ევროპის ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
"ასეთი ანგარიშით გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი", - თქვა მატჩის შემდეგ გორის "დილას" დამრიგებელმა გიორგი დევდარიანმა.

"შედეგით გაწბილებული ვარ", - ეს უკვე "ოლბორგის" თავკაცის, კენტ ნილსენის სიტყვებია.

გორის "დილამ" ისე მოუგრიხა კისერი დანიელებს, რომ ყველა გააოცა - დევდარიანის გუნდმა მეორე ტაიმში მართლაც აღმაფრენით ითამაშა.

გორელებმა სამი სტოპერით გაამაგრეს დაცვა - მამუკა კობახიძე, ოთარ ხიზანეიშვილი და გულვერდ თომაშვილი - მარჯვენა ფლანგზე კახა ალადაშვილი იდგა, მარცხნივ კი გიორგი გურული.

"დილა" თავს ხუთი ნომინალური მცველით იცავდა, ხოლო როცა შეტევაზე გადადიოდა, დაცვაში მხოლოდ სტოპერები რჩებოდნენ.

პირველ ტაიმში შეტევას "დილა" მეტწილად ორი საშუალებით ანვითარებდა - დავით ბოლქვაძეს დიაგონალური პასით მარჯვენა ფლანგზე გარღვევაზე უნდა გაეყვანა გრიგოლ დოლიძე, რომელიც სწრაფია და კარის გასწვრივ ჩაწოდებაც მარჯვედ ეხერხება. იმავე ფლანგზე გამწესებული ალადაშვილი კი ფიზიკურად ძლიერია და მარჯვენა ფრთას ეს ფაქტორიც ამაგრებდა.

"დილამ" მარჯვნიდან მართლაც მოახერხა რამდენიმე ჩაწოდება, პირველ წუთებზე დოლიძის პასს გიორგი ილურიძემ შეაგება თავური და "ოლბორგის" მეკარემ ბურთი ხელებში გააქვავა.

იხილეთ ვიდეო

მერე სტუმრებს ჰქონდათ ორი საგოლე მომენტი: სიორენ ფრედერიკსენს დაბალი ბურთი ჯერ ნუკრი რევიშვილმა აუღო, მერე კი "დილას" მცველებისგან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

რაც შეეხება "დილას" შეტევების მეორე შესაძლებლობას - აქ უკვე გათვლა ილურიძის ინდივიდუალურ თამაშზე იყო გაკეთებული და "დილას" 21 წლის შემტევმა საქმეს თავი კარგად გაართვა - "ოლბორგის" დაცვას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა.

აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ირაკლი მოდებაძე. "დილას" ცენტრფორვარდი ძალიან აქტიური და სასარგებლო იყო, თითქმის ყველა დაბალი ბურთი მიიღო და შეინარჩუნა, გუნდიც "ამოჰყავდა" და თამაშსაც ამწვავებდა.

მოდებაძემ ორჯერ შორიდან დაარტყა, "ოლბორგის" საჯარიმო მოედანშიც აწუხებდა მცველებს.

რევიშვილმა კი ერთხელაც იხსნა "დილა" - დანიელებმა მარჯვნიდან შეუტიეს გორელებს, რაც იეპ კურტის თავურით დასრულდა - "დილას" მეკარემ სასწაული ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, "დილას" ჩინებული საგოლე შანსი რომ შეექმნა - მოდებაძის პასით ილურიძე დარჩა მეკარესთან პირისპირ, თავზე გადაავლო ბურთი ნიკოლაი ლარსენს, მაგრამ დარტყმა ძელიდან განზე წავიდა.

"დილამ" უფრო მონდომებით შეუტია, მოედნის ცენტრში მეტოქეზე უფრო სხარტად ამოძრავდა. გამოიკვეთა უპირატესობა სისწრაფესა და ტექნიკაში.

"დილა" მიზანმიმართულ ავანტიურაზე წავიდა და ამ ყველაფერმა გაამართლა - დოლიძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, მოდებაძემ ბურთი ჯერ დაამუშავა და მერე გადაგზავნა "ოლბორგის" კარში - 1:0.

დიდებულად ათამაშდა ლაშა გვალია, აქტიურად ერთვებოდა შეტევაში, აგრესიულად გადაჰქონდა ბურთი მეტოქის ნახევარზე და "დილას" წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ამ საყრდენი შუახაზელის გარჯამ.

გვალიას აქტიურობას მოჰყვა მორიგი საგოლე მომენტი "ოლბორგის" კართან - ილურიძემ დამაგვირგვინებელი დარტყმა ზუსტად ვერ შეასრულა.

გვალიამ ერთხელაც წამოიწყო იერიში, მარცხენა ფლანგზე კარგად გაუჭრა პასი შეცვლაზე შესულ მიხაილ გორელიშვილს, რომელმაც ბოლქვაძეს დაუგორა - დარტყმა მცველს მოხვდა, ბურთი ისევ გორელიშვილმა მოიგდო, შეიჭრა საჯარიმოში და - 2:0.

"ოლბორგმა" მატჩის ბოლოს შემოუტია "დილას". დანიელებს ჯანი ერჩით, ორთაბრძოლებში მათი დაჯაბნა ადვილი ნამდვილად არ არის და იყო რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი, სტუმრებმა "დილა" მისივე საჯარიმოს რომ მიაჯაჭვეს. მასპინძლებმა თავი კარგად დაიცვეს, თანაც ისე, რომ ბურთს უმისამართოდ არ იგერიებდნენ, მოკლე პასებით ცდილობდნენ მის "ამოტანას".

"დილას" კართან არაერთხელ შეიქმნა მწვავე ეპიზოდი, თუმცა ყველაფერი ჩვენებურთა სასიკეთოდ დასრულდა - გვალიას წამოწყებული კონტრშეტევის შემდეგ გიორგი აბურჯანიამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა გორელიშვილი და "დილამაც" მესამე გოლი გაუტანა "ოლბორგს".

ევროსარბიელზე დანიურ გუნდთან ასეთი ანგარიშით გამარჯვება იმაზე მეტია, რასაც ამ "დილასგან" ველოდით. იმედია, დევდარიანის გუნდი კარგად დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა.

"დილამ" 18 ივლისს საფეხბურთო საქართველო გაახარა და ამას შეძლება უნდა, ეს შრომის და ოსტატობის შედეგია. "დილას" გამოცდილმა თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ინდივიდუალური და გუნდური თამაშის საუცხოო სინთეზი შემოგვთავაზეს.

ამიტომაც დავსვით კითხვა - არის კი "დილას" ეს გამარჯვება გასაკვირი?

იხილეთ ფოტოგალერეა

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენო
დანიაში 0-0 დამთავრდება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
gulshematikavi007
აი ასეთ უაზრო სათაურებს ვინ არქმევს ამ სტატიებს ?! ძლევაი საკვირველი არა ქებაი და დიდებაი ქართული ფეხბურთისა.. )))) საღოლ ბიჭები ითამაშეთ ისე რომ ტრიბუნები გაავსოთ თორე ისეთ ფეხბურთს ნაკრები რომ თამაშობს უბანშიც ვუყურებ ხოლმე , შინაარს ვგულისხმობ. :D
zviadi
gasakviri?? aba ar aris??? dinoamos mogeba რომ ვნახე რაივ სკორსჰი სიხარულისგან სკამიდან გადმოვარდი
shota
ძალიან სასიხარულოა საგოლ ბიჩებს. დევდარიანს ვულოცავ კაი მცვრთნელია გულით და სულით ეკიდება თავის საქმეს
beri@posta.ge
ვარდს გაეფურჩქნება კოკორი!!!
giorgi
ძალიან გაგვახარეს. ყველამ მაგრად ითამაშა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რას ნიშნავს გყავდეს კარში კარგი მეკარე.
levani
ბრავო დილა! ბრავო დევდარიანი!!!!! მართლა მაგარი მწვრთნელია, ბრავო ბიჭებო,მართლა
giorgipirweli
იმედია, ქეცბაიამ უყურა ამ თამაშს და ისწავლა, რომ 1:0ზე თავდამსხმელი კი არ უნდა გაიყვანო და 11 კაცით დაცვაში ჩაჯდე, არამედ უფრო მეტად უნდა შეუტიო და თამაში მოიგო. ვულოცავ დილას! კარგად ითამაშეს.
messi001
ძალიან მომეწონა დილას თამაში განსაკუთრებით მეორე ტაიმში.. აშკარად ეტყობათ მწვრთნელის ხელი და არანაირი მანდრაჟი სადაც გასარისკია რისკავდნენ და უტევდნენ.. ძალიან მომეწონა მოდებაძე და გვალია დაცვაში კობახიძე ასევე კარგი იყო აბურჯანია ილურიძე გორელიშვილი. ბრავო ბიჭებს და დევდარიანს
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან
[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ᓙᓐᓮᓐ ᓐᓚᓐᓓᓐᓨᓕᓘᓚᓘ: "ᓢᓝᓡᓜᓝᓨᓘ" ᓒᓐᓓᓐᓡᓕᓚᓐ ᓒᓐᓛᓝᓠᓘᓪᓮᓣᓚᓘᓐ, ᓮᓐᓑᓐᓠᓝᓕᓡᓙᓨᓘ ᓕᓠᓩᓔᓑᓘ
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"სამტრედიამ" მიხეილ გორელიშვილი დაიმატა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"რუსთავი" პაპავათი და გორელიშვილით გაძლიერდება
ᓜᓣᓙᓠᓘ ᓠᓔᓕᓘᓨᓕᓘᓚᓘ: ᓥᓔᓪᓑაᓘᓐᓡᓒᓐᓜ ᓨᓔᓣᓠᓐᓪᓮᓧᓝᓤᓐᓡ ᓜᓐᓛᓓᓕᓘᓚᓐᓓ ᓐᓠ ᓕᓘᓛᓡᓐᓮᓣᓠᓔᓑᓓᓘ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
"ლოკომოტივი" ქართველის გოლით გავარდა - ვინ არის მუნდიალზე მეოცნებე გიორგი ჯიქია?
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან