25 მაისს მიუნხენში ტყვიის სროლაში მსოფლიოს თასის გათამაშება იწყება
25 მაისს მიუნხენში მსოფლიოს თასის გათამაშება იწყება ტყვიის სროლაში, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობას მხოლოდ ორი სპორტსმენი მიიღებს - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე.

ისინი ტურნირში ზეგ ჩაებმებიან - 26 მაისს, როცა სპორტული პისტოლეტიდან ისვრიან. პნევმატურში ქადაგიძე 28 მაისს იასპარეზებს, სალუქვაძე კი ამ ტიპის იარაღით შეჯიბრების ბოლო დღეს, 29-ში გამოვა.

ეს ამ რანგის მესამე ტურნირია მიმდინარე სეზონში, თუმცა ჩვენებისთვის მეორეა, რადგან გამოტოვეს 4-13 მაისს ამერიკულ ფორტ ბენინგში გამართული შეჯიბრება.

მიზეზი არახელსაყრელი კალენდარია - პირველი ასეთი ეტაპი აპრილის დასაწყისში კორეულ ჩანჯოუში ჩატარდა და იქ გამოვიდნენ, რასაც იმხელა გზაზე გადაფრენ-გადმოფრენა დასჭირდა; მერე კიდევ ლამის ამდენივე წინ და უკან ფრენა აშშ-ში წასვლაზე უწევდათ, რასაც ისევ ევროპაში - მიუნხენსა და ესპანურ გრანადაში გასამართი შეჯიბრებები ერთვოდა და გვარიანი ფრენა გამოუდიოდათ.

ამიტომ ამერიკული ტურნირი გამოტოვეს. გერმანიის გარდა, ჩვენები 3-12 ივლისს გრანადაშიც გამოვლენ, რასაც ივლის-აგვისტოს მიჯნაზე ხორვატულ ოსიეკში ევროპის ჩემპიონატი მოჰყვება სპორტული პისტოლეტიდან სროლაში.

უფროსების პარალელურად, ტურნირებში ახალგაზრდებიც იასპარეზებენ. ერთ-ერთი პირველი მათგანი 3-10 ივნისს გერმანულ ზულში გასამართი ტრადიციულად დიდი საერთაშორისო შეჯიბრება იქნება.

იქ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით ორი ჩვენებური გამოვა - ლიზი კილაძე და ნინო სალუქვაძის შვილი ცოტნე მაჭავარიანი, რომელიც მამის კვალსაც მისდევს და ტყვიის სროლის გარდა, რაგბიშიც ვარჯიშობს, საბოლოო არჩევანი კი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ცოტნე მაჭავარიანი დედის კვალზე
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
"იარაღს გვჩუქნიან, მაგრამ ჩვენი არალოგიკური კანონების გამო ვერ შემოგვაქვს"
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ტყვიის სროლა. მიუნხენის ტურნირი: შვიდეულით გერმანიაში
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი რიოს დაზვერავენ
დედა-შვილი ოლიმპიადაზე - ცოტნე მაჭავარიანმა რიოს ლიცენზია მოიპოვა!