მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები რიგაში უკრაინასთან 76:95 დამარცხდა - ჩვენმა გუნდმა სუსტად ითამაშა და ლოგიკური მარცხი განიცადა.

მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: სანაძე, რიდი, ოჩხიკიძე, შენგელია, ბითაძე. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა (მიხაილიუკმა სამი ჩაგვიგდო), ხშირად ფარსაც იგებდნენ, 10 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ძირითადად რიდის ძალისხმევით ანგარიში შევამცირეთ და პირველი მეოთხედი 27:30 წავაგეთ.

მეორე პერიოდის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა გუნდური ჯარიმების ლიმიტი ამოწურა, უკრაინა ისევ 10 ქულით გაგვექცა. შემდეგ კობზისტის მხრიდან რიდის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, იქვე უკრაინელთა მწვრთნელმა ბაგატსკისმა როგორც ჩანს, რაღაც შეურაცხმყოფელი უთხრა ჩვენს ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მსაჯებმა ეპიზოდის განხილვის შედეგად არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს, რიდს და კობზისტის, რომლის ანგარიშზე არცერთი ქულა არ იყო, მოედანი დაატოვებინეს. ბაგატსკისმა და თანაგუნდელებმა ის გახარებულებმა გააცილეს, ჩვენ კი ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით და პირველი ტაიმი 49:41 დასრულდა.

ეს იყო ბაგატსკისის მიერ ქართველების მიმართ მორიგი მზაკვრული საქციელი. აკი თქვა ამ დაპიპისპირებამდე მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა კოვლიარმა, რომ ქართველებთან უხეშობით და წნეხით უნდა გასულიყვნენ ფონს. არ შეიძლება მიკერძოებული მსაჯობაც არ აღინიშნოს.

დიდი შესვენების შემდეგ მეტოქემ უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. რა თქმა უნდა, შედეგზე რიდის გაძევებამ დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ არ შეიძლება გუნდი ასე ერთ კალათბურთელზე იყოს დამოკიდებული და ისიც ხაზგასასმელია, რომ როდესაც ქულების უმეტესობას მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე აგროვებს, სერიოზული მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია. ისიც ფაქტია, ბაგატსკისმა უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის შეგირდები ჯიკიჩზე გაცილებით უკეთ მოამზადა.

არასპორტული საქციელის გამო არბიტრებმა ბითაძეც გააძევეს და უცნობია, ითამაშებენ თუ არა ის და რიდი 5 ივლისს, თბილისში ესპანეთთან.

ჩვენი გუნდიდან 18 ქულით ყველაზე შედეგიანი რიდი იყო, შენგელიამ 13 ქულა ჩააგდო, სანაძემ 10, ანდრონიკაშვილმა და ბითაძემ 8-8, ბურჯანაძემ 7, მერკვილაძემ 5, ტურძილაძემ 4, ოჩხიკიძემ 3, ჯინჭარაძემ 2, ფევაძემ კი - 1.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მიხაილიუკი გახდა - 28 ქულა. კოვლიარის ანგარიშზე 20 ქულაა, ხოლო სკაპინცევმა 17 ქულა მიითვალა.

ჯონდო
ლიგის ფინალში ლივერპული რეალი , რამოსმა ,,ტექნიკურად,, სალაჰი მწყობრიდან გამოიყვანა და ლივერპული ლიდერის გარეშე დარჩა თამაშიც წააგო. სპორტია ყვრლაფერი ხდება. სიფრთხილე და აზროვნება უპირველეს ყოვლისა
ლევანს
დაოკდი ლევან, დაოკდი !

ორიოდე დღის წინ,უკრაინის ნაკრების წევრმა,ალექსანდრ კოვლიარმა დაუფარავად თქვა,რომ ქართველების უხეშობით და პროვოკაციებით წყობილებიდან გამოყვანა და მოშლილი გუნდის დამარცხება ჰქონდათ განზრახული.გაფრთხილებულები ვიყავით და მაინც,უკვე მერამდენედ,იგივე ხაფანგში შევყავით თავი,სადაც ადრეც,გამონაკლისის გარეშე,ყოველთვის ხვდება საქართველო.ფინთი გოიმებივით აგვაგდეს და ქვეყანას დაანახეს,რომ ქართველები ტვინით კი არა,ემოციებით ხელმძღვანელობენ.ფინთი გოიმებივით აგვაგდესო დავწერეთ და ეს „ვით“,აშკარად ზედმეტია!-ჩვენ ფინთი გოიმები ვართ!ისედაც ვიცოდით,რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გასვლა,თითქმის ფანტასტიკის სფერო იყო,ახლა კი,ალბათ დიკვალიფიკაციები არ დაენანებათ ჩვენთვის და ის უმნიშვნელო შანსებიც ნულს გაუტოლდა.ალბათ სჯობია,ესპანელებს მივწეროთ,საქართველოში ჩამოსვლა გააუქმონ და პირდაპირ გავუგზავნოთ,მათთვის სასურველი ანგარიშით წაგებაზე თანხმობა.ვინ უნდა ითამაშოს მათთან?ხუთი კაციც აღარ გვყავს.

გასაგებია,რომ ვერ ჩამოვიდა მამუკელაშვილი,მარა ერთი სთორი მაინც გააზიარე შენი თანაგუნდელები გაამხნევე,წინა დღეებში საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების თამაშზე იყო და სთორებს აზიარებდა,არა რა ამითაც იგრძნობა დამოკიდებულება შენი ქვეყნის მიმართ!
2025
ბაგატსკისის მხრიდან თუ ელოდით პროვოკაციას მით უფრო უნდა გამოგეჩინათ სიმშვიდე და თმენა. ჩემი აზრით, პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ნაკრები არ აღმოჩნდა მზად თამაშისთვის.
ჯონდო
რეზიუმე: ქართულ კალათბურთს მინიმუმ 4 წელი აღორძინება არ უწერია. თუ 5-6 ამერიკელს ან სერბს ატ დაიმატებ😉
S.K.K.
რა სიამოვნებით ვუთავაზებდი "მორდაში" ამ ნაბიჭვარს!
aburjga
ყირგიზი, ყაზახი, იაკუტი, ყაზანელი თათარი, ესტონელიც კი შემხვედრია კაცური კაცი! უკრაინელი არც ერთხელ და არც ერთი! რუსეთის იმპერატორმა დავით გურამიშვილს მიწები მირგოროდში უბოძა, ახლა რომ უკრანადა გამოცხადებული. იმისთანა მეზობლები ყავდა დავითს, რომ წერილს წერილზე უგზავნიდა იმპერატორს გდამიცვალე სხვაგან სადმე ეს მამული თუგინდა გაცილებით პატარა იყოსო! წერილები დაცულია!
ჟორა
პროვოკაცია კი არა, თამაში რომ არ იცით ის თქვით. სხვას რას ელოდით მაგათგან? რატომ არ მოემზადეთ პროვოკაციისთვის?
მისტერ კაპუსტინი. დერიუგინის და ტკაჩენკოს ბიძა .იგივე ბიძო..
აზრზე არ არის ეს მწვრთნელი. კოკოშა მართლა მაგარი ყოფილა
ფარები ჩააქრე
ქართველები მონღოლების, სპარსელების და ოსმალების ომებშიც ბევრნი იღუპებოდნენ და ახლა ეგენიც უნდა შევიყვაროთ უკრაინელების ხათრით?!...
ჯონდო
ჯიკიჩი პენსიაზე! ეგეთი სუსტი მწვრზტნელი ჩვენ არ გვყოლია. სად მონახა ვინ მონახა
ჯონდო
პროვოკაცია არა კვახი! პროფი გუ ხარ არ უნდა წამოეგო ეგეთ რამეზე მითუმეტეს როცა წინასწარ იძახდნენ რომ იუხეშებდნენ. პლუს კსლათბურთში ბურთი კსლათში უნდა ჩააგდო ჩვენ დაგვრჩა კი ეგეთები?
ჰაიმე
უშუალოდ სტატიას მხოლოდ უარყოფითი გამოხმაურებები, ე.წ. დისლაიქები აქვს, საინტერესოა, რას არ ვეთანხმებით?!...
რიგითს
და მარკოიშვილი თვითონ ითამაშებს თუ საიდანმე მოიყვანს უცებ კალათბურთის თამაშის მცოდნე ბიჭებს ? ჯიკიჩი რა შუაშია.
ეს რა ჭირი გვჭირს ტო
რა გახდა ერთი ადამიანის შოვნა ვინც 3 ქულიანებს ესვრის და აგდებს? არ ვარჯიშობენ 3 ქულიანებზე? ისეთი გაბრაზებული ვარ ეხლა 10 იდან 10 სამქულიანს ჩავაგდებდი
რიგითს
დაგეთანხმებით, სროლაში მაინც შეუძლიათ ინდივიდუალურად რომ ივარჯიშონ, დანარჩენი კი მათი მწვრთნელების ბრალია. ხო ეტყობათ, რომ ბავშვობიდან არავის არაფერი არ უსწავლებია. ვინ გაიზარდა ედიკას დროის მერე ? ოქროს თაობის მერე მარტო ბითაძე სერბეთში და მამუ ამერიკაში. ნუ შენგელიას მამამისმა ასწავლა და ღმერთმაც მისცა მონაცემები. დანარჩენები შეგეცოდება. ალბათ მწვრთნელები უნდა გაზარდოს ჯერ სანიკიძემ. ძალიან რთული სიტუაცია დახვდა. ან ზაზამ 2014 თუ 15 წლიდან როგორ ვერ მოამზადა ერთი საშუალო დონის კალათბურთელი? ხახოლებმა როგორ უნდა გვაჯობონ .

მიდით და ამართლეთ იდევ მამუკელაშვილი,"იიი ამერიკის მოქალაქეა და რას თხოვთ?იოკიჩიც არ არის ნაკრებშიო,ბიჭო იოკიჩის გარეშე რამეს იზამს სერბეთი და ჩვენ რო ერთი კალათბურთელი გვაკლია კატასტროფაა ეგ ნაკრებისთვის,განსხვავებას ვერ ხედავთ?🤷
ჰაიჰაი
მანუსთვისაც გვეკითხა...
დდდ
ამ უკვე ჩვეულებად ქცეული პროვოკაციებით ლატიშმა აინარ ბაგატსკისმა მორიგი სიკეთე გაიმეტა ჩვენთვის და მორიგ ჯერზე აგვიხილა თვალი ისეთებზე, რაც მის გარეშეც მშვენივრად ვიცით, მაგრამ აღიარება გვიჭირს - პირველი : ნატურალიზებული გამთამაშებლის გარეშე ჩვენი ნაკრები არათუ ანგარიშგასაწევ, არამედ გუნდსაც კი ძნელად თუ წარმოადგენს და მეორე - ჩვენში დღემდე ბევრისთვის თავსატეხად ქცეულ შეკითხვაზე - ერთი ერია თუ არა უკრები და ურუსები, შეძლებისდაგვარად ცალსახა პასუხი გაგვცა - თუკი დასავლელ და აღმოსავლელ რუსებს შორის განსხვავება მაინც არსებობს, ეს განსხვავება დასავლელების სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს...
პაატა
ქართველის გარდა ყველაფერი ხარ!!!! ჯერ ერთი უკრაინელების გინებას “პრიკუპში” ზედ რუსებისაც რომ დააყოლე! თუ ტ….ი გაქვს მარტო უკრებს აგინე, რუსებთან დღეს არ წაგვიგია და მით უმეტეს უკრაიმელები ჩვენი მტრები არ არიან! და მეორე, ვიღაც ახვარი კალათბურთელის თუ მწვრთნელის გამო იმ ერს აგინებ ვის ომშიც ამდენი ქართველი ვაჟკაცი დაეცა და ამდენი წელია გმირულად იბრძვიან! რასაც შენზე ვფიქრობ აქ არ გამომაქვეყნებინებენ, ამიტომ იმედია ბოლომდე მიხვდები რასაც ვფიქრობ პირადად შენზე და შენნაირ ჩიტებზე!!!
ლევანი
ყოჩაღ ბიჭებო, "მადლობა" საკუთარი ქვეყნის ლაფში ამოსვრისთვის, დიიდი "მადლობა". მადლობა ჯიკიჩსაც, აბა როგორ? გუნდი ასე მოამზადო, მოხერხება არ უნდა? თან იმ რუსებმა, თამაშამდე თქვეს, რასაც იზამდნენ, თამაშამდე ორი დღით ადრე, და დღეს ეს მოხდა. აი რა მივიღეთ, დამოუკიდებლობის 35 წლისთავზე, ხალხი, რომელიც მანამდე ყველგან წელგამართული და ამაყი დადიოდა, დღეს ყველასთვის ძალიან ადვილი დასამცირებელია, საერთოდ ყველასთვის. ქართველია? დაამცირე, დასცინე, თავზე უქენი, როგორც გინდა ისე, აი ასეთი იმიჯი გავიკეთეთ. რა უნდა თქვა? ყოჩაღ
sos
რავი ბევრი ამართლებდით მამუკელაშვილის არ თამაშს და კი დავრჩით მსოფლიოს გარეშე!
irakli
გამოხტა რუსეთუმე სი-ი!
ბოკინიო
8 თუ ცხრა არასპორტულს და ტექნიკურს რომ დაუსტვენ ესეიგი თამაში გაგექცა! ესეიგი მსაჯი არ ხარ! რიდის გაგდების შემდეგ ნაკრები სათამაშოდ არ უნდა გამოსულიყო! ვაჟკაცურად მაინც ჩაგვეთვლებოდა წაგებად!
დაკვნა?
ანუ წაგებაში ჩვენ ბრალი არ მიგვიძღვის?
ბოკინიო
მეც ეგ სურვილო გამიჩნდა რომ ჩვენს ნაკრებს მოედანი დაეტოვებინა!
ბოკინიო
რა სულის ხალხია:(( ეს სლავები ყველა ერთნაირია!!!! არ მიყვარს ყველას მოხსენიება მაგრამ ესეთი ნაძირლები! ამიტომაა ფეხბურთი ყველაზე დახვეწილი წესებით! ვიღაც მესამე სასტავის ტიპი გააგდებინეს და მორჩა! ჩვენებმა ხომ იცოდნენ ვის ეთამაშებოდნენ უნდა მომზადებულიყვნენ ყველა პროვოკაციისთვის! მაგრამ რიდიც კი გამოიყვანეს მწყობრიდან!!
Ქართველი
Უკრაინელების და უკრაინის მყვარებლების დე*დ შე**ი Და დავაყოლე ზემოდან რუსების კიდე და პლოუს იმათი კიდე ვისაც ეს წაგება გაუხარდა
Rigiti
დღეს ჩვენი ნაკრები ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მაგრამ ჯიკიჩმა მატჩის დასრულებისთანავე უნდა გააკეთოს განცხადება წასვლაზე, დაუყოვნებლივ!!!!!!! არც ერთხელ არ აიღო წუთშესვენება როცა აშკარად ჩანდა რომ "აჭრილები" ვიყავით და უცბათ ახერხებდნენ უკრაინელები გაქცევას. იმათმა მწვრთნელმა პირწმინდად მოგვიგო! მარკოიშვილი მწვრთნელად!!!!!!!
უთავმოყვარეო
ქართული კალათბურთი რიდს რაც გაუკეთეს ხახოლებმა მის მერე მოედანზე რა ნამუსით გამოდით ჯიგრებოო.ამერიკელმა კაცობაშიც და მეობაშიც როგორ გაჯობათ თამაშს რო თავი დავანებოთ.
რიგითი
ახლა ვიღაცა იტყვის რატო ამბობ ეგრეო და მაინტერესებს თითონ რას ფიქრობს… ჩვენი გუნდი არის საკალათბურთო ნაკრები კალათბურთელების გარეშე , რომელთა 99 პროცენტმა ისიც კი არ იცის სროლა იცის თუ არა…
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
იამალი: კუკურელიას ცოცხლად შევჭამ
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
[VIDEO] კეინმა დუბლით ინგლისი 1/8-ფინალში გაიყვანა
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება
შენგელია ნაკრებს ხვალ შეუერთდება - როდის გამოცხადდება მამუკელაშვილი?
საქართველოს ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა