...მეორე ტაიმში ვხედავთ ეპიზოდს, როცა დაცვაში თამაშისას ხვიჩა კვარაცხელია ბურთის დაბლოკვას ცდილობს, ხელები კი ზურგს უკან მყარად და დემონსტრაციულად მიაქვს. ესაა კარგი ილუსტრაცია იმისა, გაფრთხილებისა და გაძევების საფრთხის მიუხედავად, ხვიჩა ბოლომდე როგორ იხარჯება; კარგად აჩვენებს მწვრთნელი ლუის ენრიკეს ნდობასა და დამოკიდებულებას, ხსენებული გარემოების მიუხედავად, "კვარას" გარდა, ყველა შემტევი რომ შეცვალა; და მთავარი რასაც აჩვენებს, ხვიჩა კვარაცხელიას პროფესიული განვითარება, საკუთარი თავის კონტროლი და მნიშვნელობის გააზრებაა.

"კვარას" საგოლე მოქმედება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ბაიერნთან" ესაა საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ვარსკვლავის ქცევა, რომელიც ჯერ მთელ დაცვით სისტემებს ერთი მოძრაობით შლის, საგოლე პასის დროს კი უყურებს არა ბურთს, არამედ პარტნიორის მოძრაობას. ცდილობს, იდეალური დრო და ტრაექტორია შეარჩიოს - ეს უმაღლესი კლასია.

ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანობა რომ გაიზარდა, ყველა სიკეთესთან ერთად, თავდაჯერებამ მოიტანა. "კვარა" თითქოს ბურთს იქ ურტყამს, სადაც დაუმიზნებს, პასს იქ "გააძვრენს", სადაც ტვინში გაიელვებს, წარმატებულ დრიბლინგებზე კი მაშინ მიდის, როცა ამის ბოლომდე სწამს და გარემოებებიც ეხმარება. ის არ აპირებს გუნდური ინტერესები ბურთის დაკარგვით დააზარალოს - ეს უმაღლესი კლასია.

ბურთის დაკარგვის შემთხვევაში გუნდურ ინტერესებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ხვიჩა არასოდეს იშურებს ძალისხმევას, დაცვაში აქტიურად იმუშაოს, თავისი თუ სხვისი დაკარგული ბურთი დაიბრუნოს - ეს უმაღლესი კლასია.

"ყოველდღიურად ბევრს ვშრომობ...გამარჯვებისთვის ვთამაშობ, უნდა ვირბინო, თავი დავიცვა და შევუტიო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდები" - ეს კვარაცხელიას სიტყვებია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რატომაა ის "მენტალური მონსტრი". არ არსებობს მიზანი, რომლის შესრულების შემდეგ ის ახალს არ დაისახავს. ერთი ჩემპიონთა ლიგა, მაშინვე მეორეზე ფიქრი - ეს უმაღლესი კლასია.

"ცხოვრება ვარდისფერ ფერებში" არის ფილმი გოგონაზე, პარიზის ღარიბი უბიდან ნიუ-იორკის დიდ სცენაზე რომ მოხვდა, მისი თითოეული დღე შრომა და ბრძოლა იყო. გააკეთეთ შედარებები ხვიჩასთან, რომელიც საფეხბურთო ელიტაში კაშკაშებს - საუკეთესო ჩემპიონთა ლიგაზე და "ოქროს ბურთის" გამოკვეთილ ნომინანტებში!..

ჰუნგო.
დატკბით კვარას თამაშით ფრანგები ტყვილა ფეხზე არავის უდგებიან.
გელა
ოეეე,აცრილები ხართ ხუმრობაზე?რა ავარდით ფინთი გოიმებივით
ოოეეე შაქრუავ
ეგ ვენახში და ყანაში მუშაობაზე არაა ლაპარაკი. კვარა ფიზიკურ და ტექნიკურ სრულყოფაზე მუშაობს. გაიგეე პაპაავ? რა მოსატანია აქ პაპაშენის შრომა ან პაპაშენი ხომ კარგად ხარ და ან ლაიქებს რომ გიწერენ ის უვიცები, წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოიტანეს? რა უვიცობას აჩენთ ეს ხალხი გადავირევი, თან შეურაწყოფას აყენებ პვარას შრომას ადრი პაპაშენისას. დაუნიზმი გჭირთ ამდენ ხალხს?
ავთო
მართლაც უმაგრესია ჩვენი კვარა
შაქრო პაპა
პაპაჩემიც შრომაში მოკვდა. არაფერი დაუტოვია. გააჩნია ვის როგორ გაუმართლებს. წარმატებები ხვიჩას!!!
ბადრი
ეს სტატიაც უმაღლესი კლასია!
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა
რას გადაწყვეტს ენრიკე? ხვიჩა მარჯვნივ და გამორჩეული მომენტის გახსენებით
"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება