ჩოგბურთი. ტურნირების წინ
ამ კვირას მამაკაცთა და ქალთა ოთხ ტურნირს ჰოლანდიის ჰერტოგენბოში და ბრიტანეთის ისტბურნი მასპინძლობენ, რითაც სრულდება მზადება უიმბლდონისთვის.

ჰერტოგენბოში: ფერერმა ტიტული უნდა დაიცვას

მსოფლიოს მეოთხე ნომერი დავიდ ფერერი, რომელმაც ერთი კვირის წინ როლან გაროსზე ითამაშა, თავისი სადებიუტო ფინალი "დიდ სლემზე", ჰერტოგენბოშის კორტებზე შარშანდელი ტიტულის დასაცავად ბრუნდება. ესპანელის პირველი მეტოქე იქნება ბელგიელი ქსავიე მალისე, მეოთხედფინალში კი მისი სავარაუდო მოწინააღმდეგე შეიძლება გახდეს კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი.

ჰოლანდიაში მეორე ნომრად განთესილია შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა, რომელიც ამ სეზონში ძალიან კარგად გამოდის. პირველ წრეში ის მასპინძელ იგორ სისლინგს ხვდება.

Topshelf Open-ზე ასევე თამაშობენ ჯონ ისნერი, ბენუა პერი, ჟერემი შარდი, ვიქტორ ჰანესკუ, მიკაელ ლოდრა, რობინ ჰაასე...

ჰერტოგენბოშის ქალთა ტურნირში განთესვის პირველი ნომერი მიიღო 2011 წლის ჩემპიონმა რობერტა ვინჩიმ. პირველ წრეში იტალიელი კაია კანეპის წინააღმდეგ ითამაშებს. განთესილთა ტოპ-ოთხეულში ასევე მოხვდნენ დომინიკა ციბულკოვა, კარლა სუარეს ნავარო და კირსტენ ფლიპკენსი. ეს უკანასკნელი პირველ რაუნდში ფრანჩესკა სკიავონეს შეხვდება, რომელთანაც წააგო როლან გაროსის მეორე წრეში.

ამათ გარდა, Topshelf Open-ზე ტიტულისთვის იბრძოლებენ მონა ბარტელი, რომინა ოპრანდი, ურსულა რადვანსკა, კრისტინა მლადენოვიჩი, აგრეთვე ბალახის მოყვარული ცვეტანა პირონკოვა. აქვეა გასულ კვირას ბირმინგემის ტურნირის ტრიუმფატორი დანიელა ჰანტუხოვა.

ისტბურნი: თითქმის მთელი ელიტა

ისტბურნის ტურნირის ქალთა ბადეში ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა: ტურნირში მონაწილეობას მიიღებს WTA-ს რეიტინგის TOP15-ის ათი წარმომადგენელი, რომლებსაც სათავეში ჩაუდგება შარშანდელი უიმბლდონის ფინალისტი აგნიეშკა რადვანსკა. პოლონელი ჩოგბურთელი, რომელმაც ისტბურნში 2008 წელს გაიმარჯვა, პირველ წრეში კვალიფიკაციიდან გასულ რომელიმე ჩოგბურთელს შეხვდება.

ჩინელი ნა ლი, რომელიც მეორე ნომრად არის განთესილი, სტარტზე ფრანგ ალიზ კორნეს შეხვდება, გერმანელი ანჟელიკ კერბერის მეტოქე იქნება სორანა კირსტეა, პეტრა კვიტოვა კი მონიკა ნიკულესკუს დაუპირისპირდება. 2009 წლის ჩემპიონს კაროლინ ვოზნიაცკის განთესვის მეხუთე ნომერი აქვს. მან პირველ რაუნდში მეტოქედ ტამირა პაჩეკი მიიღო.

ტურნირში ასევე მონაწილეობას იღებენ 2011 წლის ჩემპიონი მარიონ ბარტოლი, ბრიტანული პუბლიკის საყვარელი მოთამაშეები - ლორა რობსონი და ჰიზერ უოტსონი, ლუსი საფაროვა და იანინა ვიკმაიერი.

ისტბურნის ტურნირის მამაკაცთა ნაწილში განთესვის პირველი ნომერი და მთავარი ფავორიტის სტატუსი მიიღო კანადელმა მილოშ რაონიჩმა. ის და აგრეთვე ჟილ სიმონი, ფილიპ კოლშრაიბერი და ხუან მონაკო მეორე წრიდან დაიწყებენ გამოსვლას. მეხუთე ნომრად განთესილი კევინ ანდერსონი პირველ რაუნდში გამოცდილ ფრანგს, ჟულიენ ბენეტოს შეხვდება, ხოლო ტურნირის მეექვსე ნომრის, ალექსანდრ დოლგოპოლოვის მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება.

2011 წლის გამარჯვებული და შარშანდელი ფინალისტი, იტალიელი ანდრეას სეპი ტურნირის მეშვიდე ნომერია და კვალიფიკაციიდან ძირითად ბადეში მოხვედრილ რომელიმე მეტოქეს შეხვდება.

მთავარი პრიზისთვის ასევე იბრძოლებენ: ფაბიო ფონინი, ვიქტორ ტროიცკი, იარკო ნიემინენი, ფელისიანო ლოპესი, რადეკ შტეპანეკი, ბერნარდ ტომიჩი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

როჯერ ფედერერი ჯონ მაკინროის გვერდით

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა "მილანში" - "როსონერი" კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში - ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა [VIDEO]
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია