2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები უელსთან 24:25 დამარცხდა.

სტუმრები თავიდან 12:0 დაწინაურდნენ. თუმცა, ჩვენმა გუნდმა შემდეგ უკეთ ითამაშა და პირველი ტაიმი 12:15 დათმო. ორივე ლელო შიოშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმი „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ კარგად დაიწყეს, რაზმაძემ ლელო დადო. მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ მაინც მოახერხა წინ გასვლა. 64-ე წუთზე უკვე საქართველოს ნაკრები დარჩა კაცნაკლული (ყვითელი ბარათი ტაბატაძემ მიიღო). კოლელიშვილის შეგირდებმა თავის დაცვა შეძლეს, იქით შეუტიეს, ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თან მეტოქე ორკაცნაკლული დარჩა, ბოლოს ყოლბაიას იერიში ლელოდ არ შეფასდა და წავაგეთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს დისციპლინაში პრობლემა ჰქონდა - 19-ჯერ დაჯარიმდა.

ჩვენი გუნდი 2 ივლისს სამხრეთ აფრიკას, 7 ივლისს კი ურუგვაის შეხვდება.

თბილისი. "ავჭალა"

საქართველო - უელსი 24:25

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. დავით ბარამია, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. ლევან ეზიეშვილი, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. გიორგი არძენაძე, 21. ირაკლი ყოლბაია; 22. დაჩი წიკლაური, 23. დათა ახვლედიანი.

მოსამზადებელ თამაშბში,ეს ბიჭებიც თამაშობდნენ ხელდახელ,ზოგჯერ საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდათ,მაგრამ გადამწყვეტ თამაშებში,რაშიც უფრო ნაღდები არიან და სისხლში აქვთ გამჯდარი,ისევ იმ არსენალს იყენებენ.ძნელია მნიშვნელოვან თამაშში,ის გააკეთო,რაც ჯერ ავტომატურამდე არ გაქვს ნასწავლი.აგერ,მოსამზადებელ თამაშში,ახალ ზელანდიელებსაც კი მოვუგეთ და ზოგჯერ,იქაც კარგად ვბურთაობდით ხელდახელ,მაგრამ ოფიციალურ მატჩში,აგერ უელსმა გვაჯობა და ის უნარები,რაც ზელანდიასთან გამოვავლინეთ,ამ თამაშში ვერ გამოვიყენეთ.ალბათ ესეც პასუხისმგებლობის წნეხია.

კოლელიშვილიც და ნარიაშვილიც საფრანგეთში თამაშობდნენ მთელი კარიერა,ასე რომ იქაური რაგბიც არ არის მათთვის უცხო.ეგ პრობლემა,უფრო ბავშვთა მწვრთნელებს ეხებათ,რომლებიც საქართველოსი გადიან მომზადებას,მათი მეტი ნაწილი,საქართველოში თამაშობდა და მათთვის მართლაც აიღე და მიეძალეა ჩვეული რაგბი.არც ხელის ტექნიკა და არც მოძრაობა არ იციან,სასურველ დონეზე და შესაბამისად,ვერც ბავშვებს ასწავლიან.მოზრდილ ასაკში ეს საბაზისო უნარები,უკვე ძალიან ძნელია სათანადო დონემდე ამოქაჩო.ამხანაგურ თამაშებში,ესენიც ზოგჯერ საკმაოდ კარგად თამაშობდნენ ხელდახელ რაგბს,მაგრამ ოფიციალურ შეჯიბრზე,ასე თამამები უკვე ვეღარ იყვნენ.

ინტერნეტის ხაზზე დაზიანების გამო,რამდენიმე დღე არც ინტერნეტი მქონდა,არც ტელევიზია და ჩანაწერი მხოლოდ დღეს ვნახე.თუ შედეგის გაუმჯობესება გვინდოდა,ეს მატჩი იყო მთავარი და ის წავაგეთ!ძალიან ძნელია,ასეთი დისციპლინით,სამხრეთ აფრიკას მოვუგოთ.სულ ცოტა ხნის წინ ვეთამაშეთ და ვნახეთ,რამდენად ძლიერები არიან.მოსამზადებელ პერიოდშიც მუდმივად უდისციპლინობას და აზროვნების ნაკლოვანებას ვუსვამდით ხაზს და ამ თამაშშიც სწორედ მანდ მოგვიგეს უელსელებმა.პირველ ტაიმში ქარის უპირატესობის გამოყენების შემთხვევა თითქმის არ გვქონია,ეგ კი არა,კაცნაკლულებს აქეთ გავატანეთ ქულები,მეორე ტაიმში კი,ისინი შესანიშნავად იყენებდნენ ქარის დახმარებას და უზარმაზარა მანძილებსაც გვიგებდნენ.მატჩის მიწურულს კი,უკვე ორი კაცის დანაკლისით მოთამაშე უელსელებს,ჯიქურად მიაწვა,ყოლბაია,შევიდა ჩათვლის მოედანზე,მაგრამ ქვეშ ჩაუწვნენ და ვერ დაამიწა.ვინ გვაჩქარებდა?5 მეტრიანში 13 კაცი,15 კაცს როგორ მოიგერიებდა,ჩვენ რომ არ გვეჩუქებინა ეს შანსი?ჩვენმა შერკინებამ ხომ სრული უპირატესობა მოიპოვა მათ შერკინებაზე.ყოლბაიაზე აუგი როგორ უნდა ვთქვა,სული და გული ჩადო,ამ თამაშში და იმ მომენტშიც,გაგიჟებული კამეჩივით დაეძგერა უელსელებს,რამდენიმე კაცი,მარტომ გადაჯეგა და თითქოს მიზანს მიაღწია,მაგრამ აზარტში შესულს,ჭკუაში აჯობეს უელსელებმა.ალბათ ესეც გამოცდილებაა,რომელიც არასოდეს დაავიწყდება ამ ბიჭს და მსგავს შეცდომას აღარასოდეს გაიმეორებს.არადა მართლაც კარგი მორაგბე უნდა დადგეს. მომდევნო თამაში აფრიკელებთან გვიწევს.უძლიერესი გუნდია და ბოლო ხანებში,სამჯერ მოგვიგეს ზედიზედ.ჩვენი შანსი,სწორედ ეს წაგებები შეიძლება იყოს.მიყოლებით სამჯერ რომ მოუგებ გუნდს,შინაგანად უკვე დარწმუნებული ხარ უპირატესობაში და შინაგანად,შესაძლოა ბოლომდე ვერ განეწყო საბრძოლველად.ჩვენ მათი თამაში უკვე ვიცით,ნერვიულობა და შიში,უკვე მოხსნილი გვაქვს და ბოლომდე მობილიზაციას თუკი შევძლებთ,იქნებ რამე გამოგვივიდეს.ისედაც,ჩვენ მაშინ ვიწყებთ ხოლმე თავისუფლად თამაშს,როცა ყველაფერი უკვე დაკარგული გვაქვს.ჰოდა სწორედ ახლა ვართ მაგ მდგომარეობაში.უელსი ურუგვაის ბონუსით მოუგებს,ძალიან სუსტი გუნდი ჩანს,ურუგვაი.აფრიკასთან 2 ქულაც რომ ავიღოთ,მეორე ადგილისათვის მაინც არ გვეყოფა,რადგან 9 ქულაში,უელსი,როგოც ჩვენთან გამარჯვებული,ჩვენზე წინ დადგება.ასე რომ აფრიკასთან მოგება გვინდა და აფრიკასთან წინასწარ ვინ იტყვის მოვუგებთო?!ამიტომ,ყოველგვარი პირობის და დაძაბულობის გარეშე,ჩვენი საცდელი უნდა ვცადოთ,სამხრეთ აფრიკასთან და იქნებ გამოგვივიდეს კიდეც.ყურების ჩამოყრა,ნამდვილად არ ღირს.უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენი მომავალი,ჩვენ თვითონ გამოვჭედოთ.მსაჯობაზე პრეტენზიებს აზრი არა აქვს,რადგან მათზე მეტად,ჩვენ დავუშვით შეცდომები და მარცხი,ჩვენი ბრალია.
თოკო
კარგი ბებერ, გავითვალისწინებ ))) თქვენ ჩაყავით თავი სირაქლემას პოზაში, ჩემი რა მიდის.
გიორგი
ყველამ თავის ყურებს მიხედოს.
მსაჯები,ქარი,სეტყვა,კიდე
ჩვენი ბრალი არაა წაგება? მწვრთნელის ბრალიაო და მოთამაშეები ქარი ეხმარებათო კომენტატორი წუხდა მეორე ნახევარში და პირველ ნახევარში შენსკენ არიყო ის ქარი შე დალოცვილო.
გიორგი
rugby.ge მშენებლობის პროცესშია!!! საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ესენი ინფორმაციას ვერ გვაწვდიან!!!
გიორგი
მწვრთნელებს კომენტარის გაკეთება არ ეკადრებათ, თუ როგორაა საქმე? ყველაფრის გასაიდუმლოება არის ქართული რაგბის მთავარი სენი. ყველა სარაგბო ქვეყანაში გულშემატკივრებს ანგარიშს აბარებენ მწვრთნელები. შედეგიც სახეზეა.
გიორგი
https://www.world.rugby/u20/en/matches/2026
misha
მაგას ნორმალური მწვრთნელი თუ უზამს თორემ ჯერ კოლელიშვილი რა რეგბისტი იყო და ეხლა მისი გაწთნილი ჯგუფი.კაჭარავაც კოლელიშვილიც და ნაირაშვილიც გაიზარდნენ ისეთ გარემოში სადაც აიღე და მიეძალეს პრინციპი მოქმედებდა და მაგ გამოცდილებასაც გადასცემენ სხვებს
Dima
ვინმემ დადევით რა განრიგი და სადაა მატჩები, ბევრია ჩემბნაირი, რაგბში რომ დიდად არ ერკვევა მაგრამ სტადიონზე წასვლა რომ უნდა ამ ჩემპიონატზე.
გიორგი
მაგრად იბრძოლეს, მაგრამ ტაქტიკური აზროვნება დააკლდათ. დერეფანი შენია, 2 მორაგბით მეტი გყავს, დაჩეჩქვე და ბოლოს ხაზი გაშალე, სულ ეგ იყო საჭირო.
გიორგი 61
არეკნი ჰქვია
პაატა
ასეთ გადამწყვეტ მომენტებში ჩნდება სამწვრთნელო შტაბის კვალიფიკაციის დონე!!! აი როდემდე უნდა იყოს აიღე და მიეძალე, გაგლიჯე, გამოგლიჯე და თავზე დაახიე ბურთი?!:( ოდესმე ტაქტიკურად, ჭკვიანურად ხომ შეიძლება ათამაშოთ ეს ბიჭები?! ორმაგად დასანანია ასეთი მარცხი, ყველაფერი დადეს მოედანზე ბიჭებმა, აი ყველაფერი, მიეცი რა სწორი რჩევა თუ შეგიძლია, თუ არადა თანამედეოვე რაგბის მეტად მცოდნე დაისვი რა გვრედით! შემეციდნენ ბიჭები, რა ახლოს იყვნენ ისტორიულ გამარჯვებასთან…
Ma .
სანამ ხელით თამაშს არ დავხვეწავთ და ჯაჯგურს არ შევეშვებით,მანამ სულ ესე იმედგაცრუებული დავრჩებით.
თოკო
თეორიაში რომ გადავიდე. კარგი თუ რამე შეიძლება დავინახოთ ისაა, რომ 2 ქულა ავიღეთ და შეიძლება წაგვადგეს ჩვენს სასიკეთოდ. სამხრეთ აფრიკას თუ მოვუგეთ და მერე ბონუსით ურუგვაის, გვექნება 11 ქულა ჯგუფში. უელსი დიდი ალბათობით სამხრეთ აფრიკასთან წააგებს და ურუგვაის ბონუსით მოუგებს, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთან ბონუსი ვერ აიღეს - ესეიგი ექნებათ 9 ქულა, ნუ იქახ გააჩნია აფრიკელებთან რა ანგარიშით და დადებული ლელოების რაოდენობით წააგებენ. მოკლედ, თეორიული შანსი არსებობს ჯგუფში პირველზე ან მეორეზე გასვლის, ამიტომ ყურები არ ჩამოვყაროთ არანაირად. სამხრეთ აფრიკა უძლიერესი გუნდია, მაგრამ არა გაუტეხავი. დისციპლინა და ცოტა ხრიკები გვმართებს ძირს რო ვარდება მოთამაშე ცოტა უნდა გაიფართხალოს რო გადამყრელს დრო მოუგოს თორემ ყველა ეგეთი ბურთი ამოღებულია. ამ მოცემულობით 5 ქულა სამხრეთ აფრიაკს აქვს. 4 უელსს, 2 ჩვენ.
რაგბი
ან არეკლი დაერტყათ ბოლოს, ან მაქსიმალურად გაეშალათ შეტევა, ორ კაციანი მეტობა გვქონდა...
კონტეს მამა
მოვუგებთ ურუგვაის და ეგ იქნება. არა უშავს, მაინც ტოლ-სწორად ვეთამაშეთ. კარგი ბიჭები გვყვავს, ჯიგრიანად თამაშობენ და ბოლომდე იხარჯებიან. შერკინებაში უელსრლების აი ის მამაძაღლობა რომ არა, შეიძლება მოგვეგო კიდეც. დისციპლინა უნდა ავიყვანოთ მაქსიმუმზე და ამ უელსს ეს ბიჭები ათიან 7-8 მაინც მოუგებენ. ქართული რაგბს უახლოესი 10-15 წელი არაფერი ემუქრება.
თოკო
პირველად ვხედავ მასპინძელ გუნდს მსაჯი ჩაგრავდეს... ვერ გავიგე, დაილია ტურნირები ახალგაზრდულ მსოფლიოს რომ იყენებს მსოფლიო რაგბი მსაჯების გასანვითარებლად?!
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
შეთანხმება შედგა - "არსენალი" ბერძენ შემტევს 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს
[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა
[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან