საქართველოს რაგბის კავშირს ახალი ძლიერი პარტნიორი ჰყავს - „სვანიძის ზეთისხილი“, ქართული წარმოების ბრენდი, რომელიც ხარისხიან, ნატურალურ ზეთისხილის პროდუქტებს აწარმოებს და აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ახალი სპონსორობის მემორანდუმი მიზნად ისახავს როგორც ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჯანმრთელი და ბუნებრივი კვების მნიშვნელობაზე.

შეგახსენებთ, „სვანიძის ზეთისხილი“ აწარმოებს Extra Virgin უმაღლესი ხარისხის ზეთს. კომპანიის ზეთისხილის ბაღები გაშენებულია კახეთის რეგიონში, დაახლოებით 1,500 ჰექტარ ფართობზე. სულ რამდენიმე დღის წინ კი გაიხსნა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო - კიდევ ერთი ნაბიჯი ქართული აგროინდუსტრიის განვითარებისთვის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, რასაც რაგბი ასახავს - ძალა, ერთიანობა და ბუნებრივი ენერგია. ‘სვანიძის ზეთისხილი’ სწორედ ამ ღირებულებების მატარებელია. ჩვენი სლოგანი - “რაგბის ძალა ბუნებიდან’ -სპორტსმენთა ბრძოლას მოედანზე კიდევ უფრო შთამაგონებელს ხდის,“ - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ.

პარტნიორობის დაწყებასთან ერთად მხარეებმა ერთობლივი ინიციატივებიც დააანონსეს - მათ შორის სოციალური და საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

ახალი პარტნიორობის ფარგლებში, „სვანიძის ზეთისხილი“ და საქართველოს რაგბის კავშირი გულშემატკივრებს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ბორჯღალოსნებს მოახლოებულ შეხვედრებში.

სვანიძის ზეთისხილი - რაგბის ძალა ბუნებიდან

www.svanidzeolive.ge

R

ძალიან სასიამოვნოა,ქართული ბიზნესი,ქართულ სპორტს რომ ეხმარება.გაძლიერდება ბიზნესი?-სპონსორობის მსურველებიც გამრავლდებიან.სწორედ ამას ვუსურვებ,ქართულ ბიზნესსაც, ქართულ სპორტსაც და მთლიანად საქართველოსაც!
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
"ჯვაროსნების" მეტოქე. უნგრეთმა სლოვენიას მოუგო - იაკობაშვილი სათადარიგო იყო
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
U19 | საქართველო 6:2 ყაზახეთი
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო