კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანის „ზირასთან“ 0:3 დამარცხდა და ორრაუნდიანი დაპირისპირება 0:6 წააგო.

გასვლაზე 0:3 წაგების შემდეგ, „ტორპედო“ „ზირასთან“ ისევ დაიჯაბნა და ტურნირს უსახელოდ დაემშვიდობა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - ზირა 0:3

გოლები: 0:1 აიდინი (25), 0:2 სეიდიევი (39), 0:3 აიდინი (70)

ტორპედო: გოშაძე, სიმიჩი, ლაცაბიძე (ნადარაია 57), კუპრავა, სტამატოვი (პინსონი 46), ბუკია, მამუჩაშვილი, სკორუპი (ითრაქი 75), პირესი, არაბიძე, ანდრიჩი (დეისაძე 57)

'მუშრა
აღარაა სირცხვილი, აღარ !
SS-ს
მე შემხვდა ასეთი კომენტარი:მერე რა რო წავაგეთ,ჩვენ პროფესიონალ გუნდთან მაინც წავაგეთო და თბილისის დინამო მოყვარულებთან აგებსო😁😁😁 მე ვუპასუხე ასეთი აზროვნება რო გაქვთ იმიტომაც დაგაფარათ ზირამ მეთქი😁😁😁😁
SS
მერე რა რომ აზერბმა დაგვიბაბანეს? რაც მთავარია ეროვნულში თბილისის დინამოს მოვუგოთ სიმონ, მაგია ჩვენი მიზანი და ბედნიერება ლიჟბი დინამოს მოვუგოთ ჩვენ ხო მამაქალაქი ვართ სიმონ აპა არაააა ვაი თქვენს პატრონს უბედურს
კაცი
სანა სხვა არაერთ კლუბში დაწუნებულ და იქიდან არაერთხელ გაოშვებულ ფეხბურთელებზე გინდა ააგო კლუბი აგალითად არაბიძეზე ასე იქნება სულ, პროფესიონალიზს არ სჩვევია სენტიენტები.
შეკითხვა ქუთაისელებს
ხვალვე რო წავიდეს გუნდიდან კერესელიძე მერე რა ხდება? დაგავიწყდათ კერესელიძიმდე რა დღეში იყავით? პურის ფული არა გქონდათ. კერესელიძე რო წავა ზირას მოუგებთ? და რამდენ ხანში?
ლაშას
აქ ტორპედოზეა ლაპარაკი და დინამოზე წერ კომენტარს😁😁😁 იმიტომ დაგაფარათ ზირამ😉
ლაშა
ტორპედო პროფესიონალურ გუნდთან მაინც დამარცხდა. დილას და დინამოს თამაში უფრო სამარცხვინო იყო. ლუქსემბურგს და სან-მარინოს გუნდები თუ ჰყავდა, ისიც არ ვიცოდი და მაგათთან წაგების გამო მოყვარულებსაც კი შერცხვებოდათ. ათეულობით მილიონით რომ ვაფინანსებთ ამ ბედოვლათებს ყოველ წელს, განა რა უნდა მოხდეს უარესი, ამ ფულს თუ აღარ გადავყრით...
alexandre
ბაქოს ნეფთჩი იყო გუნდი, რომელთანაც ათეული წლების მანძილზე დინამოს წაგება არ ქონდა. მხოლოდ ბოლოსკენ? 80-იანების მეორე ნახევრიდან წავაგეთ? მგონი 2 თუ 3 თამაშ. ტორპედოც ტოლსწორად ეთამაშებოდა. მესმის, ეხლა საფეხბურთო კლუბ ზირას კი არა, აზნავთობთან ვაგებთ. მაგრამ. აი გორის დილას შემადგენლობას ვუყურებდი. 5 ქართველი იყო. მერე მეექვსე დაემატა. მაგრამ, როდესაც გაუგდეს ფეხბურთელი ქართველების მაგივრად უცხოელები შეუშვეს. მე მენიშნა ასე: ბრძოლა მათ უფრო შეუძლიათ! ვაი...

შუსტერი ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელადაც ყოფილა აღიარებული და რა შეატყე,რომ აქ წარმატებით მუშაობს?როცა ადგილობრივი,ბურთს ერთხელ სწორად რომ მოარტყამს ფეხს,მაშინვე სხვაგან გარბის და ერთ დღეს არ უნდა აქ დარჩენა,შედეგის მიღწევაზე ასეთი მწვრთნელიც კი ვერ ფიქრობს.კომპლექსურად რაღაცაა მოსაფიქრებელი,ახალგაზრდობის საქართველოში რამდენიმე წლით დატოვების და აქ განვითარების საშუალებას რომ მოგვცემს.ყოველ გუნდში 6-7 უცხოელი რომ დგას მოედანზე,შეზღუდე მათი რაოდენობა ვთქვათ სამით და ეს სამი,უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი მოიყვანე,მათ გვერდით კი,რამდენიმე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი და დანარჩენი ახალგაზრდობა,რომლებიც მათ გვერდით იზრდებიან,ოსტატობის რაღაცა დონეს აღწევენ და უცხოეთში,უკვე საკმაოდ მყარად ფეხებზე მდგარნი მიდიან.უფრო ძვირად იყიდებიან და თვითონაც უფრო მეტს იღებენ,რადგან უფრო დაოსტატებულები არიან.თუ კლუბებს რაღაცა ინსტრუმენტი ექნებათ,ახალგაზრდა ფეხბურთელი,გარკვეულ ასაკამადე ათამაშონ მანამდე,გარანტირებულად მათზე დაყრდნობა შეეძლოთ,მაშინ იმ უცხოელი მენეჯერების მოყვანასაც აზრი ექნება.მომეცით საყრდენი წერტილი და დედამიწას გადავაბრუნებო,ნათქვამია და იმ მენეჯერსაც რაღაცა მყარი საყრდენი წერტილი სჭირდება,საქმის დასაძრავად.ცხოვრების დონეში დიდი სხვაობა,ფულიან ქვეყნებს საშუალებას აძლევს ჩვენი ტალანტები გაიწოვონ და ჩვენ რაიმე ისეთი მექანიზმის მოფიქრება გვჭირდება,რომელიც მათ ამ უპირატესობას გაანეიტრალებს.
Ardiles78-ს
ოსვალდო აბა გვითხარი ლუქსემბურგის გუნდმა რატო არ უნდა დაამარცხოს დინამო? მიზეზი ჩამოაყალიბე
ჯარისკაცს
აბა ჩამოაყალიბე ფედერაცია რა შუაშია.მოგისმენთ გულისყურით.ოღონდ რეალური მიზეზი ჩამოაყალიბე ფედერაციის დანაშაული. მე კი ვიცი ფედერაციის დანაშაული რაც არი მაგრამ შენ მაგის აზრზე არ იქნები.
5555
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი მუშაობს.
ტრიბუნა A
ერთი რამე გამაგებინეთ რა! რათ უნდათ ქართულ გუნდებს ამხელა ტევადობის სტადიონები? 1000-1500 კაციანი სტადიონები ყელში ამოუვათ, 500 კაცზე მეტი მაინც არ დადის მათი თამაშის სანახავად😄
არსად არ შევიდეთ
არაფერი სირცხვილი არაა ეს დამარცხება, ჩვენი ქვეყნების ჩემპიონატების დონის გათვალისწინებით. თავიდანვე ვიცოდით კლასთა შორის განსხვავება . სირცხვილი იქნებოდა 90იან წლებში
ტრიბუნა A
რა გინდათ? მინი ფეხბურთში ხომ მაინც ვქაჩავთ.😄
ქუთაისელი
სიმართლე ვთქვა ტორპედოს თამაშებს დიდად არ ვუყურებ, მაგრამ ხანდახან მაინტერესებს ჩემი ქალაქის გუნდია. ტორპედო-გაგრა (1:2) წელს იყო ეს თამაში - ამ თამაშზე დააკვირფდით ტორპედოს ფეხბურთელებს პირველი გოლის ეპიზოდში 5ნომრის არასწორ პასს და შემდეგ 4ნომრის გადაადგილებას,ქუჩის ფეხბურთიც რომ არ უთამაში ისიც კი მიხვდება აქ რა ხდება. რაც შეეხება გუშინ ისევ 4 ნომრის ქმედებას, აკეთებს არასწორ პასს, რასაც ზირას შეტევა მოჰყვა და ისე მისეირნობს გეგონება ბულვარშია და კარში დარტყმის დროს ვარდნასაც არ აკეთებს. დარწმუნებული ვარ სხვა ბევრი თამსში რომ ვნახო კიდევ ბევრ "უცნაურობას" ვიპოვი... ასე გაგრძელდება მანამ სანამ ქუთაისის ტორპედოში ისეთი ფეხბურთელები არ ითამაშებენ ვისაც ქალაქი და გულშემტაკივარი, უყვარს, ვისაც წაგების მეორე დღეს ქუჩაში გამოსვლის შერცხვება და ა.შ.
ზვიადი
სირცხვილია და თავის მოჭრა :(
გიორგი
კიდევ ერთ 500 მლნ-იანი დაფინანსების პროგრამა სჭირდება ამ "საფეხბურთო ქვეყანას", იქნებ აზერბაიჯან-ყაზახეთის გუნდებს მაინც მოვუგოთ...
სტადონის დარაჯი
სად პოულობენ ამ ლეგიონერებს მიკვირს რა. ტყვეთა ბაზრები აღარაა კარგა ხანია და ფეხბურთის ამათ არაფერი გაეგებათ. შუსტერი ცალკე თემაა კიდევ. ქართველს მიეცით შესაძლებლობა და მაგ ხელფასი. გაზარდეთ ბავშვები და მაგაში ჩადეთ ფული. მთელი იმერეთის ბავშვთა სკოლებს ეყოფა 2 უხეირო ლეგიონერის ხელფასი რომ პირობები ქონდეთ. სტადიონები არაა იმერეთში სადაც უამრავი ნიჭი იკარგება, როგორც სხვაგან ისე. მიხედეთ სკოლებს უზრუნველყავით სტადიონით სპორტული დარბაზებით ინვენტარით გაიზრდება ფეხბურთელი და ხვალ და ზეგ იქნება გამარჯვებაც და ბიზნესიც კიდევ გაზარდე და გაყიდე თუ გინდა. სახლის შენებას იწყებთ სახურავიდან და კი ეტყობა ყველაფერს.
გელა
ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო დაწესებულებაა,ანუ ფეხბურთის განვითარებაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი.გინახავთ ვინმე დასჯილი ფეხბურთის განადგურების გამო? თუ ბავშვთა ფეხბურთიდან არ დაიწყო საქმის გამოსწორება,რა ქეცბა,ანჩელოტები მოიყვანეთ თუ გინდა.ზოგიერთებს კიდევ ნაკრების იმედი აქვთ.
დათო
მარტო მწვრთელში რომ იყოს პრობლემა ქუთათურებო ყველაზე იოლი მაგის გადაჭრაა,ეგ შუსტერი რომ ზირას დამრიგებელი ყოფილიყო დამიჯერეთ შედეგი იგივე იქნებოდა,პრობლემა უვიცობაში არაკომპეტენტურობაში და რაც არ მინდა დავიჯერო ფულის გაშავება გათეთრებაშია,ქუთაისს ორი ფუენტესი სამი სკალონი და ოთხი ენრიკე რომ ჩაუყენო სათავეში მაინც იგივე მოხდება მწვრთნელი არიგებს ხოლო მოთამაშეები ასრულებენ ხოლო ვინ ყავს შემსრულებლები გუნდს კი გამოჩნდა ამ ორ თამაშში,რას ეუბნებოდა შუსტერი ამ ეგრეთწოდებულ მოთამაშეებს პასი ორ მეტრში არ გააკეთოთ კაცი ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ მოატყუოთ შვიდ მეტრიან კარებში 180 წუთის განმავლობაში არ დაარტყათო და არ ირბინოთ ძალიან სიცხეა და სპაზმი არ აიკიდოთო? არა ეს გაგრძელდება უსასრულოდ სანამ ქართულ დეხბურთს ჩრჩილები არიან შესეულები და სანამ დეზინფექცია არ გაკეთდება
ჯარისკაცი
ფედერაცია არაფერ შუაშია-ს ვინც ყვირით, აი, სწორედ თქვენი ბრალია ყველაფერი!
status quo
გააუქმეთ ტორპედო.
niko
ის რაც ქუთისში მოხდა დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო მდაბიო ფიფოს წინააღმდეგ,მოკლეს ქართული ფეხბურთი ამ ხარბმა მდაბიოებმა.
გიორგი
არაბიძე მესია ოღონდ 20 წლით პატარაა მესის ბაძავს
გიორგი
მთლიანად სამარცხვინოა ჩვენი ჩემპიონატი და დროა დაფინანსება შეწყდეეს. მმსაჯობა გადაიხედოს ეს უამრავი ჯარიმები მიწაზე კოტრიალინ უნდა დასრულდეს. ასევე ეს მიგრაცია წელიწადში სამ გუნდს რომიცვლიან
ტოროს
გადაუხადე იმაზე მეტი ვიდრე ჩინეთში აქვს მოიყვანე კარგი ფეხბურთელები მაგასთან ერთად და თუ არ მოვა განახებთ თუ შეუქმნი კაი პირობებს და ჩამოუყვან კარგ ფეხბურთელებს რატი არ ჩამოვაა აბა კაი ბიჭია მამუჩაშვილი არანაირი პიროვნული პრობლემა არ მაქვს ერთადერთი ვინც იმსახურებს ამ გუნდში დარჩენას არის ეგ და კლიანიჩი მეკარე დამარჩენი ყველა ჰასაყრელია..თუ კაი ფეხბურთელებს დავიმატებთ და ვინმე კაი მწვრთნელს ჩამოვიყვანთ გვეშველება დანარჩენი შანსი არგვაქვს

პირველი თამაშების შემდეგ დავწერე,რა ღმერთი გაგვიწყრება და ორ თამაშს მაინც ვერ მოვიგებთ,განმეორებით თამაშებშიო!თურმე სადა ხარ?!ერთმა ისევ სამარცხვინოდ წააგო,მეორემ ისე ირბინა,რომ ტვინი ვერ ეწეოდათ და მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა,ძლივს ანგარიშის გათანაბრება,გორელები კი,10 კაცით არიან დარჩენილები და ჯერჯერობით ინარჩუნებენ 0-0-ს,იბერიამაც ძლივს მიათრია ფეხები,ფრემდე და რაც მთავარია,უყურებ და მათი შემყურე,გულშემატკივრობის კი არა,გულზე სკდები და გინების გუნებაზე დგები.ზოგი უჯიგროდ,ზოგი ჯიგრით,მაგრამ უტვინოდ,ზოგჯერ უტვინოდ და უჯიგროდ!აერთო ყველას ერთი აქვს,ფეხბურთს,ფეხბურთი რასაც ჰქვია,არავინ თამაშობს.ფილმში „ქვევრი“რომ ეუბნება „ტყუილად გაჭმმევთ პურსა !“თემურ ქეცბაია მოვიდა დინამოში და ხომ ვიცით როგორიც არის.გუნდი მუშაობს,დარბის,მაგრამ სირბილი და მუშაობაც აზრიანი უნდა!აი აზრიანობა კი,მათ თამაშში არ ჩანს და მაგას უკვე თემურიც ვერ შველის ვერაფერს.ჯერ კიდევ პირზე რძეშეუმშრალი,16 წლის ბიჭი,სულ ორიოდე თამაში რომ აქვს ჩატარებული და გუნდის ყველაზე უფრო ნაყოფიერი ფეხბურთელი იქნება,სხვები რას აკეთებენ?ვერავის დავაბრალებ არ იმუშავაო,მაგრამ დაცვაში რა სისულელელბს ვაგროვებდით,შეტევაში რა შანსებს ვანიავებდით!ხან ერთმანეთს უშლიდნენ ხელს,ხან არც ერთი არ მიდიოდა ბურთზე.ვითომ პრესინგიო და სადღაც შუაში გაჩერებულები ვერც ბურთიანს აწუხებდნენ და ვერც ზურგს იცავდნენ,შედეგად ამათზე კიდევ უფრო უარესებს,რამდენი შანსი თვითონ აჩუქეს და ძირითადი დროის წაგებაც კი მოახერხეს.აჰა,სანამ ამას ვწერ,10 კაციან დილასაც გაუშვია და ვილოცოთ,ბოლო წუთებში მეორეც არ გაუშვან.აი ასე!
სანდრო
პამპერსები მაინც გაიკეთეთ თქვე კაი ხალხო თორე თქვენი ჩასვრილისგან აქოთდა ქვეყანა
ვასილიჩი
რა მოხდა ხალხნო გასაკვირი ყოველ წელს იგივე არ ხდება? წელს რა შეიცვლებოდა ? გაისად კიდე უარესი იქნება. ჩვენ მარტო ბაქიბუქი და სადღეგრძელოები შეგვიძლია, კარგად მოვირგოთ ვარდისფერი სათვალე არ გაგვძვრეს.
არიფი კერესელიძე
აღარ გაუშვათ ეს გუნდი აღარსად, თუ საჭიროა დაჩაგრეთ. 1. დინამო ბათუმი. 2.დინამო. 3. დილა. ეს ტრიოლეტი გვჭირდება მომდევნო წელს. აგოიმებს კერესელიძეს ბორდი და აზრზე ვერ მოსულა.
ტორო
ყაზაიშვილი მოდის რომ ეპატიჟები ?
Roma
ვინმე არის წინააღმდეგი რომ 3 გუნდი გვეყოლება მომავალში ევროთასებზე? მეტის ღირსი თუ ვართ 1 მაგალითი მითხარით რის გამო? წვალების? ბიჭო 2 მილიონიან გუნდს რომ ვერ მოუგებ როცა შენ 5 მილიონიანი გუნდი გქვია და მერე ფინანსებზე იწყებ საუბარს ცოტა ტეხავს. ნახეთ ტრანსფერმარკეტი და მერე ის ლუქსემბურგული გუნდის ფასი. ტფუი
ოჰოო
საქართველოში ორი გუნდის ბიუჯეტი რაცაა ის აქვს წელში ხელფასი ტიპს და კარში არ დაურთავს უჟილკოებინამნაირიი სირ...ბანჯო კამანდა სად შეგროვდნენ პროსტა ვერ ვხვდები ვოლკოვი თავს იკლავდა ზირაში აქ რო ეგ მოიყვანო იგივე გახდება ქუთაისში ვინც ჩამოფის ყველას ეგრე ემართება....
სიმართლე
ტორპედოში გულშემატკივრის გარდაა არვარგაო არავინ ერთადერთი კითაისელი ხალხი დანარჩენი არავინ ვარგააა არც ფეხბურთელი არც მენეჯმენტი არც მწვრთნელი...ყველა იმას ფიქრობს ხელფასები როდის დაჯდება დანარჩენი არავინ არაფერი არ იციი ერთი ნორმალური 10 იანი როგორ ვერ მოიყვანეთ გეუბნებით ცხრაჯერ დღეში ყაზაიშვილი ჩამოიყვანეთ ვიღაცა კარგი ცენტრალური თავდასხმელი დაითრიეთ დამნიშნეთ ტრანსფერებშინდა განახებთ რა ფეხბურთელებს მოგიყვანთ ვინები მოგყავთ ვაფშეე ძმაოო აზრზე არხართ არაფრის დავრწმუნდი არა არიცით და ჰაა თქვენ რო ჩემპიონი გახდეთ სირცხვილიააა გოლი ვერ გაუტანეთ ზირას თქვენ როგორ უნდა მოიგოთ ჩემპიონათიი მართლა სირცხვილისა ყველა შესაცვლელიიაა ბევრი ჰასაყრელია გუნდიდან
მამულო
რა შედეგი დაიდება? გახდება 22 წლის და თუ ცოტა გაფართხალდა "ტორპედოელ" ბასილაძესავით ისიც საზღვარგარეთ გაიქცევა და ჩვენ ისევ შეუმდგარი გუნდი დაგვრჩება.
რაბუ
ორი მატჩის ჯამში ზირას კი არა რეალს და ბაიერნს გაუტან ერთ ბურთს მაინც. სად არის ხსნა სააად ?
ვეა
ათას პროცენტიანი ხარ. უვიცობის და გაუნათლებლობის პიკია ქვეყანაში. მეტი რა უნდა დაგვემართოს რომ გამოვფხიზლდეთ
Marcxena
აი მარტივი მაგალითი ბათუმის დინამოში არის 16 და 17 წლის ბიჭები რომელსაც ჭირდება სათამაშო დრო და გამხნევება ვარჯიში და ესეთი რაღაცები,და ესენი ამ ბიჭებს სკამს ახეხინებენ და ჩამოათრიეს სადღაც ჯანდაბიდან ბრაზილიელი არისო!მერე რა ბრაზილიელი ჩვენსას მივხედოთ და 10 წელში მინიმუმ შედეგი დადგება
Kai
არაბიძე რომ გუნდს ეყოლება თუნდაც ფართო სიაში, აღმა ხნა დახმა ფარცხა არ ასცდება… შანსი არაა… ბიჭი ტოკსიკაა, შხამია, საწამლავია, ციანიდია…
ჟორა
ვერ გავიგე რა გინდათ ამ ფეხბურთელებთან, რამდენსაც უხდიან იმდენს თამაშობენ.
სამართალი
ქუთაისის სამოქალაქო თავდაცვის შტაბი შეამოწმეს, უმძიმესი მდგომარეობაა, ატომური ბომბი რომ ჩამოაგდონ, რას აპირებთო ? შევრცხვებით ნამდვილადო
ვაააა
ტორპედოს გზას დაადგა დინამოც უეჭველი ამათ არც ქეცბა შველის და არც მამაზეციერი …გასვლაზე მოიგეს და უავარდათ თავში მხოლოდ კვარა უმცროსი თამაშობს …ქეცბას ბრალია ის რომ ვინ …ს დაარტყმევინა პენალტი… ნინუას ჯარიმები გაქონდა და პენალტს ვეღარ გაიტანდა ნეტავ … კოეფიცინტების მოგროვება კი არა აზრს ვერ ვხედავ ამ გუნდების ევროთასებზე გასვლას სირცხვილის მეტი ამათ არაფერი მოაქვთ აზიიაში ხომ არ გადავიდეთ თქო მაგრამ არც იქ იქნება ხეირი ოკეანეთში პინგვინთა ლიგაში არიან გასაშვები
Ardiles78
ვინმემ ამიხსნას, რატომაა ეს გაუგებრობა "ტორპედო ქუთაისი", და ამ წუთებში მესხზე ლუქსემბურგულიი გრანდი რომ ამარცხებს დამატებით დროში "დინამო თბილისი"???
Roma
ფეხბურთის გარდა ყველაფერს თამაშობდნ გინდ ტორპედო და გინდ დანარჩენები. 16 წლის ბიჭმა პენალტი აიკიდა. 15 წუთში იმდენი რამე გაააკეთა რაც მთელ დინამოს არ გაუკეთებია მთელი თამაში და ვითომ ლეგიონერი სად ნახეს არ ვიცი პენალტი გააფუჭა. ახლა არ თქვათ რადგან კვარას ძმააო. შეიძლება ხვიჩაზე ნაკლები არაა ჯერ მხოლოდ 16 წლისააა.
ვეა
სად ვართ ღმერთო რა არის ეს. ტორპედო ხო კატასტროფაა და დინამო უარესს აკეთებს. ქეცბა სად მოდიოდი რა გინდოდა აქ
ვაჟა
აქეთ დინამომ ივაჟკაცა, ერთი მომენტი შექმნეს და ისიც გაგვიტანეს, ლორიამ ისევ აჩუქა მეტოქეს გოლი
ეჰჰ
რა ეშველება ამ საცოდავ ქვეყანას საცოდაობაა მეტი არაფერი და ეს არის იმის ბრალი ყველაზე მაგრები და კარგები რომ გვგონია თავი.ამპარტავნების მწვერვალზე რომ ვართ და ვითომ ყველაფერი რომ ვიცით,უაზრო ბაქიბუქები რომ ვართ აი მაგის ბრალია ეს და საქმით რომ არც არაფერს ვამტკიცებთ,წესი და კანონი რომ ფეხებზე გვკიდია და სანამ რამე უბედურება არ მოხდება პრევენციის მიზნით იქამდე რომ არაფერს არ ვითვალისწინებთ და ვასრულებთ.მაგიტომ არ გეშველება შეეენ ეროოოოო არაააა და ახლა ეს ვისაც არ მოგწონთ თქვენც არაფერი გეშველებათ და ვიცი რომ უმეტესობას არ მოგეწონებათ.ქვეყანას რომ დაკარგავთ საერთოდ მერე ვის დააბრალებთ ამ ყველაფერს საკითხავია ეგ!!!
ფედერაცია რა შუაშია.
უბრალოდ შემთხვევით ხდება რომ სულ რაღაც 15 წ უკან ჩვენი გუნდები ადვილად უგებდნენ აზერების და სომხების გუნდს, ახლა კი ძალიან ადვილად გვიგებენ აზერებიც და სომხების გუნდებიც. უბრალოდ ჩვენთან არავინ იბადებიან რომ ფეხბურთელები გახდნენ და აზერებშიც ასევრ სონხეთშიც ძალიან ბევრი ბავშვი აკვანშივე კვარებად, მბაპეებათ, ჯეინებად იბადებიან, უბრალოდ შემთცვევით ხდება რომ აზერებიც და სომხებიც ფეხბურთში დებენ ფულს როგორც ბიზნესში და საქართველოში ისევ სსრკ-ში ვართ ამიტომ ვაფინანსებთ ამდენ უსაქმურებს ქვრყნის ბიუჯეტიდან. უკან დაგვრჩა მზოლოდ სან მარინო და ესტონეთი რეიტინგში. მე მახსოვს საქართველო როდესაც 28-29 ადგილზე იყო, უბრალოდ შემთხვევით ჩამოვედით ბოლოდან მე-3 ადგილზე თორემ ფედერაციას რას ვერჩით ქვეყანაში ბავშვები არ გვებადრბიან კონკურრნცია აზერებს და სომხებს გაუწიოთ, არავინ გვებადება უბრალოდ შემთხვევით ვართ აზერებზე და სომხრბზეც წინ სანაკრებო რეიტინგში.
დდდ
სირცხვილი ისაა, ამათ რომ ტორპედო ჰქვიათ და იმათ კიდევ ზირა და შაშკვლავი...
ალფა
ეს იმის ბრალია გუნდის მართვა რო არ იციან მფლობელებმა და გონიათ უცხოელი ჭ კლასის ლეგიონერები და სიაფანდი მწვრთნელების ჩამოყვანით ააშენებენ გუნდს.... მენეჯერები ჩამოიყვანეთ ევროპიდან თქვე უვიცებო და იმათ აგიწყონ სისტემა, ჰო ხედავთ რო არაფერი გაგეგებათ.
ნელსონ მანდელა
უკვე მერამდენე წელია საქართველოში ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და შედეგი არა აქვთ, ან რაღაც მაფაის აქვს ადგილი ან კიდევ ვიღაც მაგრად აგოიმებს გუნდის მფლობელს. ამდენი წელი როგორ შეიძლება ნორმალური სპორტული დირექტორი ვერ ნახო...
Leo
ვაი და უი, სირცხვილი. ვაი თქვენს პატრონს.
ვაჟა
რაიყოთ პრესტიჟის გოლი მაინც გაგეტანათ
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება
ოფიციალურად - ლომინაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა
[VIDEO] 0:3. მარცხი აზერბაიჯანში - "ტორპედოს" ვოლკოვმა გაუტანა