ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაამყარებს გელა სანაია რუსთავის "მეტალურგში" უნიკალურ რეკორდს?

დაამყარებს გელა სანაია რუსთავის "მეტალურგში" უნიკალურ რეკორდს?

"მეტალურგისათვის" წინა სეზონი კლუბის ხანმოკლე ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა
მართლაც უცნაური საფეხბურთო ზაფხული გვაქვს: იმის მაგივრად, რომ ამა თუ იმ გუნდის მზადებაზე ვისაუბროთ, ჯერ ის არ ვიცით, რამდენგუნდიანი ჩემპიონატი გვექნება და რა სისტემით ჩატარდება.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით: ქართული საკლუბო ფეხბურთი ასეთ სავალალო მდგომარეობაში დიდი ხანია, არ ყოფილა.

იმედი დავიტოვოთ, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე ეს პრობლემები დაიძლევა და საიუბილეო, XXV ჩემპიონატსაც გუნდების მეტ-ნაკლებად ოპტიმალური რაოდენობით შევხვდებით.

საბედნიეროდ, უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან რამდენიმე სასიამოვნო გამონაკლისიც არის: თბილისის "დინამომ", ქუთაისის "ტორპედომ" და გორის "დილამ" ახალი სეზონისათვის მზადება უკვე დაიწყეს. სულ მალე კი ამათ რუსთავის "მეტალურგიც" შეუერთდება, თანაც - სერიოზული საკადრო ცვლილებებით. ამას წინათ უკვე ვწერდით, რომ "მეტალურგს" ახალი დირექტორი ჰყავს - ზაზა დოლიძე რუსთავურ კლუბში მუშაობას 3 ივნისს შეუდგა.

"მეტალურგს" ახალი სეზონისათვის მზადება 24 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ კლუბში მომხდარი საკადრო ცვლილებების გამო თარიღმა გადმოიწიოს. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღეში ძალიან ბევრი რამ გაცხადდება და, რაც მთავარია, ოფიციალურად დაამტკიცებენ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, გელა სანაიას.

აი, ის ინფორმაციაც, 12 ივნისს რუსთავური კლუბის ვებ-გვერდზე რომ გამოქვეყნდა:

"მეტალურგის" უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს გიორგი ყიფიანსა და მის თანაშემწეს გიორგი დეკანოსიძეს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდათ.

უკვე გადაწყვეტილია, რომ "მეტალურგს" ახალი სამწვრთნელო შტაბი ეყოლება. გიორგი ყიფიანის ადგილს სავარაუდოდ გელა სანაია დაიკავებს. 34 წლის სპეციალისტთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამჟამად მასთან კონტრაქტის ბოლო დეტალები ზუსტდება.

საბოლოოდ ჩაიბარებს თუ არა სანაია "მეტალურგს", უახლოეს დღეებში გადაწყდება".

ასეთია კლუბის ოფიციალური განცხადება და ჩვენ იმასღა დავამატებთ, რომ სანაიას რუსთავში დანიშვნა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რადგან უკვე ისიც ცნობილია, რომ მას გია ჯმუხაძე დაეხმარება.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გელა სანაიას უმაღლეს ლიგაში მუშაობის გამოცდილება გააჩნია: 2009-10 წლების სეზონში თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, 2010 წლის ზაფხულში "სამტრედია" ჩაიბარა და ამ გუნდში ზამთრის პაუზამდე იმუშავა.

მოკრძალებული ბიუჯეტის მიუხედავად, "სამტრედიამ" იმ სეზონის პირველ ეტაპზე რამდენიმე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა: გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა შინ ფრედ ითამაშა მომავალ ჩემპიონ "ოლიმპთან", ხოლო ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" ერთნაირი ანგარიშით (1:0) დაამარცხა.

ამის მერე ამ ახალგაზრდა მწვრთნელის კარიერა მართლაც არაერთგვაროვნად წარიმართა: პრო-ლიცენზიის მქონე მწვრთნელი გარკვეული პერიოდი უმუშევარი გახლდათ; მერე იყო ყოვლად გაუგონარი სიტუაცია ფოთის "კოლხეთთან" დაკავშირებით: სანაია ფოთში სამუშაოდ მიიწვიეს, კონტრაქტიც გაუფორმეს და მეორე დღეს უთხრეს, თავისუფალი ხარო!..

გარკვეული პერიოდი გელა სანაია პირველ ლიგაში მუშაობდა: ცოტა ხნით ჯერ ხობის "კოლხეთს" წვრთნიდა, მერე კი თბილისის "ლოკომოტივს" დაუბრუნდა.

ამა წლის იანვარში ასევე პირველი ლიგის "ჭიათურა" ჩაიბარა და გუნდის შედეგებიც მკვეთრად გაუმჯობესდა: პირველ ეტაპზე თუ მხოლოდ 4 მოგება ჰქონდათ ჭიათურელებს, ზამთრის პაუზის მერე 8 გამარჯვება მოიპოვეს.

და აი, ორწელიწადნახევრიანი პაუზის მერე სანაია უმაღლეს ლიგაში ბრუნდება; თანაც, საკმაოდ ამბიციურ გუნდში: შვიდწლიანი ისტორიის მქონე "მეტალურგი" ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა, ორჯერ - მესამეზე.

სამწუხაროდ, წინა სეზონი "მეტალურგისათვის" კლუბის ხანმოკლე ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა: გუნდმა ვერ შეძლო მთავარი მიზნის მიღწევა (პირველი ეტაპის მერე ზედა ექვსეულში მოხვედრა), არც თასის გათამაშებაში გაუმართლა (ნახევარფინალში თბილისის "დინამოს" შეხვდა) და ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა.

თუმცა, ძნელია ეს წარუმატებელი სეზონი მხოლოდ და მხოლოდ გიორგი ყიფიანს დაბრალდეს - ახალგაზრდა სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგი" მეორე ეტაპზე (ქვედა ექვსეულში) აბსოლუტურად უმოტივაციოდ ასპარეზობდა, თუმცა რუსთაველებმა რამდენიც გნებავთ, იმდენი ისეთი მატჩი ჩაატარეს, როცა მოტივირებულ მეტოქეებს ქულები არ აჩუქეს.

ისე, ძალიან საინტერესოა, შეძლებს თუ არა გელა სანაია მართლაც უნიკალური "რეკორდის" დამყარებას: უმაღლეს ლიგაში "მეტალურგის" გამოჩენიდან დღემდე არც ერთ მწვრთნელს რუსთაველთა გუნდში სეზონი სრულად არ ჩაუმთავრებია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რუსთავის "მეტალურგს" ახალი სამწვრთნელო შტაბი ეყოლება

რუსთავის "მეტალურგი" - ანტირეკორდების სეზონი

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?

"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს

21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს

სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა

ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ

გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება

U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!

რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად

ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..

მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]

გიორგი დეკანოსიძე "დილას" მწვრთნელად დანიშნეს

გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის

გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

"ზურაბ ფოცხვერია წაგებული შეხვედრის შემდეგაც პრემიას გვაძლევდა" - "ამერის" გახსენება [VIDEO+PHOTO]

სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს

გიორგი დეკანოსიძემ გორის "დილა" დატოვა

"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში

გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ

"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან

რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!

გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]

გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია

"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება

გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება

5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე

გიორგი დეკანოსიძემ "თელავის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...

19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო