ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვერ ხედავს იმის საფუძველს, რომ რომელიმე ქართული გუნდი წლეულს ევროტურნირის ჯგუფში მოხვდება
გია გეგუჩაძის და ქუთაისის "ტორპედოს" გზები ახლახან გაიყარა, "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ სხვა გეზი აირჩია...

გეგუჩაძის ხელმძღვანელობით "დინამო თბილისი" 2004 წელს უეფას თასის ჯგუფში გავიდა. მის სახელს უკავშირდება "ზესტაფონის" წარმატებებიც. ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ბოლო ორ სეზონში "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. მის ხელში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა...

გეგუჩაძეს აქეთურ-იქითურზე ვესაუბრეთ, ცხადია, ქართულ ფეხბურთსა და მის პრობლემებზე...

- პირველ რიგში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს მინდა მივულოცო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა. ერთხელაც გამოჩნდა, რომ ქართველებს ფეხბურთში გვაქვს პოტენციალი. ფაქტია, რომ სხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც გვქონდა და არის სასიკეთო ძვრები.

- ისე გამოვიდა, რომ სადაც იყავით, არც ერთ კლუბში არ დაგცალდათ პროექტის ბოლომდე მიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წარმატებები გქონდათ - რისი გაკეთების საშუალება რჩება ასეთ დროს მწვრთნელს?

- მწვრთნელი ვერაფერს გააკეთებს, საერთო ვითარება უნდა გამოსწორდეს.

- ვითარების გამოსწორებაზე მუშაობენ. როგორც კულუარებში ამბობენ, სახელმწიფოსგან უმაღლესი ლიგის ყველა მუნიციპალური კლუბი მიიღებს დაფინანსებას, კერძო კლუბები კი - საგადასახადო შეღავათს. იმედიანად უყურებთ ამ ყველაფერს?

- ასეთ მხარდაჭერაზე უარს არავინ იტყვის, დაფინანსება კარგია, მაგრამ გაისადაც ასეთ მოლოდინში უნდა იყვნენ კლუბები? სამ წელიწადზე რომც გაგრძელდეს ასეთი პროექტი, გარკვეული სტაბილურობა შეიქმნება, მაგრამ თუ მნიშვნელოვანი წარმატება გვინდა, სერიოზული, კონცეპტუალური პროგრამა დაგვჭირდება.

ისეთი საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას, რომ ინვესტორებს ფეხბურთში ფულის ჩადების სურვილი გაუჩნდეთ და ყველა კლუბი კერძო მფლობელობაში გადავიდეს - მე ასე ვხედავ სახელმწიფოს როლს ფეხბურთის განვითარებაში.

- საქართველოში ბევრი სოციალური პრობლემაა, ამას ემატება დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაც - ფეხბურთის ინვესტირებისთვის ვინმე მოიცლის? გააჩნია კი ქვეყანას საამისო დოვლათი?

- გასაგებია, რომ მცირე ეკონომიკური რესურსების ქვეყანა ვართ, თუმცა საქმის სწორი ორგანიზებით, აბსოლუტურად შესაძლებელია, ფეხბურთი ნელ-ნელა წინ წავიდეს. სწორად მოქმედების შემთხვევაში, აუცილებლად გამოჩნდება განვითარების ტენდენციები.

- რა ბიუჯეტი დასჭირდება მწვრთნელს, რომ საქართველოში შექმნას საინტერესო, მზარდი კლუბი?

- ინფრასტრუქტურული ხარჯების გარდა, წმინდა სპორტული კუთხით, დახლოებით ორი მილიონი დოლარი საკმარისი ბიუჯეტი იქნება ისეთი სიმპათიური გუნდის შექმნისთვის, ევროსარბიელზე ორ-სამ ეტაპს რომ გაივლის. თუ ბიუჯეტი გაიზრდება, ევროპალიგის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრის შესაძლებლობაც გაჩნდება.

ოღონდაც, წინსვლა არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ერთ-ორ ქართულ კლუბში, განვითარების შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლუბები კერძო მფლობელობაში გადავიდნენ, კერძო მეპატრონე უფრო გაუფრთხილდება თანხებს, რეპუტაციას, კადრებს, კლუბის წინსვლაშიც უფრო დაინტერესებული იქნება.

- როცა სახელმწიფო ეხმარება კლუბებს, დამეთანხმებით, სამართლიანობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მუნიციპალურ კლუბებს თანხები, კერძო კლუბებს შეღავათი - ამით დისბალანსი არ დაირღვევა?

- ცხადია, ასეთ შემთხვევაში თანასწორობა დაირღვევა. რა თქმა უნდა, საგადასახადო შეღავათი უკვე რაღაც დახმარებაა კერძო კლუბისთვის, მაგრამ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის - კლუბების ასეთნაირად დაყოფა სწორი პრინციპი არ უნდა იყოს.

- მაშინ კონკრეტულად რა გზა მიგაჩნიათ მართებულად?

- ეს საკითხი ერთ-ორ დღეში ვერ გადაიჭრება, ძალიან სერიოზული თემაა. არც ფინანსისტი ვარ და არც იურისტი, მე მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით შემიძლია აზრის გამოთქმა.

- "დინამო", "დილა", "ტორპედო" და "ჩიხურა" - წლევანდელ ევროსარბიელზე რას ელით ქართული გუნდებისგან?

- ყველა ამ გუნდს წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ რომელიმე ქართული გუნდი წლეულს ევროტურნირის ჯგუფში მოხვდება. არ მინდა პესიმისტი ვიყო, თუმცა...

ისე კი, ჩვენი გუნდებიდან უკეთესი შანსი "დინამოს" აქვს. კარგი იქნება, თუ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოახერხებს შესვლას. ამით დაფასდება ის ინვესტიცია, რასაც კლუბის მფლობელები ახორციელებენ, უფრო მეტი ინეტერესი გაუჩნდებად ფულის ამ საქმეში ჩასადებად, სხვა კლუბებისთვის კი ეს ბიძგი იქნება.

- ეროვნულ ნაკრებზე გადავერთოთ. ბოლო წლებში სულ იმაზეა ლაპარაკი, რომ ნაკრებს მაღალი დონის შემსრულებლები აღარ ჰყავს, ამ ახალგაზრდებს კი დრო სჭირდებათ. სიტუაციის ასეთნაირად შეფასებას კარგი არაფერი მოაქვს. ზოგი ამით კომფორტულად გრძნობს თავს, საქმე კი წინ არ მიდის. ცხადია, ეს ყველაფერი საკამათოა და იქნებ თქვენი პოზიციაც დააფიქსიროთ ამასთან დაკავშირებით - გვაქვს იმის ადამიანური რესურსი, რომ საქართველოს ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის იბრძოლოს?

- ვფიქრობ, ამის რესურსი ჩვენ გვაქვს. თემურ ქეცბაიასი კარგად მესმის, ჯერ ქვეყანა უნდა იდგეს ფეხზე ისე კარგად, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს. ნაკრების ფეხბურთელი თამაშზე სავიზო პრობლემის გამო რომ ვერ მიგყავს, ეს უკვე სასაცილოა. თითქოს არაფერია, მაგრამ დამერწმუნეთ, საკმაოდ არასერიოზული მომენტია, ფეხბურთში ნებისმიერ დეტალს მნიშვნელობა აქვს.

ერთი სიტყვით, შესაძლებელია რესურსის თავმოყრა და მერე, მისი რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში, უკვე მნიშვნელოვან შედეგზე ფიქრი.

- ქეცბაია ნაკრებში არ იწვევს იმ ფეხბურთელებს, ეროვნულ ჩემპიონატში მოწინავე პოზიციებზე რომ არიან - გიორგი მერებაშვილსა და ჯაბა დვალს. როგორ შეაფასებდით ასეთ გადაწყვეტილებას?

- კოლეგიალურად პატივს ვცემ ქეცბაიას გადაწყვეტილებას. ნაკრებში სელექციის დროს სერიოზული დამხმარე საშუალებაა ფეხბურთელების გამოსვლა ევროტურნირებზე, სადაც მოთამაშეებს სულ სხვა ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვთ, სულ სხვა სისწრაფეებზე უწევთ თამაში, სულ სხვა დონეს აწყდებიან...

- საქართველოს ამ ნაკრებში გამოჩნდა არაერთი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, თუმცა მათ ჯერ არ ემჩნევათ, რომ მზად არიან სერიოზული წარმატებებისთვის. კიდევ თუ გეგულებათ ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები, ნაკრებში მოხვედრის შემთხვევაში იმ სერიოზულ ბირთვს რომ შექმნიან, გუნდს ფინალურ ეტაპზე რომ გაიყვანს?

- ასეთი არაერთი ფეხბურთელი არსებობს, დაკონკრეტებას კი მოვერიდები. ისინი იმდენად ნიჭიერები არიან, რომ მათი წინსვლა რთული საქმე არ იქნება. მათ უნდა ჰქონდეთ ნაკრებში თამაშის საშუალება, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრებში.

- მუშაობა რომელიმე ნაკრებში - ასეთი გამოწვევისთვის მზად ხართ?

- კლუბის და ნაკრების გაწვრთნა აბსოლუტურად სხვადასხვა სპეციფიკაა, განსხვავება დიდია. კლუბში მთავარი სელექციონერი მთავარი მწვრთნელია და ფეხბურთელებთან მუშაობისთვის მეტი დრო აქვს; სანაკრებო დონეზე კი გადამწყვეტი ფაქტორი სელექციაა და კონკრეტულ თამაშს უნდა მოარგო, მოცემულ მომენტში სანაკრებო ფეხბურთელი უმაღლეს წერტილში უნდა იყოს.

რაც შეეხება რომელიმე ნაკრებში მუშაობას, ასეთ გამოწვევას განვიხილავდი...

- მასმედიის როლი საფეხბურთო ინდუსტრიაში - ამას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, თუმცა საქართველოში, საქმისადმი მიდგომის მხრივ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში. ამ მხრივ, ჩვენთან არსებულ ვითარებას როგორ შეაფასებდით? რამდენად ძლიერი პარტნიორი ჰყავს ფეხბურთს მედიის სახით საქართველოში?

- ამ მხრივ, პრობლემა მართლაც არსებობს. რომ არა მწვრთნელობა, საფეხბურთო ჟურნალისტი გავხდებოდი, ისე მიყვარს და პატივს ვცემ ამ პროფესიას.

მასმედიის ჩართულობა ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში დიდი უნდა იყოს, თუმცა ამას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ჟურნალისტების მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო.

ერთ მაგალითს მოვიყვან - ტორპედოელი როინ ონიანი მძიმედ რომ დაშავდა "სიონთან" სათასო შეხვედრაში, ნაკრების ბაზის მოედანზე, მხოლოდ ორი დღის შემდეგ გახდა ეს ამბავი რეზონანსული. იმავე შეხვედრაში კიდევ ერთი ტორპედოელი, დოლიძეც შეეჯახა ღობეს და კიდევ კარგი, რომ ის მაინც გადაურჩა მძიმე ტრავმას. არადა, უსაფრთხოების ზომების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ხომ ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ.

ყოველ წელიწადს ვაწყდებით უხარისხო მოედნების თემას. საქართველოს ყველა რეგიონს პატივს ვცემ და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას მივესალმები, მაგრამ არ შეიძლება, რომ ეს პრობლემა უსასრულოდ არსებობდეს, საკუთარი თავის პატივისცემა არ უნდა დავკარგოთ. ცუდ მოედანზე რომ თამაშობენ ფეხბურთელები, ეს გულშემატკივარსაც არ სიამოვნებს.

ამ ყველაფრის წამოწევაში ფლაგმანი მედია უნდა იყოს, ფეხბურთის ფედერაციას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში უნდა ეხმარებოდეს.

- გარიგებული თამაშები, მსაჯის მოქრთამვა, სხვადასხვა მანიპულაცია - ამ მხრივ როგორ შეაფასებდით ვითარებას?

- ასეთი რაღაცები, ალბათ, ბევრ ქვეყანაში ხდება, თუმცა საქართველოში ამან უკვე დიდი მასშტაბები შეიძინა. ამაზე თვალების დახუჭვა და ამ ყველაფრის რეაგირების გარეშე დატოვება კი დანაშაულია. მოკლედ, ქართულ ფეხბურთში კორუფციის დონე მატულობს.

- თქვენთვის არ მოუმართავს არავის, რაღაცის სანაცვლოდ თამაში დაგვითმეო?

- არა, ალბათ იმიტომ, რომ კარგად იციან, თუ რა დამოკიდებულება მაქვს ამ ყველაფერთან. თუმცა კერძო საუბრებში გახსნილად ლაპარაკობენ იმაზე, რაც ხდება. თუ გვინდა სიტუაციის გამოსწორება, შეუძლებელი არაფერია. მთავარია სურვილი და მონდომება.

ერთი რამეც უნდა ვთქვა - ქუთაისის "ტორპედო" მესამე ადგილზე სუფთა ხელებით, სუფთა სინდისით გავიდა და ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელი იყო.

- შემოქმედი მწვრთნელი - რა არის ეს თქვენი გაგებით?

- მწვრთნელის შემოქმედება და ნიჭი არის ის, რომ მაქსიმალურად მოახერხოს ფეხბურთელის გახსნა, მისი პოტენციალის ამოქმედება.. ამის შემდეგ მწვრთნელი და ფეხბურთელი ახერხებენ სასურველი შედეგის მიღწევას. კარგი მწვრთნელის ხელში მოდის შედეგი, თამაშის ხარისხი და მესამეც: ფეხბურთელი იზრდება, როგორც პროფესიონალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია

გია გეგუჩაძის გარეშე - ქუთაისელთა ახალგაზრდული და ესპანური კურსი

გია გეგუჩაძე: რას ვუპირებთ საკუთარ ჩემპიონატს?

გია გეგუჩაძე: ევროპელების კომპლექსი გვაქვს და თამაშს დაწყებამდე ვაგებთ

გია გეგუჩაძე: საქართველოს საფეხბურთო ცენტრები ესაჭიროება

დათო
ჩვენ ნაკრებს ვერავინ უშველის ეხლა,ახალი ტაობა უნდა მიიხედოს რო 7-8 წელიწადში ნორმალური ნაკრები გვკავდეს
დათო
ქარტულ ფეხბუტრს არაფერი არ ეშველება მინიმუმ 7-8 წელი,ფეხბურტი შეგზარდება ნაკრების ტამაშს რო უყურებ,,,ტამაში არ იციან მაგრამ ფეხბურტს მაინც არ უყურებენ საერტოდ
GURO
ეე რა ეშველება ქარტულ ფეხბურტს.
gaga
ჭკვიანი სახით გველაპარაკება ჩაწყობილ თამაშებზე მაშინ დააკონკრეტოს მიაწოდოს ინფორმაცია პოლიციას .
zaza
ძალიან ცუდია რომ ბატონი გია ქუთაისიდან წავიდა. დამწყები მწვრთნელები მის ვარჯიშებს ვესწრებოდით და ბევრ რამეს ვსწავლობდით.ეს 30 წლის ესპანელი სად მოძებნეს, რადგან ესპანელია არ ნიშნავს რომ ძლიერი მწვრთნელია. თვითონ ესპანურ გრანდებში ეძებენ ძლიერ უცხოელ სპეციალისტებს.
zura
დროა გეგუჩაძემაც სცადოს ნაკრებში ბედი. ქეცბაიას ძალიან ვაფასებ, მაგრამ ამ ჭაობს ვერ მოერია.
მამუკა
გია გეგუჩაძე რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახდეს,ალბათ სულაც არ იქნება ურიგო. მისი გუნდები რომ ყოველთვის საინტერესო ფეხბურთს თამაშობენ, ამაში მგონი ყველა დამეთანხმება. ამასთან ერთად, როგორც ვიცი, ის საკმაოდ გაწონასწორებული და საკუთარი შესაძლებლობების კარგად მცოდნე ადამიანია. ქეცბაიას ხელში რომ ჩვენი ნაკრები ვერ ვითარდება და არც ამის პერსპექტივა ჩანს, ფაქტია. ამიტომ, დროა ქეცბაია გონს მოეგოს და სანამ გულშემატკივარს მისი პატივისცემა კიდევ დარჩენია, დროულად წავიდეს. . .
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...