ევროპის ჩემპიონატი U21
ისრაელში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები უკვე გაიმართა. განსაკუთრებით საინტერესო მაინც B ჯგუფია, სადაც ევროპული ფეხბურთის სამი გრანდი და პლუს რუსეთი ასპარეზობს.

ესპანეთის ვარსკვლავური ნაკრები სწორედ რუსეთს ეპაექრა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ერთადერთი და გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე ალვარო მორატამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მორატა მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში. მატჩი პირინეელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა რუსებიც მედგრად იდგნენ და ქულის აღება ნამდვილად შეეძლოთ. რომ არა სიკვდილის ჯგუფი, სლავებს ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი ექნებოდათ.

მეორე მატჩში კლასიკური ჯახი ვიხილეთ, რომელიც ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგა. პირველში აშკარა უპირატესობას ნარინჯისფერები ფლობდნენ და ეს ასახეს კიდეც ორ გოლში. ანტრაქტის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა - გერმანელებმა ჩვეული ხასიათი გამოავლინეს და ჯერ ერთი ბურთი გაქვითეს, შემდეგ კი სულაც გაათანაბრეს ანგარიში.

ფსიქოლოგიურ უპირატესობას გერმანელები დაეუფლნენ - მესამე გოლის გასატანად წინ დიდი ძალებით წავიდნენ, თუმცა ზონები მეტისმეტად მოაშიშვლეს და მატჩის უკანასკნელ წუთზე აქეთ გაუშვეს... შეხვედრის გმირი შეცვლაზე შესული ლეროი ფერი გახდა, რომლის გოლმაც ჰოლანდია ჯგუფის სათავეში მოაქცია...

B ჯგუფი

ესპანეთი-რუსეთი 1:0

გოლი: 1:0 მორატა (82).

ესპანეთი (4-3-2-1): დე ხეა - მონტოია, ბარტრა, ინიგო მარტინესი, მორენო - ისკო, ილიარამენდი, ტიაგო ალკანტარა - ტელიო (84. კოკე), მუნიაინი (63. ალვარო მორატა) - როდრიგო (78. კანალესი).

რუსეთი (4-3-2-1): ზაბოლოტნი - ჩიჩერინი, ბურლაკი, ბელაევი, შენიკოვი - შატოვი, ცალაგოვი (80. კირილოვი), პეტროვი - ბიბილოვი (46. გრიგორიევი), იაკოვლევი - ჩერიშევი (58. კანუნიკოვი).

ჰოლანდია-გერმანია 3:2

გოლები: 1:0 მაჰერი (24), 2:0 ვინალდუმი (38), 2:1 რუდი (47-პენ.), 2:2 ჰოლტბი (81), 3:2 ფერი (90).

ჰოლანდია (4-3-2-1): ზუტი - ვან რეინი, დე ვრეი, მარტინს ინდი, ბლინდი - ვან გინკელი, სტროტმანი, მაჰერი (82. ფერი) - ვინალდუმი, ჯონი (82. დეპაი) - დე იონგი.

გერმანია (4-2-3-1): ლენო - ზორგი, გინტერი, ტესკერი, იანჩკე - როდე (80. პოლტერი), რუდი - ჰერმანი, ჰოლტბი, მლაპა (41. ფოლანდი) - ლასოგა (61. კლემენსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გამარჯვება ლორენცო ინსინიეს ჯადოსნური დარტყმით

ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
კასილასს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია - ესპანელი ჟურნალისტი ლეგენდარულ მეკარეზე ისტორიას იხსენებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓐ-ᓩᓘᓚᓔ 2:0 - ᓛᓐᓥᓡᓘᓛᓐᓚᓣᓠᓘ "ᓝᓠᓐᓜᓘᓔ"
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
ლუის ჰოლტბი ლონდონის დერბისთვის ემზადება
"სიკვდილის მეშინოდა, ევრო 2024-ზე წასვლა არ მინდოდა" - მორატას გულახდილი საუბარი
დე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი
ლუის ჰოლტბის ბუნდოვანი მომავალი ლონდონში
დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
5-თვიანი განშორების შემდეგ ალვარო მორატა ცოლს შეურიგდა
ქპრ: ფერნანდესმა და ფერდინანდმა კრის რემზი აკურთხეს
ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓐ-ᓩᓘᓚᓔ 2:0 - ᓔᓡᓔᓪ ᓠᓔᓖᓔᓠᓕᓘᓡ ᓫᓐᓚᓐ [VIDEO]
ერთი წლის უთამაშებელმა დე ხეამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
დე ხეა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს
იურგენ კლოპი "შალკეს" ჰოლტბის ართმევს?
ფელიქს მაგათის ლონდონური პერსპექტივა
ჰოლანდიის ნაკრებს გრეგორი ვან დერ ვილი გამოაკლდა
ᓐᓜᓓᓠᕔ ᕨᓘᓣᓠᕚᓔ:
"ვფიცავ, მისთვის არასდროს მიღალატია" - მორატამ 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე ისაუბრა
ალვარო მორატა კარიერიას "გალათასარაიში" განაგრძობს
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
რატომ ახორციელებენ მერეტზე ზეწოლას? - "ნაპოლიმ" შეიძლება მეკარე დაიმატოს
ასოციაციის თასი: ლონდონელთა სრული კატასტროფა