ტელეკომპანია "სილქ სპორტზე" გადაცემა "ბურთი და მოედანი"-ს ეთერში სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.

სალუქვაძის თქმით, საქართველოს ნაკრებში ფრანგი სპეციალისტის დრო ამოიწურა და თანამდებობა უნდა დატოვოს.

"მოვიდა დრო დავემშვიდობოთ ჩვენს გმირ მწვრთნელს, რომელმაც გაგვიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, მოგვიტანა სიხარული და მთელი ცხოვრება მისი სახელი საქართველოს სპორტის ისტორიაში დარჩება. მოქალაქეც არის საპატიო და ყველაფერი და როცა სადმე მის სახელს გავიგებთ, სასიხარულო ემოცია გვექნება, მაგრამ ხდება სპორტში ასეთი რამ, დიდი გამარჯვებების შემდეგ იწყება კრიზისი, ეს დამშვიდობება არ არის ტრაგიკული, შეურაცხმყოფელი და ხელს ჩამოართმევენ და მიდიან. ყველაზე ნათელი მაგალითი ბოლოს და უცნაური ჩემთვის იყო "ლესტერიდან" რანიერის გაშვება, რადგან ამ კაცმა საუკუნის სენსაცია მოახდინა, ასეთი რამ ალბათ ვეღარ განმეორდება. ქარხნის მუშები მოდიოდნენ სამსახურიდან, სპეციალურ სამოსს იხდიდნენ, შემდეგ კი გადიოდნენ და უგებდნენ მილიარდებ დახარჯულ "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის"

ვერავინ ვერ დამიწყებს იმის მტკიცებას, რომ სანიოლზე კვალიფიციური მწვრთნელი არ არსებობს. მან რაღაც ეტაპზე თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა, მაგრამ ახლა სხვა დროა. დე ლა ფუენტეთი აღფრთოვანებულები ვართ, რომელმაც ესპანეთის ნაკრების ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა, ახლა კი ეროვნულ გუნდს წვრთნის და საქმეს შესანიშნავად უძღვება.

ვინ უნდა ჩამოვიდეს? ვინმე კარგი. თუმცა სულ არ არის სავალდებულო ჩამოვიდეს, ჩვენც გვყავს ჩვენი დე ლა ფუენტე, ეს არის ჩვენი რამაზ სვანაძე, რომელიც უკვე მესამე თაობის 21-წლამდელებს გვიზრდის და გაჰყავს იმ ევროპის ჩემპიონატზე და გაჰყავს ჯგუფებიდან. ჩვენ რომ ვიძახით, რომ ნაკრებში ახალი სისხლია საჭირო, ის ახალი სისხლი ყველაზე კარგად სვანაძემ იცის, რადგან უმეტესობა ხელშია გაზრდილი. არ ვამბობ, რომ ეს უალტერნატივო წინადადებაა, მაგრამ განხილვა ღირს", - განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს.

rembo
troli xar . eri im akacukebis ........da mere sheni feburis codna ....
გიორგი
მწვრთნელის ხელი ჩვენ ნაკრებს არ ეტყობა დიდი ხანია. ბოლო დროს მითუმეტეს. უნდა გაუშვან წავიდეს სანამ ჩავიძირებით ბოლომდე. ევროპაზე რომ გავედით იქ მწვრთნელის ხელი სანახევროდ ეტუობოდა. არვიცი შეიძლება ბიჭები არ აკეთებენ რასაც არიგებსს?? მაგრამ არ ჩანს მწვრთნელი არაა..
გელა
ბრაზილიის ნაკრებს ანჩელოტი ყავს, ჩვენს არ აწყენდა სპალეტი..)
Vepxia
ვუყურე ამ გადაცემას და ყოველთვის ვუყურებ ხოლმე და დიდ პატივს ვცემ ვცემ ლევან სალუქვაძეს მაგრამ ეხლა ვერ დავეთანხმები რომ იძახოს სანიოლი გასაშვებიაო ბურთის კარში დარტყმა სანიოლმა ასწავლოს ან და შეტევაზე რომ უნდა გადავიდნენ ან საკუთარი კარი რომ უნდა დაიცვან ეს სანიოლმა უნდა უთხრას და ასწავლოს?აბა რის მაქნისები არიან და რა ფეხბურთელობაზე დებენ თავს თუ ამდენი არ იციან დაბნეული ინდაურებივით რომ დარბოდნენ და ბურთზე ფეხი არ დაუდიათ.ეს სანიოლის ბრალია სანიოლმა უთხრა ასე ითამაშეთო?პირიქით სანიოლს მადლობა უნდა ვუთხრათ და ვთხოვოთ რომ დარჩეს იწნებ რამე შეასწავლოს კიდევ ამათ.რაც შეეხება ქართველ მწვრთნელს კი ბატონო მისასალმებელია თან სვანაძე საკმაოდ კარგი სპეციალისტია.
პარმენი
საერთოდ,ვინც უნდათ ის დანიშნონ ნაკრების მწვრთნელად,ეგ ჩემი საქმე არ არის.უამრავი ცდის შემდეგ,ბილეთები ვერ ვიყიდე და ნაკრების თამაშზე ვერ წავედი,ხოდა ალხა ამბობენ,თურმე ბილეთები ისევ გასაყიდია,მარა აღარც სურვილი მაქვს და არც მოტივაცია.თუ მოგების დროს არ სჭირდებათ ჩემისთანა ფანი,წაგების დროს რატომ უნდა დავჭირდე ვინმეს? ახლა შემოვაბრუნოთ,თუ მოგების დროს ხარ მაგარი ფანი,წაგების დროს რა ეშმაკი გეტაკება?ეგ ფანობა არ არის,ეგ ერთი ადგილის თამაშია და სხვა არაფერი. ახლა სალუქვაძის ამბავზეც გეტყვით,არ არის ცუდი ვარიანტი,კარგიც კი არის. დროა რო ვენდოთ ქართველს და მან გაწვრთნას გუნდი. თუმცა ამბობენ,გამოცდილება არ აქვსო და სანიოლს ქონდა? ბევრი რო არ გავაგრძელო,საქართველოში ოქროს ხანას სათავე დავით აღმაშენებელმა დაუდო და ის 16 წლის იყო,ბედი მისი რო ამ დროში არ დაიბადა,თორე იტყოდნენ გამოცდილება არ აქვსო და ვიღაცას ჩამოათრევდნენ საზღვრებს გარეთიდან ან იმათ დაფინანსებულს დასვავდნენ.ააა,გამახსენდა,30 წელია ეგეთებს სვავენ და მიტომ გვაქვს ოქროს ხანა. ინფორმაციისთვის,ერეკლე 15 წლის იყო როცა პირადად უსარდლა რაზმს და ლეკების ბელადს თავი გაგდებინა,ხოდა თუ ომებში ვარგობდნენ,ფეხბურთშიც ვენდოთ იმ კაი კაცს,არა? კიდევ ვიმეორებ,ჩემი საქმე არ არის,თუმცა თვალში მომხვდა "გამოცდილება არ აქვს" ამბავი და ჩემი აზრი მოგახსენეთ.
ჯუსიფრუტ
თქვენ არ გწერდით პირადად ასე დამეთხვა უბრალოდ.
zaza
ვუყურე ამ გადაცემას და ამათი საუბრიდან გამომდინარე ყველაფერში დამნაშავე სანიოლი ყოფილა და ფეხბურთელები ყინწვისის ანგელოზები.არადა თუ ვინმეს უნდა მოეთხოვოს ეს ფეხბურთელებია.ასეთი უჯიგრო და მშიშარა ნაკრები ვერსად ვერაფერს ვერ მოიგებს.გაზულუქებულები არიან და თაიანთ თავზე დიდი წარმოდგენის არიან და იცით ეს რისი ბრალია? 16 ადგილზე გასულებს აქ რომ ჩემპიონებივით დახვდნენ და იმპერატორებივით ღია ავტობუსით სამეფო დახვედრა მოუწყვეს იმის.თუმცა ჩვენ ხო მიჩვეულები ვართ წაგებულის მოგებულად გასაღებას.საქართველოს ნაკრები არის საშუალოზე დაბალი დონის გუნდი.1 გამოკვეთილი ვარსკვლავით და 1 ტოპ ფეხბურთელით.დანარჩენები არიან საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელები.ხვიცას და კვარას გარდა ყველა ჭ კლასის გუნდში თამაშობს და უმრავლესობა სკამს ხეხავს.ევროპაზეც მაგრად გაუმართლათ და ისე გავიდნენ.მადლობა უეფას ჩვენნაირი წყალწაღებული ნაკრებებისათვის ერთა ტასი რომ მოიგონა.ასე რომ სადაც სანიოლზე აუგს ვიტყვით იქ ჩვენი ფეხბურთელებიც უნდა გავაკრიტიკოთ.ესე უფრო სწორი იქნება.წარმატებები ნაკრებს მომავაკში და თქვენს საიტს.

ეგ დრო ევრო 2024 რომ მორჩა მაშინ უკვე იყო, შემდეგ ერთა იგა რომ ჩავაგდეთ, მერე ამხანაგურებში ფარერებთან და კაბო ვერდესთან რომ უსახურები ვიყავით. ხოდა ვინც ამას ვერ გრძნობს და არ ცდილობს შესაბამისი მწვრთნელის მოყვანას, იმათი შეცვლის დოა დიდი ხანია.
გურულო
ე ბიჭო შეეშვით ამ კაცს და ზოგადად ნაკრებს! ისინი კიდევ იტყვიან თავის სიტყვას!
ჯუსიფრუტ
ზოგი პოლიტიკურ კომენყატრებს უბერავს ამ მთავრობის დანიშნული ფედერციის ხემლძღვანელობა და მათი მოყვანილი ვილი სანიოლი თავი მოგვჭრესო :))) ან ცხადაძეო კი ცხადაძის დროს რაღაც იყო საინტერესო მარა აი მაგისი შვილი ბაჩჰანა და მაგის მეგობარი რა გამოსაძახებელი იყო ან სად თამაშობენ ახლა თუ იცით ვინმემ მიპასუხეთ. ეს საქართველოს ნაკრებია. ვილის ეკუთვნის შანსი, ფეხბურტელებს რაც შეეხება ტოპ და უმაღლეს ლიგაში მოთამაშეებიდან კიტე კვარა და ჟორჟი მამარდა მეტი ვინაა სტაბილურად ძირითადში. ახლა იდგამენ ფეხს და ნაკრებშიც როტაციაა. 4 კაცით გინდოდათ გავსულიყავით მსოფლიოზე და ახლა ვილიზე გადატეხეთ ჯოხი. ოცნება აგვისრულა კაცმა ევროპა გვათამაშა ჯგუფიდან გავიდა და შანს არ აძლევთ მაგარი მადლიერები ჩანხართ და თან გმირს ეძახით :)) ვილის ეკუთცნის და უნდა დარჩეს შესარჩევზე იქ გამოჩნდება. მანამდე გუნდს ვერც ახალი მწვრთნელი დაალაგებს და შეგუებასაც დრო უნდა. ამ ბიჭებმა ვილისთან ერთად დადეს შედეგი და მარტივი არც მაგათვის იქნება ცვლილება მწვრთნელის.
Pprto
ჯერ-ჯერობით ვილი სანიოლი ჯერ რჩება თავის პოსტზე კი წყალი შეუდგა მაგრამ მაინც!!! კლავიატურის ვირთხების, აკაცუკების და ლიბერდებილი ჯენზის გადასაყენებელი არავინ არ არის!!! ორი წაგების გამო ესპანეთთან ბილეთები დღემდე გაყიდვაშია!!!! აი ეგ არის მედროვე ჯოგის მიდგომა!!!!
Მერე?
Ჰოდა, იდეალურად რომ არ არის ყველაფერი თანყც კარგად ხანია, ეს საკითხი იმიტომ წამოიჭრა.
ზურა
ტაქტიკა ნამდვილად არ გვაქვს, რაზეც მწვრთნელია პასუხისმგებელი, ფეხბურთელები კი საკმაოდ ძლიერები გვყავს.
ზურა
კვალიფიციური ფეხბურთელების ნაკლებობა ნამდვილად არ გვაქვს - 10 ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში და თანაც რამდენიმე მათგანი ძირითადში. ასეთი მაჩვენებელი ქართველ ფეხბურთელებს არ ჰქონია.
ზურა
100%-ით ვეთანხმები zaza-ს. ცხადაძემ ნაკრები რომ გააძლიერა სულ რამდენიმე კვირაში და უკვე უმოტივაციომ გასვლაზე სასიცოცხლოდ მოტივირებულ გერმანიას თავბრუ რომ დაახვია დალაგებული და გააზრებული შეტევებით და გაფითრებულ გერმანელ ფეხბურთელებს მატჩის შემდეგ ინტერვიუში აძახებინა - "შემთხვევით მოვიგეთ"-ო(2:1) და შოტლანდიის მაშინდელ ძლიერ ნაკრებს რომ მოუგო, ჩვენი ნაკრების ასეთი მომატება და მაღალი დონის თამაშები არ მახსენდება.
გიორგი
ჩემი აზრით ვილი მაინც იმსაურებს 1 შანსს კიდევ. ვილის მართლა დიდი სიხარული აქვს მონიჭებული ჩვენთვის და ვინ თუ თუ არა ის იმსახურებს ამ 1 შანსს.
zaza
ყველაზე გამართული ფეხბურთი ნაკრებმა ითამაშა ცხადაძის დროს. ნახევარდაცვა მაგაზე კარგად ვერავინ დაალაგა. დააბრუნეთ ცხადაძე. ამ ფეხბურთელებით შედეგს დადებს
ვილი
კარგი გაუშვით ვილი.სვანადძე შაყირია.არც ავტორიტეტი აქ ფეხბურთელებში მითუმეტეს კვარას და მამარდას ჩანკვეტაძესთან.მერე ნახევარ ფინალი იზრაელთან გადავსებულ სტადიონზე.მე ესე ვიტყვი რომ სვანადძე იყოს იკ სადაც არის.ეხლა სანიოლი წავიდა მოვა ვიგაც მწვრთნელი რომელიც იტყვის 2-3 წელი მჭირდება.ამ დროში ესენიც დაბერდებიან.ახალგაზრდულიდან მე პირადათ 2-3 კაცი შეიძლება დაემატოს.ეგოიანი რიჟა იგროკია ეგ ვერ გაძლიერებს ნაკრებს.ეს მწვრთნელი ვერაფერსაც ვერ დადებს შედეგს და ჩაიდებს მაყუთს როგორც ადრე მიქონდათ კუპერებს და ტოპ მიულერებს.და წავა სახლში ანუ გადაიდება 10 წელი შედეგი.თუ ესე ძალიან გინდათ ახალი მწვღთნელის მოყვანა ისევ ვაისი.ან მომავალი შესარჩევი უნდა ვაცადოთ.ჩემი ბიძაშვილი კი არა სანიოლი.რეალურად ჩვენ გულშემატკივრებმაც უნდა ვისწავლოთ ანალიზი და მოთფენა.ჩემი აზრით რისკია ეხლა მწვრთნელის მოყვანა.ამან იცის ვინ ვინა ბევრი კარგი რამე ქნა...ვიგაცებს რო უსმინო აქ ისეთი ზიზგით იძახიან აზრზე არა საშუალო დონის მწვრთნელია.მაგ საშუალო დონის მწვრთნელმა გაგვახარა.ეხლა გინდა ისე თქვი გინდა ესე თქვი.ამ ნაკრებშია არის მაქსიმუმ 3 მაგალი კლასის ფეხბურთელი!!!დანაღჩენი კი ვხედავთ ყველა.ასე რომ დაოკდით და ნუ პროფესორობთ.იმდენი მაინც დაიმსახურა ამ მწვრთნელმა შემდეგი შესარჩევი რომ იყოს.და ეგრეც იკნება აგერ ნახავთ თუ არა.ტუ ეგრე არ იკნება მაშინ ძალიან ბრიყვები ყოფილან GFF.მადლობა და წარმატებები ყველას.
ზიზუ
ეხლა ისეთი სიტუაციაა ვერ გაგვიგია ვისი ბრალია ეს თამაშები,მწვრთნელის,ზოგადად ფედერაციის თუ ფეხბურთელების..ძაან გაუგებრობაში ვართ
lasha
იყოს ხიზანიშვილი. მე პრობლემას ვერ ვხედავ ამაში :)
Tedo
სვანაძე არა მუჯირი ! ნორმალური მწვრთნელი გვინდა . ძვირი დაგვიჯდება რას ჰქვია ? იაფი ყველია სათაგურშიო ტეტჩერი ამბობდა . ვიგლიჯოთ ნერვები მაშინ და ვიყოთ . სვანაძეც მშიშარა და საკუთარ ავტორიტეტს დამკანკალე ტიპია . ევროზე რაც ქნა ისრაელთან მაგის ვითომ ტაქტიკამ , იმის მერე მაგისი არაფერი მჯერა . სანიოლთან ერთად კობახიძე მოაშორონ 17 წლიანებს -საქვეყნოდ გვჭრიან თავს . არაფრის აზრზე არ არიან . ჩიტაურს დააფარონ თბილი საბანი კიდევ , არ დევიღუპოთ , არაფერი მოუვიდეს . ისეთი მწვრთნელი გვინდა , საშუალო დონის გუნდებთან შეტევაზე რომ იფიქრებს , ნახევარდაცვას დააყენებს ( უნდა შეარჩიოს ახალი სახეები )და მაღალი დონის გუნდებთან თამაშის დაწყებამდე არ ჩაისველებს . რა სვანაძე , ხიზანიშვილი , დვალიშვილი და მაგისთანები !
Tedo
sსანიოლი კი არა , დავით აღმაშენებელი წავიდა , რას ჰქვია მერე რას ვშვებით ?!

არ დაგავიწყდეთ რომ მწვრთლობის გარდა, ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი მაგარ გუნდებში რომ თამაშობენ, მისი რეკომენდაციების დამსახურებაცაა!! და ასევე ისე არ გამოვიდეს რომ სანატრელი გაგვიხდეს ისევ სანიოლი!!
Martali
Ra qnas mcvrtnelma ise nerviulobdnen burts ver acherebdnen pass ver idzleodnen
Გენა
Ჩვენი ჯუბზიკა დანიშნეთ
გვაცალეთ ბატონო, გვაცალეეთ
ხოდა აცალეთ ბატონო- ეხლაც მსოფლიოზე გავალთ მესამე ადგილიდან თუ კარგად მოვიქცევით
მორიელი
ჩემი აზრით, თუ მწვრთნელს შევცვლით, ისეთი რთული გუნდი გვყავს, რომ მინიმუმ 8-10 წელი იმ შედეგს ვერ გაიმეორებს რაც სანიოლმა შეძლო. ამიტომ სჯობს დავტოვოთ. ისეთი მაგალითები მოყავთ ჟურნზლისტებს, რომელიც აწყობთ რაღაცაში. თორემ ეგრე მეც მოვიყვან ბევრ მაგალითს რომ ზოგი მწვრთნელი, 10-15-20 წელი ერთიდაიგივე გუნდს უძღვებოდა და თანაც იდეალურად
Levan
ვის გვთაზობთ ბატონო ლევან
Lelo
Დიდი დიდი მადლობა სანიოლი ყველაფრისთვის.ახლა გუნდი საჭიროებს ახალ იდეებს, გუნდს გარედანაც ეტყობა რო სხვა იდეები და სხვა სიმაღლეებზე ასვლა ჭირდება,არის ამ გუნდში რესურსი საკმაოდ კარგ გუნდებმა და ჩემპიონატებში თამაშობენ. Უცხოელი მწვრთნელიც შეიძლება ჩვენ სათამაშო და ჩვენ ფილოსოფიაზე მორგებული. Ასეთები სამხრეთ ამერიკაში არიან, ესპანეთშიდაც, ნიდერლანდებშიდაც, ისე სავანაძეც კარგი იქნება მან ბევრჯერ დაამტკიცა რო კარგი მწვრთნელია, ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებით გრანდებს ეჭიდავებოდა.
ჯუსიფრუტ
სანიოლმა თუ ნაკრები ევროპაზე ვერ გაიყვანა მაშინ შეიძლება ამაზე მსჯელობა. მაგ შემთხვევაში უნდა გადადგეს, რადგანაც თავის შედეგსაც ვერ გაიმეორებს, სხვა შენთხვევაში აზრს ვერ ვხედავ ამ ეტაპზე მისი შეცვლის. კარგია ამბიცია უნდა გვქონდეს, მაგრამ ასეთი შიდა ჩემპიონატის პატრონებმა ცოტა რეალობასაც უნდა გაუსწოროთ თვალი. კლაუს ტოპ-მიოლერიც იყო ლიგის ფინალისტი და ჰეკტორ კუპერიც შედეგი იცით. და ამ ჯურნალისტებს კიდე გირჩევთ ცოტა დაიხვეწოთ და იფიქროთ ეროვნული ჩემპიონატის დონოს გაზრდაზე, ეგ თამაშები განიხილეთ დრო დაუთმეთ და ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს სტიმული მიეცით. რომელი ერთი ხართ იმ დონის საკუთარი საქმის სპეციალისტი როგორიც ვილიია და რა გაქვთ ქართული ფეხბურთისათვის იმაზე მეტი გაკეთებული ვიდრე ვილის? აცალეთ ვერ გაუსწორდება თავის თამასას ვერ გავა ევროპაზე, დაიწყებს უსახურად ერთა ლიგას ან შესარჩევს ევროპაზე კი ბატონო გადადგეს, მარა მსოფლიოზე თამაში ნუ მომინდომეთ გუშინ აეწყო გუნდი, ჩვენი მსოფლიოზე მოხვედრა სენსაციის ტოლფასი იყო და თან ჯგუფშიც უნდა გაგვართლებოდა. ერთდადერთი შეცდომა რომელიც სანიოლმა დაუშვა ეს იყო აქ ალბანეთთან წაგება 0-1, ეხლა დაველოდებოდით ფლეი ოფფს, და ის ტაქტიკაც თუ გაიხსენებთ ჯურნალისტები ჭამდით მთელ პრესას დროა შეტევითი პოტენციალი გამოვიყენოთო გაიხსენეთ კარგად, ჩვენი სტილია და რა შეტევა გვყავსო. ვინმე თქვით შევცდით და არასწორად ვფიქრობდითო. არა და ეგ იყო პირველი თამაში როცა ტაქტიკის შეცვლა დავიწყეთ. ბურთით ვითამაშეთ, წინ სივრცეები არ გვქონდა და უკან სიცარიელე დაგვრჩა. შედეგი სახეზეა. უკრაინის ნაკრებმა ტალახში გვათამაშა და აქ პლიუს მუდრიკი რომელმაც სულ რაღაც 2 თვეში დოპინგ ტესტი ჩააგდო, ისეთი ირბინა მოტოციკლეტით გეგონებოდა მოედანზე. გასაგებია წარსულია მაგრამ რა დასკვნაც გამოგაგვთ და ამბობთ უნდა წავიდესო ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ევროპაზე გასასვლელი საწყისი თამაშებიდან გამომდინარე უნდა მსჯელობდეთ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროფესორობთ რაღაცეებს და ზედმეტად წნეხს ზრდით უაზროდ. მესმის კრიტიკა მარა წავიდეს დღევანდელი რეალობიდან არაა სწორი დასკვნა. სანიოლიც იზრდება და ნიჭიერი კაცია ფაქტია და ამ უდონო ჩემპიონატს მიხედოთ ჯობია და მაგაზე იფიქროთ, სტიმული მისცეთ აქ მოთამაშეებს განხილვებით და გამართული კრიტიკით. P.S. "თქვენ აქედანაც ეს გინდათ და იქიდანაც ისო" გითხრეს ერთხელ და ვერ გაიგეთ ეტყობა. თან ამ გუნდს ერთი ჭანჭიკიც როცა აკლია ვერაა ხოდზე ჩაკვე შესარჩევზე ევროპაზე კიტე ხო გამოჩნდა, არ გვაქ ჩვენ იმის ფუფუნება რო ამ დონის მოტამაშეები ჩავანაცვლოთ. მიხედეთ ეროვნულ ჩემპიონატს.
ოცნებამ გაათამამა
რაც ამათ ფული ურუცხეს ..რად უნდათ ისედაც ამდენი ხელფასები აქვთ ფეხბურთელებს
FaBro
სანიოლის წასვლა ადრე თუ გვიან გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა აქ მთავარია პასუხი კითხვაზე - ვინ მოგვყავს მის ნაცვლად? გავითვალისწინოთ ის ამბავი, რომ მისი წლიური ანაზღაურება 200000 ევროს ფარგლებშია, რაც სანაკრებო დონეზე მიზერული ხელფასია და მინიმუმ უნდა გაათმაგდეს, იმ შემთხვევაში თუ მართლაც გამოცდილი ან თუნცაც ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელის მოყვანა სურს ფედერაციას. გარდა ამისა არანაკლებ მნიშვნელოვანია მომავალი პრეტენდენტის განვლილი სამწვრთნელო გზა, ტემპერამენტი, ეთნოფსიქიკა, თამაშის სტილი და ის, თუ რამდენად მოერგება მისი პიროვნება ჩვენს ნაკრებს. ყველამ და პირველ რიგში ფედერაციის მესვეურებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბოლო რამოდენიმე წელიწადში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების გვარიანი ზრდა მოხდა,როგორც ინდივიდუალურად (კლუბებში), ასევე სანაკრებო დონეზე. ჩვენი ნაკრები აღარაა ის ნაკრები, რაც 10 წლის წინ იყო, მუდმივად დაცვასა და კონტრ-შეტევაზე ორიენტირებული. მომავალი მწვრთნელი აუცილებლად უნდა იყოს შემტევი ფეხბურთის მიმდევარი და ამავდროულად ძლიერი მოტივატორი, რომელიც საჭირო მომენტში დამატებით ნაპერწკალს შესძენს გუნდის თამაშს და არ მისცემს ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას. მე მაინც მიმაჩნია, რომ სამხრეთელი მწვრთნელი გვესაჭიროება, რომლის მენტალიტეტიც ახლოს იქნება ქართულთან, რომელიც კარგად გაიაზრებს დღევანდელი ნაკრების საჭიროებებს და ადაპტირდება მათთან.
ვოოტ
ამაოდ ვიღლებით, სანიოლის გაშვებას არც ჩვენ და არც სტატიის ავტორს არავინ გვეკითხება, ისევე, როგორც დანიშვნა არავის უკითხავს.... ჩვენგან მხოლოდ უპირობო მხარდაჭერას მოითხოვენ და ხეირიანად ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ....
PS
რა გინდათ ამ სანიოლისგან? თავი დაანებეთ, საშუალო დონის მვრთნელია, მაგაზე უკეთესებიც გვყოლია, მაგრამ ვერაფერი გაუკეთებიათ, სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ, ის არის, რომ ფეხბურთელები არა გვყავს, გვყავს ოთხი-ხუთი საშუალო დონის ფეხბურთელი და ეგ არის მთელი გუნდი? ფიზიკური მომზადება ამათ არა აქვთ, ტექნიკა ამათ არა აქვთ, კლასზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია,ევროპის ჩემპიონატს რომ მისტირით, იქ ბევრ რამეში გაუმართლათ,არ ღირს ახლა აქ ჩამოთვლა, უმოტივაციო პორტუგალიის დუბლებთან თამაში გუნდის დონის შესაფასებლად არ გამოდგება, მოიყვანთ ახალ მწვრთნელს და იგივე პრობლემები არსად გაიქცევა, უკვე 30 წელია ასეა, მწვრთნელებში ფულის ყრას არ ჯობია რომ ეროვნულ ჩემპიონატს მიეხედოს,რომელიც სულს ღაფავს და უცხოური გუნდების ქომაგებად რომ არის ხალხი გადაქცეული? როდესაც ეროვნული ჩემპიონატი მაღალ დონეზე იქნება, ფეხბურთელებიც გვეყოლება და აღარ მოგვიწევს სხვა კლუბებში მოთამაშე ფებურთელების იმედზე ყოფნა, რომლებიც თავს არიდებენ უშეღავათო ბრძოლას და მთელი ძალით არ თამაშობენ გასაგები მიზეზების გამო.როდესაც გუნდში მაღალი კლასის ფეხბურთელებია, მათ მაღალი კლასის მრწვნელი არ ჭირდება და ჩვენი მწვთნელებიც კარგად გაართმევენ თავს.
თბილისელი
რომ არა უეფას და ფიფას ცვლილებები შერჩევით ეტაპზე და გვერდითი გზით ჩემპიონატზე მოხვედრა,ეს ნაკრები ვერავითარ ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდებოდა.ფანტაზიებში ნუ დაფრინავთ.
Მამაუკა
Სვანაძეზე კარგად ამ ბიჭებს არავინ იცნობს. Ჩემი მოკრძალებული აზრით იმსახურებს რამაზი ნდობას.
ზაზა
წავიდა სანიოლიდა მერე მერე რასშვებით თუ შედეგი ვერმივიღეთ იმასაც დედის ანდერძს აუგებთ აბარახსნილიაო როგორც ჩვენში იციან თქმა.ან ვინოხერი მოვა ამ ნაკრებში ნორმალური და თავის რეპუტაციას შეალახიებს ამ ნაკრებს.თან გინება და ლანძღვა იცოცხლეთქვა კი გვეხერხება.კვალიფიციური ფეხბურთელების ნაკლებობაა ჩვენი მთავარი ნაკლი და არა მწვრთნელი და სანამ ამას არმიეხედება არაფერიც არ შეიცვლება .
ჰაიმე
სიმწარის რა გითხრა და უკუღმა კი სწერ ყველაფერს.
დდდ
ქართველი მწვრთნელებიდან ამ ეტაპზე რამაზ სვანაძე ნამდვილად უალტერნატივოა... რაც შეეხება უცხოელს, სახელიანი და ამბიციური მწვრთნელი ჩვენთან არ ჩამოვა, სტაჟიორი კიდევ ჩვენ არ გვჭირდება... მაგრამ ჯერ სანიოლი უნდა გავისტუმროთ და საამისოდ, არ მგონია, მაინცდამაინც დიფ სთეითის დამარცხება დაგვჭირდეს...
მალხაზ ჯობავა
ბევრი მტკიცება არ უნდა იმას რომ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ორი თავით გაასწრეს სანილის როგორც, მწვრთნელის განვითარებას! ამიტომ სასწრაფოდ ახალი, კვალიფიციური მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს. თუ არადა სანიოლის დარჩენა 2028 წლამდე ნაკრებში ნიშნავს, ამ ბრწყინვალე ახალგაზრდების გუნდის, საშუალოზე დაბალ გუნდად გადაქცევას!
მწარე
სვანაძე რომელი? ლატვიელებს და ირლანდიელებს რომ ვერ მოუგო? სვანაძე დღეს სანიოლის დონე არ არის. ხვალ, შეიძლება, ზეგ შეიძლება ბევრსაც აჯობოს მსოფლიოში. სანიოლს არ ვიცავ. წასვლა სჯობს წამსვლელისაგან, მაგრამ სანიოლს არ ეშინია გარისკვის, ან არ ეშინოდა. მან ნაკრებში რამდენიმე ტაქტიკური სიახლე გამოიყენა, შეუძლია თამაშის მსვლელობაში ტაქტიკით ლავირება, არის პრინციპული, ის არ ათამაშებს ფეხბურთელს ვისაც თავს გაუვა. ცნობილია თავისი პრინციპულობით, ტიპი ზიდან ს ეჩხუბა, შენი პირადული გუნდურზე მაღლა რატომ დააყენეო. მაგრამ, დროა წავიდეს. ოღონდ სიაფანდი არ უნდა მოვიდეს. ან ზედმეტად სახელიანიც არ ვარგა, მაგალითად მაურინიო დამთავრებული სიმღერაა. არც ადგილობრივი არ უნდა იყოს. როგორც წესი გავლენების ქვეშ ექცევა. პ.ს. ამ ორ თამაშს არაფერი არ ეშველება, დრო არის იანვრამდე ვინმე პერსპექტიული უნდა მოიძებნოს.
A
გმირი არა მძლეთამძლე, მაგის მწვრთნელობით არაფერი მომხდარა არც ევროპამდე და არც ევროპაზე, დაბრალდა რა, ტაქტიკა მაგან არ იცის და შემადგენლობის დაყენება, ლუქსემბურგთან წავაგებდით მსაჯს რომ არ ემარჯვა
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება