დღეს თბილისი არენაზე 22-წლამდელთა ჩემპიონატის 2 შეხვედრა გაიმართა, ხოლო დიღომში ერთმანეთს სვიში და სოხუმის კოლხა 2 დაუპირისპირდნენ. ტურნირის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი – რუსთავი ჰიუნდაის შეხვდა და გვარიანად ინერვიულა. ჰიუნდაი ამ შეხვედრამდე 9 მოგებითა და 5 მარცხით იყო, ქვემო ქართლელებს კი 14-დან ყველა გამარჯვება ჰქონდათ. მოპოვებულ ქულებში ამხელა სხვაობის მიუხედავად, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და რუსთაველები ახლოს იყვნენ, მიმდინარე სეზონში მარცხის გემო პირველად ეწვნიათ.

ჰიუნდაი მატჩის უმეტეს დროს იგებდა. პირველი პერიოდი ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა 24:14 მოიგეს, მეორეში კი უპირატესობა 14 ქულამდეც კი გაზარდეს. მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, რუსთაველთა მწვრთნელი მიხეილ ჭოჭუა მოვლენებს არ უსწრებდა და თამაშის დინებას მიჰყვებოდა – არ ცდილობდა პრესინგით, ან რამე რადიკალური სათამაშო სქემით ვითარების შეცვლას. რუსთაველები ნელ-ნელა, მეთოდურად ამცირებდნენ ანგარიშს, მთავარი იერიში კი მეტოქეზე მესამე პერიოდში მიიტანეს.

აღნიშნული პერიოდი რუსთაველებმა 26:11 მოიგეს და დაწინაურდნენ. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, მაგრამ სტუმრებს მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და საბოლოოდ 84:77 გაიმარჯვეს. რუსთავში 19 ქულით და 20 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ჯანგველაძე. 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი ნიკოლოზ ჩქოტუამ მოაგროვა. ჰიუნდაიში 16 ქულით ნიკოლოზ კუპატაძე გამოირჩა.

ეს რუსთაველთა ზედიზედ მე-15 გამარჯვება გახლდათ და ამ შედეგით ჭოჭუას გუნდი A ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ამავე ჯგუფის შეხვედრაში თსუ-მ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მართვე. ეს გუნდებიც ლიდერთა შორის არიან – თსუ მეორეზეა, როლი მათვე პლეი ოფში გამსვლელ ოთხეულში შესვლას ცდილობს. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ უნივერსიტეტელებს 12 მოგების წილ 3 მარცხი აქვთ, მართვე კი 8 მოგებითა და 7 მარცხით მე-6 ადგილზეა (იხილეთ გათამაშების ცხრილი).

თსუ-მ მართვე მესამე პერიოდში გატეხა და საბოლოოდ 74:61 (სტატისტიკა) დაამარცხა. გამარჯვებულთაგან 33 ქულით საუკეთესო იყო ამირან აროშიძე, მართვეში კი თავი ლუკა თოდუამ გამოიჩინა – 23 ქულა მიითვალა.

დიღმის არენაზე გამართულ შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. A ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა სვიშმა 97:90 დაამარცხა სოხუმის კოლხა 2, რომელიც მე-3 ადგილზეა. სოხუმელებმა ვერაფერი მოუხერხეს სვიშის ლიდერ კონსტანტინე ჯანჯულიას, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო.

ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..