20-25 აგვისტოს სერბულ სრენჯანინში პლანეტის პირველობა უკვე ჭაბუკებში ჩატარდება
ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, 20-25 აგვისტოს სერბულ სრენჯანინში პლანეტის პირველობა უკვე ჭაბუკებში ჩატარდება.

მასში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან, ხოლო ჩვენები სერბეთში 18 აგვისტოს გაფრინდებიან.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ბედინაძემ იქ წასაყვანად ნუგზარ წურწუმია (42), თემურ შავაძე (46), დავით მარკოიძე (50), გიორგი კურტანიძე (54), ლევან ქავჟარაძე (58), მინდია ბოლქვაძე (63), ირაკლი თარხნიშვილი (69), ნუკრი შავაძე (76), გიგა ქოქოლაძე (85) და ზვიად პატარიძე (100) შეარჩია.

როგორც ვხედავთ, ევროპის პირველობაზე ნაჭიდავებ გუნდში ბედინაძემ სამი ფალავანი შეცვალა - მაშინ წურწუმიას, მარკოიძეს და ნუკრი შავაძეს არ უჭიდავიათ.

საინტერესოა თარხნიშვილის ამბავიც, ვინც ევროპაზე 76-ში იასპარეზა, ახლა კი 69-ში გამოვა. თურმე, ევროპაზე ბედინაძეს 69-ში ორი სრულფასოვანი ფალავანი ჰყავდა - თარხნიშვილი და გიორგი მელია, 76-ში კი რეალური არავინ იყო. ამიტომ, თარხნიშვილი ზევით გადაიყვანა, ახლა კი, ბოლოსწინა შეკრებაზე, მელიამ ხელი იტკინა და გუნდიდანაც ამოვარდა. ამიტომ, თარხნიშვილი ისევ თავის წონაში დააბრუნეს, 76-ში კი შავაძე დააყენეს.

ევროპის პირველობაზე ნაჭიდავებ გუნდში მცირეოდენი ცვლილებები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ემზარ ბედინეიშვილმაც შეიტანა - ორი სპორტსმენი შეცვალა, 42 კილოგრამში კი მონაწილე საერთოდ არ ეყოლება.

ევროპის პირველობაზე აქ ალექსანდრე კილაძე მესამეზე გავიდა, მაგრამ ამჯერად წონას ვერ იკლებს, მისი რეალური შემცვლელი კი არავინაა. ბედინეიშვილის გადაწყვეტილებით, სრენჯანინში შმაგი თოდუა (46), ირაკლი მხეიძე (50), გიორგი ყაზარაშვილი (54), რამაზ ზოიძე (58), ედუარდ ნიკოლიშვილი (63), ტარიელ გაფრინდაშვილი (69), გიორგი გიორგობიანი (76), ვაჟა ომარაშვილი (85) და გივი მაჭარაშვილი (100) იჭიდავებენ. ამათგან ევროპაზე მხეიძესა და ყაზარაშვილს არ უასპარეზიათ.

ევროპის პირველობიდან დაბრუნებულ მწვრთნელს 85-შიც სურდა მონაწილის შეცვლა, მაგრამ ომარაშვილმა საკონტროლო შეხვედრა მოუგო გიორგი გაბაშვილს.

"თავისუფლები" სერბეთში 22 აგვისტოს გაფრინდებიან, დასკვნითი შეკრება კი ორივე გუნდმა ბორჯომში გაიარა.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა ევროპის პირველობაზე 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვა, "თავისუფლები" კი სამ ბრინჯაოს დასჯერდნენ. მათგან მედალოსნები კილაძე, თოდუა და ზოიძე გახდნენ. "ბერძენ-რომაელთაგან" ვერცხლი კურტანიძემ და ქავჟარაძემ მოიპოვეს, თემურ შავაძე და პატარიძე კი მესამეზე გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: ბედინაძე ძველებს ენდო
ჭიდაობა თავდაყირა დგება? ინტერვიუ ემზარ ბედინეიშვილთან
ქართველების ოდისეა ბუნდესლიგაში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აქაც წარმატებულია
ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჭიდავეებს 1000-1000 დოლარი აჩუქა
მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ქართველი ბერძენ-რომაელების უმედლო II დღე
ქართველი "ბერძენ-რომაელები" ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ვერ ივარგეს
დღეს თბილისში სტარტს ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს
მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებები: ვინ - სად, ვინ - რისთვის
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: შემადგენლობამდე საკონტროლოებიო
ჭიდაობა. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ისევ მშვენიერი დასაწყისი - ოქრო-ვერცხლი