2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერანი ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ჩაიბარებს.

მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ის ლადო კილასონიას ჩაანაცვლებს, რომლის ხელმძღვანელობითაც 2023 წელს გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა, შარშან და შარშანწინ კი მე-9 პოზიციას დასჯერდა.

ქართული რაგბის ქომაგისთვის ვიტო კოლელიშვილი კარგადაა ცნობილი. გამორჩეული აღნაგობისა და მონაცემების მქონე სპორტსმენი რაგბს თბილისის ‘ლელოში’ ეზიარა, გახდა საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. მან კარიერა ტოპ 14-ის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ ‘კლერმონში’ გააგრძელა და ორჯერ გახდა საფრანგეთის ესპუართა (დუბლ-შემადგენლობა) ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ტოპ 14 და ჩელენჯ თასი მოიგო. ვიტომ განათხოვრების წესით ერთი წელი იმხანად პრო დე2-ში მოთამაშე ‘ლიონში’ გაატარა და გუნდს დივიზიონის მოგებით უძლიერესთა შორის აღზევებაში დაეხმარა.

კოლელიშვილმა ითამაშა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, 2008 წელს კი ბორჯღალოსნების კვართით პირველი შეხვედრა ჩაატარა. ჯამში მის ანგარიშზე 50 კეპი და 5 ლელოა. ის ორი მსოფლიო თასის მონაწილეა (2011 და 2015 წლები).

გახშირებული თავის ტრავმების ფონზე, კოლელიშვილს ნაადრევად მოუწია მოთამაშის კარიერის დასრულება, თუმცა რაგბში დარჩა, საფრანგეთში გაიარა სამწვრთნელო კურსები და ‘კლერმონში’ ჯერ მწვრთნელის ასისტენტად (ესპუარები), მერე კი „კრაბოსების“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 2026 წლის 1 იანვრიდან ის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.

„ძალიან მიხარია რომ მექნება შესაძლებლობა სათავეში ჩავუდგე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს, თანაც ასეთ საპასუხისმგებლო პერიოდში. მოგეხსენებათ, 2026 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და ჩვენ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მოგვიწევს წარდგომა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“ - აღნიშნა ვიტო კოლელიშვილმა.

Rugby.ge

შავ ლომში მისულა,შეტევის მწვრთნელად.ალბათ ნაკრებშიც დაეხმარება კოკერილს.თავის გაზრდილებს გადაჰყვა შავ ლომში და მათ მოსამზადებლად,უფრო მეტი სამუშაო დრო ექნება.მისი დაკარგვა არ შეიძლება და ფედერაციაშიც ეტყობა კარგად ხვდებიან.ვიტო კოლელიშვილმა გამოცდილება საფრანგეთში მიიღო და ბიჭების მომზადებაში,სიახლეებს შეიტანს.მაქსიმალისტური ბუნებისაა და ვფიქრობ ახალგაზრდული ნაკრებისათვის მისი მისვლა,სასარგებლო იქნება.ორივეს წარმატებებს ვუსურვებ.

მაგ დონის სპეციალისტი არ დაიკარგება.ალბათ უფრო მაღალ დონეზე სცდის ძალებს.ასე მგონია, საქართველოს ნაკრების მომდევნო მწვრთნელი,სწორედ ლადო გახდება.საამისოდ კი,უფროსებთან მუშაობის გამოცდილების დაგროვებაა საჭირო. ვიტო კოლელიშვილი საფრანგეთში თამაშობდა,მერე ესპუარებთან მუშაობდა და მაგ ბიჭის უკომპრომისო ხასიათი რომ ვიცი,დიდი იმედი მაქვს,ლადოს თამასას დაბლა არ დასწევს და ნაკრებს კიდევ უფრო ძლიერს გახდის.თავს არ დაზოგავს და იმედი ვიქონიოთ,გამოუვა კიდეც.თვითონაც ბუნებით ლიდერია და ბიჭებსაც ინიციატივიანებს გამოზრდის.ვულოცავ ამ თანამდებობას,ლადოს კი სადაც იქნება,იქ ვუსურვებ დიდ წარმატებებს.
zaza
არ იქნება სიკეთის მომტანი რაგბისთვის კილასონიას დონის სპეციალისტის დაკარგვა, იმედია შესაფერის ადგილს მოუძებნიან!!!!!!!
ირაკლი
კილასონიაზე ინტელექტუალი მწვრთნელი ჩვენ არ გვყოლია ჯერჯერობით, მაისაშვილის პატივისცემის მიუხედავად. ძალიან ღრმად ესმის რაგბი და არამარტო. უცნაური გადაწყვეტილებაა, თუ ლადოს არ აწინაურებენ სადმე და მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული ეს ამბავი...
გიორგი 61
კოლასონიას რა დაუწუნეს?! მე-8-ზე გაიყვანა ნაკრები წელს, საუკეთესო შედეგი დადო და უშვებენ. დაუფასდათ კოლელიშვილების ოჯახს ბიძინას მორჩილება.
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი
ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
lamontagne.fr: ვიტო კოლელიშვილის ძალიან ბუნდოვანი მომავალი
20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან