40 წლის ფილიპსს რეკორდამდე ჯერ ბევრი აშორებს
კევინ ფილიპსზე, როგორც ნიჭიერ თავდამსხმელზე, ჯერ კიდევ 1999/2000 წლების სეზონში ალაპარაკდნენ. მაშინ "სანდერლენდის" დებიუტანტმა თავდამსხმელმა 30 გოლი გაიტანა.

სვენ გორან ერიქსონმა კევინს ინგლისის ნაკრებში ჯერ კიდევ იქამდე უხმო, ვიდრე ის ელიტურ ლიგაში გამოცდიდა საკუთარ ძალებს. ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მან მალევე დაკარგა ადგილი ეროვნულ გუნდში. სულ "სამი ლომის" რიგებში ფილიპსმა 8 თამაში ჩაატარა (უკანასკნელად 2002 წლის 13 თებერვალს ჰოლანდიასთან) და გოლი არ გაუტანია. 25 ივლისს მას 40 წელი უსრულდება. პრემიერლიგის მოქმედ ფეხბურთელებში მასზე უფროსები არიან მხოლოდ მარკ შვარცერი - 40 წლის (ჩელსი), ბრედ ფრიდელი - 42 (ტოტენჰემი), მაგრამ ისინი მეკარეები არიან.

კიდევ ერთი რამის აღნიშვნა შეიძლება: მიუხედავად საპატიო ასაკია, ფილიპსს მთელი 3,5 წელიწადი აკლია ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდამდე. 1995 წლის 14 მაისს ქუინზპარკელი ჯონ ბარიჯი "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრისას 43 წლისა და 162 დღისა გახლდათ.

"კრისტალ პალასმა" ვეტერანს 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მართალია, კევინმა "სელსჰარტ პარკზე" წინა სეზონში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა (იჯარით "ბლექპულიდან"), თუმცა გულშემატკივრებს თავი მაინც დაამახსოვრა. ვეტერანმა ექვსი გოლის გატანა მოახერხა.

ივნისში ის თავისუფალი აგენტი გახდა. ლონდონელები დიდხანს ფიქრობდნენ, შეეთავაზებინათ თუ არა ფეხბურთელისთვის ახალი ხელშეკრულება. საბოლოოდ ყველაფერი ჩვენი გმირისთვის სასიკეთოდ დასრულდა. ფილიპსს მხოლოდ პრემიერლიგაში 259 შეხვედრაში 94 გოლი აქვს გატანილი. თუკი იან ჰოლოვეი წყალობის თვალით გადახედავს, მას თავისუფლად შეუძლია ეს რიცხვი 100-ს გადააცილოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ჟოზე მოურინიო: მარკ შვარცერი პეტრ ჩეხს კონკურენციას გაუწევს
უგო ლორისი სიკვდილს გადაურჩა [VIDEO]
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
"კრისტალ პალასი" მატეტას შემცვლელს "ვულვზიდან" 50 მილიონ ევროდ იმატებს
ჟოზე მოურინიო: მხოლოდ შედეგის გამო გეზიდან გადახვევა არ მინდა [VIDEO]
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
დრიბლინგი: ანდრეა პირლომ დარდი არ იცის...
ინგლისი. ლიგის თასი. 1/8-ფინალის გამოხმაურება: ნაცნობი წყვილები
"სტოკ სიტის" მეკარემ გოლი კარიდან კარში გაიტანა [VIDEO]
კვირა ციფრებში: რეკორდებით დაწყებული სეზონი
"კრისტალ პალასი" - აუტსაიდერობისთვის განწირული არწივები
რობი კინმა შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი ჩაიბაროს
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს