ეროვნული ჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი ამბობს, რომ ყოველ შეხვედრაში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას იმსახურებს
ეროვნული ჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი ჯაბა დვალი ამბობს, რომ ყოველ შეხვედრაში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას იმსახურებს.

მართლაც, ბოლო ორ სეზონში საქართველოს პირველობაზე 40 გოლი გაიტანა, ბოლო სამ ევროსეზონში კი - 16, რაც დამოუკიდებლობის პერიოდში ქართველებში საუკეთესო მაჩვენებელია.

ისიც სათქმელია, რაოდენობასთან ერთად, ჯაბა ხარისხიანი გოლებითაც გვამახსოვრებს თავს.

ეროვნულ ჩემპიონატში მის მიერ ქუთაისის "ტორპედოსთან" გატანილი გოლი კი ნამდვილი შედევრი იყო.

- სეზონი 20 გოლით დაასრულე. რომ არა "ზესტაფონიდან" "დინამოში" გადმოსვლისას აუცილებელი ადაპტაციის პერიოდი, უფრო მეტს გაიტანდი?

- გამორიცხული არაა. რაც უნდა იყოს, ნებისმიერ მოთამაშეს ესაჭიროება ადაპტაცია გუნდთან, მის სქემასთან და თანაგუნდელებთან. "დინამოში" ისე გადმოვედი, რომ მასთან ერთად შეკრებაც არ გამევლო და ჩემპიონატში ორი ტური იყო ნათამაშები.

ამის მიუხედავად, სულაც არ ვთვლი, რომ წარუმატებელი სეზონი მქონდა.

- საშემოდგომო ეტაპის ბოლოს გადაღლილობაც შეგეტყო...

- ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა: "ზესტაფონში" ლიგაში მოსახვედრად მზადება ნაადრევად დავიწყეთ. "ნეფთჩისთან" გამოვარდნაც დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო. მერე ერთი კვირა ვერ ვვარჯიშობდი, რადგან "ზესტაფონიდან" წამოვედი, ჩემი ამბავი ირკვეოდა და სხვაგან ვარჯიშის უფლება არ მქონდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი თავით უკმაყოფილო არ ვარ, რადგან წინა სეზონის მსგავსად, ახლაც 20 გოლი გავიტანე. ანუ შედეგი არ გამიუარესებია, თანაც ბევრი თამაში გამოვტოვე და ამას დაუმატეთ თქვენ მიერ ნახსენები ადაპტაციის პერიოდი. პირველ წრეში 17 მატჩში გატანილი 16 გოლი ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ მეორე წრეში მხოლოდ ოთხი გოლის გატანა შევძელი.

- წლევანდელი სეზონი იმითაც დაგამახსოვრდება, რომ "ასიანთა კლუბის" წევრი გახდი...

- ეს ძალიან მახარებს, მაგრამ ჯერ 27 წლის ვარ და მეტის გატანაც შეიძლება.

- როგორც ვიცი, კონტრაქტში გიწერია, რომ დაინტერესებული კლუბი მილიონი დოლარის საფასურად გამოგისყიდის...

- დიახ, კონტრაქტში ასეთი პირობა მართლაც ჩავწერეთ.

- შესაძლოა, ზედიზედ ორჯერ 20-20 გოლის გატანით ბევრი გუნდი დააინტერესო, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელში მილიონ დოლარს ვინ გადაიხდის?

- "დინამოსთან" სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და სიმართლე გითხრათ, წასვლაზე არც ვფიქრობ.

- ამაზე საქართველოში ყველა ფეხბურთელი ფიქრობს...

- "დინამო" ტრადიციული კლუბია, სადაც მოხვედრა მართლა ბედნიერებაა და ამით განსხვავდება ბევრი კლუბისგან.

წლეულს მოვახერხეთ და საქართველოში პოზიციები დავიბრუნეთ, გავხდით ჩემპიონები და თასის მფლობელები. გუნდი აშკარად გაძლიერდა და თითოეულ ჩვენგანს ევროთასებზე წარმატებული თამაშის იმედი გაუჩნდა.

სულ იმაზე ვფიქრობ, საქართველოს და ჩვენს ხალხს რამხელა სიხარულს მივანიჭებთ, ჩემპიონთა ან ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპზე რომ მოვხვდეთ. ასეთი მიზნების მქონე გუნდიდან არ გარბიან.

"დინამოდან" მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ კლუბს ვინმე კარგი წინადადებით მიმართავს და ტრანსფერზე შეუთანხმდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა

საქართველოს ჩემპიონატის შეჯამება: სეზონის ნომინანტები

ჯაბა დვალი: 6:0-ითაც რომ ვიგებდეთ, სანამ არ გავიტან, ვერ ვისვენებ

ჯაბა დვალი: თბილისის "დინამო" ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება

ჯაბა დვალმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

guro
გეტანხმები გიო ბრატ 100%
Georgi
ჯაბა, გინდა რომ ქეცბაიამ გამოგიძახოს? გაიტანე გოლები საკვალიფიკაციოზე და მოხვდი ჯგუფურზე! მეც ვთვლი რომ ჯაბა იმსახურებს უფრო მეტ ნდობას, ვიდრე სხვა თავდასხმელები.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ