ბუქარესტში ახალგაზრდა და ჭაბუკ მშვილდოსანთა ევროპის თასი დაიწყო
ბუქარესტში დაიწყო ახალგაზრდა და ჭაბუკ მშვილდოსანთა ევროპის თასი.

16 ივლისს საკვალიფიკაციო ეტაპის მხოლოდ ნახევარი ჩატარდა, რაც ჩვენებისთვის მთლად სახარბიელოდ ვერ წარიმართა.

ახალგაზრდებიდან ბიჭებმა 90 და 70-მეტრიან დისტანციებზე ისროლეს. ჯერჯერობით ჩვენგან საუკეთესო შედეგი გუნდის ლიდერ ლაშა ფხაკაძეს და ჯაბა მოსეშვილს აქვთ - 554-554 ქულა, რაც 54 მონაწილეს შორის 44-ე-45-ე ადგილებს შეესაბამება.

ოღონდ მეორე სერიაში უკეთესი მაჩვენებელი მოსეშვილს ჰქონდა - 305:303 და 44-ე ადგილსაც ის იკავებს.

სხვა შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა, ერთი ადგილით წინ ვინ დადგებოდა, მაგრამ რაკი ეს ჩვენი საუკეთესო მიღწევაა, მათ შორის მოწინავის გარკვევა შერეულ წყვილებში მოსახვედრად გადამწყვეტი ფაქტორია. ლევან ჩიტაშვილი 540 ქულით 47-ეა. ჯერჯერობით ჩვენები გუნდურ ჩათვლაში 1648 ქულით XI ადგილზე არიან.

ამავე ასაკის გოგოებმა 70-60 მეტრზე ისროლეს. ფხაკაძის არ იყოს, 16 ივლისს ვერც ამ გუნდის ლიდერი თეონა კუტალაძე გამოირჩა - 571 ქულით 42 მონაწილეს შორის 35-ეა. ნინო დევაძე 548-ით 38-ეა, თეონა არჯევანიძე 512-ით - 39-ე. გუნდურში ჩვენი გოგოები 1631 ქულით მერვეზე არიან.

ახალგაზრდებში შერეულ წყვილს ჯერჯერობით მოსეშვილი და კუტალაძე ადგენენ. მათ ჯამში 1125 ქულა დაუგროვდათ და მე-14 ადგილზე დგანან.

ჭაბუკთა შორის ბიჭებმა ასევე 70 და 60-მეტრიანი დისტანციები მოილიეს, ჩვენებურთაგან კი შედარებით უკეთ არჩილ ფარსენაძე გამოვიდა - 622 ქულა და 33-ე ადგილი 69 მონაწილეს შორის.

ზურაბ მესტვირიშვილი და ვლადიმერ დოლიძე 601-601 ქულით 49-ე-50-ე ადგილებს იყოფენ, აკაკი ლეკვეიშვილი კი 595-ით 56-ეა.

ამ კვარტეტიდან გუნდურ ჩათვლაში სამი მოწინავის შედეგი შედის, რომლებსაც ჯამში 1824 ქულა დაუგროვდათ და ჯერჯერობით მე-10 ადგილზე დგანან.

ამ ასაკის გოგოებმა 60 და 50-მეტრიანი დისტანციები მოილიეს, ჩვენგან საუკეთესო კი ციალა ფუტკარაძეა - 621 ქულა და 23-ე ადგილი 49 მშვილდოსანს შორის.

თუ დააკვირდებით, ფუტკარაძე ჯერჯერობით ჩვენგან საუკეთესოა, მისი თანაგუნდელებიდან კი მედეა აბულაძე 45-ე (532 ქულა), ანა დუმბაძე - 47-ე (519), ხოლო ნაკრების დებიუტანტი დიანა გორგოშაძე 48-ე (505) ადგილებზე არიან. აქ მოწინავე სამეულის გუნდური შედეგი 1672 ქულაა, რაც მეათე მაჩვენებელია. ჭაბუკთა შერეულ წყვილებში ფარსენაძე და ფუტკარაძე 1243 ქულით მეცხრეზე არიან.

საკვალიფიკაციო ეტაპი 17 ივლისს დასრულდება და, იმედია, ჩვენები ბევრად უკეთ იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის