ერთი თვე დარჩა მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელსაც საქართველო მეორედ უმასპინძლებს.

პირველად მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნის 11 საუკეთესო გუნდი ჩვენს ქვეყანას 2017 წელს ეწვია. ეს იყო მე-10 ჩემპიონატი 20-წლამდელებს შორის და მსოფლიო რაგბი მას დღემდე მიიჩნევს საუკეთესოდ ორგანიზებულ ტურნირად.

გარკვეულწილად ამანაც განაპირობა, რომ 9 წლის შემდეგ მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი კვლავ საქართველოში ბრუნდება, ახლა უკვე გაზრდილი გუნდების რაოდენობითა (16) და შეცვლილი ფორმატით. 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, რაგბის ქართველ ქომაგს 7 სათამაშო დღე და 40 დაუვიწყარი თამაში ელოდება, რომლებსაც თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.

ჯგუფები და თამაშების განრიგი

ა და გ ჯგუფის შეხვედრები თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება, ხოლო ბ და დ ჯგუფების თამაშებს „აია არენა“ უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 27 ივნისს, 2 ივლისს და 7 ივლისს გაიმართება. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები თასის ნახევარფინალში გადიან, მეორეადგილოსნები - მე-5 ადგილის ნახევარფინალში, მესამეადგილოსნები მე-9 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ბოლო ადგილზე გასული გუნდები მე-13-მე-16 ადგილებს გაითამაშებენ.

ნახევარფინალები ორ დღეზეა გაწერილი: 12 ივლისს ქუთაისში მე-13 ადგილის, ხოლო თბილისში მე-5 ადგილის ნახევარფინალებია; 13 ივლისს ქუთაისში მე-9-მე-12 ადგილების, თბილისში კი თასის ნახევარფინალები შედგება. ორ დღეზეა გაწერილი დასკვნითი მატჩებიც - 17 და 18 ივლისი. თასის ფინალი და მესამე ადგილისთვის შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სტადიონზეა ჩანიშნული. მთლიანობაში, თბილისსა და ქუთაისში 20-20 უმაღლესი დონის თამაში გველოდება.

2026 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს. განთესვის შედეგად ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.

ერთადერთი ქვეყანა ტიერ2-იდან

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც 2008 წლიდან ტარდება და წელს მე-16-ედ გაიმართება (2020-2022 წლებში ის კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა), აქამდე სულ 9 ქვეყანას უმასპინძლია. ტურნირი 3-3-ჯერ ჩატარდა იტალიასა და სამხრეთ აფრიკაში, 2-2-ჯერ არგენტინასა და საფრანგეთში, ხოლო თითოჯერ უელსში, იაპონიაში, ახალი ზელანდიასა და ინგლისში.

ამ ჩამონათვალში საქართველო ტიერ2-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ ჩემპიონატს მასპინძლობს და თანაც მეორედ!

ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ ამომავალი ვარსკვლავების პირველი ნაბიჯები დიდ რაგბში. აქამდე ამ გზის გავლით იქცნენ მსოფლიო რაგბის ვარკვლავებად: ებენ ეცებეთი (სამხრეთ აფრიკა), დარსი გრემი (შოტლანდია), ჰენრი პოლოკი (ინგლისი), სიია კოლისი (სამხრეთ აფრიკა), ჩესლინ კოლბი (სამხრეთ აფრიკა), ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია), ანტუან დუპონი (საფრანგეთი) ელის გენჯი (ინგლისი), ბენ იანგსი (ინგლისი), მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), თიჯეი პერენარა (ახალი ზელანდია), ოუენ ფარელი (ინგლისი), აარონ სმიტი (ახალი ზელანდია), უილ გენია (ავსტრალია), ჯესი კრილი (სამხრეთ აფრიკა), დამიენ პენო (საფრანგეთი), ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია), აარონ კრუდენი (ახალი ზელანდია), უილ ჯორდანი (ახალი ზელანდია), რომან ნტამაკი (საფრანგეთი), სანტიაგო კარერასი (არგენტინა), მეტიუ ჟალიბერი (საფრანგეთი) და სხვა მრავალი.

მთლიანობაში, 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში 500-ზე მეტი მოთამაშე დაწინაურებულა, მათგან 30-ზე მეტი (2016 წლის შემდეგ) ბორჯღალოსნებში.

Rugby.ge

20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
41 წლის რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი - პორტუგალიის ისტორიაში დიდი ეპოქა დასრულდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
"ტორპედომ" ბულგარელი მცველი დაიმატა
ბალოგუნის ეფექტი - ფრანგებს ოლისესთვის მიღებული ყვითელი ბარათის გაუქმება სურთ
ხორვატიაში ახალი ერა დაიწყება - 9 წლის შემდეგ ზლატკო დალიჩი ნაკრებიდან წავიდა
სადებიუტო მუნდიალზე რეკორდმენს გაუთანაბრდა - ჰოლანს მუნდიალზე ვერ აჩერებენ
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
"დიდი უსამართლობა გამოასწორეთ" - ტრამპმა ინფანტინოს ბალოგუნის დისკვალიფიკაციის მოხსნისთვის მადლობა გადაუხადა
[VIDEO] ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ ბრაზილიას სძლია და მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
დუმფრისი "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა
7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში
ოფიციალურად | მაურიდესი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"ყველაფერი თქვენი თვალით დაინახეთ. ამის სათადარიგოთა სკამიდან ყურება უფრო რთული იყო" - შერკი
"არსენალი" ტროსარის "ბეშიქთაშში" გაყიდვაზე თანახმაა
"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი
[VIDEO] "ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ
[VIDEO] საფრანგეთმა ექსტრემალურ პირობებში ექსტრემალურ პარაგვაის სძლია და 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან