ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „ლარნე“ 2:1 დაამარცხა და ორრაუნდიანი დაპირისპირება 2:1 მოუგო.

მოსალოდნელი იყო, რომ იბერიელები სახლში თავიდანვე დაეუფლებოდნენ უპირატესობას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ნახევარდაცვა ბურთს ვერ იჭერდა და შეტევებს ვერ წარმართავდა. პირველი მომენტი 26-წუთზე შექმნეს, როდესაც ბედოშვილის გადაცემული ბურთი ნაჭყებიამ ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე ფერგიუსონმა მოიგერია. აქედან მოყოლებული მასპინძლებმა ინიციატივა ხელთ იგდეს, თუმცა მათი იერიშები უმეტესად უხიფათო იყო და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ დემჩენკოს შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ჯილჯოლავას დარტყმული ბურთი ჯერ მცველმა დაბლოკა, მერე მეკარემ მოიგერია, 74-ე წუთზე კი ბედოშვილმა ფერგიუსონის კარი დალაშქრა. სამწუხაროდ, სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს, სიმპსონმა ანგარიში გაათანაბრა, 1:1 და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.

102-ე წუთზე დადიანის პასით სიხარულაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„იბერია 1999“ მომდევნო რაუნდში „იაგიელონიასა“ და „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. უარეს შემთხვევაში ჩვენს გუნდს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს.

"იბერია 1999" პირველი ქართული კლუბია, რომელმაც 2004 წლის შემდეგ ევროტურნირებზე მოხვედრა მოახერხა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 - ლარნე 2:1 (ძირ. დრო 1:1)

გოლები: 1:0 ბედოშვილი (74), 1:1 სიმპსონი (76), 2:1 სიხარულაშვილი (102)

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 91), დადიანი, ქარდავა (ალჰასანი 77), კუცია (ბართიშვილი 65), ბედოშვილი (ძაგანია 78), ნაჭყებია (კულიევი 115), სიხარულაშვილი (ენდე 115)

დათო
ყველას გილოცავთ გამარჯვებას! სახემწიფოს და ბიზნეს ერთად მივმართავ, ჩადეთ ფული ქართულ ფეხბურთში! და 5-წელიწადში 10-თ იმდენი დაგიბრუნდებათ რამდენსაც ჩადებთ, იმიტომ რომ ჩვენს ერს უყვარს ფეხბურთი და სტადინებზე ივლის ხალხი და სულ გაავსებენ სტადიონებს. პირველი, ევრო დონეზე უნდა იყოს არამარტო სტადიონები არამედ ბაზებიც. მეორე, სადრაც რომ დადიან ზბორებზე, არ შეიძლება ესეთი სტადიონები ზღვის პირეთში ააშენონ 10-15-ტი, ეს ხომ ფულს მოუტანს ბიზნეს, როცა ევროპის და აზიის ქვეყნებიდან ჩამოვა გუნდები ზბორებზე, ოღონდ ისეთი ადგილი უნდა შეირჩეს ზღვის მხარეს სადაც ნაკლები ნალექია, ესეთი საქართველოში ანაკლიაა. მესამე, კლუბებს როცა მიეცემა ფინანსები აუცილებლად ჩამოიყვანენ კარგ ფეხბურთელებს, და ასე გაძლიერდება ჩვენი კლუბები. ეხლა ბრაზილიელები რომ ჩამოყავთ არა ბრაზილიიდან, არამედ სომხეთის ჩემპიონატიდან ისეთ ბრაზილიელებისგან რას უნდა ველოდოთ? არაფერს... როცა ჩამოვა კარგი ფეხბურთელები ჩვენს კლუბებში, მაშინ ბავშვთა ფეხბურთიც აუცილებლად წინ წაიწევს. მე დარწმუნებული ვარ 5-წელიწადში, უკან მოვიტოვებთ ისეთ ჩემპიონატებსაც როგორც ავსტრიაა, ჩეხეთია, სლოვაკეთია, პოლონეთია და თუნდაც ბელგიაა. ამიტომ ფინანსებზეა ყველაფერი დამოკიდებული, ჩადეთ ფული და თქვენ გამდიდრდით და ფეხბურთით კი გაახარეთ ქართველი ხალხი
ცოტნე
მაკარიძე ეს რა ქენი ? ბოლო წუთს! რამის დაგვღუპე (არა პირველად)მაგ ღრიალს და წივილს ფწხბურთინითამაშე და მალე შეიყვანე ბურთი.
ნიკო
ამ კომენტატორებს ადეკვატურობა სულ დაკარგული აქვთ, კიდევ კარგი ხმა გამორთული მქონდა და ისე ვუყურებდი. გილოცავთ!
ჟორა
კარგია, მაგრამ ძალიან პრიმიტიულ ფეხბურთს ვთამაშობთ. ღმერთო ჩემო, რამდენი შეცდომაა ბურთის მიღებისა და პასის მიცემის დროს.
Levani
სილკ უნივერსალს დიდი მადლობა ემიგრანტებს რო გვაჩვენეს. საზმაუმაც გაინძრეს ცოტას- ნაკრების თამაშებზე ლაივს რო გვითიშავენ ემიგრანტებს
Lelo
2-3 კარგი ფეხბურᲗელი Ჭირდება იბერიას, ერᲗი მარჯვენა მცველი, ერᲗი ცენტრალური ნახევარმცველი და ერᲗი ფორვარდი გოლზე დაგეᲨილი. ეს ქარᲗული კლუბებისᲗვის გადამდები უნდა იყოს, კარგია რო მომავალშიც 4 გუნდი გავა ევროტურნირებზე, ისე იეგლონიასᲗან Შეხვედრას ევროპა ლიგაზე რეინჯერსᲗან Შეხვედრა ჯობია, მეტი გამოცდილებას მიიᲦებს გუნდი უფრო, ბოლო ბოლო აიბროქზე ᲗამაᲨი სულ სხვაა რეინჯერსის წინააღმდეგ, რამხელა გამოცდილება იქნება იბერიას Თვის, წარმატებები.
ტიტე
ისე ვისაც ეკუთვნის დაფიქრდით ამაზე, კლუბებს ნუ აძლევთ უფლებას სახელად დაირქვან ისეთი რამ, რაც ძალიან ეროვნულს, ისტორიულს უკავშირდება, მაგალითად იბერია იგივე საქართველოა და ამ დროს ჰქვია კლუბს რომლის თამაშის შემყურე შეკურთხება არ მოგინდეს გამორიცხულია და ვის უნდა შეუკურთხო იბერიას? არ გამოდის (რა მაგრად გათვალა კლუბის ხელმძღვანელობამ, ასეთ რამეებში არ ეშლებათ), ამიტომ საბურთალოს ნაირ კლუბებს მოეცით უფლება დაარქვან "იზოტოპები" ან " უვეემი". აქ მყოფების უმრავლესობა ისე ვერ გაიგებს რა სახელებია ზემოთ ჩამოთვლილი, როგორც მე ვერ ვიგებ რას თამაშობს იბერია 1999, ფეხბურთს თამაშობს საერთოდ? იციან რას თამაშობენ თვითონ მაინც?
Barmalei
და ესენი მაგალითად პანათინაიკოსთან ჯგუფში რო მოხვდებიან მერე რას ვშვრებით?!
gzp
ნეტავ რას ჭყლოპინებს ეს კომენტატორები. ვითომ ემოციები და .... სიყალბის ზეიმი.
Roma
გილოცავთ ყველას. კაი გუნდია იბერია და ერთი 4 მცველი და 1 ნორმალური ჩამშლელი და ვაფშე მაგრები იქნებიან. წარმატებები
თორნიკე
მომავალ სეზონში მხოლოდ სამი კლუბი იქნება, მაგრამ შ3მდეგ სეზონში მეოთხე კლუბი იმედია ჩრდ. ირლანდიას ჩამოვართვით. მთავარია ლარნემ ახლა სასწაულები არ ქნას კონფერენსზე - თუ გავიდა.
ბოკინიო
გილოცაავთ. ედ ერთი და სხვა მრავალი. შანსი არსებობს ბოლომდე ესე რომ ევროპა ლიგასაც დაუმიზნეთ. 4 გუნდიანი კვოტა შენარჩუნდა. იმადია მოვუმატებთ.
ადოლფაა
გაბრწინდა თუ არა იბერიააააა!!!!
ლაშა
სულ ვიძახი რო ძალიან მაგარი მწვრთნელია დემჩენკო! ულოცავ იბერიას გულწრფელად.
Achi
ნამდვილად მისალოცი ამბავია პროგრამა მინიმუმი რო დაიდო ამდენი წლის მერე. მაგრამ გუნდს ძალიან ეტყობა გამოუცდელობა და ქაოტური თამაში განსაკუთრებით შეტევაში ძალიან ბევრ მომენტებს აფუჭებენ და იმის გამო დავისაჯეთ კიდევაც კარგი ფორვარდი უნდა გუნდს და ისე 3 ნორმალური გამოცდილი ფეხბურთელის დამატება ორი ნახევარმცველი ერთი ფორვარდი თუნდაც ჩვენი ქართველები ბათუმის დინამომ შენგელია რო დაიმატა ეგეთი უკვე ნათამაშებია ამათან შედარებით
ქობულეთიდან
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მოგება ზოგადად ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის. იმედია ეს იქნება ქართული კლუბების ერთგვარი გამოფხიზლება, ინვესტიციის მოზიდვა, ნორმალური ლეგიონერების ჩამოყვანა და ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება და ა.შ. წარმატებები იბერიას!
მეზღვაური
გილოცავთ ყველას! ცოტა წილისყრაში იღბალი რომ გვქონოდა,ევროპა ლიგის ძირითად ფაზაში მოხვედრის შანსიც იქნებოდა,მაგრამ საწყის ეტაპზე არც კონფერენს ლიგაა ცუდი ვარიანტი! 1-2 ტრანსფერს თუ გააკეთებს კიდევ კლუბი აგვისტოს ბოლომდე კარგი იქნება. 2 კითხვა მაქვს : ევროპა ლიგის ფლეი-ოფში უკვე ლათინურად უნდა გვეწეროს მაისურებზე გვარები? ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სავალდებულოა და იგივე წესი მოქმედებს ევროპა ლიგაზეც? და ასევე ლარნეს გამოგდებით მომავალ სეზონში შევინარჩუნებთ 4 გუნდიან კვოტას ევროტურნირებზე?
კახი
გილოცავთ,ძალიან დიდი წარმატებაა,მარტალია კენჭისყრაში გაგვიმართლა მაგრამ ბრძოლის გარეშე არაფერი მოდის. შემდეგ თამაშებზე უნდა გავავსოთ სტადიონი,ბიჭებიც უფრო მოინდომებენ და აღორძინდება ქართული საკლუბო ფეხბურთი.
გიორგი
მგონი მარტო სან მარინო დარჩა თუარ მეშლება

რაიცი იქნებ ევროპა ლიგაზე გავდივართ?
aleko
amat rangersi ert 10 nols mougebs udono gundia
იხვი
სხვქ ქვეყანა იყო დარჩენილი ნეტა ევროპაში, რომლის გუნდიც არ იყო გასული კონფერენც ლიგაზე?
porto
რა თქმა უნდა თამაშის ხარისხი მნიშვნელოვანია მაგრამ როდესაც ასეთი თამაშია მოსაგები იქ ხარისხს დიდი მნიშვნელობა არა აქვს!!! ასეთი თამაშის მოგების შემდეგ გუნდი უფრო ძლიერდება თავდაჯერებული ხდება!! რაც მთავარია საკლუბო ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი იყო რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა!! ბიძგი აუცილებლად იქნება აუცილებლად!!!
Berzena
Kargia.magram zaan sustad itamahes.hemdegi metokeebi gadagirbenen
იასონა
ყოჩაღ ბიჭებს!!! გილოცავთ
Ardiles78
ეს ერთი და სხვა მრავალი!გილოცავთ ყველას!
ზუზუ
30 წლის ვარ. რაც თავი მახსოვს ყოველ ზაფხულს ველოდები, რომ რომელიმე ქართული კლუბი ევროთასებზე ითამაშებდა.. და აი ის დღეც დადგა!! მადლობა ღმერთს! იმედია ყოველ წელს ითამაშებს ქართული კლუბი !
ტოტტი
ვულოცავ იბერიას კომფერწნს ლიგაზე გასვლას. სამწუხაროდ ევროპა ლიგა ჩვენთვის ჯერ მიუწვდმელია
გიორგი
პირველ რიგში გილოცავთ! აუცილებლად გასაძლიერებელია გუნდი აუცილებლაად
გ.ხ.
გილოცავთ ყველას! დაე საწინდარი ყოფილიყოს ქართული საკლუბო ფეხბურთის გამოფხიზლების.
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"სპორტინგი" ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლას აფერხებს - რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
[VIDEO] ცუკერბერგის მეუღლე ქმრის დანახვისას გაოცებული დარჩა - მერაბ დვალიშვილი Facebook-ის დამფუძნებელს დაუპირისპირდა
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"ეს უდიდესი უკუსვლა იქნება" - ჩრდილოეთ ირლანდიაში "იბერიასთან" მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს