ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი დევდარიანი: რატომ უნდა გავიდეს "დილა" ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე?!

გიორგი დევდარიანი: რატომ უნდა გავიდეს "დილა" ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე?!

"დილას" მთავარი მწვრთნელის რთული ამოცანა - ორი გუნდი უნდა შექმნას
გორის "დილა" ხელახლა ყალიბდება და ამ საქმეს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი თავკაცობს.

ახალი გუნდის შექმნას თავისი სირთულეები აქვს. ამას ისიც ემატება, რომ კლუბში ყველაფერი ბოლომდე გარკვეული არ არის. ერთი სიტყვით, დევდარიანს ძნელი სამუშაოს შესრულება მოუწევს.

"დილა" წინა სეზონში მეორე ადგილზე გავიდა და ევროპალიგაზე გამოსვლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. გორელების მეტოქე დანიური "ოლბორგია".

დევდარიანმა ახალი გამოწვევა მიიღო. გარდა ასაკობრივი ნაკრებებისა, ის უმაღლესი ლიგის გუნდებსაც წვრთნიდა - "თბილისს" და "დინამო თბილისს". დევდარიანი 40 წლის გახლავთ, თუმცა გამოუცდელი სპეციალისტი ნამდვილად არ ეთქმის.

"დილას" მთავარ მწვრთნელთან საუბარი დანიური მეტოქით დავიწყეთ...

- დაახლოებით რა ძალის გუნდი უნდა იყოს "ოლბორგი", ამაზე წარმოდგენა, ალბათ, გაქვთ. აქედან გამომდინარე, როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის შანსებს?

- ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. როცა შანსებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, თუ რა ქვეყნის გუნდს ვეთამაშებით, რა საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა იმ ქვეყანაში, რა ფინანსებია, განვითარების რა საშუალებები...

ამ პარამეტრებით "ოლბორგი" ჩვენზე წინ არის, თუმცა გულხელდაკრეფილები არ ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად.

უბრალოდ, კითხვა ჩნდება - რატომ უნდა გავიდეს "დილა" ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე? გუნდიდან ათი-თორმეტი ფეხბურთელი წავიდა, "ოლბორგი" კი წინა სეზონის დასრულების შემდეგ მხოლოდ ორმა მოთამაშემ დატოვა.

ვინც ქართულ ფეხბურთში კარგად არის ჩახედული, ვისაც ფეხბურთში უმუშავია, ის ამ ყველა ფაქტორს კარგად ითვალისწინებს და რიგითი გულშემატკივრისგან განსხვავებულად მსჯელობს.

- "დილაში" არაერთი კვალიფიციური ფეხბურთელი მივიდა. რა ეტაპზეა მათთან მოლაპარაკება? შეიძლება გადაჭრით ითქვას, თუ რომელი ახალი მოთამაშეებით გაძლიერდება "დილა"?

- ნუკრი რევიშვილი, რატი ალექსიძე, მამუკა კობახიძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული და დავით ბოლქვაძე - ისინი "დილაში" წლის ბოლომდე დარჩებიან. დავიმატეთ აგრეთვე გეგა დიასამიძე; ის დანიურ "ორჰუსში" იყო, ბოლოს კი საქართველოს პირველი ლიგის "სასკოში" თამაშობდა. დიასამიძე 1992 წელს არის დაბადებული, ცენტრალური ნახევარმცველია.

- როგორც შევიტყვეთ, "დილას" რამდენიმე ფეხბურთელი ევროპალიგაზე თამაშის შემდეგ გუნდის დატოვებას აპირებს...

- გიორგი ილურიძე, მიხეილ გორელიშვილი, გულვერდ თომაშვილი და ლაშა გვალია - ისინი ევროპალიგაზე გამოსვლის მერე "დილას" დატოვებენ.

- მათი გუნდიდან წასვლა, ალბათ, უფრო გაგირთულებთ საქმეს...

- ისე გამოდის, რომ ორი გუნდის შექმნა მომიწევს - ერთი გუნდი ევროტურნირისთვის და მეორე გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის. ჯერ ერთი გუნდის ჩამოყალიბებაა რთული და რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელების წასვლა კიდევ უფრო ართულებს ამოცანას.

- თქვენ რა ვადით რჩებით "დილაში"? დროის რა მონაკვეთზეა გათვლილი მწვრთნელის სამუშაო? ასაკობრივ ნაკრებში საქმიანობას აღარ გააგრძელებთ?

- ექვსი თვე პლუს ერთი წელი - ასეთია კონტრაქტი. მოგეხსენებათ, პარალელურად საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელიც ვარ, თუმცა იანვრამდე არც შეკრება გვაქვს დაგეგმილი და არც მატჩები, ანუ აქტიური საქმიანობა ამ მხრივ არ მიწევს, დაკვირვება უნდა გავაგრძელო ამ ასაკის ფეხბურთელებზე. რა თქმა უნდა, "დილაში" რომ მივდიოდი, ყველაფერი შევათანხმე ფეხბურთის ფედერაციასთან.

- გორის "დილამ" თუ იცის, რა გეგმით უნდა იმუშაოს ექვსი თვის შემდეგ?

- კლუბმა ეს არ იცის. ალბათ, არც ქვეყანამ იცის, რა იქნება ექვსი თვის შემდეგ.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. რომელი სფეროა ჩვენთან აყვავებული, ფეხბურთში ყველაფერი ჩინებულად რომ იყოს? ისიც უცნობია, სახელმწიფო შეძლებს თუ არა საბიუჯეტო კლუბების მაღალ დონეზე შენახვას.

ჩვენთან, ალბათ, მხოლოდ "დინამო თბილისმა" იცის, როგორ დაალაგოს გეგმები, დანარჩენმა კლუბებმა კი არ იციან, რა იქნება ექვსი თვის შემდეგ.

- "თბილისში" ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გიწევდათ მუშაობა, შემდეგ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს წვრთნიდით, მერე "დინამო თბილისიც" კი ჩაიბარეთ ცოტა ხნით და საინტერესოა, რა სპეციფიკას, რა განსხვავებას წააწყდით უკვე ზრდასრულ, მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებთან მუშაობისას?

- დიდი განსხვავება არ არის. როცა გუნდში მიდიხარ, უნდა შეგეძლოს იმ ფეხბურთელების გაშვება, რომლებიც არ გჭირდება და უნდა შეგეძლოს მათი მოყვანა, ვინც გჭირდება. უნდა გქონდეს იმის საშუალებაც, რომ გუნდმა შენს ხელში გაიაროს მოსამზადებელი ეტაპი, მინიმუმ ერთი შეკრება მაინც.

"დინამოში" ამ ყველაფრის საშუალება მე არ მქონდა. მძიმე მოცემულობის წინაშე აღმოვჩნდი. მოსამზადებელი ეტაპი იყო გავლილი, მაგრამ ცამეტმა ფეხბურთელმა გაიწყვიტა კუნთი. ძირითად შემადგენლობაში იმ მოთამაშეების შეყვანა მიწევდა, დუბლებშიც რომ არ თამაშობდნენ...

- "დილას" დავუბრუნდეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ რატი ალექსიძის კონდიციებით? რა გათვლას აკეთებთ ამ გამოცდილ თავდამსხმელზე?

- რა თქმა უნდა, მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა, მას განსაკუთრებული საგოლე ალღოც აქვს. მესმის, რომ ყველა თამაშში ის 90 წუთს აქტიურად ვერ ითამაშებს. მატჩის ბოლო 25-30 წუთი რომ ითამაშოს, ეფექტური იქნება, თანაგუნდელებიც უფრო მობილიზებულნი გახდებიან.

რაც ყველაზე მთავარია, ალექსიძე ძალიან მონდომებულია, "დილაში" მისი მეგობრებიც თამაშობენ. ვგრძნობთ, რომ რატი ყველანაირად ცდილობს, გვერდში დაგვიდგეს, ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება. სათამაშო დროს კი იმდენს მივცემთ, რამდენისთვისაც მზად იქნება, რამდენ ხანსაც პრობლემური იქნება მოწინააღმდეგისთვის.

- ალექსიძემდე "დილაში" გიორგი ბერიაშვილი მივიდა, თუმცა მერე ის რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა. რის გამო მოხდა ასე?

- ამ თავდამსხმელს უკეთესი პირობები შესთავაზეს და ამის გამო წავიდა ჩვენგან. ამ ეტაპზე "დილას" არ აღმოაჩნდა იმის საშუალება, რომ ბერიაშვილი დაგვეტოვებინა, არადა, ძალიან მინდოდა, რომ "დილაში" დარჩენილიყო. მას ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად განვიხილავდი.

დევდარიანის ამოცანა დილაში: ორი გუნდი უნდა შევქმნა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დევდარიანი: "დილას" ამოცანა, პირველ რიგში, ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლაა

წილისყრა. გორის "დილა": პიონტეკი და მუშათა კლასი

გორის "დილა" სელექციას აგრძელებს - გუნდში მამუკა კობახიძეც მივიდა

რატი ალექსიძემ გორის "დილაში" ივარჯიშა

გორის "დილას" განცხადება დაფინანსებასთან დაკავშირებით

• mmm

კარგი მწვრთნელია

• mishiko

ცარმატებები

• bibo

დილასნაირი გუნდი ამ მდგომარეობაში არ უნდა ცავარდნილიყო ფაქტიურად დაისალა გუნდი, აწყობილი ქარხანა გააჩერეს და ეხლა უნდათ ო ლიდან დაიწყონ და ახალი მწვერვალები დაიპყრომ ზალიან ზნელი იქნება. დევდარიანი კიდევ ცოდოა ახალი გაკეტებული გუნდით უეფაზე ტამაში.

• ქომაგი.

რა გუნდი დაიშალა. როგორ დაიკიდეს ეს გუნდი. ქართულ ფეხბურთს არაფელი არ ეშველება სანამ ასეთი დამოკიდებულება იქნება კლუბების მიმართ. უცადონ აბრამოვიჩისთანა მილიონერი მოვა და ყოველგვარ უპერსპექტივო გუნდს იყიდის. როდის იყო ბიზნესმენი არაფერში ფულს დებდა. აჭარას რომ ერთი გუნდი არ ეყოლება, დავიჯერო არ შეუძლია ერთი ნორმალური გუნდის შექმნა? ეს ნამდვილი მაგალითია როგორ კიდიათ ქვეყანაში ფეხბურთ.

• murtalo

დევდარიანი, გეგუჩაძე და ცეცაძე, ეს სამი მწვრთნელია საქაართველოში, ვისთან დაკავშირებული იმედი არსებობს რომ საშველი დაგვადგება ოდესმე...დღესვე დავნიშნავდი ერთერთ მათგანს ტლუ ქეცბაიას ნაცვლად.

• g

ჩვენი, ტიპიური ქართველი ყველაფრით უკმაყოფილო უაზრო *** ხარ! ეს კაცი, რომელ გუნდშიც მივიდა, ყველგან ტაქტიკურად გამართული და ლამაზი ფეხბურთი ათამაშა... დინამოში წარუმატებლობა კიდევ იქაური ფეხბურთელების ამპარტავნობის ბრალია... თან არავის თქმა არ დასჭირდა ისე წამოვიდა იმ გუნდიდან! ამ კაცზე მეტი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ბოლო 10 წელში ბევრს არ აქვს გაკეთებული! ცქიფო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთე და აკეთებ ქართული ფეხბურთისთვის! წარმატებები!

• sxvisia chveni

ჩვენი შენ სხვისი ხაარ თუ ჩვენი??

• Chveni

უკვე წუწუნებს, დინამო როგორც არია ეგრე თუ არია გორიც კარგად მეყოლეთ

• Chveni

კაცი რო 47 წუთზე შეცვლის ფეხბურთელს იმან ფეხბურთი ჩემი აზრით არ იცის, უკვე წუწუნებს ვნახოთ რას იზავს გორში როგორც დინამო არია ეგრე თუ არია მანდაც კარგად მეყოლეთ.

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა

ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა

[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა

[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა

მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?

პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რატი ალექსიძე: ფეხბურთელებმა მეტი "სინაგლე" უნდა გამოიჩინონ!

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

ᓐᓠ ᓒᓐᓛᓝᓢᓝᓕᓝᓗ "ᓚᓔᓚᓝ week"-ᓘᓡ ᓐᓮᓐᓚᓘ, 25-ᓔ ᓜᓝᓛᕔᕠᓘ [+ ᓞᓝᓡᓢᓔᓠᓘ]

გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

ვიტალი დარასელია: მთელი ცხოვრება ვცდილობდი, მამის სახელი არ შემერცხვინა...

წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა

კობიაშვილი და "დინამო": ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა!

ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

ᓠᓐᓢᓘ ᓐᓚᓔᓥᓡᓘᓫᓔ: ᓡᓬᓝᓠᓔᓓ ᓛᓐᓨᓘᓜ ᓛᓝᓮᓓᓐ ᓘᓡ, ᓠᓐᓪ ᓐᓠ ᓣᓜᓓᓐ ᓒᓐᓛᓔᓡᓘᓜᓯᓐ

"მე და ქინქლაძეს ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს" - ნუკრი კაკილაშვილი "დინამოს" დავაზე

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ძიუდო. ბუდაპეშტის გრან პრი: ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ