ფინანსური "ფეარ პლეის" წესზე საკუთარი აზრი არნემის "ვიტესის" პრეზიდენტმა გამოთქვა
ფინანსური "ფეარ პლეის" წესზე საკუთარი აზრი არნემის "ვიტესის" პრეზიდენტმა და მფლობელმა მერაბ ჟორდანიამაც გამოთქვა.

ეს წესი 2013/14 წლების სეზონიდან შედის ძალაში. მოგონილი კი იმიტომ არის, რომ ოლიგარქების, შეიხების თუ სხვა მილიარდერების საფეხბურთო კლუბებმა არ შთანთქან ყველაფერი და დიდი დისბალანსი არ გამოიწვიონ.

მისი მთავარი პუნქტი ასეთია: თუ კლუბი თავად შოულობს 5 მილიონ ევროზე მეტს, მან აღარ უნდა მიიღოს არანაირი შემწეობა.

მაგალითად, თუ რომან აბრამოვიჩის "ჩელსიმ" კომერციული საქმინობით გამოიმუშავა 5 მილიონ ევროზე მეტი, მაგრამ აბრამოვიჩს უნდა, რომ თავისი ჯიბიდანაც გასწიოს ხარჯი ძვირიანი ფეხბურთელების შესაძენად, ეს უკვე ფინანსური "ფეარ პლეის" წესის დარღვევაა.

ჯერჯერობით, ეს წესი არ ემუქრება ქართულ კლუბებს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა და მინიმუმ 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, კლუბის მფობელს უფლება აღარ ექნება, ისევ გასცეს დოტაცია.

"ფინანსური "ფეარ პლეის" წესით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რომ ეს ძალიან კარგია საერთაშორისო ფეხბურთისთვის.

კარგად ვიცნობ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის და დარწმუნებული ვარ, ამ წესით ის ნებისმიერი რანგის კლუბის ინტერესებს იცავს, შესაბამისად, დიდ კლუბებს აღარ ექნებათ უპირატესობა", - ამბობს ჟორდანია.

ჰოლანდიური კლუბის ქართველი მესვეური უკმაყოფილო ალბათ იმიტომაა, რომ ამ ზაფხულს "ვიტესმა" ვილფრიდ ბონი "სუონსის" მიჰყიდა, მარკო ვან გინკელი კი - "ჩელსის", შემოსავალიც მიიღო, ანუ ფული შემწეობის გარეშეც იშოვა.

"ვიტესი" ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში რუმინულ "პეტროლულს" სტუმრად დაუზავდა (1:1) და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსიც აქვს.

"არ მოვითხოვ იმას, რომ გინდა თუ არა, ჯგუფურ ეტაპზე უნდა გავიდეთ, თუმცა ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როცა მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა შეგვეძლო. შემართება არ გვაკლია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯგუფში ვერ მოვხდებით, მაინც კმაყოფილი დავრჩები", - ამბობს ჟორდანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურია: მერაბ ჟორდანიამ საჭირო ხალხთან გადარეკა და...

იქნებ მერაბიკო ჩუკენობამ დაგაკმაყოფილოს?!
rati
ამ არაკაცს რა უნდა ასეთ ღირსეულ საიტზე?
ფეხბურთის ქომაგი
ვერ გავიგე. გუნდის ბიუჯეტი იცვლება თუ ... იქნებ უფრო გასაგებად ახსნას ვინმემ
Tornike
რა უნდაა?
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
უეფას ფინანსური "ფეარ პლეის" წესების გამკაცრება სურს
"ᓛᓐᕜᓩᓔᓡᓢᓔᓠ ᕡᓘᓢᕘ" ᕨᓔᓡᓐᕫᕚᓝᕐ 50 ᕛᓘᕚᕘᕝᓜᓘ ᕤᕣᕜᕢᓘᕗ ᕓᓐᓯᕐᕠᓘᕛᕓᕔᕡ
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა