საქართველოს მორაგბეთა ნაკრების 150-ე მატჩი, მე-15 მოგება, 23 ქულა 23 თებერვალს
"პირველი ოცი წუთი, ფაქტობრივად, არ გვითამაშია. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი: ამდენი ხანია, საქართველოს ნაკრებს არ წაუგია რუსეთთან და თუ გინდათ, რომ თქვენ იყოთ პირველები, ვინც ამას მოახერხებს, კი ბატონო, მიდით და წააგეთ.

თუ არა და, როგორც დაგეგმილი გვაქვს, ისე ითამაშეთ და თქვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ მოიგეთ-მეთქი", - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

პირველი ნახევარი, მიუხედავად იმისა, რომ 6:3 მოვიგეთ, მართლაც არ გამოვიდა. მეტიც, მასპინძლებმა ხუთი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს. ამათგან - ორი ისეთი, რომელთა აცილებაც ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე გატანა.

რუსთა ანტიგმირი ფულბეკი იგორ კლუჩნიკოვი გახდა, რომელიც მეორე ტაიმში საჯარიმოებს ახლოსაც არ გააკარეს.

თამაშის დაწყებამდე სტადიონზე საათნახევრით ადრე მივედით. ტრიბუნები, ბუნებრივია, თითქმის ცარიელი დაგვხვდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ქომაგი, განსაკუთრებით კი, დასავლეთ ტრიბუნაზე, სულ უფრო მატულობდა.

Video

ქართველი მორაგბეები და გულშემატკივრები სოჭში

საქართველოს დროშებით შეიარაღებული სოჭელი და პლასტუნკელი ქართველები "ბორჯღალოსნებს" მთელი მატჩის განმავლობაში გულმხურვალედ ქომაგობდნენ. რამდენიმე თეთრფაფახიანი ჩვენებური როსტოვიდანაც ჩამოსულიყო.

ფოტოზე: მამუკა გორგოძე გულშემატკივრებს ესალმება

ცხადია, მათი მხარდაჭერა ბიჭებს დიდად წაადგათ. სტადიონზე ისეთი გარემო იყო, თითქოს საკუთარ კედლებში თამაშობდნენ და პირველი ტაიმის დასაწყისშივე მეტოქეს აქტიურად შეუტიეს.

რუსებმა პირველი იერიში მოიგერიეს და კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ. მე-7 წუთზე კი ანგარიშიც გახსნეს. კლუჩნიკოვმა ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა - 3:0. ამის შემდეგ მას სამიზნე გაუმრუდდა და გუნდის მონაგარს ვეღარაფერი შემატა.

"ბორჯღალოსნებს" ანგარიშის გასაქვითად ხუთი წუთი დასჭირდათ, თუმცა მანამდე ორჯერ საკუთარი დერეფანი წავაგეთ და შეტევის ორგანიზების საშუალება დავკარგეთ.

მე-12 წუთზე ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ჩვეული ოსტატობით დაარტყა - 3:3.

ფოტოზე: მერაბ კვირიკაშვილი

თამაში თანაბარ, ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. ორივე გუნდის მოთამაშეები ხშირად იყენებდნენ აბრაგანს, რათა მეტოქეს დაცვაში შეცდომა დაეშვა. ანგარიშში დაწინაურება ჩვენმა გუნდმა 26-ე წუთზე შეძლო. "მეკომ" ისევ საჯარიმო გაიტანა - 6:3 და დიდი მცდელობის მიუხედავად, ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

როგორ შეიძლება მოკლედ დახასიათდეს პირველ ნახევარში ჩვენი გუნდის თამაში?! შეტევის მცდელობა ხელდახელ, მიმართულების ცვლით ან ბურთის წინ გავარდნით ჩაიშალა რამდენჯერმე, ან ჩვენ დავჯარიმდით. როცა მეტოქე ჯარიმდებოდა, ვიყენებდით კიდეც.

დასაწყისში რომ ორი დერეფანი წავაგეთ, მერე მდგომარეობა გამოსწორდა და ერთი მეტოქის აუტიც წამოვიღეთ.

შერკინება სტატიკაში დომინირებდა, მაგრამ ფრანგი არბიტრი ლორან კარდონა მასპინძლებს ჯიუტად არ აჯარიმებდა. ფეხით თითქმის უშეცდომოდ ურტყა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ.

დაცვაში, როგორც უკვე ვთქვით, ხშირად ვჯარიმდებოდით, თუმცა მეტოქეს მთელი მატჩის განმავლობაში ერთი სალელოვე შეტევის ორგანიზების საშუალებაც არ მივეცით.

ფოტოზე: ბურთით დიმიტრი ბასილაია

შესვენების შემდეგ ანგარიშში სხვაობის გაზრდის საშუალება მალევე მოგვეცა, მაგრამ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. რუსები უკან დახევას არ აპირებდნენ. ჩვენს მორაგბეებს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მილტონ ჰეიგმა ხერხი იხმარა და სამივე პირველხაზელი შეცვალა, "ბორჯღალოსნების" შეტევები უფრო ეფექტური გახდა.

რუსი მორკინალები ჩვენს დასვენებულ პირველხაზელებს სათანადოდ ვეღარ უმკლავდებოდნენ.

61-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ლელო გაიტანა. მეტოქის მიერ ფეხით გადაკიდებული ბურთი საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა ამოიტანა. მერე მას მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე დაეხმარა. შეტევა შეცვლაზე შესულმა ვასილ კაკოვინმა განაგრძო, რომელიც მოედნის ცენტრთან ახლოს შებოჭეს. ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ ბურთი რაკიდან მგეზავ ლაშა ხმალაძეს გაუტანა, რომელმაც ცრუ მოძრაობით მეტოქის ხაზი გაჭრა, რამდენიმე მეტრი გაიარა და მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე მესამეხაზელ მამუკა გორგოძეს გადააწოდა.

ჩვენი ნაკრების ლიდერი მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შეიჭრა და კიდევ უფრო მარჯვნივ, იქვე მიმყოლ, შეცვლაზე შესულ მესამეხაზელს ვიქტორ კოლელიშვილს გადააწოდა, რომელმაც ლელოში ისე შეაღწია, ხელი ვერავინ შეუშალა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 13:3.

ფოტოზე: ვიტო კოლელიშვილი რუსთა ჩათვლის მოედანში

ეს ლელო, შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი აღმოჩნდა. ანგარიშში 10 ქულით დაწინაურებამ ჩვენს მორაგბეებს მეტი თავდაჯერებულობა შემატა. თუმცა მომდევნო 15 წუთში რუსების ორ საჯარიმოს, რომელთაგან თითო-თითო სერგეი იანუშკინმა და სერგეი სუგრობოვმა გაიტანეს, კვირიკაშვილმა მხოლოდ ერთით უპასუხა - 16:9.

მასპინძლებს დარჩენილ ხუთ წუთში ანგარიშის გათანაბრებისთვის უნდა ებრძოლათ, მაგრამ კიდევ ერთი ლელოთი დაისაჯნენ. 77-ე წუთზე მოედნის ცენტრში "ბორჯღალოსნებმა" საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. კვირიკაშვილმა ბურთი აუტში გადაიტანა.

22-მეტრიანი ზონის ხაზთან დერეფანი გორგოძემ სუფთად მოიგო და თავადვე შეუტია. მერე იერიშში კოლელიშვილი ჩართო, რომელიც ლელოდან ორ მეტრში შეაჩერეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი შეცვლაზე შესულმა შერკინების ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა აიტაცა და ერთი დარტყმით ჩათვლის მოედანში შეიტანა. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა - 23:9.

ფოტოზე: დავით ქუბრიაშვილის ლელომ მატჩის ბედი გადაწყვიტა

ცხადი იყო, რომ მატჩის გადამრჩენნი რუსები აღარ იყვნენ, თუმცა მასპინძლები არ ცხრებოდნენ და ბოლო წუთებზე სახიფათოდ შემოგვიტიეს. "ბორჯღალოსნებმა" ლელოს გატანა არ დაანებეს და საიუბილეო, 150-ე მატჩში რუსებს მეთხუთმეტედ მოუგეს.

მატჩის შემდეგ

ვიქტორ კოლელიშვილი:

"ჩემს მიერ გატანილი ლელო გუნდური თამაშის შედეგი იყო. მთავარია, რომ რაღაც მომენტში საკუთარი თამაში ვიპოვეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. გარკვეული დროის განმავლობაში არეულნი ვიყავით. რუსეთის ნაკრებთან თამაში ძალიან დიდი სტრესია, სპორტულად, მორალურად და თუ გნებავთ, პოლიტიკურადაც. ბიჭებმა ყველა სირთულის გადალახვა შეძლეს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ გულშემატკივრებს, რომლებისგანაც უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდით".

თედო ზიბზიბაძე:

"ძალიან რთული თამაში იყო. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, ბევრ შეცდომას ვუშვებდით. რუსებს დიდი ხანია, ჩვენთვის არ მოუგიათ და ყველაფერს აკეთებდნენ გამარჯვების მისაღწევად. მეორე ნახევარში მდგომარეობის გამოსწორება მოვახერხეთ, ორი ლელო გავიტანეთ და მოვიგეთ".

მამუკა გორგოძე:

"ვიცოდით, რომ ადვილი თამაში არ იქნებოდა. თამაში მატჩის ბოლომდე ვარ დავალაგეთ, თუმცა მეორე ტაიმი პირველზე უკეთესი იყო. მართალია, მოვიგეთ, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს".

დიმიტრი ბასილაია:

"მოგება გაგვიჭირდა, მაგრამ თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. მაყურებლების უმეტესობა ქართველი იყო და გულმხურვალედ გვქომაგობდნენ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მათგანს და მივულოცო საქართველოს ეს გამარჯვება".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

"შეცვლაზე შესულებმა თამაში გამოაცოცხლეს, რამაც საბოლოოდ კარგი შედეგი გამოიღო. გვყავდა ორი დებიუტანტი - ლაშა ლომიძე და ვაჟა ხუციშვილი. ვფიქრობ, მათ ასეთ დაძაბულ მატჩში ნათლობისას დიდი გამოცდილება შეიძინეს".

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"ამაყი ვარ, რომ ბიჭებმა მოძებნეს ძალა, თავი დადეს და მიუხედავად იმისა, რომ თამაში, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, არ გამოუვიდათ, კიდევ ერთხელ მიანიჭეს ქართველ ხალხს სიხარული.

ბევრი შეცდომა გვქონდა, ინიციატივაც დავთმეთ, მაგრამ საჭირო მომენტში ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ მოგვეგო. ვფიქრობ, თითოეული მათგანი ქების ღირსია და მინდა, ბოლომდე ბრძოლისთვის მადლობა გადავუხადო."

ალექსანდრ ვოიტოვი, რუსეთის ნაკრების კაპიტანი:

"თანაბარი ბრძოლა იყო, ორივე გუნდი უტევდა და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გამოკვეთილ უპირატესობას ფლობდა. ყველა საჯარიმო რომ გაგვეტანა, ალბათ, თამაში სულ სხვა სახეს მიიღებდა. არ გაგვიმართლა. არავის ვადანაშაულებთ, წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს და მათთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ".

კინგსლი ჯოუნზი, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, უპირატესობასაც ვფლობდით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ეს კი, ასეთი მაღალი დონის გუნდთან თამაშში, საქართველოს ნაკრები რომ არის, დაუშვებელია. ამიტომაც დავმარცხდით".

ევროპის ერთა თასი. III ტური

რუსეთი-საქართველო 9:23

რუსეთი (15-9) კლუჩნიკოვი, არტემევი, გერასიმოვი, მაკოვეცკი, ბაბაევი (ტრიშინი 76), ს. იანუშკინი (სუგრობოვი 75), ა. იანუშკინი. (1_8) ვოლკოვი, ტიმოშუკი (პოლივალოვი 57), იგრეცოვი (პრონენკო 51), ვოიტოვი, კულემინი, ტემნოვი, ბუტენკო (ფატახოვი 53), გრესევი (კვერნაძე 74).

3ს: კლუჩნიკოვი, ს. იანუშკინი, სუგრობოვი.

სინბინი: ვოლკოვი.

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, მჭედლიძე (კაჭარავა 66), ზიბზიბაძე (წიკლაური 75), შარიქაძე, მაჩხანელი, ხმალაძე, ბეგაძე (ხუციშვილი 76). (1-8) ნარიაშვილი (კაკოვინი 51), ნატრიაშვილი (მამუკაშვილი 51), ზირაქაშვილი (ქუბრიაშვილი 51), ჩხაიძე, მიქაუტაძე (ლომიძე 78), სუთიაშვილი (კოლელიშვილი 41), გორგოძე, ბასილაია.

2ლ: კოლელიშვილი, ქუბრიაშვილი. 2გ,3ს: კვირიკაშვილი.

სინბინი: მიქაუტაძე.

მსაჯი: ლორან კარდონა (საფრანგეთი).

ესპანეთი-რუმინეთი 15:25

პორტუგალია-ბელგია 18:12

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ

1. საქართველო 3 3 0 0 +31 0 12

2. რუმინეთი 3 3 0 0 +31 0 12

3. პორტუგალია 3 1 0 2 -13 1 5

4. ბელგია 3 0 1 2 -10 2 4

5. რუსეთი 3 1 0 2 -25 0 4

6. ესპანეთი 3 0 1 2 -14 1 3

IV ტური. 9 მარტი

საქართველო-ესპანეთი

პორტუგალია-რუსეთი

ბელგია-რუმინეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GiorgiG83
რუსეთთან ჰაერივით გვჭირდება პრემიალური ქულა, რათქმა უნდა კარგი თამაშის შედეგად. იმედია ანგარიში მჭრალი იქნება, ან მინიმუმ ლელოს არ მივიღებთ. აგრესიულ დაცვას თუ პირველი ხაზის აგრესიული შეტევა მიემატება, შედეგი მიღწევადია. რუმინეთს იოლი კალენდარი აქვს და სავარაუდოდ ლოკომოტივზე უეჭველი დასამარცხებელი გვეყოლება სტეჟარი პირველი ადგილისთვის ბრძოლაში.
GiorgiG83
გულშემატკივარის პოზიციიდან მადლობა თითოეულს სამწუხაროა სპორტის ნებისმიერი სახეობის კოჭლობა, მით უმეტეს თუ დიდი ტრადიციები მოსდგამს, მარგამ უარესი ის არის რომ წინსვლისთვის პრაქტიუკლად ვარაფერი ან ვერაფერი კეთდება და ვინც რეალურად წარმაოდგენს ქართულ სპორტს მათ მათხოვრებად უწევთ ყოფნა - საშუალება მოგვეცით და შედეგი გარდა იმისა რაც ვაჩვენეთ კიდევ გავაუმჯობესებთო (მით უმეტეს ამას აღიარებს ირბ) ძალიან მაგარია რომ ერთი აზრით გაერთიანდა ბევრი ადამიანი, ეს ყველაფერი ასე უფერულად ვერ ჩაივლის, აუცილებლად ამოიღებს შედეგს. ჩვენ მხოლოდ სტადიონ(ებ)ი გავავსოთ და -6 -ის არ შეგვეშინდეს და დანარჩენი დორის ამაბვია. რუსეთთან დაპირისპირებას სპორტულზე მეტად "სხვა" დავირთვები აქვს, რუმენითთან დაპირისპირება იგივე მნიშვნელობისაა მხლოდ უკვე წმინდად სპორულ ასპექტში თან გაზაფხულზე გულშემატკივრობას სხვა ხიბლი აქვს - სამყარო იწყებს გამოცოცხლებას :) :) :)
რეზო110
კომენტარების ყველა ავტორს ვეთანხმები გამოთქმულ პათოსში. გულწრფელად ვიტყვი, რომ ძალიან მსიამოვნებს მეც როგორც გულშემატკივარს რომ ამდენი ერთიანი აზრია სტადიონთან და საერთოდ რაგბის სიყვარულთან დაკავშირებით. სხვაზე ნაკლები ფეხბურთის მოყვარული არა ვარ და უფრო დეტალურადაც, შეიძლება ითქვას პროფესიონალურადაც ვერკვევი, მაგრამ რა ვქნა არ მესმის იმ გულშემატკივრების საქართველოს და მოლდოვას ნაკრებების ამხანაგურ მატჩზე მესხზე რომ ტევა არ იყო გულშემატკივრობა, იაპონიასთან, ფიჯთან შარშან ტესტებზე კი იყვნენ, მაგრამ მაინც შეზღუდულად, იგივე რუმინელებთან თამაშზე უფრო საჭიროა მისვლა ვიდრე თუნდაც რუსეთთან. რუსეთთან შარშანდელ თამაშს რაც შეეხება გარკვეულწილად მართალია, რომ კი მოვუგეთ მაგრამ ჯიგარი არ ეტყობოდათ ბიჭებს, თუმცა როგორც კი სათუო დადგა მოგება, მაინც მოუგეს. აი ეს მომენტები გამოარჩევენ უმაღლესი კლასის გუნდებს- სტაბილურობა, სამუშაოსადმი მოვალეობა,სერიოზულობა. ეს უკვე ბიჭებსაც აქვთ საერთოდ, მაგრამ ზოგჯერ წაუარხეინებენ, როგორც ჩვენც სხვა ქართველები თითქმის ყველა სფეროში. მაგრამ ბიჭებთან ამ კუთხით მაინც ვერ მივალთ, ამიტომაც ვაფასებ მე პირადად
tevdore
მე ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ რაგბს კარგათ არ ვიცნობ, მაგრამ მიმაშნია რომ ეროვნული სტადიონი მორაგბეებს უნდა დაუთმონ.ხოდა მე პროტესტ. ნიშნად ეროვნულ სტსდიონზე აგარ მივალ ჩემპიონატის თამაშებს არ დავესწრები
თამაზი
არის ქვეყნები, რომლებმაც ჩვენზე გაცილებით დიდი ხნის წინ დაიწყეს რაგბის თამაში, მაგრამ მსოფლიო თასზეც არ უთამაშიათ. ტრადიციას რაც შეეხება კი ლელო ბურთის ქვეყანას იგივე გვაქვს რაც ბრიტანულ სამყაროს, სადაც ოდოდგანვე ანალოგიურ სახალხო თამაშობას თამაშობდნენ. სტადიონზე კი ლაპარაკიც სამარცხვინოა 21 საუკუნეში, მითუმეტეს როდესაც 2 დიდი სტადიონი უმოქმედოდაა (შედეგის თვალსაზრისით) და რაგბისტებს კი ხვეწნა-მუდარა სწირდებათ მატჩების ჩასატარებლად.
tazo
გეთანხმები ზაზ თურქეთში პოლონეთში ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყნებში რაგბში დიდ ფულს დებენ,რომ რაგბი განავითარონ,ეს იმიტომ რომ მიხვდნენ რაგბის განვითარების მნიშვმელობას თურქეთში ირლანდიელ მორაგბეებს იწვევემ რომ განავითარონ სპორტის ეს სახეობა,ჩვენ კი ყველაზე მნიშვნელოვანი, ,,ტრადიციები გვაქვს რაგბის განვითარებისთვის რაც უპერატესობას გვაძლევს, ცოტა ფინანსური დახმარება და ელიტაშიც შევალთ რამდენიმე წელიწადში ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში
zaza
სირცხვილია, როდესაც სტადიონს ეროვნული სტადიონი ჰქვია და მორაგბეებს თამაშების ჩატარების უფლებას არ აძლევენ.რომ კითხო ქართველებს სპორტი უყვართ საქართველოში მაგრამ ეს სპორტის სიყვარული არ არის
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"ჯერ არ გადაგვიწყვეტია" - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
თბილისში 8 თებერვალს მსოფლიოს თასს ჩამოიტანენ
პირველი საქართველოა, მეორე კი რუსეთი - გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდი ლიდერობს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მარიუპოლში მომხდარ აფეთქებას 11 წლის ტანმოვარჯიშე ემსხვერპლა
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
რუსეთი სპორტის კიდევ ერთი სახეობიდან მოკვეთეს
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
პონტუს ვერნბლუმის უცნაური მიზანი: 100 ყვითელი ბარათი და აღნიშვნა