ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის ბოლო, მერვე ტურში ქართველების გუნდებმა იასპარეზეს. „ლივერპულმა“ სახლში „ყარაბაღი“ 6:0 გაანადგურა. წითლების“ კარს ალისონი იცავდა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო.

მატჩი თავიდანვე "მერსისაიდელთა" უპირატესობით წარიმართა, მე-15 წუთზე მაკ ალისტერმა გაიტანა, 21-ე წუთზე უგო ეკიტიკეს ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ფლორიან ვირტცმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში მოჰამედ სალაჰმა საჯარიმო დარტყმით მესამე გოლი გაიტანა, 57-ე წუთზე ეკიტიკემ საგოლე პასს გოლიც დაუმატა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი მაკ ალისტერმა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში სამი საგოლე პასი "წითლების" კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, ვირგილ ვან დაიკმა შეასრულა.

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა 18 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, სლოტის გუნდი მომდევნო მატჩს 1-ელ თებერვალს გამართავს - პრემიერლიგის ოცდამეოთხე ტურში „ნიუკასლს“ უმასპინძლებს.

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - ყარაბაღი 6:0

“ვილიარეალი“, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გასულ ტურში დაკარგა, „ბაიერთან“ 0:3 დამარცხდა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო, ქართველმა ტომას პარტეი შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მარსელინიომ საყრდენი ნახევარმცველის გაყვანით შეტევის გაძლიერება სცადა, ფაქტია, რომ ამ ტაქტიკურმა სვლამ არ გაამართლა. პირველ ტაიმში ტილმანის დუბლით, მეორე ტაიმში კი გრიმალდოს გოლით, გერმანელებმა "ყვითელ წყალქვეშა ნავს" დამაჯერებლად სძლიეს.

„ვილიარეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა 1 ქულით 35-ე ადგილზე დაასრულა. მარსელინიოს გუნდი 31 იანვარს, ლა ლიგის ოცდამეორე ტურში, პამპლონაში „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

ლევერკუზენი. „ბაიარენა“

ბაიერი - ვილიარეალი 3:0

გიორგი ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" მცირე სასწაული შემოგვთავაზა. ლისაბონელებმა გასვლაზე „ატლეტიკი" 3:2 დაამარცხეს. ლისაბონელთა ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო.

პორტუგალიელები 2-ჯერ მარცხდებოდნენ, თუმცა დიომანდესა და ტრინკაუს გოლებით ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, 90+4-ე წუთზე კი ალისონ სანტოსმა გამარჯვების გოლი გაიტანა და "სპორტინგმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

„სპორტინგი“ 1-ელ თებერვალს, პორტუგალიის ჩემპიონატზე „ნასიონალს“ უმასპინძლებს.

ბილბაო. „სან მამესი“

ატლეტიკი - სპორტინგი 2:3

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
LiverpoolWorld: კვარაცხელიას გააჩნია ყველაფერი, რაც ასე აკლია "ლივერპულს" - სალაჰის შემცვლელად უნდა დაიმატონ
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] ამას ვინ ელოდა? - ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" "ბოდო გლიმტს" 5 უპასუხო გოლი გაუტანა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
BILD: "ლივერპულს" ჩაბი ალონსო ჩაიბარებს
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
Rousing The Kop: შეწყვიტეთ მამარდაშვილის კრიტიკა - ის "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს