ეროვნული ლიგის დებიუტანტი გვაოცებს - "სპაერი" ერთპიროვნული ლიდერია და 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ თბილისის "დინამოს", რომელთანაც მიმდინარე სეზონის, ჯერჯერობით, ერთადერთი მარცხი იწვნია.

"სამგურალთან" უშუალოდ გამარჯვება შეიძლება არა, მაგრამ ანგარიში ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო. "სპაერმა" მეტოქეს ყველაფერში აჯობა და ვერც იმას ვიტყვით, რომ იღბალმა გაუღიმა.

გამოვარჩევდით ლაშა კოხრეიძესა და თორნიკე ასკურავას - მათ გოლებიც გაიტანეს და "ასისტებიც" გაიფორმეს. "სამგურალის" მხრიდან აღსანიშნავია ლაშა შერგელაშვილის საფირმო "სტანდარტი". მაგრამ გამოდგება კი ეს გოლი სანუგეშოდ?

ჯერჯერობით, "სპაერი" ერთადერთი გუნდია, რომელიც, დანარჩენებისგან განსხვავებით, გამართულ ფეხბურთს თამაშობს. შევხედოთ, როგორი იქნება გაგრძელება. მომდევნო ტურში (22 მარტი) თბილისურ კლუბს გასვლითი შეხვედრა აქვს ბათუმის "დინამოსთან", რომელმაც ამ ტურში მიჯრით მესამე ფრე (0:0 "მეშახტესთან") ითამაშა სტარტზე.

"სამგურალი" კი იმავე დღეს "რუსთავს" უმასპინძლებს.

სპაერი-სამგურალი 4:1

გოლები: 1:0 ჩაგუნავა (7, ასკურავას პასით), 2:0 ასკურავა (66, ლ. კოხრეიძის პასით), 3:0 ლ. კოხრეიძე (67), 3:1 შერგელაშვილი (72), 4:1 სამხარაძე (83, პენალტით)

სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე, პირტახია, სამხარაძე, თ. ცეცხლაძე, ასკურავა (ცალუღელაშვილი 70), ცირდავა (გოლუბიანი 86), ფონიავა (ბასილაშვილი 74), გეგიაძე (მატენჯვა 70), ლ. კოხრეიძე (გიორგი დ. ცეცხლაძე 74)

სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, ქაბია, რაიანი (ბერელიძე 70), შერგელაშვილი, ჯანჯღავა (აფციაური 46), ვინისიუსი, ნ. ცეცხლაძე (სებოლინია 46), ხორხელი (ს. ჩხეტიანი 70), ველისოლი, პაპავა (შათირიშვილი 54)

გაძევება: ქაბია (51, სამგურალი)

არბიტრი: ბ. კუნჭულია

Gio
Kristalbet ligisgan sxvas ras elit,tu undat da saqmem moitxova spaeri chempioni gaxdeba.ase ro didi fuli trialebs da fanebo aravisi brali araa garda yomarbazebis.
ლობიოჭამია
სურათზე ჯიქია მეგონა. უკადრისობს ჩამოსვლას და თამაშს?
alexandre
ყოჩაღ, სპაერი. წარმატებებს ვუსურვებ. ადმინს კი შევახსენებ, რომ ისევ LIVESCORE.COM-ზე ვეძებ ჩემპიონატის ცხრილს. გაიხსენეთ, შარშან შემოდგომაზე როგორც იქნა დაიწყეთ ბეჭდვა, იქნებ და აღადგინოთ. ყველას აინტერესებს.
წყალტუბო
სანამ დროა დაუკავშირდით გეგუჩაძეს მწვრთნელი სჩირდება გუნდს და ნუ მოკლავთ წყალტუბოში ფეხნურთს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ყველაზე მოტივირებული ფანცულაია იყო! "სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" შანსი არ დაუტოვა
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ..." - "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი