საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ-მ ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული „ფლამენგო“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

"პარი სენ ჟერმენმა" ერთ კალენდარულ წელიწადში ექვსი ტიტული მოიგო და "ბარსელონას" და "ბაიერნის" რეკორდი გაიმეორა.

როგორც მოსალოდნელი იყო პარიზული გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ნევეშმა ორჯერ ვერ უწია მიზანს, ფაბიან რუისმა გაიტანა, მაგრამ იქამდე ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. აქედან მოყოლებული პსჟ-ს შეტევები მინავლდა, ტრავმირებული ლი მეილიუმ შეცვალა. 38-ე წუთზე დუეს ჩაწოდებული ბურთი მეკარე როსიმ მოიგერია, კვარაცხელიამ კი პსჟ დააწინაურა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ისევ დომინირებდა და ბრაზილიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, როდესაც ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას მარკინიოსმა საჯარიმოში არასკაეტა წააქცია და ჟორჟინიომ პენალტი გაიტანა. პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მეილიუს ნაცვლად მოედანზე ბარკოლა შეუშვა, ევროპოლებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ხვიჩას პასი ნევეშმა მიიღო, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი კარის ხაზიდან ორტისმა გამოიტანა. მერე დუე დემბელემ შეცვალა. ბოლოს მარკინიოსმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.

მცირე შესვენებისას „კვარა“ მბაიემ შეცვალა, ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში პარიზელებმა გაიმარჯვეს - საფონოვმა ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

მომდევნო მატჩს პსჟ 21 დეკემბერს ჩაატარებს - თასის 1/32-ფინალში გასვლაზე სამოყვარულო „ფონტენეს“ დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. „ახმედ ბინ ალი“

პსჟ - ფლამენგო ძირ. დრო 1:1 (ექსტრა ტაიმები 1:1, პენ 2:1)

გოლები: 1:0 კვარაცხელია (38), 1:1 ჟორჟინიო (62, პენ)

fani
არაკაცი ხარ, მოგონილი სახელითა და გვარით
zura222
შე მართლა საქონელო ეს ტექსტი იქ დაგიწერეს მთავარ ოფისში თუ შენ დებილ თავში მოიხარშა ??
გიზოგ
საზმაუწყებელი ხშირად იჭრება, იმედია ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს.
სტურუა გოჩა
ჩვენი ოქროს ბიჭი საიდან არის, რომელი ტიტული მოიგო ჩემთვის ან სხა ქართველისთვის,ის ოქროს ბიჭი,შეიძლება პსჟ-ს გულშემატკივრებისთვისაა,რაშიც ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც...უფრო მეტიც ის არც ყველაფრანგისთვისაა ოქროს ბიჭი, მარსელის და მონაკოს ან ლიონის გულშემატკივრებს.,სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ კვარას ტიტულები, ეს ვითომ დიდი გამარჯვების აღსანიშნავი, მოჩვენებითი ეიფორია, მხოლოდ ქართველების ერთ ნაწისლისა და ღრუსებს ატეხილია...ვითომ დიდი საქმე გააკეთეს აქეთ კვარამ ჩვენთვის და იქით საფონოვმა ღრუსეთისთვი...იმ ჯიშაფეთქებულებზე არაფერს ვიტყვი,მხოლოდ იმ ქართველების მიკვირს ასე პომპეზურად რას აღნიშნავთ პსჟ-ს ტიტულს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ფიასკოს შემდეგ, ფიასკოსი რომელშიც ლომის წილი სწორედაც კვარას მიუძღვის, რადგანაც მართლა მთელ საქართველოს სწორედ მაგის იმედი ჰქონდა და არა კაშიასი,ლოჩოშვილის ან თუნდაც მიქაუტაძის....კიდევ,როგორც ჩანს იქ პსჟ-იც არავინ აფასებს სათანადოთ,თორემ რა საჭირო იყო მისი შეცვლა, ზუსტად თერთმეტმეტრიანების წინ,მით უმეტეს გოლიც გაიტანა და სხვაზე ჩაჯ...ლად არ გამოიყურებოდა
იყო შაშვი მგალობელი
საერთოდ რუსებს საუკეთესო მეკარეების სკოლა აქვთ ორს აიღებდა ვფიქრობდი მან 4 აიღო ზაიემერთან და ნუნოსთან ერთად საუკეთესო იყო. წესით იმსახურებს ძირითადობას...
საპა
საფანოვი ტოპ 3 მეკარეში შედის პროსტო რუსი როა მაგიტომ არ აფასებენ !
გიორგი
ეხლა რას იტყვით დიზლაიკჩიკებო მაინც პალმერი უნდა იყოს თერთმეტეულში? კარგით კვარა არ მოგწონთ რაფინიაზე რას იტყვით ტიპს 64 მატჩში ლამის 64 საგოლე მოქმედებები დაუგროვდა
მირო
შევალიე აშკარად სუსტი მეკარე გამოდგა,მაგრამ ფრანგია და ამიტომაც იჩაგრება საფონოვი,რომელიც შევალიეს ათი თავით სჯობს.
გიგი
საფონოვს დამსახურებას არ ვუკარგავ, ყოჩაღ. მაგრამ, პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის კარგი მუშაობა უნდა აღინიშნოს... იმუშავებს კარგად და სრული სია მიაწოდეს საფონოვს პენალტების წინ, ფლამენგოდან ვინ რომელ მხარეს ურტყამდა. მაგალითად, თუ გახსოვთ ცენტრში დარტყმისას არ განძრეულა, ბურთს პირდაპირ დახვდა. ყველაფერმა ამან გაუადვილა საქმე.
პასი
ძალიან ეგოისტი ფეხბურთელები ჰყავს პსჟ-ს. შარშან უფრო გუნდურად თამაშობდნენ. ძალიან ბევრ შემთხვევაში გახსნილი იყო ხვიჩა და ან პასი არ მისცეს, ან დაუგვიანეს. შთაბეჭდილება მაქვს, რომ ხვიჩას არ ათამაშებენ, თორემ გაცილებით კარგი სტატისტიკა ექნებოდა
ოთარი
ხვიჩაზე ახალს არაფერს ვიტყვი. მეც მინდა, რომ სულ დაფრინავდეს და გოლი გოლზე გაჰქონდეს, მაგრამ ბიჭი აშკარად გუნდზე თამაშობს და კარგი იქნებოდა გუნდიც კარგად ხედავდეს როდისაა უკეთეს პოზიციაში. ტუმცა ახლა საფონოვის "გმირობაზე" მინდა ვთქვა, რატომ გვიყვარს ყველაფერი გადამეტებული? ერთადერთმა ბრაზილიელმა დაარტყა ისე, როგორც ნორმალურმა ფეხბურთელმა უნდა დაარტყას (პირველი დარტყმა) მეორე დარტყმა სინამდვილეში უნდა გაემეორებინათ, მაგრამ იმდენად უხეიროდ იყო დარტყმული მე მგონი ვარიც გაბრაზდა და აღარ დაარტყმევინა თავიდან. მესამე დარტყმა პიჟონობა იყო და მეტი არაფერი (ჩვენებმა იციან მასე თავში, რომ აქვთ ავრდნილი მაშინ) ერთადერთი მეოთხე იყო არაუშავს დარტყმა და მაგ მოიგერია რეალურად. და რა იყო ამაში საგმირო?? მე უფრო იმას ვიკითხავდი პენალტების დარტყმა ამაზე უკეთესად თუ არ შეეძლოოთ ფეხბურთი რატომ არ ითამაშეს? მთელი თამაში ისე იქცეოდნენ ვიფიქრე პენალტების სერია უნდათთქო, მაგრად მომზადებულან. არადა მათი სწრაფი კონტრშეტევების დროს გახსოვთ, როგორ ზუსტი პასებით გადიოდნენ ოღონდ კარამდე მერე კი ბავშვებივით იბნეოდნენ. მოკლედ ვულოცავ კვარას წარმატებები და ჯანმრთელობა. პატივისცემა საფონოვსაც ოღონდ თავში ნუ ავუვარდება ეს გმირად შერაცხვა, აიღო ის რაც ნორმალურ მეკარეს უნდა აეღო.
ლადო
საზმაუ სამარცხვინოზე სამარცხვინო კანტორა ხართ! ძალიან წინააღმეგი ვარ ჩემი ფულით ფინანსდებოდეთ
სიმართლე
ვერაფერს მოიგებს რეალში. რეალს კაი ხანი არაფერი ეშველება. მბაპე რასაც იგებს, იმას მოიგებს კვარა რეალში. იმიტო რო რეალის პოლიტიკა ვარსკვლავების შეძენა და ამის ხარჯზე ტიტულების მოგება მხოლოდ ინდივიდუალურად გუნდურ მენტალიტეტის ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება, პსჟ გუნდია, რეალი არა. როგორც გუნდი პსჟ რეალს მინიმუმ 1 თავით ჯობია.
სიმართლე
პირველი გოლი რატო გაუქმდა? ბოლო წუთებზეკი პენალტი არ დაუდეს პსჟ_ს აშკარა. პსჟ ფორმაში არაა, მარა პენლებამდე არ უნდა მიეყვანა საქმე. ესეთ თამაში კიდე რატო ვერ ვახერხებთ ვაჩვენოთ აუხსნელია საფეხბურთო ქვეყნისთვის.
ქორ-პარიკმახერი
ცნობისათვის ,, ფლამენგოს" ძირითადში მხოლოდ 4 ბრაზილიელი იყო. რაც შეეხება ზოგადად კანის ფერს: არა მგონია ბატონი სოსო რასისტი იყოს, არ გავს მისი ნააზრევი მასეთი ერთუჯრედიანი ადამიანების გაუკუღმართებული აზროვნებას. მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს ადამიანის კანის ფერი, მაგრამ არ მომწონს რომ ტრადიციული ევროპული ერები შავდება და/ან ევროპული ქალაქები მეჩეთებით ივსება. მაქვს უფლება რაიმე მომწონდეს ან არ მომწონდეს. ზღვარი აქვს უბრალოდ ყველაფერს, მათ შორის დამოკიდებულებას, ის რომ არ მომწონს ლონდონში რომ 300 ზე მეტი მეჩეთია, არ ნიშნავს რომ ისლამოფობი ვარ. განსხვავება ძალიან დიდია! ვინც ამ დამოკიდებულებაში კიდევ განსხვავებას ვერ ხედავს უბრალოდ დემაგოგია, რომელსაც რაღაც სხვა ინტერესები აქვს და მათ გატარებას ცდილობს ლიბერალოობის საფარ ქვეშ.
დავით 67
. სოსოვ ბატონო. ფეხბურთზე შენი კომენტარები კარგია და სწორი, შესაბამისად გესმის ზოგადად სპორტი, მაგრამ რაც არ იცი იმაზე რატომ აკეთებ კომენტარს?? ფრანგების (ზოგადად საფრანგეთში) 75%-85% ფრანგი ცხოვრობს, ხშირად მიწევს წელიწადში (2-3ჯერ მაინც) წასვლა და პარიზში იშვიათად თუ შევხვდები ფრანგს, არის ქალაქები სადაც ერთ შავსაც კი ვერ ნახავ. ამბობენ მარსელშია ბევრი შავკანიანიო და არ ვიცი მანდ არ ვყოფილვარ. მერე კიდევ საიდან მოიტანე რომ ბრაზილიაში შავკანიანები უფრო მეტნი არიან.?? 49,7% არის თეთრი, 42,3% მულატი და მხოლოდ 6,7%-ია შავი. თუ მაინცადამაინც ფეხბურთელებს გულისხმობ გადახედე საქართველოს ჩემპონატსაც, ევროპის და თუნდაც რუსეთის ჩემპიონატს, იქაც უამრავი შავკანიანი ფეხბურთელია. მაინც ვერ მივხვდი რა კონტექსტში იყო შენი კომენტარი? არ მინდა ვიფიქრო რომ ეს შენთვის რაღაც დამაბრკოლებელია. აბა აქ ქართველი გაუნათლებლების არმია ( ყველას არ ვგულისხმობ)ეხლაც ამტკიცებს რომ საფრანგეთს თურმე აფრიკელებმა გადაუარეს. საფრანგეთში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება! ვერავინ ზედმეტად ვერ გაა...ბს. რაც შეეხება ჩვენს ადრინდელ კამათებს ,ჩვენს შორის. ყოველთვის მე გამოვდექი მართალი. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. ამბობდი ჯერ სიტიზე და შემდეგ პსჟ-ზე ვერასოდეს ვერ მოიგებენ ლიგასო, ფული არაფერს ნიშნავსო, სწორი მენეჯმენტი არა აქვთო და ა.შ.მე ყოველთვის საპირისპიროს ვამტკიცებდი. ჰოდა კიდევ შეგეკამათები იმაში რომ საფონოვი პირველი მეკარე ვერ გახდება პსჟ-ში მიუხედავად დღევანდელი გმირობისა ის არ სჯობია შევალიეს. თუ რატომ მე ჩემს წინა კომენტარში ავხენი. პენალტების აღება არაა კარგი მეკარეობა. საფონოვს რაც მე შევამჩნიე უკონტროლოდ ნამეტანი წინ გამოდის. ეს მისი დიდი მინუსია. და ბოლოს ერთი კითხვა მინდა დაგისვა. მეორე პენალტის დროს მატვეი ადრე გამოვიდა თუ არა, უფრო სწორად გასამეორებელი იყო თუ არა პენალტი ახლიდან. მე მომეჩვენა რომ ადრე გამოვიდა წინ. შეიძლება მე ვცდები. მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ. რუსეთის მოტრფიალეები მამალი ქოცები და გაუნათლებლები ნუ გამომეხმაურებით! კითხვის ადრესატი მიწერია ზემოთ. თუ ჩათვლის საჭიროდ ის მიპასუხებს, თქვენ თავი შეიკავეთ.
Gomako
თუ საფონოვი ძირითადში აწიეს,რაც სულაც არ არის გამორიცხული,უკრაინელი და რუსი ერთად ვერ მოძოვენ და მაგ ამბავში,თორემ მარკინიოსს მგონია იდეალურად შეცვლის ზარბაზანა,ბარკოლა რა ხეც არის ვიცით,ამ ზაფხულს გაყიდიან,მსოფლიოს გულიზე სტენიან პსჟ-ში და ცდილობენ დუემ,დემბელემ და ბარკოლამ ერთად ითამაშონ,ამით გუნდი ზარალობს და არც ეგ ფინტი გამოუვათ საფრანგეთის საქმე გააკეთონ,რადგან საფრანგეთი ვერაფერს მოიგებს მსოფლიოზე,არამგონია არგენტინა,პორტუგალია,ესპანეთი,ინგლისიდან რომელიმეს აჯობონ ფრანგული პასპორტის მქონე აფრიკელებმა,მითუმეტეს დემბელე წელს 0 , მბაპე კი მარტო ვერაფერს მოიგებს
GOMAKO
მე მგონი დროა კვარამ ამ სეზონის მერე პსჟ დატოვოს და მადრიდში გადაბარგდეს,დემბელე ჩამოლაბორანტდა და გახდა ჩვეულებრივი ქვილითაია,ბარკოლამ პასი არ იცის,არც სხვები იკლავენ პასებით თავს,ეს ლუის ენრიკეც ექსპერიმენტებს ხაზავს,ფლამენგოს ეყვნენ საფონოვის წყალობით,აი ლიგაზე კი ძაან უნდა გაუჭირდეთ
ლეონარდო
.-ს!რამე პრობლემაა მუქ ფეხბუთელებზე? რომელ საუკუნეში ცხოვრობ უბედურო? აღარ გააკეთო კომენტარი გიჯობს. შენ არ გინახავს ალბათ მუქი ფერის ქართველი თბილისში დაბადებული. ხანდახან წამოდი იმ სოფლიდან და გაიარე თბილისის ქუჩებში
დავით 67
მახსოვს მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთერთი გუნდის მწვრთნელი მეორე მეკარეს,მხოლოდ პენალტებისთვის იყენებდა, (თუ არ ვცდები ჰოლანდია იყო) ისე ძირითადში არ ათამაშებდა. ამით მოიგო კიდეც ორჯერ. ამას იმიტომ ვწერ რომ რადგან საფონოვმა 4 პენალტი აიღო, ეს არ ნიშნავს იმას რომ ადგილი ძირითადში გარანტირებული აქვს. პენალტების მოგერიება არ ნიშნავს რომ მაგარი მეკარე ხარ. თუმცა დღეს საფონოვი მართლა გმირი იყო და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მას ეკუთვნოდა. აქ ვიღაც წერს რუსები არ გიყვართ, მაგრამ გმირობის ჩადენა შეუძლიათო. ჩვენ რუსები კი არა რუსული პოლიტიკა არ გვიყვარს. დამპყრობლური და შოვინისტური. თუ რას ნიშნავს ეს, ადრესატი ვერ გაიგებს, რადგან კომუნისტური წყობის მოტრფიალეა. რაც შეეხება ხვიჩას ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, რომ არ ეუხეშათ მეორე გოლსაც გაიტანდა. უკვე მერამდენედ ადუმებს მის კრიტიკოსებს. მაგარი ფეხბურთელიცაა და თან ბედიც წყალობს. ჭკვიანი ადამიანის ნათქვამია, ადამიანი თვითონ იქმნის საკუთარ ბედსო.
როგორ?
როგორ მარტო ჩვენ ქართველებს? ჯერ ერთი ხვიჩას ტიტულები შენთან და ჩემთან რა შუაშია. ხვიჩა რომ მშრომელი და წარმატებულია, არ ნიშნავს რომ მე და შენც ეგეთივე ნიჭიერები ვართ. მეორე კიდევ, ხვიჩას თანაგუნდელები ასევე 5-6 ტიტული რომ მოიგეს, რა ეროვნების არიან, ყველა ქართველია? “პატრიოტობა ეს არის გრძნობა, იამაყო სხვისი გაკეთებული საქმეებით რომელთანაც შენ არაფერი გაკავშირება” 😄😄
MMM
დუკადამი ჰელმუტი. 1985/86 წლების ევროპის თასის ფინალურ მატჩში სტიაუასა და ბარსელონას შორის, როდესაც მან პენალტების სერიაში ოთხიდან ოთხი დარტყმა მოიგერია.
გიორგი 3
ვულოცავ ჩვენს ოქროს ბიჭს ერთ სეზონში 5 ტიტულის მოპოვებას!!!! ეს მარტო ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია!
დავით სალუქვაძე
რუსი მეკარეა და მეკარეები,ყოველთვის ყავდათ. შევალიე მე პსჟ ში მინდოდა და გადმოვიდა. საფონოვის ძირითადში მოხვედრა ვისურვე, რადგან ხალხმა მისი დაბანძება დაიწყო და ერთი კვირის მერე ძირითადში გამოჩნდა. ფლამენგოსთან, ვისურვე, პენალტში ემარჯვა და თავი გამოეჩინა, მაგრამ იოლად რომ გაუტანეს, მეგონა სურვილი ჩამიფლავდა, მაგრამ არა, უმეტესი მელოდა. პსჟ ს ფანი ვარ კვარას გამო, - ძალიან მინდოდა გადასულიყო, თანაც ზაფხულამდე ვერ ვითმენდი და გადავიდა, მაგრამ ეხლა, მე4/5 მატჩია კარგად ვხედავ, პასებს უხუთავენ, დღეს, ძირითადშივე მოკუმავდნენ ფლამენგოს,-რეალზე დიდი რომ ჰვონია თავი,-მაგრამ კვარას არ მისცენ პასები, ასე რომ მინდა კვარამ პსჟ დატოვოს. ძალიან მინდა.
ნიკი
Ჩემი აზრით ამ ახალგაზრდებს, მბაეს, Ჟანტუს და მაილუს იმიტომ აᲗამაᲨებენ, რომ Თავის აკადემიის აᲦზრდილები არიან და სარფიანად, რომ გაყიდონ. ანა ესენი ეხლა სხვა გუნდᲨი რომ იყვნენ პსᲟ არავიᲗარ ᲨემᲗხვევაᲨი არ იყიდიდა ან სულ რომ ეყიდათ ასე ახალგაზრდებს და ამ დონის ᲗამაᲨიᲗ ᲫირიᲗად გუნდს არ გააკარებდა. პსᲟს ფინანსური ᲨესაᲫლებლობის გუნდმა უკვე Შემდგარი ვარსკვლავები უნდა იყიდოს, ეს ვარსკვლავები კი Ღარიბ გუნდებმა უნდა გაზარდონ, გაყიდონ და ფული გამოიმუᲨაონ
Ქართველი
Დონარუმასთან ნაღდად ვერ მივა საფონოვი მარა ვაღიაროთ რა ამ სეზონში მინიმუმ შევალიეს ათასჯერ ჯობია საფონოვი. Საერთოდ საფონოვს თავი დავანებოთ ეს შევალი მარლა ვინ მოათრია გეხვეწები ყველაფერ სიკეთესთან ერთად სიმაღლეც არ აქვს რა პატრონი ყავს ასეთი ან რა ვიცი ძმაო ერთი დასამახსოვრებელი მომენტი გახსკვთ მაგის?
ქობულეთიდან
ვულოცავ კვარას ამ პრესტიჟული თასის მოგებას, ყოჩაღ ძალიან მაგარი მიღწევა აქვს, ერთ სეზონზე 6 ტიტული! მსოფლიო საკლუბო რომ არ შემოეღოთ, უკვე ყველაფერი ექნებოდა მოგებული საკლუბო დონეზე.პსჟ უკეთესი გუნდი იყო, კლასში სხვაობა აშკარა იყო და ეს მატჩი რომ ფლამენგოს მოეგო, დიდი უსამართლობა იქნებოდა.
თემური
თუ ვინმემ იცით დაწერეთ: მსგავს პელტებიან ფინალში 5 დარტყმული პენალტიდან ვინმეს მოუგერიებია 4 ?
GOMAKO-ს
წყალი მარკინიოსს უფრო აქვს შემდგარი და მაგის ადგილას სწორედაც რომ ზაბარნის გაამწესებენ. შევალიეზე დაგეთანხმებოდი. აი ბარკოლას კი ვერაფერი გავუგე რა ყაიდის ფეხბურთელია. ლეაოს მაგონებს მილანიდან, უფრო ხასიათის ბიჭი მგონია. რაც კარგი აქვთ და გამოსარჩევი - ეს სასტარტო სისწრაფეა.
zura222
თქვენ კი არ გიყვართ რუსები მაგრამ ხო ნახეთ რა გმირობის ჩადენა შეძლებიათ? არცერთ ქართველ მეკარეს არ გაუკეთებია ასეთი სასწაული არაზდროს.
aburjga
ვინ არიან და ნაგვები, ამას რა კითხვა უნდა!
ხვიჩა მაგარია!
საფონოვს არ ვუკარგავ რა თქმა უნდა, მაგრამ ნამეტანი პრიმიტიულად და უსუსურად ურტყამდნენ ბრაზილიელები, ალბათ ღელავდნენ. მეც კი ვხდებოდი წინასწარ რომელ კუთხეში გაუშვებდნენ და საფონოვი ვერ მიხვდებოდა? ვფიქრობ შევალიეს ძალიან შეუყენა წყალი რუსმა და არ გამოვრიცხავ რომ პირველი მეკარეობაც ჩააბარონ. ისე ნაღდად ალალია, 4 პენლის აღება არაა სახუმარო ამბავი, შეიძლება ისტორიაშიც იშვიათი იყოს. ვულოცავ ხვიჩას მორიგ თასს და დამდეგ შობა-ახალ წელს საქართველოსთან ერთად!!!!
GOMAKO
კვარას ვულოცავ ტიტულს,შევალიეს,ზარბაზნას და ბარკოლას წყალი შეუდგათ მგონი
გიგო პაპა
ვულოცავ ხვიჩას! მინი ქანთარია-ეგოროვი ჩაატარეს ყატარში. )) ხვიჩა რომ მოსიარულე იღბალია - ეგ ყველამ დიდი ხანია ვიცით. ოღონდ პირველ წელს რომელ გუნდშიც გადადის. მაგიტომაც ვურჩევ ხოლმე რეალს, დროზე წაიყვანოს, სულ არ ჭირდება ვინისიუსი და მბაპე, ისე გახდება ჩემპიონი და ლიგის თასსაც გამოკრავს ხელს. ოსიმენი ათრია ხვიჩამ და საუკეთესო გახადა, მერე დემბელე აგულავა, მეტი რა ქნას ამ პატარა ბიჭმა. დღეს ლამის ნახევარ ფლამენგოს აჰკიდა ყვითლები. ენრიკე არ მომწონს თავის ბარკოლათი. როგორც კი შემოიყვანა, ეგრევე გადაიყვანა ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე. რომ დაეტოვა შეიძლება მეორეც გაეტანა. ბარკოლამ კი ვერც ხვიჩას ადგილას ივარგა და პენალტიც უსუსურად შეასრულა. დემბელეს ჩელებაძე ხომ საერთოდ. აჩრდილიც არაა დარჩენილი ძველი დემბელესგან. დუეს ყოჩაღ, დროულად რომ გაუკეთა ხვიჩას პასი. ნამდვილად არ მოველოდი. საწყენია რომ დაჯილდოება არ გვაყურებინეს, იმედია ჩანაწერს მაინც გვაჩვენებენ.
მალხაზ ჯობავა
გენაცვალე კვარა! არ შემოუქროლა ქორივიით მთელ მსოფლიოში, ამ ოქროს ფასის მქონე თასებს? არ ასწია თავის თავზე ზემოოთ? არა ბიჭოდა მოსკოვს დაეკითხებოდა!

კვარამ გოლთან ერთად,მაგრად იმუშავა,მაგრამ მეკარემ სასწაული მოახდინა და დარწმუნებული ვარ,საუკეთესო ფეხბურთელად გამოაცხადებენ.საფონოვი გუნდის ფოტოსურათიდან ამოშალა,მავანმა ჟურნალისტმა.საფონოვმა ისტორიიდან ვერ ამომშლითო და 4 პენალტი მოიგერია.დონარუმა ფინალის გმირი იყო და ძალით გაყიდეს,ამის გაყიდვასაც აპირებდნენ,უფრო სწორად წასვლას სთხოვდნენ და დავიჯერო,მეორე ფინალის გმირსაც ძალით გაუშვებენ?მცირე შეცდომები მასაც აქვს,მაგრამ წინა თამაშებშიც კარგი იყო და ახლა ხომ მატჩის გმირად გადაიქცა.ვფიქრობ შევალიეს მეორე მეკარედ გადააკვალიფიცირებენ.არც უშეცდომოა და საფონოვმაც დაიმსახურა,პირველობა. პსჟ,უფრო კლასიან გუნდად მოჩანდა,მაგრამ ნახევარდაცვა პრესინგზე საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებდა და თამაშის გამწვავება უჭირდა.ვულოცავ კვარას და პსჟს,კიდევ ერთ დიდ ტიტულს და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებ. პ.ს.ბრაზილიაში,მოსახლეობის დიდი ნაწილი,მუქკანიანია და ბუნებრივია ფეხბურთელებიც ,მაგრამ მოედანზე პსჟ გაცილებით უფრო მუქი ფეხბურთელებით ჩანდა,ვიდრე ფლამენგოსი.
zaza
ვულოცავ კვარას, რომელმაც დღეს მშვენივრად ითამაშა. საფონოვმა კი პირადად მოაგებინა ფინალი პსჟს. მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს პსჟ, ვიტინია ნევეში რუისი დიდი ვერაფერი გააკეთეს. მარკინიოზს როდის მოაშორებენ მერამდენე უაზრო შეცდომას უშვებს. დემბელე აჩრდილია წინა წლის, ბარკოლა ემზადება წასასვლალად. ვერ დუე ვერაა ფორმაში. მთლიანობაში პსჟ წინა წელთან შედარებით ბევრად სუსტად გამოიყურება. იმედია ეხლა შესვენება დაეხმარება გუნდს და შემტევები შევლენ ფორმაში.
ჟორა
წაგება საცოდაობა იქნებოდა, არადა პენალტების სერიაში ყველაფერი ხდება. საფონოვმა პარიზს საკონტინენთა შორისო თასი აჩუქა და მე მგონი საფონოვს კი არა, მაგ უკრაინელს გაყიდიან ზამთარში.
zura222
გადამწყვეტი გოლი ხვიჩამ გაიტანა საფონოვმა ოთხი პენალი აიღო და საუკეთესოს პრიზი ვიტინიას მისცეეს ? @@@
ვაჟა მასწავლებელი
კვარაზე რამდენი ყვითელი აიკიდეს ბრაზილიელებმა - და საერთოდ ეს სტატისტიკა სადმე ფიქსირდება? დაუმსახურებელმა აღიარებამ იცის მაგალითად პენალტის კარზე გადაცილება (დემბელე), ან კვარას რომ პასს არ მისცემ მერე მეკარისთვის ხელში პასის მიცემა (ბარკოლა). Safonov is Matrosov - სერგო კორტიკაძე გამახსენა პენალტების აღებამ.
საფონოვია გმირი. ბრავო.
რა ქნა მატვეიმ? ყველას მოგვაკეტინა. 😁😂 კვარა რატომ შეცვალა ვერ მივხვდი, მაიკაზე ეკიდრბოდნენ რომ შეეჩერებინათ და დაღლა სად დაინახა ენრიკემ? ვულოცავ კვარას და წარმატებას ვუსურვებ.
საბას
პირწავარდნილო დებილო,---"ფაშისტი" საფონოვი მატჩის გმირი გახდა,ხოლო კვარა ერთადერთი გოლის ავტორი პსჟ-ს მხრიდან.
zaza
თერთმეტმეტრიანები ორივე გუნდმა ძალიან ცუდად დაარტყა კვარაცხელიას გარდა მთელი გუნდი ინერტული იყო ძალიან ცუდი საყურებელი დამატებითი დრო და თამაშის ხარისხი აი ისეთი წინასწარ დადგმულს როგავს მთავარია კვარაცხელია გამორჩეული იყო და კიდე ერთი ტიტული მოიგო.
დდდ
ახლა იმ ფოტოდან ამოჭრილი საფონოვის ფოტოს თუ დადებენ მთლიანი გუნდის ფოტოს ნაცვლად, ჩვენ მაინც არაფერს ვკარგავთ - წინ ხვიჩა უდგას...
უფროსი
კარგია. იანვარში საპონოვის გაყიდვა უფრო ადვილი იქნება.
ენძო
ფეხბურთს თამაშობდა ერთი გუნდი,მეორე კი ხელს უშლიდა."ფლამენგო"-ს "ფეხბურთმა"საბჭოური გუნდები გამახსენა"დინამო"-ს ფეხბურთის თამაშს რომ არ აცლიდნენ.აფსუს ბრაზილიურო ფეხბურთო!ხვიჩა ალბად დაიღალა,თორემ რა ჰქონდა შესაცვლელი?! ვინც მის მაგივრად შემოვიდა იმას კვარა გაჩერებული ჯობია.მალადეც საფონოვს-ასეთი დამრტყმელების პენალტი კი უნდა მოიგერიო ნორმალურმა მეკარემ.ვულოცავ ხვიჩას მორიგ დიდ ტიტულს!ქართველებსაც გვყავს საკონტინენთაშორისო თასის მფლობელი!გაიხარე ხვიჩა,ბარბარობას გილოცავ კარგო ადამიანო და შენი თამადობით მთელ საქართველოს!
მალხაზ ჯობავა
ვინაა ეს ჯოჯოები, საფონოვმა კვარასთან ერთად თასი მოაპოვებინა პსჟ-ს და საფონოვს 6.5 შეფასება დაუწერეს, კვარას 7.3 და მენდეშს რომელმაც პირველი დარტყმით პენალტი ვერ გაიტანა 8,3.
ლევანი
რუსია და გააგდეთო, არაა? ტიპმა ოთხი პენალი აიღო, ეს რა ვნახე, საღოლ
ზურა
კვარას ეს ტიტული აკლდა და მიიღო კიდეც
მალხაზ ჯობავა
გაიგონეთ და ირწმუნეთ ხალხოოო! სადაც ხვიჩა კვარაცხელიაა, იქ ყოველთვის წარმატებაა. რასაც კი შეეხება, ოქრო ხდება. პირველი კოლხი-ქართველი, საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი! ჯერ სადაა.... კინო მომავალი წლიდან იწყება. სი ქუგგალე კვარააა
ვასილიჩი
საფონოვი ყოფილა ნადირი
ზურა
კვარას ერთი ეს თასი აკლდა და ისიც მოიგი
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" თასზე თითქმის მოგებული მატჩი წააგო
მეექვსე ტიტულისთვის - "კვარამ" ივარჯიშა და ქუვეითში გაემგზავრა
[VIDEO] "საბედნიეროდ, ბურთით უკეთესად თამაშობს" - როგორ დასრულდა კვარაცხელიასთვის თოვლის ბაბუის აწყობის მცდელობა
ოფიციალურად - "ჩელსის" მწვრთნელად როსენიორი დანიშნეს
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
უკან "ბარსელონაში" - ჟოაო კანსელო კვლავ ევროპულ გრანდში ითამაშებს
ვინისიუსს "რეალის" გულშემატკივრებმა ისევ უსტვინეს და ლონდონური კლუბი არ შეიძენს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
"სპორტინგმა" "ვესტ ჰემისგან" ბრაზილიელი შემტევი შეიძინა
"ვენესუელა თავისუფალია" - მალდინი მადუროს დაკავებამ გაახარა
"შავი ლომი" | წლის პირველი მეტოქე - "მონტობანი"
ფრანგი ჟურნალისტი: "კვარას" მეორე სუნთქვა უნდა გაეხსნას - მსგავსი ფეხბურთელი ყოველ ზამთარს ხელმისაწვდომი არაა
პრესკონფერენცია ძვირად დაუჯდა - "იუნაიტედმა" ამორიმი გაათავისუფლა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ დემჩენკოს აზერბაიჯანული გუნდი ჩააბარეს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"მე მენეჯერი ვარ და არა მწვრთნელი" - ამორიმი "იუნაიტედის" ხელმძღვანელებს დაუპირისპირდა
"სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ" - პეპ გვარდიოლა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
[VIDEO] ტაბატაძემ "კადისი" მარცხისგან ლამაზი გოლით იხსნა
ხვიჩას გარეშე - პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
[VIDEO] ...იქნებ, ამიტომაც დაისაჯა გვარდიოლა - "ჩელსიმ" "ეტიჰადიდან" დამსახურებული ქულა წაიღო
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
[PHOTO] სამართლიანია საფონოვის გმირობა? - უკრაინელების რეაქცია რუსი მეკარის მოგერიებაზე
ბარკოლა პსჟ-იდან ზაფხულში წავა? - რას წერს ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] "საბედნიეროდ, ბურთით უკეთესად თამაშობს" - როგორ დასრულდა კვარაცხელიასთვის თოვლის ბაბუის აწყობის მცდელობა
"საშინლად თამაშობს" - ჟურნალისტმა ზაბარნი გააკრიტიკა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა - მოედანზე "ხალიჩა" იყო გადაფარებული
მეექვსე ტიტულისთვის - "კვარამ" ივარჯიშა და ქუვეითში გაემგზავრა
ხვიჩას გარეშე - პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
[VIDEO] ხვიჩამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში "ფლამენგოს" გაუტანა
გასაკვირია, ნამდვილად - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ფლამენგოსთან" მატჩში?
საფონოვი შევალიესთვის კოშმარია - სურათიდან აღარ ამოშალეს
"ალბათ ჩვენს ვარჯიშს დაესწრო" - "ფლამენგოს" მწვრთნელმა საფონოვზე იხუმრა
ფრანგი ჟურნალისტი: "კვარას" მეორე სუნთქვა უნდა გაეხსნას - მსგავსი ფეხბურთელი ყოველ ზამთარს ხელმისაწვდომი არაა
იქნება თუ არა ხვიჩა დღეს პარიზულ დერბიში - Le Parisien ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა