ოთხი ქართველი მორაგბე სრული დაფინანსებით ირლანდიაში სამი წლით გაემგზავრება
საქართველოს რაგბის კავშირს საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის რაგბის ხელმძღვანელებთან კარგი, საქმიანი ურთიერთობა დიდი ხნის წინათ ჩამოუყალიბდა.

ამჟამად მჭიდრო კავშირების გაბმა მიმდინარეობს ირლანდიის რაგბის კავშირთან, რომლის მიერ საქართველოში უკვე იყო მოვლინებული მსაჯთა განვითარების მენეჯერი და რამდენიმე არბიტრი.

საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობა მალე კომპლექსურ ხასიათს მიიღებს.

ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტის აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მსაჯთა მომზადების პროგრამა. ქართველი არბიტრები ტრენინგებს გაივლიან ირლანდიაში.

ირლანდიის რაგბის კავშირი დაგვეხმარება ქართველი მწვრთნელების აღზრდაშიც და საამისოდ უკვე მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის შემუშავება.

2014 წელს საქართველოს რაგბის კავშირის მიერ შერჩეული ოთხი ახალგაზრდა მოთამაშე, ირლანდიის რაგბის კავშირის სრული დაფინანსებით, ამ ქვეყნის წამყვანი სარაგბო კლუბების ასაკობრივ გუნდებში ჩაირიცხება.

"პროგრამის მიხედვით, სამი წლის შემდეგ ჩვენ უნდა გვყავდეს ნაკრების ოთხი სერიოზული კანდიდატი. ამ მოთამაშეების შერჩევა არ იქნება ადვილი საქმე, ვინაიდან მათ საკმაოდ რთული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

ეს არის ჩვენთვის შესანიშნავი შანსი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სარაგბო ქვეყანაში გავაგზავნოთ ნიჭიერი ქართველი მორაგბეები და სამი წლის თავზე მივიღოთ სრულიად სხვა ფიზიკურ კონდიციაში მყოფი მოთამაშეები, რომლებიც უკვე მზად იქნებიან ეროვნულ ნაკრებში საასპარეზოდ", - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

ამასთან ერთად, მკვდარი წერტილიდან დაიძრა საერთაშორისო საკლუბო ტურნირების ჩატარების იდეა.

აქამდე თითქოს ამის პერსპექტივა არსად ჩანდა, თუმცა გამორიცხული არ არის, შეჯიბრება რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ჩატარდეს. ეს უპრეცედენტო ფაქტი იქნება, რადგან ამ ორგანიზაციის ეგიდით საკლუბო ტურნირები არ იმართება.

"შემოდგომაზე უკვე დავგეგმეთ შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს, რუმინეთის, რუსეთისა და უკრაინის რაგბის კავშირების პრეზიდენტები, სავარაუდოდ, სპორტის მინისტრები და რაგბის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელები. ჩვენ შეხვედრის ჩატარების ადგილად თბილისი შევთავაზეთ და იმედი გვაქვს, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ" - დასძინა გიორგი ნიჟარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ელიტაში ითამაშებენ

გიორგი ნიჟარაძე: თუ დაფინანსება არ იქნება, დაიწყება ქართული რაგბის რეგრესი!

გიორგი ნიჟარაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]

levani
ძალიან კარგი ინიციატივაა! უდაოა რომ ეს ჩვენი რაგბის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს!
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს