2013 წლის ბოლომდე მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რაგბის კლუბებისათვის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდება
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილეებთან აკაკი ლოდიასთან და თამაზ თევზაძესთან ერთად სამინისტროში, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს და საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტებს, ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი და რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძეც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა რაგბის კავშირისა და კლუბების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გააცნო, რომლის თანახმადაც 2013 წლის ბოლომდე მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რაგბის კლუბებისათვის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდება და 3.600.000 ლარი გამოიყოფა.

აღნიშნული თანხა ქართულ კლუბებთნ ერთად, ეროვნული ნაკრების ნოემბერში გასამართი ტესტ-მატჩების საორგანიზაციო საკითხებსა და ასევე ასაკობრივ ნაკრებებს მოხმარდება.

მინისტრის განცხადებით, რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელიწადია წარმატებულად ხორციელდება, მომავალ წლებში კიდევ უფრო დაიხვეწება.

საუბარია რაგბის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე და პროგრამის 2020 წლამდე გახანგრძლივებაზე. სახელმწიფოს მხრიდან კი თანხების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით მონიტორინგი განხორციელდება.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობის პერსპექტივაზეც. მინისტრის განცხადებით, 2015 წლის თბილისის ევროპის ოლიმპიური ფესტივალისათვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება და ფესტივალისათვის საჭირო არენების პარალელურად, დღის წესრიგში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისათვის ახალი 25-30-ათასიანი სტადიონის მშენებლობაც დგას.

ლევან ყიფიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

"შევაფასეთ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გაწეული საქმიანობა და მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგები და მიგვაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობას სჭირდება მეტი მხარდაჭერა.

კარგი იქნებოდა, ეს ბიზნესს გაეკეთებინა. იმედი მაქვს, ეს მომავალში ასეც იქნება. ამ ვითარებაში სახელმწიფომ გადაწყვიტა განავითაროს ის დარგი, რომელიც წარმატებულია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგრესი გარდაუვალი იქნებოდა და მერე მდგომარეობის გამოსასწორებლად გაცილებით დიდი თანხების გაღება მოგვიწევდა".

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"რომ არა სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება, ქართულ რაგბიში რეგრესი დაიწყებოდა. განვითარება ზოგადად დაფუძნებულია კლუბებზე, თუ ისინი კომფორტულად არ გრძნობენ თავს, ყველანაირი შრომა წყალში გადაყრილია.

წარმოიდგინეთ, ქართული კლუბების ბიუჯეტი წელიწადში საშუალოდ 100-150 ათასი ლარია, მაშინ, როცა რუსეთის ერთი გუნდის, კრასნოიარსკის "ენისეის" ბიუჯეტი 11 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს არაადეკვატური განსხვავებაა.

ინფრასტრუქტურული და სხვა მიმდინარე პროექტები ისევ გრძელდება. მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის წევრებს, რომლებმაც ეს არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღეს.

ეს თანხა ორი წელიწადი საკმარისი იქნება. დროებით პრობლემა მოგვარებულია. მერე, იმედი გვაქვს, ქვეყანაც განვითარდება, ეკონომიკური მდგომარეობაც გამოსწორდება და რაგბისთვის ბიზნესიც მოიცლის".

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"გადაწყდა ქართული რაგბის ყოფნა არყოფნის საკითხი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერმინისტრს ყველაფრისთვის, რაგბის მხადაჭერისთვის".

ბათუ კევლიშვილი, სარაგბო კლუბ "ლელოს" პრეზიდენტი:

"მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის მინისტრს ლევან ყიფიანს გაწეული ძალისხმევისთვის. ეს მხარდაჭერა ქართულ რაგბის ჟანგბადივით სჭირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ გადავრჩით და იმედით ვუყურებთ მომავალს".

სპორტის სამინსიტროს პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato batoni
მე უბრალო გულშემატკივარი ვარ.დიდი მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდებულ საქმეში!განსაკუთრებული მადლობა ბატონ გიორგის!თქვენი განგაშის ზარის სტატიის შემდეგ,სულმოუთმენლად ველოდი გამოხმაურებას და აი ისიც!სხვა სახეობებს ნუ ეწყინებათ:გიორგი ნიჯარაძე-საუკეთესო პრეზიდენტია!კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!რაგბი ჩვენი თამაშია!!!!
zezva
მანია, რა ჭორიკანა დედაკაცივით ლაყბობ. შენ ალავად ხომ არ ხარ?
Dato
გულით გილოცავთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებებს ველით, პატივისცემით, კახა ბილაშვილი
mania
ლევან კიფიანმა დაგუპა სპორტი გლეხი გლეხად უნდა დატოვოთ გვარი არ უხდება,სულიტ გლეხია კიფიანი..მოაშორეტ იფიანი
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
”ბორჯღალოსნები” გლოსტერისკენ დაიძრნენ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის
ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ