თბილისის "დინამომ" ავსტრიული შეკრება დაასრულა და სამშობლოში 1-ელ ივლისს, გვიან ღამით დაბრუნდა
თბილისის "დინამომ" ავსტრიული შეკრება დაასრულა - საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გუნდი სამშობლოში 1-ელ ივლისს, გვიან ღამით დაბრუნდა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი თავის შეგირდებს, ალბათ, ერთ-ორ დღეს დაასვენებს, მერე კი მზადება დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაგრძელდება.

თბილისის "დინამომ" ახალ სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი (ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა) 16 ან 17 ივლისს უნდა ჩაატაროს; თუმცა მანამდე ხომ არანაკლებ საინტერესო პაექრობა გველოდება: 7 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო-არენაზე" ყოფილი პრინციპული მეტოქეების, თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგური მატჩი გაიმართება!

ამ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას "ლელო" დიდ ყურადღებას დაუთმობს, მანამდე კი ისევ ავსტრიულ შეკრებას გვინდა დავუბრუნდეთ და ისე, როგორც ჩვენი გაზეთის ბოლო ნომრებში, დღესაც შემოგთავაზებთ "დინამოს" პრესსამსახურის მიერ მომზადებულ მასალებს, რომლებიც, ტრადიციულად, "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი სეთურიძე: გულშემატკივარი უნდა გავახაროთ!

"მთელი შეკრების განმავლობაში თავს კომფორტულად ვგრძნობდით: იმის გარდა, რომ საუკეთესო გარემოში ვემზადებოდით, აქ ჩატარებული ყველა სპარინგ-მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მართალია, ეს შეხვედრები ამხანაგურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ თითოეულ დინამოელს უდიდესი მოტივაცია გვქონდა, - მით უფრო, რომ ასეთი დონის მეტოქეებთან პაექრობა იშვიათად გვიწევს.

სასიამოვნოა, რომ ბევრი აღნიშნავს ჩვენს შესაშურ ფიზიკურ მომზადებას. ასე იყო წინა სეზონშიც: სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო, ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაში წარმატებისათვის რომ მიგვეღწია.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამ ეტაპზე, ალბათ, უკეთეს მეტოქეს ვერც ვინატრებდით; ვეცდებით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად წარმატებით ვითამაშოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. იმედია, "დინამოს" ქომაგობა არ მოაკლდება..."

დავით კვირკველია: დინამოდან დინამოში

"...2003 წელს, თბილისის "დინამოში" რომ ვთამაშობდი, მაშინაც კარგი გუნდი გვყავდა; თუმცა იმ წელს ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი უიღბლობა შეგვემთხვა, თორემ "ტირანას" ძლევა შეიძლებოდა.

შემდეგ გუნდი გაახალგაზრდავდა და, ალბათ, ბევრი არ ელოდა, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თუ მოვხვდებოდით. თუმცა, ზედიზედ დავამარცხეთ "ბატე", "სლავია" და ვისლა"...

...დღევანდელი "დინამოს" საწვრთნელი ბაზა ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს (ცალკე თემაა "დინამოს" საფეხბურთო აკადემია); ბევრ ქვეყანაში მითამაშია და ერთადერთი, ყაზანის "რუბინის" ბაზა თუ შეიძლება რომ შევადაროთ, მაგრამ მერწმუნეთ: "დინამოსი" ჯობია!

..."დინამოს" სათავეში რომან ფიფიას მოსვლისთანავე შემომთავაზეს აქ გადმოსვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგა. ახლა კი, ამდენხნიანი პაუზის მერე, ისევ "დინამოში" ვარ და თავს უცხოდ ნამდვილად ვერ ვიგრძნობდი.

ფეხბურთელებიდან ბევრს ვიცნობდი, ზოგთან მეგობრობაც მაკავშირებს, მაგრამ შეკრებაზე ერთად ყოფნა მაინც სხვა რამეა. ძალიან მიხარია, გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭებიც რომ ემზადებიან. ყველა მათგანს პროფესიონალიზმი ეტყობა და მჯერა, რომ "დინამოს" მომავალ წარმატებებში საკუთარ წვლილს შეიტანენ.

...მთავარი მწვრთნელი ისეთი პიროვნება აღმოჩნდა, ასე მგონია, დიდი ხანია ვიცნობ; ახლა მთავარია, რომ მისი მოთხოვნები დავაკმაყოფილო და მის სათამაშო სქემაში ჩავჯდე. თანაც, "დინამოში" დღესდღეობით მძაფრი კონკურენციაა და თითქმის ყველა ფეხბურთელი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ძირითადში თამაშს სწორედ ის იმსახურებს.

ისეთი სპარინგ-მატჩები ჩავატარეთ, შესაძლოა, მთელი კარიერის განმავლობაში არ მოგიწიოს ასეთი დონის გუნდებთან დაპირისპირება. სწორედ ამ შეხვედრებმა დაგვანახვა, რომ "დინამოს" ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თამაში".

გიორგი მერებაშვილი: სრულ მზადყოფნაში ვართ

"შეკრებისათვის მართლაც იდეალური ადგილი იყო; აღარაფერს ვამბობ სპარინგ-პარტნიორებზე: ისეთ გუნდებს ვეთამაშეთ, სისტემატურად რომ ასპარეზობენ ევროტურნირებზე და ზოგიერთ ჩვენს მეტოქეს ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპიც კი დაუძლევია.

თუნდაც დონეცკის "შახტარის" მაგალითზე ვილაპარაკოთ: პირადად მე, არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ყველანაირად უმაღლესი კლასის გუნდია და ასეთ მოწინააღმდეგესთან მატჩში დიდი გამოცდილება მივიღე.

აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ ყველასათვის სასიამოვნო იყო ასეთი დონის გუნდთან გამარჯვება. სწორედ ასეთ შეხვედრებში (მით უფრო - წარმატების მერე) იზრდება საკუთარი თავის რწმენა, რის გარეშეც მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწევ.

"შახტარი", საერთოდ, იშვიათად აგებს და ამ გუნდის ფეხბურთელებსაც, ალბათ, ამიტომაც გაუჭირდათ მარცხთან შეგუება: მეორე ტაიმში, მონდომებასთან ერთად, აგრესიაც ეტყობოდათ...

...ადრე იყო ისეთი შემთხვევები, როცა მეორე ტაიმში უპირატესობას ვერ ვინარჩუნებდით ხოლმე; ავსტრიაში ჩატარებულ მატჩებში კი პირიქით მოხდა: მეორე ტაიმებს უკეთ ვთამაშობდით. საკუთარ თავსაც ვამჩნევ - უფრო მეტს დავრბივარ და ბევრად უფრო მეტი მანძილის დაფარვა შემიძლია მთელი მატჩის განმავლობაში. და არა მხოლოდ მე - გამძლეობისა და ფიზიკური მომზადების მხრივ ყველანი სრულ მზადყოფნაში ვართ.

...ოფიციალურ მატჩებამდე ერთი ამხანაგური მატჩია; ვიცი, რომ მოსკოვის "დინამოსთან" დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებდა.

დიდი იმედი მაქვს, რომ "დინამო-არენაზე" ქართველი გულშემატკივარი მოვა და მათი მხარდაჭერით საკუთარ მოედანზე ჩვენი დაუმარცხებელი სერია კვლავაც გაგრძელდება!.."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამოს" საევროპო სამზადისი - ავსტრიული ფრაგმენტები [VIDEO]

თბილისის "დინამო" და საკონტროლო მატჩები - სიახლეების მოლოდინი

დინამო-შახტარი 1:0 - კარგი განწყობა ჩემპიონთა ლიგის წინ [VIDEO]

დინამო (თბილისი)-დინამო (კიევი) 0:1 - პირველი სპარინგი ავსტრიაში [VIDEO]

დინამო-შირაქი 1:1 - ახალი გუნდის კონტურები [VIDEO]

წილისყრა. თბილისის "დინამო": ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!

asd
მიდით რა ტქვენ გენაცვალეთ :*
guja_kakhadze
ფიზიკურად რომ მოძლიერდით ძალიან კარგია. წარმატებები!
akhali
წარმატებები დინამო!!!ძველი დიდება დაგებრუნებინოთ,სტადიონს გულშემატკივარი დაბრუნებოდეს!80-იან წლებში მინიმუმ 50000,დუბლებზე 15-20000 იყო სასწრება!გამახარა და იმედი ჩამისახა კვირკველიას სიტყვებმა...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
უჩა სოსიაშვილი: ტაქტიკაზე ბევრს თურქეთში ვიმუშავებთ
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
გიორგი სეთურიძე ობერლიგაშია - ასეთი რა პირობებია გერმანიის რანგით მეხუთე ლიგაში?
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
დილა-ვიტ ჯორჯია 4:2 - უხვგოლიანი სპარინგი გორში
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
კოლხეთი-დილა 0:1 - შინ არ წავაგებდითო [VIDEO]
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
დილა-შირაქი 2:0 - წითელი ბარათებიც, პენალტებიც...
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა