აიღებს მელისა ფრანკლინი 8 ოქროს მსოფლიოს ჩემპიონატზე?
დაახლოებით 20 დღე დარჩა ბარსელონაში ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე. ბუნებრივია, პლანეტის პირველობას უამრავი ინტრიგა ექნება, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა აშშ-ის ჩემპიონატმა აჩვენა, რომ, სავარაუდოდ, ყველაზე მეტ ყურადღებას მიიპყრობს არა რაიან ლოხტე, 18 წლის მელისა ფრანკლინი.

მელისას უკვე რამდენიმე წელია ასეთი მეტსახელი მოუძებნეს: "ფელპსი კაბაში". ადრე, სხვა ქალ მოცურავეებსაც დაუძახეს ასე, მაგრამ ეს გაცემული ავანსი უფრო იყო, რადგან არც ერთი არ მოახლოებია მაიკლ ფელპსის რეკორდებს. როგორც ჩანს, ფრანკლინის შემთხვევაში სულ სხვანაირად იქნება.

ჯერ კიდევ შარშან, ლონდონის ოლიმპიადაზე ის იმდენ დისციპლინაში გამოვიდა, რამდენშიც მანამდე არც ერთ ქალ მოცურავეს არ მიუღია მონაწილეობა. 2012 წლის თამაშებზე მელისამ ხუთი მედალი მოიგო, მათ შორის - ოთხი ოქროსი იყო. რა მოხდება მაშინ, როცა ის ყველაფრის მოგებას გადაწყვეტს?

წინასწარი მონაცემებით, ბარსელონაში ფრანკლინი ექვს დისციპლინაში უნდა გამოვიდეს: 100 და 200 მეტრი გულაღმა, 100 და 200 მეტრი თავისუფალი სტილი და კროლში ორივე ესტაფეტა. უკვე დღეს გასაგებია, რომ ეს არ არის პროგრამა-მაქსიმუმი. მისის ასევე შეუძლია კომპლექსური ცურვა (შესარჩევში 200 მეტრზე ჰქონდა შეტანილი განაცხადი, მაგრამ მან და მწვრთნელმა გამოსვლაზე უარი თქვეს) და ბატერფლაი. და კიდევ, არ უნდა დავივიწყოთ კომპლექსური ესტაფეტა. ასე რომ, პოტენციურად შესაძლებელია რვა მედლის მოგება. და თუ გაუმართლებს და გარემოებებიც მის სასარგებლოდ იქნება, შეიძლება რვავე ოქროს მედალი იყოს.

დიადი ფელპსის რეკორდის (ერთ ტურნირზე რვა ოქრო) გამეორება მხოლოდ სპორტსმენზე არ არის დამოკიდებული. ბევრ რამეს განსაზღვრავენ ორგანიზატორები და განრიგის შემდგენლები. ლონდონის ოლიმპიადის წინ ამბობდნენ, რომ ცურვის პროგრამის ერთი დღით შემცირებით, საორგანიზაციო კომიტეტმა ძალიან გაურთულა ამოცანა პოტენციურ რეკორდსმენს.

ფრანკლინის კარიერაში, ჯერჯერობით, ორი დიდი ტურნირი იყო: მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატი შანხაიში და ლონდონის ოლიმპიადა. მიიჩნიეს, რომ არც ერთი და არც მეორე არ იყო მისი ტურნირი, რადგან ითვალისწინებდნენ მოცურავის ასაკს. რთულია იმის თქმა, რომ ბარსელონაში ფრანკლინის დომინირებას ვნახავთ, მაგრამ ეს ჩემპიონატი გარკვეულ პასუხს გასცემს კითხვას: ფრანკლინის შემთხვევაში მეტსახელი "ფელპსი კაბაში" ავანსია და თუ სწორი შეფასება?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: შეძლებს თუ არა ფრანკლინი გაუტოლდეს ფელპსს არა მხოლოდ აუზში შედეგებით, არამედ მედია სივრცეში პოპულარობით. სპორტში ხშირია შემთხვევა, როცა გოგონასგან სპორტის ვარსკვლავის შექმნისას, მისგან სექს-ბომბასაც იღებენ.

მისი მომხიბვლელი გოგონაა, მაგრამ მისგან რთული იქნება სასურველი იმიჯის მიღება თუნდაც იმის გამო, ის XIX საუკუნეში შექმნილი პორტრეტებიდან გადმოსულს ჰგავს. ასეთისგან საჭირო ვარსკვლავის მიღება საკმაოდ გაჭირდება.

თან გაურკვეველია, თავად მისის სურს თუ არა ასეთი იმიჯი. ტელეკომპანია ESPN-მა აშშ-ის ჩემპიონატისთვის გამოუშვა ძალიან საგულისხმო ვიდეო. მასში ფრანკლინის მშობლები ყვებიან: ერთადერთი, რაც კი მათ თავიანთი ნიჭიერი გოგონასთვის სურდათ - ნორმალური მოზარდი ყოფილიყო. მათ დიდი ხანი არწმუნებდნენ იმაში, რომ მელისა მშობლიური კოლორადოდან კალიფორნიაში ან ფლორიდაში გაეშვათ უფრო გამოცდილ მწვრთნელებთან. მაგრამ, თავად მელისამ თქვა უარი - "მე ისედაც ბედნიერი ვარ". ფრანკლინმა ასევე არ მოისურვა პროფესიონალებში გადასვლა, როცა გაიგო, რომ ვერ იასპარეზებდა მშობლიური სკოლის და შემდეგ კოლეჯის გუნდში. როგორც The Wall Street Journal-მა შეაფასა, ამით სპორტსმენმა წელიწადში 3 მილიონი დოლარი დაკარგა.

თუმცა შარშან ოქტომბერში გაირკვა, რომ მისი მაინც გადავა 2015 წელს პროფესიონალებში - რიო-დე-ჟანეიროს თამაშებამდე ცოტა ხნით ადრე. ალბათ, იმ მომენტისთვის საბოლოოდ გაირკვევა - შეძლებს თუ არა ქალი მოცურავე საფრთხე შეუქმნას ფელპსის "სამუდამო" რეკორდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მსოფლიოს ჩემპიონატი: რაიან ლოხტეს ტრიუმფი

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
Marca: XXI საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები - ფელპსი პირველია, მესი მეშვიდე, რონალდო მეათე
მაიკლ ფელპსი სუიციდს აპირებდა: სიცოცხლის გადარჩენა გაცილებით კარგია, ვიდრე ოქროს მედლის მოგება
დისკვალიფიკაციამოხდილი რაიან ლოხტე აუზს უბრუნდება
რაიან ლოხტე Playboy-ის მოდელზე დაინიშნა
ამერიკული მანქანა ამუშავდა
ოლიმპიზმი: ვარსკვლავთცვენა Sports Illustrated-ისთვის
მაიკლ ფელპსმა ზვიგენთან წააგო [VIDEO]
სასამართლომ რაიან ლოხტე გაამართლა
რაიან ლოხტე: რიოში კინაღამ თავი მოვიკალი
მაიკლ ფელპსმა 2,5 მილიონად ვილა იყიდა
ნაადრევად ხანდაზმულები: ოპტიკური ილუზია თუ გადაკეთებული ასაკი?
მელისა ფრანკლინს უკვე სამი ოქროს მედალი აქვს
ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება
მსოფლიოს ჩემპიონატი: ისტორიული მომენტები ყაზანში