საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოქტომბრის შეხვედრებამდე პრესკონფერენცია გამართა.

მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა და ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრეს.

ვილი სანიოლი: შემტევი ფეხბურთელებისთვის გოლები მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც შეტევა, ასევე დაცვაც აუცილებელია. დაცვით ხაზში თაობათა ცვლაა, ჩემი საქმე შემადგენლობის სწორად შერჩევაა. მიქაუტაძისთვის ახალ გუნდში კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო. "ვილიარეალმა" მის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადა. ჟორჟის კარგ ფორმაში ყოფნა ჩვენს ნაკრებს წაადგება.

კარგია, რომ ჩემი წონის კლება შეამჩნიეთ. ბოლო დროს ხაჭაპურს და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ. საკუთარ თავს და ჯანმრთელობას ყურადღებას ვაქცევ.

როცა გასვლაზე ესპანეთს და თურქეთს ეთამაშები, პროგრამა მინიმუმზე საუბარი რთულია. ეს განსაკუთრებით ესპანეთს ეხება, რომელიც ალბათ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. თურქეთზე ესპანეთთან თამაშის შემდეგ ვისაუბრებ. მიზანი კვლავ ერთია, წინსვლა და განვითარება. რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, ცხადია ყველა კანდიდატს ვაკვირდებით. გაგუა ჯერ-ჯერობით არ არის საკმარისად კარგ ფორმაში იმისთვის, რომ ნაკრებში მოვიწვიოთ. ეროვნულ გუნდში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და ამისთვის ბევრი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული თვისებაა საჭირო.

ნაკრების განვითარება ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო და ასეც იქნება. კარგი შედეგები და სათამაშო პროგრესი ერთმანეთს ხელს არ უშლის. კონკრეტული შედეგი ყოველთვის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მიზანი ყოველთვის ის იქნება, რომ საქართველოს ნაკრებმა აჩვენოს, რომ მაღალი დონის გუნდია. გვსურს ჩვენზე როგორც რთულ მეტოქეზე ისე ილაპარაკონ.

კიტეიშვილზე ხშირად ვსაუბრობ და მის მნიშვნელობას ხაზს ვუსვამ. იმედია "რეინჯერსთან" გატანილი გოლი მას თავდაჯერებას შემატებს.

ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია. ამ მომენტისთვის იმედი გვაქვს, რომ მარტის თამაშებისთვის შეძლებს ნაკრებს დაეხმაროს. იმედია ამ რთულ პერიოდს ფსიქოლოგიურადაც გადაიტანს.

დაცვით ხაზში ბევრი გამოწვევა გვაქვს. არიან ტრავმირებულები და უთამაშებლები. დისკვალიფიკაციის გამო ესპანეთთან ლოჩოშვილი ვერ დაგვეხმარება. როგორც მწვრთნელი, ყოველთვის რეალობას უნდა ვუსწორებდე თვალს და არსებულ სიტუაციას მოვერგო. უნდა შევეცადო, რომ ამ რესურსით მივაღწიოთ სასურველ შედეგს", - განაცხადა სანიოლმა.

მადლობელი ვარ
ჩემი პატივისცემა ვილლი სანიოლს. რამდენი სიხარული მოგვანიჭა. ევროპის კლუბებში აიმაღლეს კლასი ჩვენმა ფეხბურთელებმა და ისევ ევროპელმა მწვრთნელმა ვილლი სანიოლმა მათგან შექმნა შესანიშნავი ეროვნული ნაკრები და ბევრი ისეთი სიხარული მოგვანიჭა,რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ გვქონია.(ყოველ შემთხვევაში,ფეხბურთში).
Გიო
👍👍👍👍👍 Საღოლ კაიაააა
Levani
დაცვის ხაზში თაობათა ცვლა გვჭირდება და ხინკლის ჭამას მოვრჩიო? ანუ თვითონ უნდა შევარდეს? საფრანგეთის ნაკრებში აქვს ნათამაშები და შარში არ გაგვხვიოს. ისე ეს მწვრთნელების პრესკონფერენცია წინასწარ იცი რასაც იტყვიან. ვინმე მწვრთნელი რო გამოვიდეს და თქვას -"ადვილი თამაში გველის","მეტოქეს პატივს არ ვცემთ" ან "ნაკრების კარი ყველასთვის ღია არ არის" დაგლიჯავს
პეტუხი კრიშტიანუ
50-იოდე წლის ვარ,არც ღიპი მაქვს და მაგარ სპორტულ ფორმაშიც ვიმყოფები,გამოცდილებაც საკმაოდ დამიგროვდა,შგიძლია დამეკონტაქტო!
ლომინაძეს მეტი დრო ესპანეთან.
გურამას დრო ჩაესვენა და დაჯდეს ცოტა კიდევ სკამზე. მერე გაუშვათ პენსიაზე. ლომინაძე ძალიან მომეწონა და ვფიქრობ ნეტ დროს იმსახურებს ესპანეთან, ნერე ყველას დაგვიმტკიცებს რომ თურქეთან ძირითადში უნდა იყოს. ფიზიკურად და მენტალურადაც ძლიერი ბიჭი ჩანს. მშვენიერი შევსებაა ახალგაზდულიდან.
ჭამა-ყლაპია კაცებს!
ქართველო კაცებო! მიბაძეთ ვილი სანიოლს, წონის კლებაში! ყოველ მეორე (თუ პირველს არა.)ქართველ კაცს ღიპი ადევს, გეგონება ორსულადაა, რაც ძალიან ცუდი შესახედავია! ქეთი.
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს