კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ზირასთან“ 0:3 დამარცხდა და შემდეგ რაუნდში გასვლის მცირე შანსი დარჩა.

„ზირა“ ინიციატივას ფლობდა, პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, შესვენების შემდეგ კი გოშაძის კარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ვოლკოვმა დალაშქრა, რომელიც თანგუნდელ პაპუნაშვილთან ერთად მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პაპუნაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და 59-ე წუთზე შეცვალეს. მერე პირისპირ გასული აიდინი გოშაძემ საჯარიმოში წააქცია, რენატომ პენალტით დუბლი შეასრულა და აზერბაიჯანულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს ქუთაისში ჩატარდება.

ზირა. „ზირა სთედიუმი“

ზირა - ტორპედო 3:0

გოლები: 1:0 რენატო (32), 2:0 ვოლკოვი (47), 3:0 რენატო (64, პენ)

ტორპედო: გოშაძე, სიმიჩი, მანე (სკორუპი 38), კუპრავა (სტამატოვი 67), ჩერიფი, ბუკია, მამუჩაშვილი, პირესი, პინსონი, არაბიძე (დეისაძე 67), ანდრიჩი

ბიძინა
მიკვირს ამ ხალხის გიგანტი ან ტიტანი რომ დაარქვა რა შეიცვლება, არარის ალბათ სწორი მენეჯმენტი, რაღაცას არა სწორედ აკეთებენ ,ეს გუნდის სკაუტების საქმეა , საქმე იმაშია რომ გუნდი თამაშობს ძალიან ცუდ ფეხბურთს, კარში ვერ დაარტყეს, ერთმანეთს პასს ვერ აძლევენ, არ ეტყობა მწვრთნელის ხელი, მახსოვს ბოსნიაში რომ მოიგეს იქ იყო რაღაც თამაშის სტილი,
porto
ამიტომ არ იძახებენ არაბიძეს ნაკრებში!!
ოთარი
ჯერ ერთი ნურავის დაცინებთ ამ დროს საკუთარ თავს უფრო შეურცყობთ. მერე მეორე თუ ტორპედო არა დინამოს კათინური წარმოშობის შესახებ ბევრს ეცოდინება თუმცა ეს სახელები ტორპედო, დინამო და ა.შ. საბჭოთა სისტემასთანაა ასოცირებული და შესაბამისად ამიტომაც აღიქმება, როგორც რუსული. მეც არ მომწონს ასეთი სახელები თუ კი ქუთაისურმა რაგბის კლუბმა მიაგნო ძველ სახელს და აია დაირქვა საფეხბურთო კლუბებმა არ შიძლება იგივე გააკეთონ? კარგი დინამო თბილისი ევროპის მასშტაბით ცნობილი გუნდი იყო (სამწუხაროდ მხოლოდ იყო) დანარჩენებს რა აქვთ ისეთი ისტორიული მიღწევა, რომ ქართულ სახელ ვერ პოულობთ? და ბოლოს ცოტა მაინც წავკრათ კბილი სიტყვა ტორპედო ლათინურად რასაც ნიშნავს სწორედ იმას თამაშობს ამ ეტაპზე ეს ჩვენი ქალაქის გუნდი და ალბათ ჯერ სჯობს არ შეიცვალონ. აბა სამხედრო მნიშვნელობის ტორპედომდე ძაან ბევრი უკლიათ და გაშეშებული კი იყვნენ ამ თამაშში :)
ოთარი
და ვისი უნდა შერცხვეთ? ადგილობრივს ვინ ჩივა, 3 თუ 4 ქართველია მოედანზე. ჩვენს ლიგაში დილა - ტორპედოს თამაშის დროს ხომ საერთოდ ლეგიონერთა აღლუმია.
დათო
ვინმე ამიხსნის რაში ხარჯავს კერესელიძე ფულს და რატომ იყიდა საერთოდ ქუთაისის ტორპედო? ამდენი უსახური ლეგიონერები საიდან მოიყვანეს, ფასდაკლებაში იყო??? ზირასთან რომ 0:3 წააგებ, მერე საერთოდ რაზეა საუბარი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ კერესელიძე ან ფულს ათეთრებს ან ტოტალიზატორზეა ეგ ყველაფერი გათვლილი. აბა თუ ეგრე არა არი, მაშინ რა ხდება? გუნდის შენახვას განა ცოტა ფული უნდა, ჰოდა რა, დავიჯერო რომ კერესელიძე იმ დონის სულელია, რომ უძირო ჭაში ყრის მაყუთს? ეგ ძნელი დასაჯერებელია, მე არ მჯერა და ვისაც გჯერათ აჰა ბატონო გაგატარებთ.
ლაშას
პროფესიონალები,ჯერ კიდევ 23 წლის წინ ჩარეცხეს,ქვეყნის ყველა სფეროდან და მათ ნაცვლად,მათთვის სასურველები დააყენეს,რომლებმაც მეტწილად საქმისა არაფერი იცოდნენ.თავის მხრივ,მათ მათსავით არაპროფესიონალები მიიყვანეს სამსახურებში და როცა საქმე აღარავინ იცის,იქ ყველაფერი იშლება.დღეს,აღარც ის ძველები გვყავს და აღარც ისინი,ვინც მათ გვერდით უნდა გაზრდილიყვნენ,მათი მეთვალყურეობის ქვეშ.ამიტომ ნავარდობს არაპროფესიონალიზმი,ხოლო შემორჩენილი პროფესიონალები,სამსახურს ვერ იშოვიან,რადგან მათ არავინ მიიღებს,ან თუ მიიღებს,ისეთ მათხოვრულ ხელფასზე და დაბალ თანამდებობაზე ამუშავებენ,რომ ისიც ქვეყნიდან გასაქცევად დაფიქრდება.არასწორ პოლიტიკას შორს მიმავალი შედეგები მოაქვს და ხალხს ხშირად არც ესმის,სად არის პრობლემის სათავე.
ჯონდო
არ თქვა!🫣
ტრიბუნა A
რა უნდათ პაპუნაშვილსა და ვოლკოვს აზეირბაჯანში? აქ ვერ შეუქმენით პირობები? ამდენი გადამთიელის შენახვას ჩვენები შეინახეთ რა მამაძაღლი😡
ტრიბუნა A
დაიწყო ქართული გუნდების წვალება და ჯახირი😄
ტრიბუნა A
დაიწყო ჩვენი გუნდების წამება😄
alexandre
იბერიაზე ბევრი დავწერე, მაინც ჩემპიონი გუნდი. მაგათი მოგება, ტორპედოს ამ წაგებაზე უარესია. მაგრამ, ქუთაისი, ხომ სახე იყო ქართული ფეხბურთის! (თავისთავად დინამოს შემდეგ). თქვე დალოცვილებო, დავიჯერო, არც მეზობელი გყავთ, არც თანაკლასელი ან მეგობარი!? ძალიან მაინტერესებს, რას ეუბნებთ ასეთი უჯიგრო, უხალისო, შემართების გარეშე, შედეგზე დაკიდებით თამაშზე? სირცხვილია! სხვას აღარაფერს დავწერ...
ttt
ასეთი დაფინანსება ქონდეს გუნდს და ფეხბურთელები ყავდეს ასეთი არაფრის მომცემები ალბათ ძალიან იშვიათია, აბსოლუტურად უხარისხო და უნიჭო შემადგენლობა, თანაც სპორტული თვალსაზრისით გადაბერებულები. მათ ნაცვლად 17, 18 წლის ბავშვებს მიეცით გასაქანი, მეტი მონდომებაც ექნებათ და კლასიც თამაშიდან თამაშამდე ერთი ათად გაიზრდება. რა გამოდის სახელმწიფო ხარჯავს ფულს ფეხბურთის გასავითარებლად და აფინანსებს (თანადაფინანსება) კლუბებს, ესენი კიდე ჩამოწერილ უცხოელ ფეხბურთელებში ხარჯავენ თანხებს, შედეგი 0. უნდა შეიზღუდოს უცხოელის თამაში მინდორზე 2 კაცამდე ჩემი აზრით.
დიმიტრი
კომენტატორები ცალკე თემაა, სამწუხაროდ ფეხბურთის გარდა ყველაფერზე საუბრობენ, მხედველობაში მხოლოდ ტორპედოს თამაში არ მაქვს, მსოფლიო ჩემპიონატის ლაივებიც, რაღაც ისტორიულ-კლუბურ-ოჯახურ-ძმაკაცური და ასეთი ამბის მოყოლით არიან დაკავებულები, უფრო ბელეტრისტიკაა ვიდრე მატჩის ე.წ. რეპორტაჟი. ზეპირად იციან ვინ, ვის, როდის, რა ვითარებაში და ა.შ. რა უთხრა, ან რა ეცვა, ან რა ჩაიდინა, მთავარია ფეხბურთზე არ ილაპარაკონ, ტაქტიკა, სქემა, პოზიციები, მწვრთნელის ფაქტორი (საფეხბურთო და არა მისი ცოლის დაქალთან, ან მეზობლის ცოლთან ურთიერთობის რომანტიკული ამბები), ტრანსფერები..... რა ვიცი, ფეხბურთია მაინც და ..... :))))) ბრაზილია ნორვეგიის თამაშზე ერთ ერთმა კომენტატორმა დაიწყო ნორვეგიის მეკარის ქება და დიდება, ეს რას აკეთებს, აბა რა მაგარია და ა.შ. მერე აღმოჩნდა რომ არ იცოდა სად თამაშობდა, მერე კომენტატორმა კეთილი ინება, მოქექა ეტყობა ინტერნეტში და უთხრა ამ წუთას უგუნდოდ არისო, ამ პირველმა კომენტატორმა "კაი რას იძახიო", აი ძმაკაცები რომ დასხდებიან და "ფამილიარული" ტონით რომ საუბრობენ, მოკლედ უხერხულად ვიგრძენი თავი, მეთქი მეგობრები სხედან, ერთობიან, ერთმანეთს მეგობრულად მიმართავენ, მე კიდევ ვიღაც უცხო ვზივარ და ვუსმენ მათ ასეთ პრივატულ საუბარს, რა უნდა მექნა, ეს უხერხულობა რომ განმემუხტა ხმას ჩავუწიე, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე :))))) ასეთ არაკომპეტენტურ დამოკიდებულებაზე შემიძლია საათები კი არა დღეები ვილაპარაკო... როგორც მივხვდი არ არსებობს სტანდარტი, რომლთაც ესენი თამაშს წაიყვანენ, ხშირად მხარეები არიან, აშკარად ეტყობათ ვისკენ არიან, ვის გულშემატკივრობენ, ვინ მოსწონთ, ვინ ნაკლებად და ა.შ. ეტყობათთქო ვერ ვიტყვი, უფრო აშკარაა რომ რამე სწავლება/ტრენინგი, ან მსგავსი რამ გავლილი რომ ჰქონდეთ, უფრო სწორად ვერც იფიქრებ ამაზე :))) უფრო მეტიც, საერთოდ ვერ იფიქრებ თვითონ კომპანიას თუ აქვს ნაფიქრი მათი სამსახურში აყვანისას, ჯანდაბას, ასეთ სისულელეებს რომ ჩაიდენს მერე მაინც გააფრთხილე რომ შემდგომ არ დაუშვას ეს შეცდომა, რომ არ გაიმეოროს, მაგრამ აქაც საშინელებაა, ვინ უნდა უთხრას? ამ მიმართულებას არავინ აქცევს ყურადღებას, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, თორემ ვინმე რომ აქცევდეს ყურადღებას ხომ იქნებოდა პროგრესი შესამჩნევი.... რა ვიცი, რა ვიცი.....
ბიძინა
ძალიან სამწუხაროა რომ ამ გუნდში დიდი ფული იხარჯება და ასეთი ცუდი და უხარისხო თამაში, შუსტერის ხელმძღვანელობით გუნდი არ აჩვენებს კარგი თამაშს, იყო სტივ კინი შოტლანდიელი კაცი , გუნდი უკეთესი თამაშს აჩვენებდა,
ტიტე
სადაა ბატონებო თქვენი სიტყვის თავისუფლება, რატომ დაბლოკეთ ჩემი ტექსტი, არც ერთი შეურაცმყოფელი სიტყვა, მხოლოდ დასმული კითხვა, ალბათ ის არ გესიამოვნათ რასაც ისევ გავიმეორებ, 3-0 წაგებული თამაშის შემდეგ სილქის კომენტატორი ამბობს ტორპედო სიმპათიური გუნდიაო (ეტყობა ფორმები უხდებათ) და ვამბობ ეს არ ეკადრება რეპორტაჟის წამყვანს, რეალობას არ უნდა მოწყდეს თუ არადა იფიქრებს ადამიანი კერესელიძის ჯიბეში ზისო, მე ვერ ვიჯერებ რომ ასეთი თამაშის მერე კრიტიკული კომენტარები არ ყოფილა უბრალოდ სავარაუდოდ დაბლოკეთ, ეს სამარცხვინოა, ჟურნალისტებიც ნუ ჩამოყალიბდებით რაღაც კასტად ვისაც არავინ შეიძლება შეეხოს, თქვენც მიწიერი არსებები ხართ, შარავანდედი არ გადგათ არცერთს. კიდევ ერთი მაინტერესებს, დაწერეთ რა მოხდა თამაშის მერე დირკ შუსტერმა რომ ინტერვიუში ახსენა, სავარაუდოდ დიდი ობსტრუქცია მოუწყო სუმგაითში ჩასულმა გულშემატკივარმა გუნდს, რატომ მალავთ, იმის წერა არ გეზარებათ რომელიღაც ვარსკვლავის რომელიღაც გელ-ფრენდმა სად განიმოსა (თქვენი ენით) სამოსი და გადაიღო ფოტოსესია, ქართული გუნდი თამაშობს და მშრალი სტატიები, შეფასების გარეშე, მოკლედ გადარეული მსოფლიო ტყუილების ეპოქა და მისი ავანგარდი „თავისუფალი პრესა“.
lasha
ეს ქვეყანა პრეზიდენტიდან დამთავრებული პარლამენტარ მინისტრებიანათ ყველგან არაპროფესიონალიზმს ასხვიებს.და ფეხბურთი რატომ გგონიათ გამონაკლისი. რა ქვეყანაცაა ის ფეხბურთია.

ამხელა გუნდის შენახვას, ამდენი ლეგიონერის ყიდვას და ხელფასებს თვეში ერთი 500 000 მაინც დაჭირდება ალბათ.. იმ ოცდაათი გაყიდული ბილეთი არ ეყოფა ამ ხარჯებს..გამოდის კერესელიძე საკუთარ თანხებს ახარჯავს ტორპედოს..თუ ასეა საღოლ მაგას..თუ არა რითი არსებობს გუნდი შემოსავლების გარეშე იქნება ამიხსნათ ვინმემ თუ იცით?
Ზესტა
Ტორპედო კი არა ხლაპუშკაც არ ხართ, რა არის რა უბედურებას ვუყურე ამას..

იმედი არც მე მქონდა,რადგან ვიცოდი,რომ აზერბაიჯანული კლუბები გაცილებით ძლიერებია,მაგრამ ფეხბურთის თამაშზეც უარს რომ ამბობ,ეგ არის გულის სახეთქი.მართლაც სიურპრიზი იყო,ფეხბურთელების ასე უპასუხისმგებლო გამოსვლა.ყოველი მეორე პასი რომ მეტოქეზე კეთდებოდა,ეგ მწვრთნელის კი არა, ფეხბურთელების გულგრილობა იყო.ვერავინ დამარწმუნებს,რომ უკეთესად თამაში არ შეუძლიათ.

შუსტერამდეც,უამრავი მწვრთნელი გაუშვეს მსგავსი ბრალდებებით.გუნდის მართვაშია მთავარი მიზეზი!ფულს ხარჯავენ,მაგრამ არასწორად.

ვასილიჩ,საბჭოთა კავშირში,ყველა ტორპედო,ქუთაისის ტორპედოს ჩათვლით,საავტომობილო ქარხნების გუნდები იყვნენ და საბრძოლო ტორპედოსთან საერთო არაფერი ჰქონდათ.ისე,მაშინ საქართველოში ავტოქარხანაც გვქონდა,საავიაციოც, ელმავალმშენებელიც,გემთმშენებელიც და ვაგონშემკეთებელიც.
Superman
კერესელიძე, რა გიდევს კონტრაქტში ესეთი საკომპენსაციო თანხა რომ არაფრის დიდებით არ უშვებ ამ კაცს? რა ქნას მეტი, ხომ არ გამოვა და ქართულად ხომ არ გვაგინებს? 3 წელია ერთი (!!!!) ნორმალური მატჩი არ ჩაუატარებია გუნდს ამის ხელში. გერმანელი რომაა მაგიტომ ითველაბ აპრიორი კარგ მწვრთნელად? თუ ადრე რომ იყო კარგი მწვრთნელი გერმანიაში მაგიტომ მთელი ცხოვრება ხელფასი უნდა უხადო? მესმის 6 თვე აცადო, 1 წელი აცადო, წელიწადნახევარი აცადო თუ პროგრესს ხედავ, მაგრამ 3 წელია ერთი სრული გამართული მატჩი ვერ დაგვანახა კაცმა და რას ველოდებით? განა რამდენი უწერია საკომპენსაციო თანხა რომ ვერ უშვებთ?
777
იმედია ზოგადად ქართული კლუბების წარმომადგენლები კითხულობენ რა იწერება აქ.საცოდაობაა ხალხო,სირცხილია...გავიგეთ რომ აზერულ კლუბს მეტი ფული აქვს,მაგრამ თუნდაც ბოდო გლიმტს რამდენჯერ ნაკლები აქვს ვიდრე სიტის და ინტერს????ფინანსები მნიშვნელოვანია,მაგრამ არა გადამწყვეტი იმ დონეზე სადაც თამაშობთ.აღარც სისხლი გაქვთ და აღარც სინდისი.ბიჭო,ჩვენ რომ ვთამაშობდით ტალახში,ქვაღორღზე და გადატყავებული მუხლებით არავის არაფერს ვუთმობდით...იმ დროს ამავე დღეში მყოფი ჩვენი პრიზიორები მინიმუმ ორ ეტაპს გადიდნენ და ერთხელ ჯგუფურიც ითამაშეს.არადა მაშინ დინამიზე მხოლოდ 22000 სკამი იყო და მოედანი დაბალი ხარისხის.მაგრამ თქვენგან განსხვავებით გუნდები იყო ხარისხიანი.თქვენ იდეალურ მოედნებზე ვარჯიშობთ და თამაშობთ.პლუს სხვა ინფრასტრუქტურა ცა და დედამიწასავითაა ჩევნს დროსთან შედარებით.პრაქტიკულად უმაღლესი დონისაა რა გჭირთ ბიჭო,საერთოდ არ გრცხვენიათ???ბავშვობიდან დინამოს გულშემატკივარი ვიყავი და იმდენი ქნეს,სრულიად აღარ მაინტერსებს მათი "შედეგები".ეხლა კიდევ სხვა გუნდებმაც მწყობრად ჩახკიდეთ ხელი.სირცხვილია ბიჯოოო ვინები გიგებენ,არ გიტყდებათ????
zura222
ნეტავი ტყუილად არ ხარჯავდნენ ამ საცოდავებში ფულს და ის ფული საბავშო ფეხბურთს მოახმარონ ! და აქ და სხვაგანაც რომ წერენ იდიოტი "პაწრიოწები" ტორპედო და დინამო რუსული სახელებიაო ! ფუტუროთავიანო პაწრიოწებო ისიც კი არ იცით რომ ტორპედოც დინამოც ლოკომოტივიც სპარტაკიც ტრაქტორიც და სხვა ჯანდაბა ოხრობებიც ლათინური დასახელებებია და რუსულთან არანაირი კავშირი არა აქვთ @@ მე რაც ვიცი ევროპა-ამერიკაში სულ ცოტა 30 გუნდია "ტორპედო"-ს სახელით 50-ზე მეტი "დინამოს" სახელით და ლოკომოტივი და დანარჩენი არ ვიცი იმაზე მეტი იქნება ალბათ !
Ჯუმბერი
Ქუთაისში ვი(ა)გებთ 2:0

თუნდაც დამდგარი,მაგრამ ფეხბურთი სად ნახე?კარში არ დაურტყამთ,პასი არ გაუკეთებიათ,არ გაქცეულან,ვერაფერს იცავენ.ხელფასს რაში უხდიან?!არის რაღაცა მინიმალური დონე და ამაზე უარესად თუ თამაშობ,ფეხბურთელი აღარ ხარ.სულ ცოტა 7-8 კაცი იმსახურებს მოვალეობის არშესრულების გამო,სამსახურიდან გათავისუფლებას.
zura222
შე საცოდავო არარაობავ ძალად რომ პაწრიოწობ ისიც კი არ იცი რომ ტორპედო ლათინური სიტყვაა და რუსულთან არანაირ კავშირში არა @@ მე რაც ვიცი ევროპა-ამერიკაში სულ ცოტა 30 გუნდია "ტორპედო"-ს სახელით
ვასილიჩი
იქნებ წყალქვეშა ჭურვიც გეხსენებინა სადმე

არაბიძე რომ გყავს გუნდში იქ დიდი მიზნები დამთავრებულია.რაც შეეხება კერესელიძეს ეს გუნდი მისთვის სარფიანი და აუცილებელი საჭიროებაა.რა გზით შემოსავალი ტორპედოდან ეს თქვე გამსაჯეთ.არ არის საჭირო იმის ცოდნა თუ რა უნდა კეტესელიძეს.
Levani
ზირა რა ფარჩაკია ამ ტორპედოს 3-0 მეტი რო ვერ მოუგო. გოშაძე იდგა მაგრა თორე 15-0 იქნებოდა
ვაჟა მასწავლებელი
რა გაახურეთ ტორპედო სიტყვა რუსულია, რუსულიაო? თქვენი უვიცობა სხვას გინდათ "შეტენოთ"?: ტორპედო არის არა რუსული, არამედ ლათინური სიტყვაა, რომელიც სამწუხაროდ ნიშნავს "დაბუჟება"-ს, მაგრამ ავტოტექნოლოგიებში ნიშნავს ავტომობილის სამართავ ფართს!!! ასეა ეს!!!
Gio
Torpedo2s mixedet upro met sargeblobas mogitant presidential tula xarjavs amden millions. Gava2,3 celi da funding ikneba da public hemogiva dapiktit.
ოფშკვითელი სათბურების დირექტორი..
ნუ გეშინიათ ბიჭებო ხალხი მჭირდება .. თუ რამე აგერ ვარ.. ხელფასი კაი ორჯერადი კვებით!
Dato
Es usaxuri legionerebi saidan gachites, pasdaklebashi iyo? Am Kereselidzes tavi ver davadgi ras shveba, an magari aferistia an kidev ...
ჰაჰა
კაი რა ხალხო. რისი იმედი გაქვთ? ჩვენი ჩემპიონატი 55 გუნდში 53-ეა. სამწუხაროდ წესად იქცა თამაშის წინ ტრაბახი, თუმცა თუ კარგად დააკვირდებოდით მიხვდებოდით, რომ ზირასთან მოგების იმედი არ ქონდათ სპეციალისტებს. ნუ ბრტყელ-ბრტყელ სსიტყვებს იძახდნენ, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა.
კახი
საცოდაობა იყო ტორპედოს ყურება,ამხელა რესურსების მქონე გუნდი ასე არ უნდა ფარჩაკდებოდეს. მეტს ველოდი ამ გუნდიდან,კარგიტ რაა??

გაუშვით ესხალხი სიმინდის სათოხნად,უფრო მეტ სარგებელს მოიტანენ.ტორპედოს ხელმძღვანელების ინფორმაციისათვის!მსოფლიოს ჩემპიონატი მიდის,ამერიკის კონტინენტზე,ჩაურთონ ტორპედოს პროფესიონალ ფეხბურთელებს და აჩვენონ ჩანაწერი.იმას მაინც გაიგებენ,რა არის ფეხბურთი.აბა მაგათ რომ ვუყურებ,ვერც იფიქრებ,რომ ფეხბურთი ნანახი ჰქონდეთ და...!
ტორო
ყოველ წელს ეს უაზრო კომენტარი მხვდება. რა შუაშია რუსული სახელი ? დაარქვი რეალი, შეიცვლება რამე?
მამუკა
ბავშვებს უნდა აჩვენონ, თუ როგორი ფეხბურთი არ უნდა ითამაშონ, ან ეს უცხოელები სად მოძებნეს, ამდენი შეცდომა. ეს კომენტატორები კიდევ სად დაფრინავენ, რა სამი ან ოთხი გოლი საპასუხო შეხვედრაში, ასეთ დამდგარ ფეხბურთს მხოლოდ საქართველოში თამაშობენ და მაგიტომ ვართ ჭაობში და მხოლოდ ნაკრებს შევცქერით
გიორგი
არაბიძე დარბოდა თუ დადიოდა?აფერისტმა პრეზიდენტმა რაოო? ტრასფერებმა მოუსწრო?!
A
ამათ საფეხბურთო გუნდი ვინ დაარქვა, მარტო ფულის კეთება მიდის ლეგიონერებზე ალბათ, ნამუსი და ჟილკაც არა აქვთ, მაგასაც ნიჭი და ვარჯიში ხო არ უნდა
ზურა
სანამ დირკ შუსტერს არ გაუშვრბთ არაფერი ეშველება ტორპედოს, პრეზიდენტი ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებს
ZZZ
შენ ვიღაც ხარ ის ხარ რა, კომენტარებს რო ვაკვირდები. ისე დიდი ის უფრო ალბად, პატარა ამდენს ვერ მოახერხებს :)
toro
ჰე გამოხტით ახლა არაბიძის ფანები და იძახეთ რატომ არაა ნაკრებშიო.
Gio
Saxhi mainc geebzoleba damercmunet.arapeli araris dakarguli .
Gio
Supertasi xomoigo.sakmarisia
რაბუ
კერესელიძეც კაი მეზღაპრე ყოფილა. რა უსუსური გუნდია
Nab007
ვინმემ იცის ტორპედოში (მწვრთნელმა, მენეჯერმა, ე.წ. ფეხბურთელებმა) რას აკეთებენ ან რატომ არიან აქ? ეს საფეხბურთო კლუბია?
ტორპედო ბუნდესლიგაში გადადის!!!!
ტორპედო ბუნდესლიგაში გადაციდა? ღამე გადაიპარება ალბათ სავსე მთვარეზე
უვიცების ხელშია ქართული ფეხბურთი
წიხლაობითაა გასაგდები შუსტერი! რას ათამაშებს გუნდს ან ვინებს ათამაშებს თვითონ არ იცის. ესე როგორ უნდა გაგაფარჩაკოს ზირამ. ტრაგედიაა ფული ქონდეს ტორპედოს და არიფები ყავდეს მენეჯმენტში. ეს უკანასკნელი ყველა გუნდს ეხება.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
სანამდე ამ კომუნისტურ რუსულ სახელს არ მოიშორებთ მარტო ხმერთი არ მოგაგებიებთ. აბრალეთ შუსტერას წორპედო რასია
Leo
უსუსურები, კერესელიძე ჩაგეთვალა. სად პოულობ ასეთ ლეგიონერების.
[VIDEO] ამჯერად 0:3 - "დილა" "აპოლონთან" კვიპროსშიც დამარცხდა
"დილას" მწვრთნელი: მნიშვნელოვანია მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ
ქეცბაიას ლიეტუველებმა დიდი გამარჯვების სტრატეგი უწოდეს - მან თორნიკე კვარაცხელია შეაქო
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლს კონტრაქტი გაუგრძელა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
კიეზამ "ლივერპულში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩებზე
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
დუბაი გაჩერებას არ აპირებს - შენგელიას შემდეგ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველიც დაიმატეს
ტერ შტეგენის "აიაქსში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა
კვლავ ნიდერლანდებში - დუშან ტადიჩი ახალ გუნდში გადავიდა
თუ ალვარესის ვარიანტი არ გამოვა - "ბარსელონა" თავდამსხმელის ძიებას აგრძელებს
ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება
"დილას" მწვრთნელი: მნიშვნელოვანია მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ
პსჟ აკლიუშს არ ეშვება
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბორდალასთან მადრიდულ გუნდში შეიძლება ორი ქართველი გადავიდეს
პსჟ შეიძლება კიდევ ერთმა შემტევმა დატოვოს
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
რამ გაახსენა - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრების წარუმატებლობა გვარდიოლას დააბრალა
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
კარგი გარჯა დაუფასდა - ესპანელები დე ლა ფუენტეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
ოფიციალურად - ლომინაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა