დელ პოტროს ვაშინგტონური ჰეთთრიკი
გასულ კვირას, WTA-ის ტურში ჩატარებულ ტურნირებზე სამანტა სტოსურმა შეწყვიტა ვიქტორია აზარენკასთან წაგებათა სერია, მაგდალენა რიბარიკოვამ კი შეინარჩუნა შარშანდელი ტიტული.

უფრო მოკრძალებული შემადგენლობა ვაშინგტონში შეიკრიბა, სადაც მთავარი ვარსკვლავი გერმანელი ანჟელიკ კერბერი იყო. მან მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც მოქმედ ჩემპიონს, მაგდალენა რიბარიკოვას შეხდა. სლოვაკს ამ შეხვედრამდე ორი რთული მატჩის ჩატარება მოუწია, რომლებშიც ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა. ასე მოხდა კერბერთან დაპირისპირებაშიც, სადაც მაგდალენამ ასევე მოიგო გადამწყვეტი პარტია. სამაგიეროდ, ნახევარფინალში რიბარიკოვას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა - მან გაანადგურა რუსი ეკატერინა მაკაროვა - 6:2, 6:0 და გავიდა ფინალში, სადაც მას გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი ელოდა.

ამ უკანასკნელმა, გადამწყვეტ მატჩამდე მხოლოდ ერთი სეტი წააგო, ნახევარფინალში კი ფრანგი ალიზ კორნე დაამარცხა - 7:5, 6:3. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი წვიმის გამო ადგილობრივი დროით 00:30-ზე დაიწყო, ასე რომ, პეტკოვიჩს ფაქტობრივად ერთ დღეს მოუწია ნახევარფინალისა და ფინალის თამაში. გადამწყვეტი მატჩი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში სლოვაკი უკეთ გამოიყურებოდა და ორ სეტში მოიგო - 6:4, 7:6(2). მაგდალენამ კარიერაში მეოთხე გამარჯვებას მიაღწია.

გაცილებით ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა კარლსბადში. ამ თამაშობდნენ: ვიქტორია აზარენკა, აგნიეშკა რადვანსკა, პეტრა კვიტოვა, რობერტა ვინჩი და სხვა ძლიერი ჩოგბურთელები.

ტურნირის მთავარი სიუპრიზი აღმოჩნდა ფრანგი ვირჟინ რაზანო, რომელიც უკვე დიდი ხანია ვერ აჩვენებდა მაღალ შედეგებს და 2009 წლის შემდეგ არ ეთამაშა WTA-ის ტურნირის ნახევარფინალში. მან სტარტზე ორ სეტში მოუგო სვეტლანა კუზნეცოვას (6:2, 6:4), მეოთხედფინალში კი სამსაათნახევრიან (!) ბრძოლაში მოუგო პეტრა კვიტოვას. ამ მარათონის შემდეგ, რაზანოს ძალა აღარ შერჩა სტოსურთან ნახევარფინალისთვის და დამარცხდა - 6:7(2), 3:6.

რა თქმა უნდა, კარლსბადში დიდ ინტერესს იწვევდა ბელარუსი ვიქტორია აზარენკას გამოსვლა, რომელსაც უიმბლდონის პირველ წრეში მიღებული ტრავმის შემდეგ არ ჩაუტარებია ოფიციალური მატჩი. ბელარუსი დამაჯერებლად გაუსწორდა პირველ ორ მეტოქეს, მაგრამ ნახევარფინალში ანა ივნოვიჩთან პრობლემები შეექმნა. ვიკას "მშრალად" მოგებულ პირველ სეტშიც ჰქონდა პრობლემები, ამის შემდეგ კი თამაში ორმხრივი შეცდომებით გაგრძელდა. მესამე სეტის შუაში აზარენკამ მომატება შეძლო და მაინც გამოსტაცა გამარჯვება სერბს - 6:0, 4:6, 6:3. როგორც უკვე ვწერდით, ამ მოგებით ვიქტორიამ რეიტინგში მეორე ადგილი წაართვა მარია შარაპოვას.

სტოსურისა და აზარენკას ფინალში, რა თქმა უნდა, ბელარუსი მიიჩნეოდა ფავორიტად - არა მხოლოდ რეიტინგში უკეთესი პოზიციის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ვიქტორიას ავსტრალიელისთვის რვიდან რვა მატჩი ჰქონდა მოგებული. უფრო მეტიც, ბელარუსმა რვიდან ექვს შეხვედრაში ორ სეტში გაიმარჯვა.

გადამწყვეტი მატჩი უხარისხო ჩოგბურთით დაიწყო: ორივე მეტოქე ბევრს ცდებოდა, განსაკუთრებით საკუთარი მოწოდებების დროს. პირველ სეტში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე გეიმი, როცა ვიქტორიამ ხუთი ბრეიკ-პოინტი გაანიავა და სამი გეიმით გაუშვა წინ მოწინააღმდეგეს. სამანტამ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე სეტში გაგრძელდა აზარენკას შეცდომები. სტოსური ხვდებოდა, რომ მეტოქე ბევრ საჩუქარს უკეთებდა, ამიტომაც არ ცდილობდა თამაშის წარმართვას და აზარენკას შეცდომებს ელოდებოდა. თან ავსტრალიელი კარგად აწვდიდა და ბელარუსს ბევრ შანსს არ აძლევდა მიღებაზე. საბოლოოდ, სტოსურმა სრულიად დამასახურებული და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 6:2, 6:3. აზარენკამ 12-დან მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, აგრეთვე 32 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ამასთან, მხოლოდ 11 "ვინერსი" დაუგროვდა.

"ყოველი მოპოვებული ტიტული ამტკიცებს, რომ ძლიერი მოთამაშე ხარ და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგიძლია. დიახ, მე მხოლოდ ოთხი ტიტული მაქვს, მაგრამ ვიცი, რაც შემიძლია. სასიამოვნოა ერთი კვირის განმავლობაში TOP5-ის ორი მოთამაშის დამარცხება, რადგან მათთან დიდი ხნის განმავლობაში ვაგებდი. ამით დამაჯერებლობა შევიძინე", - განაცხადა ჩემპიონმა.

ვაშინგტონი (აშშ)

ფინალი

მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ, 7)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 6:4, 7:6(2).

კარლსბადი (აშშ)

ფინალი

სამანტა სტოსური (ავსტრა, 5)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1) 6:2, 6:3.

დელ პოტროს ვაშინგტონური ჰეთთრიკი

გასულ კვირას, მამაკაცებსაც ორი ტურნირი ჰქონდათ. გუშინდელ ნომერში მოგიყევით იმის შესახებ, როგორ დაიხურა გრუნტის სეზონი ავსტრიის ქალაქ კიტცბუელში, რაც შეეხება მეორე ტურნირს, ის ვაშინგტონის ჰარდზე გათამაშდა.

თუ კარლსბადში მოულოდნელობის ეფექტი ვირჟინ რაზანომ მოახდინა, ამერიკის დედაქალაქში არავინ ელოდა რუსი დმიტრი ტურსუნოვის პროგრესს, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით ჟილ სიმონი, რადეკ შტეპანეკი და მარინკო მატოშევიჩი დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ამ გარღვევით რუსი ჩოგბურთელი რეიტინგის TOP50-ში დაბრუნდა.

რუსის სვლა ნახევარფინალში ამერიკელმა ჯონ ისნერმა შეაჩერა, რომელმაც შესანიშნავი ფორმა აკრიფა. გასულ კვირას, მან მოიგო ატლანტას ტურნირი და ახლა, ვაშინგტონის მთავარ პრიზს უმიზნებდა. პირველ სეტში რუსი კარგად გამოიყურებოდა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა და იქ ყველაფერი გადაწყვიტა კორტის მასპინძლის ერთმა შეცდომამ. მეორე სეტში, როცა ისნერი 2:1-ს იგებდა, წვიმა წამოვიდა და თამაში კარგა ხნით შეწყდა. კორტზე დაბრუნების შემდეგ, ამერიკელმა მაშინვე პირველი ბრეიკი გააკეთა მატჩში და ამით საფუძველი ჩაუყარა მომავალ გამარჯვებას. ისნერის მოწოდება უნაკლო გახდა და რუსი მას ვერაფერს უხერხებდა. მესამე სეტში ჯონმა ისევ შეძლო ერთი ბრეიკის გაკეთება, საკუთარი მოწოდება კი 29 ეისის წყალობით შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო გეიმში ამერიკელმა ზედიზედ ოთხი ეისი ჩააწოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ისნერს ფინალში მთავარი ფავორიტი ხუან-მარტინ დელ პოტრო ელოდა. არგენტინელმა მშვიდი გზა გაიარა გადამწყვეტ მატჩამდე - პირველ ნომრად განთესილს არც ერთი სეტი არ დაუთმია მეტოქეებისთვის.

ფინალი დასაწყისი ისნერისა იყო. ამერიკელმა შეძლო ბრეიკის გაკეთება და პირველი სეტის მოგებამდე მიყვანა, მაგრამ შემდეგ, მასპინძელს ძალა გამოელია, რაც არ იყო გასაკვირი, რადგან ისნერს ატლანტის ტურნირის მოგების შემდეგ არ დაუსვენია. მოკლედ, მომდევნო ორ სეტში “ეისების მანქანამ” არ იმუშავა - ჯონმა ფინალში მხოლოდ ექვსი ეისი ჩააწოდა და დელ პოტრომ იოლად გაიფორმა გამარჯვება – 3:6, 6:1, 6:2. არგენტინელმა მესამედ მოიგო ვაშინგტონის ტურნირი, სულ კი კარიერაში მე-15 ტიტული გაიფორმა.

ვაშინგტონი (აშშ)

ფინალი

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ,1)-ჯონ ისნერი (აშშ, 8) 3:6, 6:1, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ATP-ის ტურნირი წელს მეექვსე ესპანელმა მოიგო

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
ძალიან უიღბლო კაროლინ ვოზნიაცკი
აშშ-ის ღია: სუპერმატჩი ახლოვდება
ATP-ის შემაჯამებელი: როჯერმა შანსი დაიტოვა
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
ᓥᓐᓚᓔᓑᓘ ᓨᓐᓜᓮᓐᓘᓡ "ᓛᓐᓡᓢᓔᓠᓡᓘᓡ" ᓩᓠᓓᓘᓚᓨᓘ
აშშ-ის ღია: ფედერერი-ნადალი არ იქნება
ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-ის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
ᓪᓘᓜᓪᓘᓜᓐᓢᓘᓡ ᓥაᓚᓗᓐ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓘ: ᓥაᓚᓔᓑᓛᓐ ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓡ ᓗᓣ ᓙᓐᓪᓔᓑᓛᓐ?
სამანტა სტოსური მეორე ეშელონში
ჩოგბურთის მატჩი, რომელიც 3 დღე გაგრძელდა [VIDEO]
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
ინდიან უელსის ტურნირი: ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერი შეაჩერა
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
პირველი ტიტული შარაპოვას წყალობით: მარიას შეყვარებულმა თავი გამოიჩინა
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია
US OPEN 2016. I დღე: დღის ციფრი და დღის ქამბექი
ავსტრალიის ღია პირველობა: პირველი სლემის პირველი დღე
6:36 საათი და 99 გეიმი - კევინ ანდერსონმა ჯონ ისნერი დაამარცხა და უიმბლდონის ფინალში გავიდა
ავსტრალიის ღია პირველობა: რაონიჩი უკვე დიდი ბიჭია
დღეს შანხაიში: ბასილაშვილი VS დელ პოტრო
"მადლობა, რომ იყავი მაგალითი კორტსა და მის მიღმა" - დელ პოტრო ფედერერს დაემშვიდობა
ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში ასპარეზობას იწყებს - ვინ არის მეწყვილე და მეტოქე?