ცურვა. მსოფლიოს ჩემპიონატი
ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარი გმირის სტატუსზე სერიოზული პრეტენზია გამოაცხადა ამერიკელმა მელისა ფრანკლინმა. მან უკვე სამ დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა და მესამე ოქროს მედალი მოიპოვა.

200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მისის სერიოზული კონკურენტები ჰყავდა ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსნის, ფრანგი კამილ მუფასა და მსოფლიოს რეკორდსმენის, იტალიელი ფედერიკა პელეგრინის სახით. თავიდან გაცურვას ტემპი მუფამ მისცა, მაგრამ ფრანგმა ბოლომდე ვერ გაძლო და ლიდერობა ფრანკლინს გადაულოცა. ამერიკელმა კომფორტული უპირატესობით გაუსწრო კონკურენტებს და მართალია, ბოლოსკენ პელეგრინი წამოეწია, მაგრამ მაინც შეინარჩუნა პირველობა. იტალიელი მეორე იყო, მუფამ კი მელისასთან წამზე მეტი წააგო და ისევე, როგორც წინა ჩემპიონატზე, ახლაც ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მამაკაცებს შორის 200 მეტრზე ბატერფლაიში ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა სამხრეთაფრიკელმა ჩად ლე კლომ. ეს დისტანცია ლეგენდარული მაიკლ ფელპსის საყვარელი დისციპლინა იყო და სწორედ აქ დაამარცხა შარშან, ლონდონის ოლიმპიადაზე ლე კლომ 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი. ახლა, სამხრეთაფრიკელს გაცილებით იოლი ამოცანა ჰქონდა და მან უპრობლემოდ მოუგო ახალ კონკურენტებს. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში დაძაბული პაექრობა ჰქონდათ პოლონელ პაველ კორჟენევსკისა და ჩინელ პენ ვუნს. კორჟენევსკიმ რომის ჩემპიონატის მსგავსად, ისევ ვერცხლი მოიგო, ვუმ კი შანხაის ჩემპიონატის შედეგი გაიმეორა - მესამე ადგილზე გავიდა.

იმ დღეს, სამხრეთაფრიკელებს კიდევ ერთი წარმატებული ფინალი ჰქონდათ - მამაკაცებს შორის 50 მეტრზე ბრასში მათ ორი სპორტსმენი აიყვანეს პოდიუმზე. კამერონ ვან დერ ბურგმა რევანში აუღო ავსტრალიელ კრისტიან სპრენგლერს 100 მეტრ დისტანციაზე დამარცხებისთვის. საინტერესოა, რომ ვან დერ ბურგსა და სპრენგლერს შორის დროში სხვაობა 0.01 წამი იყო. ბრინჯაოს მედალი კი კიდევ ერთმა სამხრეთაფრიკელმა ჯულიო ძორძიმ მოიპოვა.

დღის ბოლოს ფინალი იყო მამაკაცებს შორის 800 მეტრი თავისუფალი სტილით ცურვა. გადამწყვეტი გაცურვის მონაწილეები ორ თანაბარ ჯგუფად შეიძლებოდა დაგვეყო. პირველი კვარტეტი მედლებისთვის იბრძოდა, მეორე ოთხეული კი უიმედოდ ჩამორჩა. საბოლოოდ, ამ ამერიკულ-კანადურ-ჩინურ დაპირისპირებაში გამარჯვებული სუნ იანი გამოვიდა. მან გაიმეორა ორი წლის წინანდელი შედეგი და აგრეთვე, ბარსელონაში მეორე ოქრო დაისაკუთრა (მანამდე გაიმარჯვა 400 მეტრ დისტანციაზე). მეორე და მესამე ადგილები ამერიკელმა მაიკლ მაკბრუმმა და კანადელმა რაიან კოკრენმა მოიპოვეს.

კაცები

200 მ. ბატერფლაი

1. ჩად ლე კლო (ს. აფრ) 1.54,32

2. რობერტ კორჟენევსკი (პოლ) 1.55,01

3. პენ ვუ (ჩინ) 1.55,09

50 მ. ბრასი

1. კამერონ ვან დერ ბურგი (ს. აფრ) 26,77

2. კრისტიან სპრენგლერი (ავსტრა) 26,78

3. ჯულიო ძორძი (ს. აფრ) 27,04.

800 მ. თავისუფალი

1. სუნ იანი (ჩინ) 7.41,36

2. მაიკლ მაკბრუმი (აშშ) 7.43,60

3. რაიან კოკრენი (კან) 7.43,70

ქალები

200 მ. თავისუფალი

1. მელისა ფრანკლინი (აშშ) 1.54,81

2. ფედერიკა პელეგრინი (იტა) 1.55,14

3. კამილ მუფა (საფ) 1.55,72

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ამერიკული მანქანა ამუშავდა

jimmy jump
მიდი ჩემი გოგო,სამ ოქროზე არ გაჩერდე
მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე