ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე გერმანიასთან 0:2 დამარცხდა.

სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მათ რიგებში ელ მალა გამოირჩეოდა, მან ჯერ ბურთი მიზანს ააცილა, მერე ძელს გაარტყა. ჩვენი გუნდი, რომელსაც ტრავმირებული ლაცაბიძე დ იეგოიანი ვერ დაეხმარენ, კონტრშეტევებით პასუხობდა, აქტიურ გვასალიას ჰქონდა მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა. კომპენსირებულ დროში კი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მეტოქე კარლმა დააწინაურა.

პირველ ტაიმში ტაბატაძე, ხოლო მეორის დასაწისში ხარებაშვილი დაშავდა და ისინი პარკაძემ და ქარსელაძემ შეცვალეს. გერმანიამ იერიშები გააგრძელა, კარლს მეკარე ბერუაშვილმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ტრეზოლდმა ბუკიასგან რიკოშეტით დალაშქრა მისი კარი. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების მთავარი ნაკლი ნახევარდაცვის სუსტი თამაშია, რომელსაც ბურთის დაჭერა და კონტროლი უჭირს, რის გამოც გუნდს უმეტესად დაცვაში უწევს ყოფნა და უფრო ძლიერ მეტოქესთან მარცხისთვის განწირულია.

საქართველოს ნაკრები 5 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 2026 წლის 27 მარტს სახლში ლატვიასთან ჩაატარებს. თუმცა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაუჭირდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

საქართველო - გერმანია 0:2

გოლები: 0:1 კარლი (45+2), 0:2 ტრეზოლდი (58)

საქართველო: ბერუაშვილი, ხარებაშვილი (ქარსელაძე 55), გიუნაშვილი, ბუკია, ლორთქიფანიძე (წულუკიძე 67), დადიანი, ბასილაძე, გვასალია, ჯაფარიძე (ბერელიძე 67), ტაბატაძე (პარკაძე 46), დეისაძე (ღურწკაია 84)

ირაო
ასე იცის ღირებულებების ღალატმა!
გიო
სირბილში გჯობნიან, ფიზიკურად გჯობნიან, სისწრაფეში გჯობნიან, რაღაცაში ხომ უნდა აჯობოს.ქართველებს კავკასიის ბრაზილიელებს გვეძახდნენ.ამათ არც ტექნიკა არა აქვთ, რომ იმის ხარჯზე რაღაცეები გადაფაროს.სრული დეგრადაცია.
Berze
Dxes 19 clamdelebma didi vai vaglaxit mouges 1-0 gubraltars oridxis ukan xorvatebma 10-0 mouges mat axalgazrdulma uhansod caago erovnuli daseirnobs esaa kartuli pexburtis momavalu kobi daaxvie heni bandiana gaajvi tkveni adgili parlamenhia
goga
ქართულ ენაში არის ასეთი სიტყვა - "სირისტიანი", რაც პირდაპირი მნიშვნელობით ქვეშაფსიას ნიშნავს, ჰოდა, ხალხო რა ფეხბურთი? ბიჭებს გაძლიერებული კვება და მთის ჰაერი ჭირდებათ.
აღნაგობაც არ გვაქვს
ისე ჩანდა, თითქოს მე-10 კლასელი ბიჭები მე-2 კლასელ ბავშვებს ეთამაშებოდნენ. ბურთს რომ ცენტრამდე ვერ აიტან და ასეთი გუნდის მწვრთნელს ეროვნული ნაკრების კანდიდატად განიხილავ, უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
ხვიჩა მაგარია!
საინტერესოა ვის და რას დააბრალებს სვანაძე მარცხს. კარში დარტყმა მგონი 2-50 იყო. ფეხბურთის გარდა ყველაფერს ვთამაშობთ მოედანზე.
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
U21. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა