ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ვნებათაღელვა შეთანხმებით დამთავრდა: ყველას ერთნაირი სასტარტო პირობები!

ვნებათაღელვა შეთანხმებით დამთავრდა: ყველას ერთნაირი სასტარტო პირობები!

თუ სახელმწიფო კონცეპტუალურად გამოყოფს თანხებს საკლუბო ფეხბურთისთვის, ეს თანხა ყველა კლუბზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს, კერძოზეც და მუნიციპალურზეც
2012/13 წლების საფეხბურთო სეზონი დასრულდა. წესითა და რიგით, ახალი სეზონისთვის მზადება გუნდებმა მალე უნდა დაიწყონ, თუმცა უმეტეს ქართულ კლუბებში გაურკვევლობაა, არ იციან, რა ბიუჯეტი ექნებათ 2013/14 წლების სეზონისთვის და საერთოდ, ექნებათ კი დაფინანსება.

სპორტის მინისტრი საფეხბურთო მილეთს დაჰპირდა, სახელმწიფო კლუბებს კონცეფციის მიხედვით დაეხმარებაო, თუმცა დრო გადის და ჯერ არც კონცეფცია ჩანს და არც ფული.

კლუბების მესვეურები, მწვრთნელები და ფეხბურთელებიც, შესაბამისად, გაურკვევლობაში არიან. არის იმედი, მაგრამ იმედიან მოლოდინსაც თავისი ზღვარი აქვს.

ამ ყველაფრის გამო 4 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მუნიციპალური და კერძო კლუბების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებიც: პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და საპატიო ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა.

ვინ იყო თავყრილობის ინიციატორი და მასპინძელი? როგორც გავიგეთ, ეს არ ყოფილა ოფიციალური შეხვედრა მოსაწვევებითა და რაგინდარა ფორმალობებით; შეიძლება ითქვას, რომ ასეთი შეხვედრის აუცილებლობა შექმნილმა ვითარებამ მოიტანა.

გავიგეთ, რომ შეკრებაზე არ ყოფილან ქუთაისის "ტორპედოს" და საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მწვავე საუბრებიც ყოფილა. ვნებათაღელვა კერძო და მუნიციპალური კლუბების თანაარსებობის ფორმებს გამოუწვევია.

ერთ-ერთი კერძო კლუბის მეპატრონე და ერთ-ერთი მინიციპალური კლუბის წარმომადგენელი ისე შელაპარაკებულან, კინაღამ ერთმანეთისკენ გაუწევიათო - ასეთი ინფორმაციაც კი მოგვაწოდეს.

კონფლიქტის მიზეზი, რა თქმა უნდა, ფულია, რომელსაც აქამდე იღებდნენ მუნიციპალური კლუბები, თუმცა რა პრინციპით, ცნობილი არ იყო, რადგან ფულის გადანაწილების პრინციპი არ არსებობდა.

კერძო კლუბებს კი გაუჭირდათ, რადგან საქართველოში ადგილობრივი ბიზნესსაქმიანობით ალბათ არავის აქვს იმდენი ფული, რომ წლობით მაღალ დონეზე შეინახოს საფეხბურთო კლუბი.

კონფლიქტს, როგორ წესი, ფინანსური პრობლემები იწვევს.

4 ივნისს გამართული შეხვედრა მაინც დადებითად დასრულდა, კერძო თუ მუნიციპალური კლუბები სიტყვიერად შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ სახელმწიფო კონცეპტუალურად გამოყოფს თანხებს საკლუბო ფეხბურთისთვის, ეს თანხა ყველა კლუბზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს, კერძოზეც და მუნიციპალურზეც.

სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში კამათი გამოუწვევია იმას, რომ თუ მუნიციპალური კლუბი მიიღებს დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მაშინ ადგილობრივმა, მუნიციპალურმა ბიუჯეტმა ეს კლუბი დამატებით აღარ უნდა მოაფულიანოს.

მუნიციპალურმა კლუბებმა არგუმენტად ის მოიშველიეს, რომ თუ სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსება სამონაწილეო თანხის თანაბრად გადანაწილების პრინციპით მოხდება, დამატებით როგორ მოიზიდავს ფინანსებს ესა თუ ის მუნიციპალური კლუბი, უკვე არავის საქმე აღარ იქნება, ისე, როგორც ის, თუ რა დამატებითი სახსრები აღმოაჩნდებათ კერძო კლუბებს.

კითხვები გაისმა გორის "დილას" მისამართით, ალბათ იმიტომ, რომ ამ კლუბმა უკვე მიიღო დაფინანსება ადგილობრივი მინიციპალიტეტიდან.

"ქართულ ფეხბურთში განხორციელებულ ნებისმიერ ინვესტიციას მივესალმებით. მადლობელნი ვართ, რომ სახელმწიფო გვერდში გვიდგას და ვფიქრობ, არ შეიძლება იმაზე კამათი, რომ მეტი დაფინანსება ამა თუ იმ კლუბში არ უნდა მოხდეს", - გვითხრა გორის "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა.

ქართული კლუბები ადრეც შეიკრიბნენ, თუმცა მაშინ ეს ცალ-ცალკე მოხდა - აქეთ საბიუჯეტო-მუნიციპალურები, იქით კერძო კლუბები.

როგორც შევიტყვეთ, მაშინ ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების წარმომადგენლების ხელმოწერით დამშვენებული დოკუმენტი გაგზავნა სახელმწიფო კანცელარიაში დაფინანსების თხოვნით, რის მერეც პრემიერ-მინისტრის აპარატს ეს წერილი სპორტის სამინისტროსთვის გადაუმისამართებია - ასე ამბობენ კულუარებში და კლუბებიც ამ სამინისტროს შეჰყურებენ.

4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი კერძო კლუბი ინიციატივით გამოვიდა, სახელმწიფოსგან თუ არ იქნება ყველა უმაღლესლიგელზე გამოყოფილი 2 მილიონი ლარი, ჩემპიონატში მონაწილეობას აზრი არ ექნებაო. ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირეს სხვა კერძო კლუბებმაც, სოლიდარული პოზიცია გამოუხატავთ "სიონსა" და "ზუგდიდსაც", რომლებიც არ არიან კერძო კლუბები.

ერთი სიტყვით, არის კამათი, აზრთა სხვადასხვაობა და შეთანხმებაც. გასარკვევი ისღა დარჩა, იქნება კი საერთოდ სისტემურ-კონცეპტუალური დაფინანსება მაშინ, როცა ქვეყანაში ათასი სხვა პრობლემაა და ყველაფრის მოგვარებას ფული სჭირდება.

როგორც უნდა იყოს, შეხვედრა, კლუბების სოლიდარობის მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს, სოლიდარობა ხომ ის ძალაა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საბოტაჟი თუ სახელმწიფოსადმი კლუბების შეთავაზება?

სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!

საჭირბოროტო საკითხი: გვინდა ისევ გერები?

• jorj

არავითარი მუნიციპალური გუნდები.მუნიციპალიტეტებს იმდენი ფული აკვთ რომ მილიონები იხადონ? მუნიციპალიტეტებს ყველაფერი მოგვარებული აკვთ?

• FOREX

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სულ 6.5 მილიონია და 2 მილიონი გუნდს რანაირად უნდა გამოუყოს?????

• ილია

ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა დაფინანსდეს მუნიციპალური გუნდები,იმიტომ რომ ტყუილად გადაყრილი გამოდის ფული, ფეხბურთელს ვერ ზრდიან და სტაბილურად გუნდს ვერ ინარჩუნებენ,უნდა დაეხმარონ კერძო კლუბებს და საინტერესო გახდება ბიზნესმენისთვის,თუ ვერ მიიღებს მუნიციპალიტეტის გუნდი მონაწილეობას ჩემპიონატში, ჩატარდეს 4-6 გუნდიანი თუ რამდენიც არის კერძო კლუბი იმდენ გუნდიანი პირველობა და აღარ იქნება ის პრობლემები რაც დღეს არის,სტადიონები ხელფასები გუნდის შეკრება და ა.შ.მართალი თქვა ყიფიანმა მუნიციპალური გუნდები არიან სახელმწიფოს ფულის მჭამელი გუნდები და მეტი არაფერი ფული იხარჯება შედეგი უარესი გვაქვს,რასაც ურიცხავენ უფროსობა ჭამს ალბათ და მერე წლის ბოლომდე გუნდის შესანახი ფული აღარ რჩებათ.

• gigi

magari garkveuli xar getyoba mag ambavshi ras qvia unda gergebodess ver vxvdebii

• ramo

რომ ითხოვ უნდა გერგებოდეს. ეს ერთი და მეორე, გამოუყოს ზესტაფონმა გუნდს ფული ვინ უშლის? ან ქუთაისმა ან თბილისმა. რა პრობლემაა? გორი რა შუაშია?

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა

გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის

"იუვენტუსი" "სპორტინგის" კაპიტანის დამატებას კვლავ გეგმავს

[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა

ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" სტუმრად "იუვენტუსს" ფრედ ეთამაშა

"კვარას" პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ "ბაიერნთან" მარცხი განიცადა

[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? - ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ჯუდ ბელინგემს არ გაატანინა

"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა

დიდი მატჩები იწყება - "ლივერპულის" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია

"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის

დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო

გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა

ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე

"VAR-ი სანაგვე ურნაში უნდა გადავაგდოთ" - რიო ფერდინანდი

ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

ᓠᓝᓒᓝᓠᓘ ᓤᓘᓜᓐᓜᓡეᓑᓘᓗ ᓮᓕᓓᓔᓑᓐ ᓣᓛᓐᓦᓚᓔᓡᓘ ლᓘᓒᓘᓡ 16 ᓙᓚᓣᓑᓘ ᓩᓔმᓞᓘᓝᓜᓐᓢᓡ?

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა

გია ისიანი: დარწმუნებული ვარ, "გორიც" ასეთი წარმატებული იქნება

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი

ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

გია ისიანი გორის "დილას" დაშორდა

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?

მამუკა კვარაცხელიას სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ჩააბარეს

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

ინფრასტრუქტურა: სამზადისი და რემონტი "თენგიზ ბურჯანაძესა" და "ქართლზე"