ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირის ფინალში ერთმანეთს თსუ და ქუთაისი შეხვდებიან. ბოლო წლებში ამ გუნდების ჯახი ხშირია, რომლებიც ერთმანეთს ხან საქართველოს თასის ფინალში ხვდებიან, ხან სუპერლიგისაში, ხოლო მემორიალის სატიტულო მატჩშიც ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდნენ.

შარშანდელი ფინალი ძალიან დაძაბული იყო. 2025 წლის 15 იანვარს თსუ-მ დამატებით დროში – 102:95 დაამარცხა ქუთაისი და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალური თასი მეორედ მოიგო. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი უნივერსიტეტელებს ტიტულის მესამედ მოგების შანსი აქვთ, თუმცა თავის მხრივ ქუთაისელებს თავისი გეგმები აქვთ და მათ აქამდე 5-ჯერ მოგებული ტიტულის მეექვსედ აღმართვა სურთ. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, რუსთავს აქვს მოგებული, ხოლო ქუთაისელები ზემოთ ნახსენები შედეგით მეორეზე არიან.

დღეს, დიღომი არენაზე გამართულ ნახევარფინალურ მატჩებში თსუ-მ და ქუთაისმა იმარჯვეს. ორივეს საკმაო ჯაფა დაადგა, მეტოქე გაეტეხა, განსაკუთრებით კი თსუ-ს, რომელიც მატჩის უმეტეს დროს მდევრის როლში იყო. უნივერსიტეტელებს აკლდათ უკანახაზელი, მალკოლმ დრამრაითი, თუმცა უმისოდაც არ უჩიოდნენ შეტევების ორგანიზებას. ვეტერანი გიორგი ცინცაძე ბურთს ჩინებულად ათამაშებდა, რის ხარჯზეც თსუ-ს შეტევები უფრო მრავალფეროვანი იყო.

ვსა უფრო სწრაფად, მობილურად თამაშობდა. ლუკა ლიკლიკაძე და დემარე კინგი ბურთს სწრაფად ათამაშებდნენ, ფარქვეშ კი ტაისონ ჯექსონი და ალექს ჰოლტი თსუ-ს მაღლებს ჯობნიდნენ. ძირითადად ვსა ლიდერობდა, თუმცა თსუ კუდში მისდევდა და რამდენჯერმე დაწინაურებაც მოახერხა. მოერე პერიოდის 25:14 მოგების ხარჯზე ვსა დიდი შესვენებისთვის 10 ქულით დაწინაურდა, თუმცა მესამე პერიოდში თსუ-მ თამაში დაალაგა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

ვსა-ს ცენტრი, ტაისონ ჯექსონი საჯარიმოებით დაიტვირთა, აღელვების ნიადაგზე ტექნიკურიც მიიღო და 4 პერსონალურის გამო მესამე პერიოდში სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში ვსა ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ თსუ-ს სწრაფი შეტევები კვენტინ ჰარდრიქტისა და გიორგი ცინცაძის სამქულიანებთან ერთად გარდამტეხი აღმოჩნდა. თსუ-მ ლიდერობა მოიპოვა, ბოლო წუთებზე დაცვაში იყოჩაღა და გამარჯვებამდე მივიდა – 95:90.

რაც შეეხება ქუთაისს, ვერ ვიტყვით, რომ გამარჯვება გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ იმერული კლუბი თავიდან ძალიან ჩამორჩებოდა და მესამე პერიოდშიც გვარიანად უკან იყო, გამარჯვება ისე მოიპოვა, არ უნერვიულია. თავად განსაჯეთ – რუსთაველებს სროლა წუვიდათ, განსაკუთრებით კი ვახტანგ გაფრინდაშვილი ჩუბინობდა პერიმეტრიდან და გიორგი ცეკვავას გაწვრთნილი გუნდი 23:5 დაწინაურდა.

პირველი პერიოდი რუსთაველებმა 24:10 მოიგეს, პირველი ნახევრის შემდეგ კი 15 ქულით ლიდერობდნენ. მესამე პერიოდი ქუთაისმა 28:8 მოიგო და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. რუსთავი ისედაც 3 ტრავმირებულის (გუგა პატაშური, ლუკა ტაბაღუა, ქიან მეიერსი) გარეშე თამაშობდა და მატჩის პირველ პერიოდში ვილი ისიანიც დაუშავდა. ინერციით რუსთაველებმა ლიდერობა მესამე პერიოდამდე შეინარჩუნეს და შემდეგ ქუთაისელთა ჯერი დადგა.

საბოლოოდ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა 89:80 მოიგეს და მემორიალის ფინალში თსუ-ს შეუერთდნენ. ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის 21-ე გათამაშების სატიტულო მატჩი 15 იანვარს, დიღომი არენაზე, 19:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალზე "ქუთაისმა" გაიმარჯვა
მემორიალის ფინალში “ქუთაისი” და “რუსთავი” შეხვდებიან
მემორიალზე დაუმარცხებელი 3 გუნდია: "დელტა", "თსუ-ჰიუნდაი" და "ქუთაისი"
საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალის ფინალში "დელტა" და "თსუ-ჰიუნდაი" შეხვდებიან
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო