგორმე აქაურობას თავი დააღწიონ.ის მაყურებელი,რომელიც საერთოდ არ მიდის მათ თამაშებზე,ერთხელ მივლენ და იქაც თუ წააგეს,თავს ამადლიან,რისთვის მოგვიყვანეთო!ლევან კორღალიძე იბერიელია და გული შესტკივა ამ გუნდზე,ალბათ ამიტომაცაა,რომ თავზე იღებს მეხამრიდის როლს და ის მიდის გუნდიდან,ფეხბურთლებზე ზეწოლა რომ შეამციროს.მსოფლიოს ყველა ქვეყანაში,მაყურებელი ჭირშიც და ლხინშიც,გვერდით უდგანან საყვარელ გუნდს ერთადერთი საქართველოა,სადაც გვერდით დგომისათვის მოთხოვნებს აყენებენ.ბილეთებში ფულს არ იხდიან,კლუბს სხვა შემოსავალი არა აქვს,რომ იარსებოს და საარსებო წყაროს მოპოვების გამო,ყველას აგინებენ.ისე გამოდის,რომ საქართველოში სპორტის ესა თუ ის სახეობა და ესა თუ ის კლუბი კი არ უყვართ,არამედ ის,როცა იმარჯვებენ.წაგების შემთხვევაში კი,რაც გულში ბოღმა და სიძულვილი აქვთ,მათზე ამოანთხევენ.დღევანდელი ახალგაზრდობა წიგნებს თითქმის აღარ კითხულობს,მაგრამ ვინც კითხულობს,იმათ შევახსენებ ჯეკ ლონდონის ნაწარმოებს,სათაურით „თეთრი ეშვი“.თეთრი ეშვი,მგელძაღლაა,რომელსაც ძაღლები ინსტიქტურად მტრობენ,ის კი,თავის გადსარჩენად იძულებულია მუდმივად იბრძოლოს და ის,ვინც მისი პატრონია მას ძაღლების ჩხუბში გამოსვლას აიძულებს,მისით ფულს შოულობს,მაგრამ თან სძულს და როცა ბოლოს ბრძოლაში მარცხდება და მოწინააღმდეგე ძაღლი მას ჰგუდავს,პატრონი თავზე ადგას,დასცინის და დაუზოგავად სცემს,ცოცხალმკვდარ თეთრ ეშვს.სწორედ ამ დროს გამოჩნდა ადამიანი,რომელსაც შეეცოდა თეთრი ეშვი,გადაარჩინა სიკვდილს,წაართვა მის ეგრეთ წოდებულ პატრონს და თავისთან წაიყვანა.სიყვარულმა სასწაული მოახდინა და მხოლოდ სიძულვილით სავსე მგელი,თანდათან პატრონის უერთგულეს მეგობრად გადაიქცა,ყეფაც კი შესძლო და ბოლოს ძაღლებმაც ისიც ძაღლად მიიღეს.საქართველო ყოველთვის კაცთმოყვარეობით იყო ძლიერი,დღეს კი,სიძულვილი სძლევს სიყვარულს და ამიტომ ვართ ამ დღეში.არ გვესმის,რომ შიდა არეულობით,ყოველთვის ვიღაცა უცხო პოულობს სარგებელს.ჩვენ თუ ერთმანეთი არ გვეყვარება,სხვებისაგან რატომ უნდა ველოდოთ სიყვარულს?გავიგოთ,რომ სიძულვილით და ბრაზით,მხოლოდ დანგრევა შეიძლება,რაღაცა კარგის შექმნას კი,პირველ რიგში,სიყვარული სჭირდება!ამაზე ვიფიქროთ და ჩვენ ავსაც და კარგსაც თვითონ მივხედოთ,გარედან ლეგიონერების თუ რჩევა- ბრძანებების გარეშე. დღეს დიდი ფეხბურთელის ფრანკ რაიკაარდის დაბადების დღეა,რაიკაარდი,გულიტი და ვან ბასტენი ჰყავდა მილანს და ქვეყანა გადააბრუნეს.სხვა გუნდებშიც ასე იყო და მათ გვერდით,იტალიელი ვარსკვლავებიც იზრდებოდნენ.დავაწესოთ საქართველოშიც ლეგიონერების ლიმიტი,სამი,ოთხი,აჰა,თუნდაც ხუთი კაცის(ხუთი ძალიან ბევრი მგონია) რაოდენობით და გზა გავუხსნათ ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების დაწინაურებას,კლუბებში.9 და 10 ნულოვანი დონის ლეგიონერის მოყვანას,საკმაოდ ძლიერი მაგრამ უფრო ძვირი სამი ოთხი კაცის მოყვანა სჯობია და მათ გვერდით,ჩვენი ახალგაზრდების დაწინაურება.მაშინ კლუბის პატრონები უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მათ შერჩევას.უფრო ძლიერი ლეგიონერების გვერდით კი,ახალგაზრდებიც უფრო სწრაფად განვითარდებიან.
QT
სასაცილოა ეს ყველაფერი. ე.ი. გაუშვეს, მოიყვანეს გეგუჩა და 1 თვეში ეგეც გაუშვეს და დააბრუნეს ისევ კორღალიძე. კაი საბურთალოს ხელმძღვანელობა უთავმოყვარეოა, მაგრამ შეენც ლევან ?
გოᲩა
ან წასვლა რა იყო ან მოსვლა რა არი,ყველაზე მაგარი კლუბები და ჩემპიონატი გვაქვს,ასეა თუ ისეა ყველაფერი რიგზეა.
ცოტნე
მოვიდა ლევადია
Riki
მაგიტომაც წინ ვერასდროს წავლენ ეს კლუბები, ფეხბურთელის თუ ტრენერის ტრასფერეს დაუფიქრებლად რომ აკეთებენ და მერე პასუხიმგებლობას არავინ იღებს. გეგუჩაძეს შემთხვევა რომ ავიღოთ როგორ შეიძლება დღეს ენდობოდე გუნდი ჩააბარო და 1 თვეში გააგდო?
მდაა
მართლაც რომ ჭაობიაა ….კარუსელი მიმიქარავს …არ მახსოვს რა ქვიოდა ბავშვობის თამაშს წრეზე რომ დარბოდნენ და ვინ დაასწრებდა სკამზე დაჯდომას ზუსტად ეგ ხდება რაა…
ჭინჭრაქა
აბა ათამდე თუ ავა? ოთხჯერ დაბრუნება არაფერია.))
ბაბუაწვერა
სირცხვილის ნატამალი არ აქვთ
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
"იბერიამ" მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა