ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ, მაგრამ...

კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ, მაგრამ...

ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე იაშვილსა და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს
კახა ცხადაძე ჯერჯერობით ბოლო ქართველია, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ ითამაშა. 1992 წელს ჩვენებური თანამეგობრობის ნაკრების ფეხბურთელი იყო...

კახა ცხადაძე პირველი ქართველია, რომელმაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელიტურ ლიგაში ითამაშა - 1992 წელს ფრანკფურტის "აინტრახტში" გადავიდა...

კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ, 25 კეპი და ერთი გოლი - ასეთია მისი მონაგარი.

იყო საქართველოს და რუსეთის ჩემპიონი, ბუნდესლიგაში მისი "აინტრახტი" მესამე ადგილზეც კი გავიდა ერთხელ...

მან მწვრთნელობა თბილისის "დინამოში" დაიწყო, მერე აზერბაიჯანში წავიდა, 2009 წლიდან ბაქოს "ინტერს" უდგას სათავეში და საკმაოდ ბევრსაც მიაღწია.

ცხადაძეზე ლაპარაკი კიდევ დიდხანს შეიძლება, ოღონდაც ახლა მისი ჯერია...

- ამდენი ხნის განმავლობაში გუნდს წვრთნიდეს ერთი მწვრთნელი, თანაც უცხოელი - აზერბაიჯანში ასეთი რამ, ფაქტობრივად, არ ხდება. გამონაკლისი თქვენი და ბაქოს "ინტერის" შემთხვევაა...

- აზერბაიჯანში მწვრთნელობას თავისი სპეციფიკა აქვს. საერთოდაც, ამ საქმეში ბევრი ნიუანსია. ევროპელ მწვრთნელებს უჭირთ აზერბაიჯანში მუშაობა, რადგან ეს მენტალიტეტის საკითხს უკავშირდება. ევროპელები ძალიან ბევრ რამეს ვერ ითვალისწინებენ, აზერბაიჯანში სულ სხვანაირად მომზადებული ფეხბურთელები ხვდებიან, ვიდრე ევროპაში.

მე კი თითქმის იმავე პრობლემებს ვაწყდები აზერბაიჯანში, რა პრობლემებიც საქართველოშია. ფეხბურთელებთან ინდივიდუალური მუშაობაცაა საჭირო, რაც მე არ მეთაკილება. როცა ფეხბურთელი მწვრთნელის ხელში პროგრესს განიცდის, ესეც უკვე შედეგია და ცხადია, ასეთ რაღაცას რომ მიაღწევ, გსიამოვნებს.

რა თქმა უნდა, გუნდის შედეგია ყველაზე მთავარი და ვფიქრობ, "ინტერს" სოლიდური შედეგი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტის მხრივ აზერბაიჯანში მე-5 ან მე-6 კლუბი ვართ, თანაც სხვაობა ბიუჯეტებში საკმაოდ მნიშვნელოვანია.

- 2012/13 წლების სეზონის შემდეგ "ბაკი" არცთუ ცოტა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის, ქართველებმაც - კანდელაკი, აბრამიძე, თევდორაძე...

- როცა 4-5 წელი ერთი და იმავე გუნდშია ლეგიონერი ფეხბურთელი, მოტივაცია უწინდელივით, შესაძლოა, აღარ ჰქონდეს. მეც ასე მომეჩვენა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ილია კანდელაკის და ვალერი აბრამიძისგან განსხვავებით, სხვა ვითარება შეიქმნა გიორგი ადამიასთან დაკავშირებით, ვისაც არ გაუმართლა. ადამიაზე გუნდის ექიმსაც დავეკითხე.

ჩვენ ხელოვნურ საფარზე გვიწევს თამაში, ადამიას კი ისეთი ტრავმა ჰქონდა, რომ ასეთ საფარს ვერ შეეგუა.

წინა სეზონის პირველ წრეში მოტივაციის პრობლემა გაუჩნდა გიორგი ლომაიას. რაც შეეხება რევაზ თევდორაძეს, მას სათამაშო პრაქტიკა აკლდა, არადა, ჯერაც ახალგაზრდაა და თამაში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- პროტექცია ფეხბურთელის გუნდში აყვანაზე - ასეთები თუ მომხდარა ბაქოს "ინტერში"?

- აზერბაიჯანელებისგან ასეთი რამ არ მომხდარა, ერთმა ქართველმა კი შვილი ჩამოიყვანა ბაქოში და მითხრა, ჩაიბარე, ის უკვე შენიაო...

- "ინტერში" ალექსანდრე იაშვილი აიყვანეთ...

- ის უდიდესი პროფესიონალია. იაშვილი 36 წლის ხდება შემოდგომაზე და "ინტერის" სპონსორმა ამ ტრანსფერთან დაკავშირებით მკითხა - რატომ? იაშვილის კლასზე ლაპარაკიც არ არის, დარწმუნებული ვარ მის ადამიანობაშიც, ვიცი, რომ ის არ მიღალატებს და როგორც პროფესიონალი, საქმეს ძალიან სერიოზულად მიუდგება.

- იაშვილს აღარ იწვევენ ეროვნულ ნაკრებში...

- შედეგზე პასუხისმგებელი მწვრთნელია და ის პოლიტიკა უნდა გაატაროს, რისიც მას სჯერა. საბოლოოდ ყველაფრის მთქმელი კი შედეგი იქნება. აზერბაიჯანის მაღალბიუჯეტიანი კლუბებიდან მქონდა შემოთავაზება, თუმცა იქ მუშაობის სხვა სტილია და "ინტერში" დარჩენა ვამჯობინე.

სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი - ჩვენ ამ სისტემით ვმუშაობთ. შედეგზე ყველაზე მეტად პასუხისმგებელი კი მე ვარ, გილიოტინაზე თავი მწვრთნელს უდევს. ვერ ითამაშებს კარგად იაშვილი ან სხვა ფეხბურთელი, ამაზეც მე ვიქნები პასუხისმგებელი.

- წლევანდელ ევროსარბიელზე რა იქნება თქვენი გუნდის ამოცანა?

- ევროპალიგაზე მინიმუმ პლეი ოფამდე უნდა მივიდეთ - ასეთია კლუბის მოთხოვნა.

- ბერტი ფოგთსი აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია -ამბობენ, რომ ამ პროექტში კახა ცხადაძემაც მიიღო მონაწილეობაო...

- უბრალოდ, მთხოვეს, რომ დავკავშირებოდი ამ გერმანელ მწვრთნელს. მეც დავურეკე ფოგთსს და ვუთხარი, რომ აზერბაიჯანელებს სურდათ მასთან მოლაპარაკება. ეს იყო და ეს, ამ საქმეში მე სხვა მონაწილეობა არ მიმიღია.

- აზერბაიჯანში კიდევ ერთი ცნობილი გერმანელი მწვრთნელი იყო ჩასული, თუმცა ვინი შეფერი იქ დიდხანს არ დარჩენილა...

- შეფერი აზერბაიჯანში რომ ჩამოვიდა, პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენთან ჰქონდა. გაკვირვებული თვალებით მიყურებდა, არ ეგონა, თუ ასე დავჯაბნიდით. ეგრევე მივხვდი, რომ მას აზერბაიჯანში არაფერი გამოუვიდოდა. არაერთს ეგონა, რომ აზერბაიჯანში ადვილი იქნებოდა მწვრთნელობა, მაგრამ ეს ასე არ არის.

- კლაუს ტოპმიოლერთან აღარ გისაუბრიათ მას შემდეგ, რაც ის აღარაა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი? როგორც ვიცით, როცა მისი საქართველოს ნაკრებში მოწვევაზე დაიწყო საუბარი, თქვენ დაუკავშირდით მას...

- ტოპმიოლერმა მკითხა, მეყოლება საქართველოს ნაკრებში 5-6 ისეთი ფეხბურთელი, რომლებზეც ავაწყობ გუნდსო? ანუ მან ჯერ არ იცოდა, ასეთი რამდენი ფეხბურთელი ეყოლებოდა. მან არ იცოდა, ვინ იყო ხიზანიშვილი, ასათიანი... ამ საუბრის შემდეგ ტოპმიოლერთან არანაირი კავშირი აღარ მქონია. ისე, მე უნდა ვყოფილიყავი მისი თანაშემწე საქართველოს ნაკრებში, მაგრამ ეს ნოდარ ახალკაცს არ უნდოდა...

- გერმანიაში, ტოპმიოლერის გარდა, იუპ ჰაინკესთანაც გიმუშავიათ - როგორ შეადარებდით მათ ერთმანეთს?

- ტოპმიოლერი საქართველოში რომ ჩამოვიდა, უკვე თითქმის პენსიონერი იყო, ის ამბიციური ტოპი აღარ იყო.

ყველაზე მეტს საქართველოს ნაკრებისთვის ალენ ჟირესი მუშაობდა, ექტორ კუპერიც გამოირჩეოდა მუყაითობით. რაც შეეხება ჰაინკესს, მის ხელში "აინტრახტი" ბუნდესლიგიდან გავარდა, თუმცა ის ახალ ფეხბურთს ეჭიდებოდა, ლიბეროთი თამაშს მცველთა ხაზზე განლაგება ამჯობინა. გერმანიაში ამის გამო იმასაც ამბობდნენ, ჰაინკესი სრულ ჭკუაზე ვერ უნდა იყოსო.

ჰაინკესი პროგრესული მწვრთნელი იყო მაშინაც. უბრალოდ, მას "აინტრახტმა" ვერ აუწყო ფეხი. ის ძალიან პრინციპულიც იყო. პარასკევს "ჰამბურგთან" გვქონდა მატჩი, საქართველოს ნაკრებს კი - ოთხშაბათს.

ჰაინკესმა მითხრა, პარასკევს "ჰამბურგთან" ითამაშე და მერე წადი ნაკრებშიო, მაგრამ მე ერთი კვირით ადრე გამოვემგზავრე გერმანიიდან.

როცა კლუბში დავბრუნდი, ჰაინკესი თვენახევარი არ მათამაშებდა ძირითადში. თუ, მაგალითად, ფოგთსი 1996 წელში ჩარჩა, ჰაინკესმა ფეხი აუწყო ფეხბურთის განვითარებას, მიუნხენის "ბაიერნს" დიდებული ფეხბურთი ათამაშა. ამაში მას მათიას ზამერიც მოეხმარა სწორი სელექციით.

მწვრთნელის როლი ძალიან გაიზარდა, თუნდაც იმიტომ, რომ ახლა ინფორმაციის გაცილებით დიდ მოცულობასთან აქვს საქმე.

- ბარემ იმაზეც გკითხავთ, თუ ყველაზე უფრო რამ განიპირობა ჰაინკესის წლევანდელი წარმატებები "ბაიერნში"...

- "დორტმუნდშიც" და "ბაიერნშიც" მოხდა შერწყმა - გერმანელებმა ესპანური ფეხბურთიდან წამოიღეს რაღაცები და თავიანთიც დაუმატეს. შედეგად მივიღეთ მონსტრი.

მოკლე პასი, უფრო მეტი ინდივიდუალური თამაში - ამ ესპანურ ელემენტებს დაემატა მასობრივი შეტევები, ფლანგებზე აგრესიული თამაში, უკან ორი ცენტრალური მცველი და ერთი საყრდენი ნახევარმცველი რჩებიან, გუნდი კი შვიდი ფეხბურთელით უტევს...

- საქართველოს ნაკრებში მწვრთნელებიც იცვლებიან და ფეხბურთელთა თაობებიც, შედეგი კი არ ჩანს - ეს რისი ბრალი უნდა იყოს?

- უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ საქართველოს ამ ნაკრებს იმ დონის შემსრულებლები აღარ ჰყავს, უწინ რომ ჰყავდა.

ჩვენს დროს ქართველი ფეხბურთელები რუსეთში იმიტომ მიდიოდნენ, რომ მერე ევროპაში გადასულიყვნენ: კობიაშვილი მე, გახოკიძე... ასე გადავედით ევროპაში; კახა კალაძე კი ჯერ კიევის "დინამოში" წავიდა.

ახლა სხვა ვითარებაა, რუსეთსა და უკრაინაშიც ისეთი დიდი ფინანსური შესაძლებლობებია, რომ ქართველ ფეხბურთელებს სხვაგან წასვლის მოტივაცია ეკარგებათ. ისინი რუსეთსა და უკრაინაში სერიოზულ ანაზღაურებას იღებენ და ალბათ, ამით კმაყოფილდებიან.

- თქვენი თაობიდან ბევრს არ ჰქონია გაცილების მატჩი...

- შოთა არველაძეს და კახა კალაძეს მადლობა უნდა ვუთხრათ, ასეთი მატჩები რომ მოაწყვეს. ეს საჩუქარი იყო ჩვენი გულშემატკივრებისთვის.

რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, რომ ჩვენი თაობის ფეხბურთელები ერთად გაეცილებინათ, ისინი, ვინც მართლა წვლილი შეიტანა ქართულ ფეხბურთში. ჩემი თაობის ფეხბურთელები ამით გულდაწყვეტილები არიან...

- უკვე საკმაოდ ბევრ ნაკრებში ფეხბურთელები მარტო გამოძახებისთვის იღებენ ფულს, ზოგგან საკონტრაქტო სისტემაც არის, საქართველოს ნაკრებში კი ფეხბურთელებს პრემიებიც არ აქვთ - როგორ ფიქრობთ, გუნდში სიტუაციის დასაბალანსებლად ფინანსური შესაძლებლობები გამოყენებული არ უნდა იყოს?

- ფინანსური დაინტერესება ყოველთვის წარმოადგენს მოტივაციას. აზერბაიჯანის ნაკრებს ლუქსემბურგთან რომ მოეგო, თითოეული ფეხბურთელი 50 000 დოლარს აიღებდა, მაგრამ ამან უშველა საქმეს?

ბერნდ შუსტერი ფეხბურთელის კარიერას "ლევერკუზენში" რომ ასრულებდა, მგზავრობის ფულსაც კლუბს ახდევინებდა. ამ ყველაფრით იმის თქმა მსურს, რომ ევროპელებს ყველაფერში ნუ შევედრებით, ჩვენ და ევროპელები ყველაფერში ერთნაირები ვერ ვიქნებით. მომწონს ევროპელების პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, თუმცა მათ კარგად არ ესმით, თუ რატომ უნდა დაეხმარო ფინანსურად ახლობლებს.

- საქართველოს ნაკრების ზოგი ფეხბურთელი უკვე ღიად საუბრობს გუნდში არსებულ სიტუაციაზე. ახლახან არაერთმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ასე უკნიდან არ უნდა თამაშობდეს...

- ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ფეხბურთელი არის ჯარისკაცი და უნდა დაემორჩილოს მთავარსარდლის, მწვრთნელის მითითებებს. ფეხბურთელებს ვურჩევ, რომ გუნდის ტაქტიკაზე საუბარს მოერიდონ. ერთი მწვრთნელი წავა და მისი შემცვლელი რომ მოვა, როგორი წარმოდგენა ექნება მას ასეთ ფეხბურთელებზე?..

- მაინც რა უნდა იყოს ყველაზე მწვავე პრობლემა საქართველოს ნაკრებში - არასასურველი სიტუაცია გუნდში თუ ოსტატობის ნაკლებობა?

- გუნდის წარმატებას ორივე განაპირობებს - კლასი და ერთსულოვნება.

- თქვენ რომ შემოგთავაზონ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა, ყველაზე უფრო რა პრობლემაზე დაფიქრდებოდით? ყველაზე უფრო რას გააანალიზებდით?

- ეგ თემა ჩემთვის დახურულია, საქართველოს ნაკრებს ჰყავს მწვრთნელი.

- "ინტერში" მეტწილად რა ტაქტიკურ სქემას ანიჭებთ უპირატესობას?

- ბევრ სქემას ვიყენებთ. კლუბის ბიუჯეტიდან გამომდინარე, "ინტერის" შეტევითი პოტენციალი მაღალი არ არის.

სეზონის დასაწყისში სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობდით, ფლანგებზე აქტიურად ვმოქმედებდით.

იტალიური გუნდების 70 პროცენტი დაახლოებით ასე თამაშობს - სამი ცენტრალური მცველი და ორი ფორვარდი. ჩვენ სამი თავდამსხმელით ვთამაშობდით - ერთი გამოკვეთილი და ორი გარემარბი. 19-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა და სულ ოთხი გოლი გავუშვით.

- მაინც როგორ მოახერხა ამხელა ინვესტიციების მოზიდვა აზერბაიჯანის საკლუბო ფეხბურთმა? რა არის დაფინანსების მთავარი წყარო?

- დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო. ჩვენი გუნდის სპონსორი ბანკია, რომლის მფლობელს დაავალეს, რომ განავითაროს ფეხბურთი.

იგივეს ავალებენ სამინისტროებს. ზოგ კლუბს ძალიან მდიდარი მეპატრონე ჰყავს, მაგალითად, ლენქორანის "ხაზარს". ფეხბურთში დაკავებული ბიზნესმენები ამ საქმიდან არ იბეგრებიან. ყველაფერი ეს პირადად ქვეყნის პრეზიდენტის დავალებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან - როგორ აჯობა ბაქომ ჩიკაგოს

• dato

ბატონო კახა ტკვენი გუნდის გულჰემატკივარი ვარ კარტველიბი რომ ხარტ 10 წელია აკ ვცხოვრობ ბეხბურტი მიკვარს, ტკვენტან იკო პატარა უ 17 ტამაჰობდა გვარი არ ვიცი უჯურე მაგის ტამაცს მაგარი იკო, მამამისი ფიცხი კოფილა ტკვენზე ცუდი ვერ მოიტმინა მაგრა დაახურა.მე უტხარი კახას დაელაპარაკე მეტკი. არაო.ბატონო კახა ის წამოიკვანე გენიოსია. 2წელი იტერი მდიდარი იკნება. აკ კველამ იცის ტკვენ ვერ ნახეტ ალბად.

• ვ

ისე სხვების კრიტიკისგან თუ თავს შეიკავებენ ისეთი ტიპები რომლებიც რუსეთის ნაკრებში წავიდნენ პროფესიონალიზმის მანტიას ამოფარებულები და ქართული ფეხბურთი სულ ეკიდათ (მაშინაც აფხაზეთში და ოსეთში რუსები გვეომებოდნენ)და თავის წარსულსაც თუ დაუფიქრდებიან ცუდი არ იქნება ცვეიბა აფხაზი იყო და არც გაემტყუნება მარა ამისი არ ვიცი!!!

• akhali

გუშინ რა ,,შეასრულეს,,პირლომ,სუარესმა..

• akhali

!გამახსენეთ კართველი ფეხბურთელის მიერ გატანილი ჯარიმა!!!გამახსენეთ კართველი ფეხბურთელი,რომლის შესრულებული ჯარიმა სახიფათოა მეკარისთვის!!! ჩივაძის არაერთი გატანილი ჯარიმა მახსოვს!მახსოვს გრიშა ცაავას ცხრიანში გახვეული გოლები,მაგრამ ადრე ,,შეეშვა,, ფეხბურთს... მერე კეცბაიას ვაკრიტიკებთ!სტანდარტებიდან გოლების დიდი რაოდენობა გადის!!!ჩვენ =0!კომბინაციის გათამაშებისთვის ტეკნიკა არ გვყოფნის,დრიბლინგი-0 და გოლი რა სიტუაციიდან უნდა გავიტანოთ?ერთი ოკრიაშვილმა დრიბლინგიდან გაიტანა,მეორე ფინელთა ,,ავტოგოლი,,

• ან

სრულიას ვეთანხმები წინა კომენტარს! ამ ფეხბურთლებს მხოლოდ პრეტენზიები აქვთ, ერთი მაგათი ნათამაშევით მოხიბლული გულშერმატკივარი მაჩვენა, დაგინდაც წააგონ! უსინდისოა ბევრი მათგანი, მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ფიქრობენ და არ აქვთ იმის განცდა, თუ რას ნიშნავს ნაკრებში თამაში! ეს მიახლოებით იმას ჰგავს, ქართველები საზღვარგარეთ რომ მიდიან და სულ არ აწუხებთ იქ დანაშაულს რომ ჩდია, ქურდობენ და ა.შ> ამით არა მხოლოდ საკტარ თავს, არამე ქვეყანას, სხვა წესიერ ადამიანებს სჭირიან თვას, რომელთაც ქართველის გაგონებაზე აზანზარებთ! და მეორე, არც ერთი მათგანი და არც ცხადაძე არ არსი თუნდაც ევროპული სტანდარტის საშუალო დონის ფეხბურთელი! აი ეგ არის მთავარი და ვინც უნდა მოუყვანო მაგ გუნდს ნაკრების მწვრთნელად, მაინც ვერ მიაწევენ ევროპის დონეზე ვერაფერს!მაგას დაამატეთ ის, რომ უმეტესობა ქართველი ფეხბურთელებისა არიან ზარმაცები და მხოლოდ ამბიციურები! შესაბამისი შედეგბი გვაქვს ყევლაფერში!

• roma

მივმართავ ფეხბურთელებს და პირადად კახა ცხადაძეს:არ გაგვაცილესო,რომ გწყდებათ გული,თქვენ და სხვებმაც რა გააკეთეთ საქართველოსთვის,არაფერი,მარტო ნაკრებში ითამაშო და თითქმის ყველა თამაში წააგო ეს არის ფეხბურთელობა და პატრიოტიზმი?

• lasha

კაი რაა რომელ მოტივაციაზეა ლაპარაკი და რომელ გუნდზე ლევან ჯერ არ იცი კიდევ რა ამბებია გუნდში ქეცბაიაა კი ნაღდად არაა საქართველოსთვის კაი მწვრთნელი მაგრამ რასაც ქეცბაიაა ეუბნება ყველაფერს რო აკეტებდნენ მთლად ასეთი საშინელება არ იქნებოდა ჩვენ დროს ბურტზე რო მივიწევდითდა ფეხს ჩაგვარტყამდნენ თუ არ დავეცემოდით არ ვეშვებოდიტ ბურთს ახლა კიდე პატარას მიარტყამენ და არიქა ტრანვა არ მივითოო დძირს გორაობენ მსაჯიც ჯარიმას დებს და კმაყოფილია ხალხიც ჩვენია ბუყრთიო არადა გათამაშებიდან ერთ წუთში კარგავენ იმ ნაჯარიმებ ბურთს და ჩვენ რომც დავცემულიყავიტ ძირს ბურთზე ოთხიტ მაინც მივიწევდით შეტევა და ტემპი არ უნდა ჩავარდნილიყოო ახლა კიდე ხინაზა იმაზე ფიქრობს და ამბობს რო ისეთ ასაკშივარ ფულის კეთება მჭირდება და ახლა ტრანვა და გაღლა ნაღდად არ მაწყობს ნაკრებშიო თარგამაძემ და ოქრიაშვილმა კიდე ისე აუშვეს აფრებს უკრაინაში ქალი არ დატოვეს ვინც მისცა ყველააა სახში ატრრიეს კლუბები და კოქტილები არ მოუკვლიატ ყენია კიდე მარტო ისე თამაშობს რო მაყურებელმა შექსოს ანუ ერთ ორ ფინთს გაკეტებს და ღლხის კმაყოფუილია ქეცბაია კიდე მერე დგას და ცხუბობს და ყვირის აი ეს ხდება ნაკრებში

• ლევანი

ბატონო კახა მე თქვენს ნიჭს დიდ პატივს ვცემ და თქვენი გულშემატკივარი ვარ მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ. როდესაც ბრძოლის დროს ოფიცერი ვერ ღებულობს სწორ გადაწყვეტილებას ჯარისკაცს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება. აშკარად ჩანს რომ ნაკრებში ვერ არის ჯანსაღი სიტუაცია.

ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია

[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო

[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს

ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია