ძიუდოს აკადემიამ ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტებს შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა
ამ უქმეებზე დიღომში ძიუდოს აკადემიამ საქართველოს პირველობას უმასპინძლა ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტებს შორის, რომელშიც 180-მდე მოზარდი ფალავანი მონაწილეობდა - თითქმის ყველა უძლიერესი, ვისაც კი ტრავმა არ უშლიდა ხელს.

ტურნირმა, ძირითადად, მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა, თუმცა იყო გამონაკლისებიც. მაგალითად, 90 კილოგრამში გამარჯვებულ კახეთის გუნდის წევრ ილია მანველიშვილს აქამდე სპეციალისტთა ფართო წრეებში არ იცნობდნენ, ახლა კი დამაჯერებლად მოიგო ოთხი შეხვედრა. თან, მანამდე თუ არც ისე ცნობილ ფალავნებს სძლია, ფინალში შიდაქართლელი უშანგი გასიტაშვილი დაამარცხა, რომელიც საკმაოდ გამოცდილია და ნაკრებშიც ხშირად იწვევდნენ.

ძირითადში, ფავორიტებმა გაამართლეს მოლოდინი, თუმცა ერთ-ორ წონაში საწინააღმდეგო ფაქტიც მოხდა. უმთავრესად, 66 კილოგრამს ვგულისხმობთ, სადაც რეიტინგის ლიდერი ბექა ვიბლიანი პირველივე წრეში იმერეთის წარმომადგენელ გოგა ლომთაძესთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

არადა, ვიბლიანი საქართველოს შარშანდელი ჩემპიონია, წლეულს კი მესამე იყო მარნეულის სარეიტინგო ტურნირში.

ამავე წონაში გარკვეულწილად მოულოდნელი იყო ბექა ტუღუშის (სამეგრელო-ზემო სვანეთი) უმედლოდ დარჩენაც, რომელიც თავიდან ფავორიტებშიც კი შედიოდა, ხოლო ჩემპიონი ქვედა წონიდან ამონაცვლებული თბილისელი გელა კელიხაშვილი გახდა, ვინც შარშან 60-ში ფინალში გავიდა.

ფავორიტთაგან იმედები უდავოდ გაამართლა შიდაქართლელმა მინდია ღოლიჯაშვილმა (55), რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მან გზიდან ქვემოქართლელი გიორგი ხომუკი, თბილისელები - რატი ასლანიშვილი და რამაზ გუგულაშვილი ჩამოიცილა, ფინალში კი ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონ ლერი ჭელიძეს მოუგო.

გარკვეულწილად, ჭელიძის მარცხიც არაა ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ ღოლიჯაშვილმა წლეულს მარნეულშიც იმარჯვა.

ლუხუმ ჩხვიმიანიც (60) ზედიზედ მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და წლეულს ისიც მშვენიერ სეზონს ატარებს - მარნეულის ტურნირში იმანაც გაიმარჯვა, ხოლო ყვარელში ანალოგიურ სარეიტინგო შეჯიბრებაში მეორეზე გავიდა.

ამ წონაში ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, რადგან ფინალში რეიტინგის ფავორიტები გავიდნენ - ქვემოქართლელ ჩხვიმიანს კონკურენციას თანაგუნდელი გიგა ბერიაშვილი უწევდა. სწორედ ბერიაშვილმა დაამარცხა ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის უმცროსი ძმა ბექა შავდათუაშვილი, რომელიც საბოლოოდ მესამე აღმოჩნდა.

81 კილოგრამში საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალი ამჯერად ნახევარფინალში განმეორდა და კვლავ იმავე შედეგით დასრულდა - რეიტინგის ლიდერი თეიმურაზ ხაჩიძე მეორე ნომერ ბექა დონღვანს შეხვდა. როგორც გითხარით, შარშანდელივით ახლაც დონღვანმა გაიმარჯვა, მაგრამ მაშინდელისგან განსხვავებით, ამჯერად ჩემპიონი ვერ გახდა - ფინალში უჩა მარგიანთან წააგო.

საქართველოს წლევანდელი პირველობა გამორჩეულად დასრულდა - მძიმე წონის ფინალში ერთმანეთს ქუთაისელთა სახელოვანი ვეტერანების, აკაკი კიბორძალიძისა და დავით ხახალეიშვილის შვილები, გუგა კიბორძალიძე და როსტომ ხახალეიშვილი შეხვდნენ.

ორთაბრძოლა დამატებით დროში გაგრძელდა, საქართველოს შარშანდელმა ჩემპიონმა ხახალეიშვილმა კი შეინარჩუნა ტიტული. ეს წონა იმერელთა დომინაციით წარიმართა - მესამე ადგილზე შარშანდელი ფინალისტი გიორგი ზაქარიაძე გავიდა, რაკი ბრინჯაოსთვის პაექრობაში თანაგუნდელი გიორგი ლაზუაშვილი დაჯაბნა. ისე, ლაზუაშვილისა და შიდაქართლელ გიგა გელაშვილის უმედლოდ დარჩენაც რამდენადმე მოულოდნელია.

საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით გამოიკვეთა ის ბირთვი, რომელიც 20-22 სექტემბერს ბოსნიურ სარაევოში გასამართი ევროპის პირველობისთვის მოემზადება. იქ წასაყვან შემადგენლობას კი მთავარი მწვრთნელი გია გუგავა შეკრებებისა და ტურნირების შემდეგ შეარჩევს.

კვერცხლბეკი

55 კგ. 1. მინდია ღოლიჯაშვილი (შიდა ქართლი); 2. ლერი ჭელიძე (იმერეთი); 3. ივანე ჯავახიშვილი (შიდა ქართლი), სანდრო ხუციანიძე (თბილისი).

60 კგ. 1. ლუხუმ ჩხვიმიანი; 2. გიგა ბერიაშვილი (ორივე - ქვემო ქართლი); 3. ბექა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი), ზაზა როსტომაშვილი (კახეთი).

66 კგ. 1. გელა კელიხაშვილი (თბილისი); 2. ზაზა სიმონიშვილი; 3. გიორგი გუგულაშვილი (ორივე - შიდა ქართლი), გიორგი მათიაშვილი (ქვემო ქართლი).

73 კგ. 1. აპოლონ ზურაბიანი (რაჭა-ლეჩხუმი); 2. თომა თავზარაშვილი; 3. ომარ ნიაზაშვილი (ორივე - თბილისი), ალექსი ნანიევი (კახეთი).

81 კგ. 1. უჩა მარგიანი (იმერეთი); 2. ბექა დონღვანი (რაჭა-ლეჩხუმი); 3. ზაურ მამარდაშვილი (კახეთი), თემურ ხაჩიძე (თბილისი).

90 კგ. 1. ილია მანველიშვილი (კახეთი); 2. უშანგი გასიტაშვილი (შიდა ქართლი); 3. შოთა ჟორჟოლიანი (სამეგრელო - ზემო სვანეთი), მერაბ ქალდანი (ქვემო ქართლი).

100 კგ. 1. თორნიკე ოთინაშვილი (სამხრეთ ოსეთი); 2. გიორგი სეტიელი (თბილისი); 3. კარლო ნემსიწვერიძე (იმერეთი), ავთანდილ სომხიშვილი (აფხაზეთი).

+100 კგ. 1. როსტომ ხახალეიშვილი; 2. გუგა კიბორძალიძე; 3. გიორგი ზაქარიაძე (სამივე - იმერეთი), ამბროსი კონკროშვილი (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხათუნა
ავთანდილ სომხიშვილი მაგარი ფალავანია და ყველაზე მაგარი ბიჭია.
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
ქართული კვარტეტის მარცხი აბუ დაბის ტურნირში
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ახალი ტურნირის დასაწყისი
თბილისის გრან-პრი. I დღის ანონსი: მარგველაშვილის რთული გზა
ახალგაზრდული სიურპრიზები
ლიდერები შიდა ქართლიდან
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
ქართული წილი ობერვარტის "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე"
ევროპის ღია თასი: ქართველების თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო [VIDEO]
ძიუდოისტთა ნაკრები: ავსტრიული გამოცდა სათადარიგოებისთვის
ბაქოს გრანდ სლემი. I დღე: ქართველების ძალიან ცუდი სტარტი
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ᓫᕘᓣᕓᓝᓘᓡᓢ