ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

საქართველოს ნაკრების დღევანდელ მდგომარეობაზე საუბარი რთულიცაა და მტკივნეულიც. Sportall.ge საკუთარ სინდისთან მართალია, რადგან ყოველთვის ამას ვამბობდით, კრიტიკა წარმატების დროსაც აუცილებელია. ასე ვიქცეოდით ვილი სანიოლის პრესკონფერენციებზეც, მოსწონდა ეს ვინმეს თუ არა.

ნეტავი ახლა სხვა პრობლემა არ გვაწუხებდეს და მხოლოდ ტაქტიკურ ნიუანსებზე ვმსჯელობდეთ, მაგრამ ამ თემას აქტუალურობა აქვს და უნდა ვთქვათ ის, რაც ჩვენგან პირველად არ დაიწერება. ვილი სანიოლმა დიდი წვალების შემდეგ მიაგნო სქემას, რომლითაც წარმატებას მიაღწია. როცა ეს სისტემაც ამოწურვისკენ წავიდა, ფრანგმა მწვრთნელმა იმის დამტკიცება დაიწყო, რომ მის შეცვლას უმტკივნეულოდ შეძლებდა. აქ სომხეთის ნაკრებთან დაპირისპირებებმა უარყოფითი გავლენა იქონია, სამწვრთნელო შტაბი თითქოს დაარწმუნა, 4 მცველით თამაში შეგვიძლიაო. ამის დარწმუნების ბრალი იყო, თურქეთთან თბილისური, გადამწყვეტი მატჩი რომ შეეწირა. არადა, როგორ გვინდოდა, გუნდს ისევ 5 მცველით ეთამაშა. ავხსენით, რატომაც და მოკლედ ისევ ვიტყვით - სამი ტანმაღალი მცველით მოწინააღმდეგეებს თავისუფალ ზონებს უფრო ნაკლებად ვუტოვებდით, კუთხურების დროს ასე არ ვიჩაგრებოდით, ფლანგის ფეხბურთელების საკუთარ ნახევარზე დაშვებული შეცდომა კი მომაკვდინებელი არ ხდებოდა. სექტემბერში მთავარ დაპირისპირებაში მარცხის შემდეგ სანიოლმა უკან არ დაიხია და თურქეთშიც 4 მცველით ითამაშა.

თავად ვილიც აღიარებს, რომ გუნდს ძველებურად ვეღარ მუხტავს. უფრო სწორად, არ იმუხტებიანო, მაგრამ ეგ ჩვენთვის ერთი და იგივეა, თუ მისთვის არა. ასეა თუ ისე, ყოველგვარი უმადურების გარეშე, ნაკრების მწვრთნელს წასვლის ჟამი დაუდგა. ჩვენი ბიჭები აღარ იღიმიან და ამ ფონზე არც ნოემბერში ჩამოვლენ ოპტიმისტურები. ფილმ "ფესვების" გმირი რომ ამბობს, დაბრუნების დრო გამოგვეპარაო, სანიოლიც ალბათ სამშობლოში უფრო ადრე, უკეთესი სამწვრთნელო პერსპექტივით უნდა წასულიყო(ზოგჯერ ფეხბურთელებიც აგვიანებენ).

არავინ უნდა იფიქროს, მწვრთნელის კრიტიკას ამოეფარება, მისი წილი პასუხისმგებლიბა ყველამ უნდა იგრძნოს, მაგრამ ანდა ბიჭებსაც რას ვერჩით. ამაში რას ვგულისხმობთ? როცა "იუვენტუსის" ვარსკვლავი ილდიზი უნდა შეაჩერო, პოლონეთის ჩემპიონატის პრაქტიკა საკმარისი არაა. აქ პიროვნულ კრიტიკაზე საუბარი ზედმეტია, ეს მიზეზ-შედეგობრივი საკითხია. მონდომებითა და პატრიოტიზმით აჯობებ კიდეც, დაჩაგრავ, მაგრამ ეს სტაბილურად ვერ მოხერხდება.

ევროპის ჩემპიონატის მოგონებებით ძალიან ბევრს და თურქეთის დონის ნაკრების დამარცხებას ხო არ ვითხოვთ გუნდისგან, ვისი შემადგენლობის თითქმის ნახევარი საშუალო ევროპულ სტანდარტს თუ აკმაყოფილებს. სათადარიგოთა სკამიდან თამაშის შეცვლა შეგვიძლია?! დაცვიდან პრესინგის დაძლევა და პასები გამოგვდის?! ჩვენი შუა ხაზი მეტოქეებზე მეტს მოძრაობს?! აბა, თანამედროვე ფეხბურთი ის არაა, წინ კვარაცხელია და მიქაუტაძე გვყავს და რამე გამოვა ან ჩვენი მეკარე "ლივერპულშია" და იქნება გადაგვარჩინოს.

დონე უფრო მეტად უნდა აიწიოს და ამ გზაზე ვართ, ნაცარსაც ნუ გადავიყრით. მაგალითად, გოჩოლეიშვილმა გერმანიაში სტაბილურად თამაში დაიწყო, გოგლიჩიძე იტალიაში აშკარად პროგრესირესებს, თუმცა როგორც დათა თუთაშხია ამბობს, ამასობაში "საუკუნე გაივლის კიდევო", თუ ყველაფერმა მასიური სახე არ მიიღო, ისე არც შეცდომები გამოსწორდება და ლეგიონერების სხვა გუნდებთან ერთად წარმატების ამარა დავრჩებით. იმ წარმატების, გულში რომ გვიდევს, თორემ ბულგარეთის დონის ნაკრებთან ექვს გოლს რომ აღარ გავუშვებთ, როგორც ადრე, ეს სასიხარულოა.

ახლა რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაცის. წარმატების დროს ზეიმი და ყველაფრის საკუთარ წარმატებად მიწერა კარგია, მაგრამ როდემდე ვიყოთ იმის იმედად, რამდენიმე კერძო კლუბმა თუ საფეხბურთო აგენტმა ნიჭიერი ბავშვები არ დაკარგონ. უფრო მეტი ძლიერი მწვრთნელი გვინდა ბავშვთა ფეხბურთში, რადგან მერე თანამედროვეობასთან არ გავუცხოვდეთ. კარგია, დღეს სანაკრებო დონეზე იმ ქვეყნებს რომ ვჯობივართ, საკლუბოზე ლეგიონერების ხარჯზე რომ გვიგებენ, მაგრამ ეროვნული ლიგის ხარისხი და მასშტაბები ჯერ ერთი რომ არ გვაკმაყოფილებს და მეორე, არავინ იცის ყველაფერი ეს ყელში როდის წაგვეჭირება.

ახლა მეტს არ დავწერთ, ვიღაცამ არ თქვას, წაქცეულზე წიხლი დაგვაყოლესო, მაგრამ ნაბიჯებს ველოდებით, მათ შორის ეროვნული გუნდის მწვრთნელთან მიმართებაში.

უკეთესი მომავლის იმედით - ჩვენ ვართ საქართველო!

• ამატაკი

სულ მინდოდა ამ თემას ამ მხრივ არ შევხებოდი, მაგრამ განსაკუთრებით ამ მორიგი კრახის შემდეგ ისევ იმატა სრულებით გაუგებარმა გულისამრევმა ქირქილმა: თითქოს რისი იმედი უნდა გვქონდეს ამ ბიჭებით, სად ხედავთ ამ ნაკრებში ტოპ 5-ის ფეხბურთელებს და მართლა ვარსკვლავებს. ამათ მინდა მივმართო, თუ რათქმაუნდა მართლა გულით შეგტკივათ ყოველივე ქართულზე. მოდი აქედან დავიწყოთ: თქვენ რა გგონიათ მომავლში ვთქვათ გვეღირსა ნორმალური ჩემპიონატი და ბავშვთა ფეხბურთიც დაწყვა, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები პანტა-პუნტად წამოვა?! იქნებ ფიქრობთ, რომ ვიღაცას სწორად სირბილს ასწავლით, უნარებს გამოუმუშავებთ და ეს საკმარისი იქნება? ეხ, ჩემო ძვირფასებო, აი აქ მინდა გაგაწბილოთ. ჩვენი სიდიდის ქვეყანას არასოდეს ეყოლება ნაკრები 10 "კვარათი" მოედანზე. გრანდების გარდა ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს ისტორიის მანძილზე, სტაბილურად შემადგენლობაში რამდენიმე კვარას დონის ფეხბურთელით. იგივე თურქეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, რუსეთი მხოლოდ დროდადრო ქმნიან ნაკრებებს მსოფლიო დონის რამდენიმე ფეხბურთელით. ამ კონტექსტში ერთადერთ გამონაკლისად შეიძლება მხოლოდ ხორვატია განიხილებოდეს, ისიც კაცმა არ იცის მომავალში როგორ იქნება. რაც შეეხება ეხლანდელ ნაკრებს, რომელსაც მავანი რაღაცნაირი მედიდურობით მოიხსენიებს. არ ვიცი იქნებ თქვენ რაიმე ობიექტური კატეგორიები გაქვთ, რითაც ნაკრებებს ადარებთ, სიამობნებით ვნახავდი. მე კიდე ტრანსფერმარკეტის მონაცემით გეტყვით, რომ ჩვენი ნაკრები მთელს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში (უზარმაზარ სივრცეში) მხოლოდ უკრაინასა და ხორვატიას ჩამოუვარდება. ჩვენ ნაკრები უფრო ღირებულია ისეთ ქვეყნებთან შედარებით როგორიცაა; პოლონეთი, ჩეხეთი, რუსეთი, უნგრეთი, სერბეთი - სხვებს აღარ ჩამოვთლი. უახლოეს მომავალში კი არა და შეიძლება არასოდეს ჩვენ ამაზე ბევრად ძლიერი ნაკრები არასოდეს არ გვყავდეს, გესმით თქვენ ეს?! დადგება ზოგიერთი და დაიწყებს: ეს კვარა მართლა დიდი ვარსკვლავო გგონიათ? და შე ოჯახაშენებულო, განა რამდენი მსოფლიო დონის ფეხბურთელი გყოლია ისტორიის მანძილზე? ეგერ ნეაპოლელებმა თავიანთი კერპის სახელი მხოლოდ მას უწოდეს, ყველა გამოკითხვით მსოფლიო ათეულში შეყავთ. თქვენ რით ვერ დარწმუნდით?! მეტი რა უნდა გააკეთოს ფეხბურთში ამ ერთმა ბიჭმა. ამ ყველაფერს იმიტომაც ვამბობ, რომ მინდა მოვესწრო იმას რომ ჩემი ქვეყნის ნაკრები მსოფლიო მუნდიალზე ვიხილო, მითუმეტეს მაშინ, როცა იმას მოვესწარი რომ ამ თაობაშიც მოგვივლინა უფალმა დიდი ქართველი ფეხბურთელი, ისეთი როგორიც მისი მხოლოდ რამდენიმე წინამორბედია.ხომ უნდა გავიგოთ რომ ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთს არ ასწავლის, საზღვრავს არსებულ კონტინგენტთან ადაპტირებულ რამდენიმე სათამაშო სქემას და კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან საჭიროებისამებრ იყენებს, ითვალისწინებს რა ქვეყნისთვის დამახასიათებელ სპეციფიკას. სანიოლს გარკვეული წარმატება ქონდა და ანას არავინ არ დაუკარგავს. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არასოდეს გვეყოლება გრანდების მსგავსი შემადგენლობა, ჩვენი ზომის ქვეყნისათვის შეიძლება ეს არ არის ჭერი, მაგრამ ამაზე ბევრად ძლიერი სანაკრებო შემადგენლობა შეიძლება აღარც გვეყოლოს(პირიქით სრულიად შესაძლებელია). შესაბამისად გვჭირდება მწვრთნელი, ვინც აქ და ეხლა მოახერხებს გამართული ფეხბურთი გვათამაშოს. სანიოლმა ფაქტია ეს ვერ შეძლო. დრო ამ შემთხვევაში ჩვენზე არ მუშაობს.

• მალხაზ ჯობავა

აზერების ბიჭებს ადარებ ჩვენებს?

• ლევანი

რა სამწუხაროა, რა სამწუხარო, ძალიან ველოდებოდი, თამაშის შემდეგ, თურქეთთან, ვინ რას იტყოდა, ან მწვრთნელად წოდებული რომ გვყვავს, ან ფეხბურთელები, და რა? გამოვიდდნენ და ყველამ ერთი რამ თქვა: თურმე დაგვიკარგავს, რაღაც ნაპერწკალი, ევროს მერე, რომელის მერე უკვე ლამის წელიწადნახევარი გავიდა, ჩვენ ჯერ კიდევ იქ ვართო, გაიგეთ ხალხო, ანუ იქ დამთავრებულა ყველაფერი, არადა მერე უნდა დაეწყოთ ფრენა, წესით, მგრამ ჩვენ წესების რა გაგვეგება. თურმე წელიწადნახევარია უკვე, დამთავრებულა, დამთავრებულა. ჩვენ კიდევ, უბრალო ქომაგები, ვფიქრობთ, ველოდებით, ვნერვიულობთ, იმედი გვაქვს, არადა დამთავრებულა. მორჩა კინო.

• სოფლის შენებას რა უნდა....

თევზი თავიდან ყარს...მხოლოდ კუდის წაჭრა შედეგს არ იძლევა. მთლიანად უნდა გადაუძახო ნაგავში და ახალი იყიდო.

• Guja Kakhadze-ს

მოდით ჩვენ საკუთარი სირბილის მეთოდები დავნერგოთ, მაგალითად მუხლებით სირბილი ანუ ფორთხიალი.

• სოსო

ბატონო გუჯა,თქვენზე კომპეტენტურს,საქართველოში ალბათ ვერავის ვიპოვით და იქნებ ცოტა უფრო დაწვრილებით განგვიმარტოთ,თუნდაც ძირითადი საფუძვლები და ნაკრების ბიჭების დამახასიათებელი ტექნიკური ნაკლოვანებები?საქართველოში, სწორად სირბილზე,მგონი მხოლოდ თქვენ საუბრობთ,საქმის რეალური ცოდნით.

კიტე,ქოჩორა,მექვაბიშვილი,ნამორაძე და გაგნიძე ნახევარდაცვაში,ოთხიც მცველი და შეტევაში მხოლოდ ერთი კაცი?მიქაუტაძე თუ კვარაცხელია?შეცვლაც 5 კაცია დაშვებული და არარ 4.შემადგენლობაც ძალიან „შემტევი“გამოგვდის და გოლი ვინ უნდა გაიტანოს?

• პასუხი ბ-ნ ვაჟა მასწავლებელს

სირბილის ტექნიკა ძირითადად გრუნტზე ფეხის შეხებით განისაზღვრება და თითებით შეხება სპრინტერებს სჭირდებათ და მაღალ სისწრაფის გასანვითარებლად გამოიყენება. მარათონელები ქუსლით ეხებიან, რადგან მათთვის ამტანობა არის გადამწყვეტი. ფეხბურთელებს საშუალო მანძილზე სირბილის ტექნიკა სჭირდებათ, სადაც სისწრფეც და ამტანობაც ერთდროულად გამოიყენება. არის კიდევ - მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილის ტექნიკა, რომელსაც გვარდიოლა "სიტიში" იყენებს (ავტორად იტალიელი სპეციალისტი ითვლება). პატივისცემით, მწვრთნელი - მეთოდისტი: Guja Kakhadze

• კახა

ვილი სანიოლ დროა წახვიდე ძმაო. რაც გააკეთე მადლობები ვართ და დრო დადგა შენზე გამოცდილი და უფრო ძლიერი სპეციალისტი მოიყვანოს შენმა ძმაკაცმა კობიაშვილმა.

• გიორგი

ვინმემ ნორმალურად ამიხსენით, 5 მცველიანი სქემა რატომ იყო კარგი? ევროპაზე შედეგი დავდეთ? 29 სეივი დასჭირდა მამარდაშვილს მაგ სქმისთვის. ანუ, გუნდს 5 მცველი, მათ შორის 3 ტანმაღალი მცველი ჰყავდა მოედანზე და ისეთი კარგი დაცვა ვითამაშეთ, მეკარემ 29 სეივი გააკეთა სამ თამაშში. შესარჩევის 4 თამაშში (თურქეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, თურქეთი) ჩვენს კარში დაარტყეს 18-ჯერ, ანუ მამარდას რომ ისევ ისე ეთამაშა, ზებუნებრივად მაგრად, გოლი არ უნდა გაგვეშვა და გასულები ვიქნებოდით უკვე 12 ქულით. მაგრამ მეკარე ყოველთვის ფანტასტის სფეროს შესაფერისს თამაშს ვერ შემოგვთავაზებს, ჩეხეთმა დაგვახია ბურთი, გადაგვიარა რეალურად, თურქეთთმა იქაც მოგვიგო და უმოტივაციო, მეორე შემადგენლობით გამოსულ პორტუგალიას მოვუგეთ, კი. არანაირი ტაქტიკური მონახაზის გამო არ ყოფილა ევროპაზე წარმატება. ბიჭების შემართებას და ცეცხლს ნუ ვაწერთ სანიოლს და ნუ მივსტირით რა. არასწორი გეგმა თამაშის, არასწორი შემადგენლობა, არასწორი დავალებები, ამოჩემებული ფეხბურთელები - უამრავი შეცდომაა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიერ დაშვებული და იქ მამარდას, კვარას, მიქას, ქოჩორას და ზურიკოს ინდივიდუალური თამაშით მოგებულ შეხვედრებს ნუ ვატენით ძალით სანიოლს.

• ვაახ ბიჭოს

მაშინ უვადო კონტრაქტი გავუფორმოთ სანიოლს. შესწავლილი ქონია ჯიგარს ქართული ჩვეულებანი და რაღა საჭიროა შედეგები მოვთხოვოთ ჩვენ უვიცებმა.)))

• ამაშია საქმე

ვთქვათ გაუშვით სანიოლი.მერე უნდა მოიძებნოს მაგაზე უფრო პოპულარული შემცვლელი, მერე რამდენი დრო დაჭირდება ფეხბურთელების გასაცნობად,ჩვენი მენტალიტეტის შესასწავლად,მერე თავისი კონცეფციის დასანერგად,მერე მის განსახორციელებლად.ამაზე თუ გიფიქრიათ.თუ ეს საქმე სექსი გგონიათ.

• ვა რა დონეა

ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელს მწვრვთვნელმა ფეხბურთის უნარჩოები ასწავლოს 2-3 დრეში რანაირი მოთხოვნაა.ამას ბავშობიდან ასწავლიან და გუნდებში ვარჯიშის დროს აგრძელებენ.ეგ კი არა ამ დროში დანა ჩანგლის დაჭერას ვერ ასწავლი.

• 2

სწორედ ბავშვთა ფეხბურთში გვჭირდება ესპანელი სპეციალისტების მოწვევა, რო მოედანზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება ბავშვობიდანვე ისწავლონ. დინამოს აკადემია ამის საუკეთესო მაგალითი იყო, სანამ გაუშვებდნენ კარასკოს.

• ალფა

ოქროს თუ არა, ვერცხლის თაობას ვკარგავთ არა სწორად შერჩეული საწვრთნელი შტაბის გამო. რომელმა გენიოსმა გაუხანგრძლივა სანიოლს ჩავარდნილი ერთა ლიგის შემდეგ კონტრაქტი? გაგვაცანით! ათასში ერთხელ შეხედავენ ცვედანი ბიძიები და დეიდები ფეხბურთს და თავს ვალდებულად მიიჩნევენ სანიოლების ქომაგები გახდნენ. არადა ზედიზედ მეორედ ჩაგვტოვა ჯგუფში. როცა ნაკრების სიმაღლეები იზრდება, საჭირო ხდება ჭერის ამაღლება. ახლა ზუსტად ის დროა, რო დავემშვიდობოთ ვილის და აქტიურად ვიფიქროთ ჩამნაცვლებელზე. არავითარი ქეცბაიები და ვაისები, ტოტალური ფეხბურთის მცოდნე მწვვრთნელი სჭირდება ნაკრებს. ახლა, როცა ტოპ ლიგებში მოთამაშე ცნობილი ფეხბურთელები გვყავს, არ უნდა იყოს შეუსრულებელი მისია კვალიფიციური ესპანელი ან გერმანელი მწვრთნელის მოწვევა, მაგალითად მარკო როზესი. ეს თუ არა, უკეთესი თქვენ აარჩიეთ, ოღონდ ცვლილება რო საჭიროა უცხადესია.

• ბუჯანგა

მცველმა კაცმა.. 4 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა დაცვის ხაზის ფორმირება..ვერ მოახერხა ესწავლებინა როგორ უნდა დაცვაში თამაში...როგორ და როდის უნდა ცვალონ დაცვის ტაქტიკური ხაზი მთელი თამაშის განმავლობაში..როგორ უნდა დააზღვიონ ერთმანეთი...როგორ ამოიტანონ პირველი ბურთი შუა ხაზამდე..ვერსად დავინახე კოლექტიური ართმევის თუნდაც მცდელობა...მცველების კომბინირება ბურთის ამოსატანად....მცველების მიღებული ყველა მეორე ბურთს წინ დარტყმით იშორებდნენ...ვითომ ეს ბურთი ინფექციის ბუდე ყოფილიყო....და კიდევ 4 წელი ამ კაცის ხელში ეს ნაკრები და ძალიან კარგი თაობა გაფუჭდება...ჩემი სუბიექტური აზრია..რომ ამ კაცს გადავუხადოთ მადლობა...და გავუშვათ სახლში

• ჩემი აზრით

ვატყობ უმრავლესობა ფეხბურთელებს ამართლებთ და ყველაფერს სანიოლზე ტეხავთ.პირველი გოლის დროს გოჩალეიშვილმა ელემენტარული წესი, ხაზი არ დაიცვა და ოფსაიტში არ დატოვა მოწინააღმდეგე ხოლო შემდეგ მამარდამ რომ ცუდი პოზიცია დაიკავა ვისი ბრალია? ან თავით თამაში ცენტრალურმა მცველებმა რომ არ იციან ხოლო ვინც იცის ასაკშია და სისწრაფე დაკარგა.ან კონტრშეტევაზე მიქაუტაძემ ორ მეტრაში ცუდი პასი გააკეთა და კარგი მომენტი გაანიავა.ან მეორე ტაიმში კვარას ზედმეტად ინდივიდუალური თამაში.ამ კონტიგენტით სადაც უმრავლესობა სუსტ გუნდებში თამაშობენ ან სკამზე ზიან თან ძლირ ნაკრებების დამარცხება გინდათ ვერავითარი მწვრვთვნელი ვერ გვიშველის.

• lasha

4 მცველზე გადასვლა არ არის შეცდომა. უფრო სანიოლის არაფროფეზიონალიზმის ბრალია ეს შედეგი ეს კაცი ვერაფრით ახერხებს სწორი 11-ეილის დაყენებას. 5 მცველიანი სისტემა გათვლილია გამართლებაზე. 80 წუთი იგერიები ბურთს და ბოლოს თუ გაგიმარტლა გადაგდებულ ბურთზე გაიქცევი და იტან ეს ყოველთვის ვერ მოიტნას შედეგს, უბრალოდ უნდა გაგიმართლოს. ფეხბურთი მრავალფეროვანი სპროტია შეიძლება გჯობდეს მოწინააღმდეგე. მაგრამ არის სასუალებები გაუმკლავდე. ხისტი თამაში დროის გაყვანა მეტოქის მოთამაშეების წაქცევა, თუნდაც ყვითლის ხარჯზე, დამერე მისი გამოცვლა წითელი რო არ მიიღოს, მითუმეტეს დღეს 4 ცვლილებაა დაშვებული. სად გინახავთ ჩვენი ნაკრები ამას იყენებდეს? რატომ? არ მუშობს მწვრთნელი სათანადოდ. როცა გადადიხარ 4 მცველზე მაქსიმალური დატვირთვის გადატანა ხდება ნახევარდაცვაზე. უნდა გყავდეს მინიმუმ 2 ჩამშლელი, რათა მაქსიმალურად მოუწრა მოწინააღმდეგეს საჯარიმომდე მისასვლელი გზა. და ჩვენ რა ვნახეთ? შუახაზი იყო 3 კაცის ამარა კიტე-ქოჩორა-მექვაბიშვილი. ამათ უნდა დამატებოდა კიდე 2 კაცი. ლიმინაძე და გაგნიძე. რაც უზრუნველყოფდა შაუხაზის სიმდგრადეს. დავითშვილს ვთვლი მეორე ტაიმის კაცად. რათა შეიტანოს თამაშის რიტმში ცვლილება. თამაში ბოლოს.

• footbal

სპალეტი საუკეთესო ვარიანტი მგონია ნაკრებისთვის, კარგი ტაქტიკოსია და ფსიქოლოგიურადაც კარგად შეუძლია მოქმედება ფეხბურთელებზე, რომ მოტივაციით და ჭკვიანურად ათამაშოს გუნდი

• ამაშია საქმე

თავს ზემოთ ძალა არ არისო ნათქვამია.უბრალოდ არ გაგვიმართლა როდესაც ქვეჯგუფში უძლიერეს ესპანეთთან და მეორე კალათაში ყველაზე ძლიერ თურქეთის ნაკრებთან რომ მოვხვდით.სანიოლის შეცვლას რომ გაიძახით,იქნებ კანდიდატები მაინც დაასახელოთ.აზერბაიჯანმა ევროპის ჩემპიონი სანტუში რომ მიიყვანა შემდეგ გასაგდები გაუხდა ამაზე რას იტყვით.თუ გგონიათ ახალი მწვრვთვნელი ფეხბურთელებს თავით თამაშს ასწავლის ან სისწრაფეს მოუმატებს ან აზროვნებას.ჩვენი დონის გუნდებს იოლად რომ ვუგებთ და ცოტათი ძლიერებთან თანასწორად ვთამაშობთ რამდენი წელი დასჭირდა სანიოლს ამისთვის რომ მიეღწია.თუ გგონიათ ეს იოლი იყო და ახალ მწვრვთვნელს ჯადოსნური ჯოხი ექნება.დაფიქრდით,მერე სანანებელი არ გაგვიხდეს.

• მორიელი

ჩემი აზრით, სანიოლის გაშვება იმიტომაა საჭირო რომ ახალ მწვრთნელს, ახალი ხედვა და ახალი შემართება მოაქვს გუნდისთვის, მაგრამ 99 % დარწმუნებული ვარ რომ მაინცდამაინც, ვერც სანიოლის შეცვლა გვიშველის. იმიტიმ რომ ბავშვთა აკადემიებში, ვერაა კარგად საქმე. ბავშვს მარტო უკან პასი კიარუნდა ასწავლო, თეორიული განსწავლულობა და აზროვნებაც საჭიროა. როდის შეუტიო, როდის დაიხიო უკან, უკან პასს წინ პასი სჯობს, კუთხურის დროს, ძელთან ფეხბურთელები დააყენო. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც ან უნდა წაიკითხონ ან ვიღაცეებმა აუხსნან და დაიმახსოვრონ. როცა მეტოქე შესწავლილი გყავს, მის დამარცხებას მოახერხებ, მაგრამ ამას სჭირდება, დაფა, ცარცი კარგი განსწავლული მწვრთნელი და მთელი დღე მაგ ტაქტიკის მონიშვნა და ვარჯიში

• ცოფიანი სპილო

არც სვანაძე წყვიტავს ვარსკვლავებს, ისრაელთან ისე ათამაშა ნაკრები, თითქოს ბრაზილიას ან გერმანიას ეთამაშებოდეს, ძალიან უკან წაწეული, და დავკარგეთ ოლიმპიადაზე გასვლის უმასგრესი შანსი, და ეგეთი ან მოგვეცემა კიდე, ან არა, ტაქტიკა-სტრატეგიაში უჭირს, ოპტიმალურ შემადგენლობასაც ვერ არჩევს ხშირად, ზოგიერთის ნაკრებში გამოძახება-არგამოძახება ეჭვებს ბადებს, რომ პროტექციონიზმს აქვს ადგილი, და ა.შ.

• geo

სხვა სტატიის კომენტარში დავწერე, რომ იქნებ სვანაძეს ხომ არ უნდა მიეცეს შანსი თქო და იმდენი დაწუნება მიანიშნეს, არცერთ კომენტარს რომ არ ქონია. ძალიან გამიკვირდა, რადგან ამ კაცის წარმატებას მარტო მე ვხედავ, თუ სულ ახალგაზრდულის მწვრთნელი უნდა იყოს?

• D.korleone

დროა სანიოლის შეცვლის თორემ ეს გაგრძელდება ისევ იქამდე სანამ არ იქნება ახალი მწვრთნელი რომელიც გვყავს ჩვენივე ეროვნების არაა საჭირო ძიება საზღვრებს გარეთ

• Lelo

ფეხბურთში მწრთნელს აქვს მთავარი როლი 2 მაგალითს გეტყვით, ფერგიუსონი რაც მანჩესტერიდან წავიდა მაგის შემდეგ სადმე გაგიგიათ მანჩესტერი?? Შვედეთის დღევანდელი ნაკრები სუსტი მწვრთნელი და ვარსკვლავებით გაძეძგილი გუნდი შედეგედ კოსოვომ 2 თამაში მოუგო შვედები დარჩნენ ჰაერში, არადა ერთი ისაკი125 მილიონი ევრო, მგონი მთელი კოსოვოს ნაკრები ღირს მაგრამ მწვრთნელი ტომანსონი სუსტია და მიიღეს ის რაც მიიღეს. Ასე რომ მწრთნელს ყველაზე დიდი როლი აკისრია.

• ზურა

არც თქვენ ამბობთ ბოლომდე სიმართლეს. უფრო მეტი ძლიერი მწვრთნელი რომ გინდათ ბავშვთა ფეხბურთში, სადაა ეგ ბავშვთა ფეხბურთი-თბილისში? ორი-სამი ელიტარული სკოლა მილიონერის შვილებისათვის, კარაქიან პურზე რომ არიან გაზრდილი. ელოდეთ მაგათგან სიკეთეს. ბოლოს რომელ სოფელში იყავით?(დასასვენებლად არ ვგულისხმობ). ორიოდე კინკილა ბავშვს არც ბურთები აქვთ და არც მინდორი. მწვრთნელზე(თუნდაც საშუალოზე) ლაპარაკიც ზედმეტია. ფედერაციაში კორუფციაა. მთავარი მწვრთნელის ფუნქციებში ყველა ერევა ვისაც არ ეზარება. საძმოები ერთმანეთს ძირს უთხრიან. აგენტები განგსტერებივით აზროვნებენ. ინფრასტრუქტურა მოშლილია. ეროვნული ჩემპიონატი "ჭ" კლასისაა. ჟურნალისტების უმრავლესობა არაპროფესიონალი. ფსიქოლოგები არა ჰყავს გუნდებს, სხვა სპეციალისტებს ვინ ჩივის. და ბოლოს ტოტალიზატორი-მოგების გულისთვის საკუთარ დედას რომ გაჰყიდის. და გინდათ რომ ჯოხი 12 კაცზე გადატყდეს? თქვენ გაიხარეთ.

• ზურა.

სანიოლი.გაუშვით.სანამ.დროა

• aburjga

წავიკითხე საკმაოდ დიდი რაოდენობა კომენტარებისა. გაგაცნობთ ჩემს მოსაზრებას, ამჟამად თურქეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერი გუნდია, უკეთესი ფეხბურთელები ყავთ, უფრო გამართულ, უფრო სხარტ ფეხბურთს თამაშობენ და იმიტომ მოგვიგეს! გასაგებია?!

• მალხაზ ჯობავა

კაბო-ვერდეს, უზბეკეთს, კოსოვოს, მეცხვარეებს, ფოსტალიონებს, ვახტიორშებს და პარიკმახერება რას აძლევენ რომლებიც ფარერებში თამაშობენ და ზედიზედ სამი თამაში მოიგეს ჯგუფში! ერთი ჩვენს გამომგდებ ჩერნიგორიასთან!

• მაგარი კაცი

ვილი ორ სიტყვას გეტყვით გმადლობ და ნახვამდის

• მხოლოდ ფაქტი

ვინმემ ამიხსნას ჩავი,სპალეტი და მაურინიო თუ მაგრები არიან ორ წელიწადში რატომ უშვებენ გუნდიდან ცუდი შედეგების გამო.

• ჟორა

ნათქვამია, "გამარჯვებულებს არ ასამართლებენო", მაგრამ თუ თავზე ხელი გადაუსვი და შეცდომაზე არ მიუთითე ეს შემდგომი ჩავარდნის საწინდარია. წერილი კრიტიკულია, მაგრამ მარტო მწვრთნელის მიმართ არაა საკმარისი. რაც შეეხება ფედერაციას, ერთხელ ევროპაზე გასვლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებად, რომ მოგვაჩვენეს, არაა ეს სწორი. ფეხბურთში დიდი ფულია საჭირო და რაც გვაქვს იმასაც უყაირათოდ ვხარჯავთ? საქართველო არის ისე მდიდარი ქვეყანა, რომ 10 ლიგა ჰქონდეს? ვერ გავიგე როგორ ბედავთ იმის ფიქრსაც კი თურქეთს მოუგოთ, მაშინ როცა მის ჩემპიონატში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც 20 მილიონამდე ხელფასს იღებენ. ჩვენს უმაღლეს ლიგაში კი ამდენ ხელფასს ერთად აღებული ყველა ფეხბურთელი არ იღებს. ხომ არ ჯობია ცოტა და კარგი? ძველ გულშემატკივრებს გვახსოვს 35-ე საფეხბუტ სკოლა და გლდანის სკოლა ინტერნატი, სადაც მთელი ქვეყნიდან იყრიდენ თავს ტალანტები და შედეგებიც დიდებული გვქონდა. თუ ახლის მოფიქრება არ შეგვიძლია, იქნებ გავიხსენოთ ძველი?

• გიგო პაპა

თუ სლავა მეტრეველი მოცეკვავესავით დასრიალებდა, გამოდის რომ ქუსლებით დარბოდა? )) ზურიკო როგორ დარბის წვერებით? წვვერებით ბალერინები და ტანმოვარჯიშეები დადიან. ზურიკო კიდევ ფეხბურთელია.)) და რა შემატა სანიოლმა ნაკრებს? ერთი შესარჩევი ჩაკვემ ათრია გუნდი, მეორე ხვიჩამ. ამასობაში წამოგვეწია ჟორჟი და იმანაც დაიწყო გოლების გატანა. ევროზე იმიტომ გავედით, რომ სუსტ ქვეყნებთან მოგვიწია თამაშები. მინიმალურია სანიოლის დამსახურება, ასევე მისი შტაბისაც. ან ხიზანა რომელი დიდი მწვრთნელია? კვეკვესკირი უკვე მოაწყეს სამსახურში, ეხლა კაშიასაც მიუსვამენ გვერდში. რა სამწვრთნელო გამოცდილების ხარჯზე? სანიოლი ევრომდე იყო გასაშვვები, იმდენს არ დაურტყამდნენ მამარდას კარში რაც ურტყეს და ლამის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. რატომ არ უნდა გვყვავდეს ჩავი, სპალეტი ან თუნდაც მოურინიო მწვრთნელად? ფული არ გვაქვს? ახალი სტადიონის ასაშენებელი მილიადი გვაქვს და კარგი მწვრთნელისთვის მისაცემი 5-6 მილიონი არა?))) ეკონომიკურად სადაც ქვეყანა იმყოფება, ფეხბურთშიც ზუსტად იქ ვართ. არ იქნება ცვლილებები და ახალი სისხლი? არ იქნება წინსვლა და ყოველთვის დავჯერდებით ამა თუ იმ ვარსკვლავის ალაგ-ალაგ გამონათებებს. პრესინგის თამაშიც ვერ ასწავლა სანიოლმა ამდენი წელი, რაზეა საერთოდ ლაპარაკი?

სწორად სირბილი,მხოლოდ ერთერთი კომპონენტია!შეღავათს მოგვცემს,მაგრამ როცა აზროვნებითაც გჯობნიან და ბურთზე მუშაობითაც,მხოლოდ მათ თანასწორად სირბილი,ვერ გვიშველის.კიტეიშვილი გამოჯანმრთელდა,ქოჩორაშვილიც,ჩაკვემაც თანდათან აკრიფა ფორმა და ნახევარდაცვა დაკომპლექტდა,მაგრამ ყოველი მათგანის გამოკლება,აუნაზღაურებელი დანაკლისია და ეს,შარშანაც გამოჩნდა,ქოჩორას გამოკლებამ,მთლიანად რომ მოგვშალა.თანაც, როცა შენ წინააღმდეგ ესპანეთის სუპერშემადგენლობას ხვდები,ან თუნდაც თურქეთის ძალიან ძლიერ ნაკრებს,რამდენიმე მართლაც ვარსკვლავი რომ ჰყავს და დანარჩენები,თურქეთის ძლიერ ჩემპიონატში,ან ევროპის ძლიერ კლუბებში თამაშობენ,მათ წინააღმდეგ,ბრძოლა,საკმაოდ დაბალი რანგის გუნდებში მოთამაშე ჩვენ მცველებს და ნახევარმცველებს,უკვე უჭირთ.ჩაკვე არ გვყავდა,კიტეს სულ ახლახანს მშობელი გარდაეცვალა და ფორმა,ან ხასიათ-განწყობა კი არა,სათამაშოდ რომ გამოვიდა,მაგაზეც მადლობელი უნდა ვიყოთ.ქოჩორამაც გუნდი გამოიცვალა,ჯერ დამკვიდრების პროცესშია და ვერც ის არის ფორმის პიკში,დაცვაზე უკევ აღარაფერია სათქმელი,კლუბების დონეზე უკვე ვიცით და ყველა ვერც იქ თამაშობს სრული დატვირთვით.პსჟ მოითხოვდა კვარას არ დაძახებას და აშკარაა,რომ სრულად ჯანმრთელად ვერ არის.უმისობა კიდევ უარესი იქნებოდა,თორემ მგონი მართლაც მისი დასვენება აჯობებდა.გურამ კაშია დაცვის ორგანიზატორი და პოზიციურად კარგად მოთამაშე ფეხბურთელია,რომელსაც აშკარად მოკლებული აქვს სისწრაფე.ოთხმცველიან სისტემაში,მისი თამაში უკვე ვნახეთ,რომ ძალიან უჭირს და ზონების გადაკეტვას,ვერ ასწრებს,ამიტომ მისი არ გამოყვანა,სწორი იყო,მეორე მხრივ,ლოჩოშვილი და გოგლიჩიძე,სწორედ პოზიციურ თამაშში არიან ყველაზე მოწყვლადნი და არც დაცვის მართვა გამოსდით.დემირალიმ სამი კუთხურიდან ჩაწოდებული, თავისუფლად რომ დაგვირტყა კარში და ორი გაგვიტანა,კიტეიშვილის წინააღმდეგ აღმოჩენილმა,ვერ დავიჯერებ,რომ სანიოლმა კიტეიშვილს დაავალა სტანდარტებზე მისი მეურვეობა.ტანით ბავშვივით არის მასთან.გამოდის,რომ დაცვამ ფუნქციები ვერ გადაინაწილა და პოზიციური შეცდონები დაუშვა.პრესინგიდან ბურთის ამოტანას რომ ვერ ვახერხებთ და გრძელი პასით მაინც თავდასხმამდე ბურთის მიტანას,ეგეც ხომ კლასია?თურქებმა 7 კუთხურიდან სამი დამირალის თავზე რომ დაასვეს და სხვა მომენტებიც შეგვიქმნეს,ჩვენი 6 კუთხურიდან,რაიმე ღირებულის გახსენება შეგვიძლია?სხვა თამაშებშიც ზუსტად ასევეა და ვერც აუტიდან შემოგვაქვს ბურთი.სტანდარტებზე ან არ მუშაობენ,ან კიდევ არ შეუძლიათ ზუსტად გათამაშება და ეს უკვე ათეული წლებია გრძელდება.ორივე შემთხვევაში,ეს კლასის ნიშანია.ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებს საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა ერთად მუშაობა მომზადებისათვის,ახლა კი ერთ კვირაში, ორი თამაში უნდა ჩაატარო და ნაკრების მწვრთნელს,მათთან მუშაობის დრო,ძალიან შეზღუდული აქვს.ვერც ფორმაში შეიყვანს ფეხბურთელს და ვერც ხანგრძლივად ამუშავებს,რაღაცა სქემებზე.ფეხბურთელი ჯანმრთელი და ოპტიმალურ ფორმაში უნდა გამოცხადდეს,შეკრებაზე.სამწუხაროდ არ გამოდის და არც იმხელა რეზერვი გვყავს,რომ სხვა,ფორმაში მყოფი ფეხბურთელით ჩაანაცვლოს,პრობლემიანი ფეხბურთელი.ევროპის ჩემპიონატიდან ბიჭები გმირებად დაბრუნდნენ და შესაძლოა ამან მართლაც უარყოფითად იმოქმდა მათ საბრძოლო განწყობაზე,საჩემპიონო სეზონების შემდეგ,ჩვენნნაირ პატარა გუნდებს უჭირთ ხოლმე კვლავ იგივე განწყობის შენარჩუნება,პრემიებმაც შესაძლოა დადებითის ნაცვლად უარყოფითი გავლენა მოახდინა,მათ საბრძოლო განწყობაზე,თუმცა რაც გინდა მიზეზი მოვიფიქროთ,მაინც ერთია ცხადი.თურქეთის დღევანდელი ნაკრები,საქართველოს ნაკრებზე ძლიერია და მათი ჩვენზე გამარჯვებები,კანონზომიერია.ჩვენ ვიზრდებით,მაგრამ თურქეთის ნაკრების ლიდერები,ახა არიან აფეთქების მომენტში,მათ გვერდით,ძალიან ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან და მათი პროგრესის ტემპი,დღეს ჩვენსაზე მაღალია. პ.ს.მატჩის დებიუტში 4 ქართველი,ორი მცველის წინააღმდეგ გაიქცა,შეტევაში,მაგრამ ცუდად გაშლილი კონტრშეტევის გამო მომენტი გავანიავეთ.ცუდი კიდევ ის არის,რომ დაკარგულ შეტევას და კონტრშეტევა მოჰყვა,ამას თურქის ფეხიდან გადასული,მაგრამ მაინც დანიშნული კუთხური და მის გათამაშებას,პირველი გოლი.ჩვენ რომ გაგვეტანა,შანსი გაგვიჩნდებოდა,მაგრამ ვერ გავიტანეთ და წავაგეთ.უფრო ძლიერი მცველები და ნახევარმცველები გვჭირდება,თუ გვინდა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავინაცვლოთ.სულ უფრო მეტი ჩვენი ფეხბურთელი მიდის ტოპლიგებში დატენდენცია თუ გაგრძელდა,აუცილებლად გამოჩნდებიან კიდევ უფრო ნიჭიერი ბიჭები,არჩევანი კიდევ უფრო დიდი გვექნება და საბოლოო ჯამში,უფრო უკეთეს ნაკრებსაც შევკრებთ,გაზრდილ ამოცანებს რომ გადაწყვეტენ.მთავარია ერთიანობა არ დავკარგოთ და ერთ მუშტად შეკრულნი,კიდევ უფრო მაღლა ავიდეთ რეიტინგში.გულშემატკივარმაც უფრო ობიექტურად უნდა შეხედოს სიტუაციას და ჩასაფრებულმა,ისე კი არა,როგორც ნამდვილმა გულშემატკივარმა და ოჯახის წევრმა,ისე გულშემატკივრულად მიიღოს,ყველა მარცხი და ყველა გამარჯვება.ბოღმის ამონთხევას,ლანძღვას და გინებას,არასოდეს მოაქვს სიკეთე.ის მხოლოდ ანგრევს და ანადგურებს.

• Bruce Lee

რეალური და მდგრადი პროგრესი, შესაბამისად წარმატებები არ გვექნება, სანამ მთლიანი სისტემა არ გაუმჯობესდება. ეს მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: 1 - ეს კი იწყება ფეხბურთის ფედერაციიდან (რეალურად სახელმწიფოდან, მაგრამ ეს თემა შორს წაგვიყვანს) რომელიც პროფესიონალებით უნდა იყოს დაკომპლექტებული და არა კობის და კალაძის საძმაკაცოთი და მათი ნათესავებით. 2 - ბავშვთა აკადემიები. რა ხდება მანდ, არის რამე პროგრესი? რამდენი ახალი აკადემია გაიხსნა? რა სისტემით ხდება მათი აღზრდა? რამდენად კარი მწვრთნელები გვყავს? ჩამოგვყავს ესპანელი და იტალიელი სპეციალისტები? როგორია დაფინანსება, ხელშეწყობა და ა.შ. ახალგაზრდების რეზულტატებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ბევრი რამ არასწორად კეთდება მანდვე. 3 - ეროვნული ჩემპიონატი. რა გააკეთა ფედერაციამ ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად? რას აკეთებს ბიზნესი ამისთვის? აზერბაიჯანმაც კი გვაჯობა უკვე ამ კომპონენტში! 4 - ტრენერები: გვააქვს მწვრთნელების მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და ევროპაში სტაჟირების პროგრამები?? თუ გვაქვს, რამდენად ეფექტურია ის და თავისუფალი ნეპოტიზმისგან? 5 - ფეხბურთელების მენტალობა: სახეზეა სუსტი ფსიქოლოგია, არასაკმარისი კონცენტრაციის უნარი, ფიზ მომზადება, დისციპლინა, ტაქტიკური აზროვნება და საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება (თავში ავარდნა) ამაზე პირველ რიგში თვითონ ფეხბურთელი უნდა მუშობდეს და ვითარდებოდეს. ფაქტია რომ ჩვენები აქ ძალზედ მოიკოჭლებენ. შეიძლება ეს ჩვენი ერის ხარვეზიცაა და საეჭვოა ამის გამოსწორება(( 6 - აქტიური და მომთხოვნი გულშემატკივრები, რომლებიც მარტო ინტერნეტში კი არ აქტიურობენ ან კტირიკოსობენ, არამედ ფედერაციასთანაც იკრიბებიან და იმართება დისკუსიები პასუხისმგებელ პირებთან. თუ საჭიროა მკაცრი ტონის გამოყენებით და გადადგომის მოთხოვნით.

• ბორია წიფურია

სანიოლი ერთი უჟმური ფრანგია და ფრანგებიც მაგას გეტყვიან ვისაც ფეხბურთი ესმის. ჯიუტი. არგია მაგრამ როგორც ვხედავთ ჩვენ გუნდს ვერ მოერგო. ტყვით ევროპაზე კარგად ათამაშა გუნდიო. ადახედეთ და ნახეთ როგორ გავედით ევროპაზე და იქაც ორი თამაში გამოუვიდათ ბიჭებს რადგან შებოჭილი არ ითამაშეს და ჩაკვეტაძე მოედანზე იყოლ ჩაკვეტაძე დღეს არის ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც შუა აზ სწორად თამაშობს. მექვაბიშვიის ყველა თამაში მაქვს ნანახი ასაკობრივიდან და არ მესმის რატომ იყო ჯერ ასაკობრივებში კაპიტანი და ეხლაც შეტენილია ნაკრებში, ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელია. კიტეიშვილის ეს ბოლო ორი თამაში იყო საშინელება. ქოჩორამაც ბევრი შეცდომა დაუშვა და მეოთხეს ვერც ვიხსენებ ვინ იყო იმხელა შტაბეჭდილება დატოვა:) სანამ გუნდს არ ეყოლება შუა ხაზი და კვლავ გავიმეორებ ჯუჯებით დაკომპექტებულია მანამ არ გამოვა არაფერი. ჟერ ბურთის მიღების დონე ნახეთ და შემდგომ პასის კუტურა. შრულიად უმიზნო პასები და ბურთის მიღებისას კი ფაფხური უი არ დამეკარგოს. ამას ნაკრებში ვერ ასწავლი. ეს ბავშვობიდან უნდა განვითარდეს. გრძელი პასები სულ დავივიწყოთ. კვარა და მიქაუტაძე გუნდს მოკვეთილები იყვნენ ერთადერთი ძურიკო მუშაობდა თავდამსხმაში აქტიურად. აცის აყვანა საერთოდ არ შეუძლიათ არც ერთს. იმხელა ფართს აძლევენ მოწინააღმდეგეს რომ ადვილად იღებენ ბურთშ ტრიალდებიან და მერე დაგვიანებულზე ან ჯარიმა ან კიდევ ბღოჭიალი. დღევანდელ ფეხბურთში არავინ ასე პოზიციიდან ამოვარდნილი ვერ ითამაშებს. სტანდარტულებზე ხომ საერთოდ აზრზე არ არიან და ვინც არ უნდა მდგარიყო კარში ვერას გასწვდებოდა. ამიტომ ჰქონდა მამარდას შეშინებული თვალები. ეს მოვუსმინე თავსი იმართლებდა ზონაში ვიყავით და მართო დდაბლოკვა მევალებოდაო... კარგით რა ეს ზონა კალათბურთი ხომ არ არის. ელემენტარულია რომ სთანდარტულებზე მაღალი მაღალთან უნდა დადგეს მაგრამ როდესაც შუა ხაზის ფეხბურთელებიდან ყველა სადღაც მეტრა სამოცდაათს ცოტა გაქდაცილებულია მარტო შუა დაცვის 2 მაღალი ფეხბურთელი ვერ გასწვდება. მიტომ იყო საჭირო ლომინაძის თამაში რომელსაც შანსიცა არ მისცეს. სცამზეც ბუდუს გარდა არავის ფიზიკური მონაცემები არ აქვს დღევანდელი ფეხბურთისთვის. ეს არის სელექიის ბრალი. არც ერთ ამათგან არც მარადონაა და არც მესი და არც მესხი... მოაშორეთ ფედერაციას პოლიტიკა და ასევე ნაკრებს. ფეხბურთელები ნაკრებში ფედერაციის მიერ არ უნდა იყვნენ შერჩეულებიო. თუ ჩამოგყავთ უცხოელი მწვრთნელი და კონტრაკტს უკეთებთ 4 წლიანს ეს ოთხი წელი მან საქართელოში უნდა იცხოვროს რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს დაესწროს და იქედან აიღჩიოს ფეხბურთელები იმათ გარდა ვინც ევეროპაში თამაშობენ, რადგან მათგანაცე ყველა არ არის სანაკრებო დონეზე.

• ძნელია ცენტრს იქეთ

როცა ჩაკვე ხოდზეა, ნაკრები ერთია. როცა არა, მეორე. მესამეა, როცა ჩაკვე ტრავმირებულია.ეს სულ ჩანს.ბურთი ხომ უნდა გადაიტანო ცენტრს იქით. გადატანა მარტო ჩაკვეს შეუძლია.

• ვაჟა მასწავლებელი

შეკითხვა ბატონ გუჯა კახაძეს:- ბარემ ჩვენც აგვიხსენით და დააკონკრეტეთ რომელი ფეხბურთელი ვერ დარბის სწორად?. მე პირადად ზურიკო დავითაშვილის სირბილის მანერაში მეპარება ეჭვი, რადგან მეჩვენება, რომ "ფეხის წვერებით" დარბის და მგონია ეს ნაბიჯის მიწასთან შეხებას და სიმყარეს ასუსტებს. ცხონებული სლავა მეტრეველის სირბილი მახსოვს - თითქოს ქართულის მოცეკვავისავით "დასრიალებდა" მარჯვენა ფრთაზე.

• toti

და ამ ახალ თაობას კლასი ხომ უნდა ყოფნიდეს? კაშიას რომ ვერ ცვლი და ლოჩოშვილზე კარგს რომ ვერ იპოვი უკვე პრობლემაა.. აგერ მეცში ორი ქართველი თამაშობს და ვერცერთი ნაკრებში ვერ ხვდება.. არ მოდის ნიჭიერი თაობა და ეძებეთ კი ბატონო

• დდდ

გეთანხმები, ღვთისავარ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დრო ახლა ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს...

• S

ახალი თაობა გვჭირდება დაცვაში და ნახევარდაცვაში

• გუჯა კახაძე

მადლობა სანიოლს და დროა ასისტენტად გადაკვალიფიცირდეს! მხოლოდ 2 სიკეთე მოიტანა სანიოლის მოწვევამ: ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არსებული რამდენიმე დაჯგუფება 1 ორგანიზმად ჩამოაყალიბა და როდესაც დაინახა, რომ სირბილის პრობლემა იყო - მოიწვია შესაბამისი სპეციალისტი და აჩვენა, რომ სირბილის ხარისხის გაუმჯობესება ნაკრების ვარჯიშების დროსაც არის შესაძლებელი. სირბილის ტექნიკა, რომელსაც ნაკრები იყენებს, განაპირობებს დაბალ სისწრაფეს და პრესინგის დროს ნაადრევ დაღლას. პორტუგალიის შესუსტებულ ნაკრებთან ამან იმუშავა, მაგრამ ესპანეთთან და თურქეთთან ეს რომ აღარ გამოდრებოდა ამის შესახებ ადრეც ვწერდი... თუ უნდათ შედეგის გაუმჯობესება - მოიწვიონ უკეთესი მთავარი მწვრთნელი, სანიოლი დანიშნონ მის ასისტენტად და ერთობლივად სცადონ თანამედროვე ფეხბურთისათვის საჭირო სირბილის სპეციალისტის მოძებნა (გვარდიოლამ ასეთი სპეციალისტი იტალიაში აღმოაჩინა და „სიტი“ ავარჯიშებინა - თუ სწორად მახსოვს ოსნახი არის მისი გვარი). ასე მთავარი მწვრთნელის ადაპტაციაც უფრო სწრაფად მოხდება და ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელების პოტენციალის სრულად გამოყენებაც გახდება შესაძლებელი!

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

"კვარას" პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ "ბაიერნთან" მარცხი განიცადა

დიდი მატჩები იწყება - "ლივერპულის" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია

"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის

გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა

ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე

[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ

როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს

"ბორჯღალოსნები" | მზადება დაიწყო

გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა

"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა

[VIDEO] დონჩიჩის ისტორიული მიღწევა, რივზს ბრაიანტის გადასასწრებად ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" მორიგი მატჩი მოიგო

ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს

"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი

დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია - "კვარა" ცეკვის შემდეგ

ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება

დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება

სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას

სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება

ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა