"არმიას" მთავარი მწვრთნელი გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრობს
გასული სეზონის დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ საკალათბურთო გუნდებს სეზონის დასრულების შემდეგ აღარ უნდა ეარსებათ.

თუმცა ასეთი კატეგორიული რეფორმა ქართული სპორტის განვითარებაზე დადებითად რომ არ აისახებოდა, წინასწარ ცხადი იყო.

ორგზის ჩემპიონის, "არმიას" ბედი მაისის ბოლომდე არ იყო გარკვეული. ახლახან ყველაფერი დადებითად გადაწყდა და მნიშვნელოვანია, რომ "არმია" საკლუბო სისტემაზე გადაერთვება.

ამ და სხვა საკითხებზე მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში მოგვითხრობს, რომელსაც 1-ელ ივლისს ახალი ხელშეკრულება გაუფორმეს.

- გადაწყდა, რომ უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ქართველებით ვითამაშებთ. ყოველ შემთხვევაში, სეზონის პირველ ნახევარს ადგილობრივებით ჩავატარებთ. აქცენტს ქართველი კალათბურთელების წინსვლაზე ვაკეთებთ. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მომავალ სეზონში "არმიას" ეყოლება ახალგაზრდული გუნდები 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში.

- ალბათ, ისიც მოგეხსენებათ, რომ ერთი-ორი კარგი ლეგიონერი ქართველებს ზრდაში დაეხმარებოდა...

- "არმიაში" და სხვა ქართულ გუნდებში არაერთი უცხოელი გამოდიოდა და მართლაც დადებით გავლენას ახდენდა ახალგაზრდა ქართველებზე. თუმცა ამ საქმისთვის მხოლოდ ერთი-ორი ლეგიონერია საკმარისი, 4-5 უკვე ზედმეტია. ასეა თუ ისე, როგორც აღვნიშნე, ახალ სეზონს მხოლოდ ქართველებით შევხვდებით.

- წამსვლელ-დამრჩენთა ვინაობას როდის შევიტყობთ?

- გასული სეზონის დამთავრებისთანავე ყველა კალათბურთელს კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

ვმუშაობთ ძირითადი ბირთვის შენარჩუნებაზე, თუმცა ჯერ კონტრაქტი არავისთან გაფორმებულა და გვარებსაც ვერ დავასახელებ.

პარალელურად, ახალი მოთამაშეების დამატებასაც ვაპირებთ. საკონტრაქტო საკითხების ძირითადი ნაწილი ივლისის ბოლომდე გვინდა გადავწყვიტოთ, ვიდრე ნაკრებთან ერთად შეკრებაზე გავემგზავრები.

- საკლუბო სისტემის ჩამოყალიბებაზე ადრეც იყო ლაპარაკი, მაგრამ საბოლოოდ "არმიას" შექმნიდან მეოთხე წელს გადაწყდა...

- მოგეხსენებათ, გუნდს მაღალი დონის დარბაზი აქვს, სადაც ვარჯიში ნებისმიერი ახალგაზრდა ქართველისთვის სასარგებლო იქნება.

დავიწყებთ კადეტებითა და ჭაბუკებით. შესაძლოა, გაჩნდეს შეკითხვა - რატომ 20-წლამდელები არა? პასუხი მარტივია, მომავალი სეზონიდან 18-წლამდელები 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშებენ და სამივე ძირითად ასაკში გვეყოლება გუნდი.

- კადეტთა და იუნიორთა გუნდებისთვის კალათბურთელების შერჩევას როგორ აპირებთ?

- 19-21 ივლისს სპორტკომპლექს "არენაში" გაიმართება კემპი, რომელში მონაწილეობა შესაბამისი ასაკის ყველა მსურველს შეეძლება.

საამისოდ წინასწარ დარეგისტრირება იქნება საჭირო. პირველ დღეს ტექნიკასა და ტაქტიკაზე ვივარჯიშებთ, შემდეგ, როგორც საერთაშორისო კემპებზე ხდება, ტურნირს მოვაწყობთ და ბოლოს საუკეთესოებს შევიგულებთ.

- ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელების ვინაობა გარკვეულია?

- "არმიას" შტაბში სამი მწვრთნელი ვართ: მე, ვაჟა მხეიძე და ბუბა ბერიშვილი. უმცროს ასაკთანაც ჩვენ ვიმუშავებთ.

- მეორე წელიწადია, კალათბურთელის კარიერა დაასრულეთ და მწვრთნელობას შეუდექით. რა მოგცათ არცთუ იოლმა 2012-13 წლების სეზონმა?

- დიდი გაკვეთილი მივიღე. ვიცი, რომ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი. სეზონის განმავლობაში გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა. გამოვცადე, როგორია ლეგიონერებითა და მათ გარეშე თამაში, ტრავმირებული წამყვანი კალათბურთელების არყოფნაში მოედანზე გასვლა. რაც მთავარია, ცდა არ დაგვიკლია და ღირსეულად ვებრძოლეთ ჩვენზე ძლიერ გუნდებსაც.

- საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბრძანდებით. ივლისში დაგეგმილ შეკრებაზეც გკითხავთ...

- ვარჯიშს 8 ივლისს დავიწყებთ. გუნდი ბურთითაც იმუშავებს, მაგრამ მთავარი აქცენტი ფიზმომზადებაზე გაკეთდება, რაშიც ნაკრების ფიზიკური მომზადების ახალი მწვრთნელი, სერბი ალექსანდრ ცვეროვიჩი დაგვეხმარება. 25 ივლისს კი შეკრებაზე სლოვენიაში გავემგზავრებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია