ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო

20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

საქართველო

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი საქართველო, 2016 წლიდან მოყოლებული ზედიზედ მერვე ტურნირს ითამაშებს. ის ა ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს საქართველო თბილისში, “ავჭალაზე” გამართავს და 27 ივნისს, 18:00 საათზე უელსს; 2 ივლისს 20:30 საათზე სამხრეთ აფრიკას; ხოლო 7 ივლისს 20:30 საათზე ურუგვაის ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, 2015 წელს პორტუგალიაში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფა მოიგო (ფინალში კანადა 49:24 დაამარცხა) და ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 2016 წელს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველად ითამაშა მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ალაფიდან დაწინაურების შემდეგ, უძლიერეს 12 გუნდს შორის ადგილი შეინარჩუნა.

განვლილი 7 ჩემპიონატიდან საქართველომ საუკეთესო შედეგი - მე-8 ადგილი 2023 წელს დაიკავა, სამ-სამჯერ კი მე-9 და მე-10 ადგილს დასჯერდა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა 2008 წლის ალაფაზე იამაიკასთან გამართა და 90:3 გაიმარჯვა, ჩემპიონატზე კი 2016 წლის 7 ივნისს ახალ ზელანდიას შეერკინა და დღემდე რეკორდული სხვაობით, 0:55 დამარცხდა. ყველაზე დიდი სხვაობით ჩვენმა გუნდმა 2025 წელს ესპანეთთან გაიმარჯვა - 43:12.

რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩატარებული 35 მატჩიდან, საქართველომ მოიგო 14, ფრედ დაასრულა ერთი და დათმო 20.

რაგბამდე ქვეყანაში არსებობდა ტრადიციული თამაში ლელო ბურთი, რომელსაც გურიაში ახლაც რეგულარულად, აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ. რაგბის პირველი თამაშები მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ფიქსირდება, თუმცა ეს იყო ერთეული შემთხვევები და მაშინ ამ სპორტმა განვითარება ვერ ჰპოვა.

1959 წლის 15 ოქტომბერს, მარსელიდან ჩამოსულმა ჟაკ ასპეკიანმა, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ჩაატარა რაგბის პირველი ვარჯიში, რომელსაც 20-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა, უმეტესად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები. მალევე, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა პირველი ქართული სარაგბო კლუბი, რომელსაც ამჟამად ‘ყოჩები’ ეწოდება.

1961 წელს პირველი შიდა ტურნირი ჩატარდა, რომელშიც სამი თბილისური გუნდი მონაწილეობდა და მას თბილისის ჩემპიონატი ეწოდა. ამავე წელს, გივი მრელაშვილის თაოსნობით თბილისში შეიქმნა „საქალაქო რაგბის სექცია“, რომელიც 1964 წელს საქართველოს რაგბის კავშირად გარდაიქმნა (სრკ-ს დაარსების ოფიციალური თარიღი) და ის საბჭოთა კავშირის რაგბის ფედერაციაში შედიოდა.

1991 წლის მაისში დაარსდა დამოუკიდებელი საქართველოს რაგბის კავშირი და 1992 წელს, ის გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების - მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის წევრი.

მანამდე, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1989 წელს პირველად შეიკრიბა საქართველოს ეროვნული ნაკრები და ქუთაისში სადებიუტო საერთაშორისო შეხვედრა ზიმბაბვეს წინააღმდეგ გამართა (12 სექტემბერს). მატჩი ქართველების გამარჯვებით დასრულდა - 16:3.

2000 წლიდან ბორჯღალოსნები (საქართველოს ნაკრების თიკუნი, პირველ წლებში მას შევარდნები ეწოდებოდა) რეგულარულად თამაშობს რაგბი ევროპის ჩემპიონატში და დღემდე გამართული 24 ტურნირიდან 17 მოიგო, აქედან 8-ჯერ ზედიზედ (2018-2025 წლებში).

გუნდი რაგბის მსოფლიო თასზე პირველად 2003 წელს გავიდა და მას შემდეგ მისი უცვლელი მონაწილეა. აქამდე ჩატარებული ექვსი ტურნირიდან, საქართველოს საუკეთესი შედეგი 2015 წელს ჰქონდა, როდესაც ჯგუფური ეტაპის ორი თამაში მოიგო და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რითაც პირდაპირ (შესარჩევი ეტაპის გარეშე) მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური.

ბორჯღალოსნებს ყველაზე დიდი სხვაობით შვეიცარია ყავთ დამარცხებული - 110:0 (2025 წელს), თავად კი ინგლისთან დამარცხდნენ - 6:84 (2003 წელს). მსოფლიო რაგბის რეიტინგში ოთხჯერ ვიკავებდით მე-11 პოზიციას (2016, 2019, 2023 და 2025 წლები), ამჟამად კი 71.94 ქულით მე-13ე ადგილზე ვართ.

Rugby.ge

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა

"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში

U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა

U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა

[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა

U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის