პროექტის ჟიურიმ გამარჯვებულად ლევან ჩხაიძე გამოაცხადა, რომელთანაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს
პროექტი "კომენტატორი" მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებული საფეხბურთო შოუა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 1-მა არხმა ამ პროექტის განხორციელება ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით გადაწყვიტა.

სწორედ აქედან გამომდინარეობდა გაზეთ "ლელოს" სურვილი, რომ გამხდარიყო პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერი.

თავდაპირველად კონკურსში 83 კონკურსანტი მონაწილეობდა. მათ კონკრეტული მატჩის რამდენიმეწუთიანი ფრაგმენტის კომენტირება უწევდათ. ყოველი ტურის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე მხოლოდ საუკეთესოები გადადიოდნენ, გამარჯვებულს კი ჟიურის წევრები ადგენდნენ: რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე, პირველი არხის სპორტული კომენტატორი დავით მინაშვილი და ვეტერანი ფეხბურთელი დავით მუჯირი.

საბოლოოდ, პროექტს ლევან ჩხაიძე და ნოდარ სიმსივე შემორჩნენ - უდავოდ ნიჭიერი და პერსპექტიული კომენტატორები. მათ ფინალში რთული დავალებების შესრულება მოუხდათ: ეროვნული თასისა და უცნობი მატჩის 5-წუთიანი ეპიზოდების კომენტირება და მინი-ვიქტორინა.

საბოლოოდ, ჟიურიმ გამარჯვებულად ლევან ჩხაიძე გამოაცხადა, რომელთანაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მეორე ადგილზე გასული ნოდარ სიმსივე კი 2013 წლის სუპერთასს პრაღიდან პირდაპირ ეთერში დავით მინაშვილთან ერთად გაუძღვება. პლუს, ორივე ფინალისტი ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს გაზეთ "ლელოს".

დაჯილდოვდა საუკეთესო მონაწილე გოგონა, ვებ-გვერდის საშუალებით გამოვლინდა ხალხის სიმპათია - ერთ-ერთი პრიზი კი ჩვენს კოლეგას, ეკა ელოშვილს ერგო.

ლევან ჩხაიძე:

"ასეთ ფინალს ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მადლობა "საზოგადოებრივ მაუწყებელს", ჩემს გულშემატკივრებსა და კონკურსანტებს. ბედნიერი ვარ, ბევრი კარგი ადამიანი რომ გავიცანი და დავმეგობრდით. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს, რადგან საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა კომენტატორია და მათაც უნდა იგრძნონ ის სიხარული, რაც დღეს მე განვიცადე".

ნოდარ სიმსივე:

"უპირველესად, ლევანს ღირსეულ გამარჯვებას ვულოცავ. დარწმუნებული ვარ, ის ამ ერთი წლის განმავლობაში კომენტატორობას თავს ღირსეულად გაართმევს. მე კი იმითაც ბედნიერ ვარ, მეგობრები რომ შევიძინე და ცხოვრების წიგნი ლამაზი ფურცლით გავამდიდრე".

დავით მინაშვილი:

"მონაწილეთა უმრავლესობამ მიუთითა, რომ მათი ოცნება კომენტატორობა იყო და ჩვენ ეს ოცნება ავუსრულეთ. მიმაჩნია, რომ წარმატებული პროექტი იყო. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ მონაწილეები დამეგობრდნენ. რაც მთავარია, ნიჭიერი ახალგაზრდების მთელი ჯგუფი გამოჩნდა. იმედია, რომ "კომენტატორი" მომავალი წელსაც გაგრძელდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ნოდარ სიმსივე: რუსს შემადარეს... ეტყობა, ჯერ კიდევ სსრკ-ში ვცხოვრობთ
ქართველი კომენტატორის მატჩის ემოციური წაყვანა ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]
კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრები შედეგს აუცილებლად კარგი თამაშით მიაღწევს!
დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს
სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა
ნოდარ სიმსივე: ამხელა "დევებში" პატარა ქვეყნისა და პატარა ნაკრების დიდი წარმომადგენელი იყო
ახალ ქართულ სპორტულ არხზე დიმიტრი ობოლაძეც იმუშავებს
ახალი ქართული კლუბი "სპაერი", რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა
ორი ძირითადი სქემა და პოზიციური შეტევა - კახა ცხადაძის სანაკრებო ხედვა
დავით მინაშვილი: მე ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და ვერაფერს გეტყვით
ვინ უფრო გიჟია, გატუზო თუ ქეცბაია? - გიორგი ლორიას პასუხი [VIDEO]
ლოთარ მათეუსს საქართველოს ნაკრებში მუშაობა სურს
დავით მინაშვილი საქართველოზე "არდადებას" ნანობს [VIDEO]