გიორგი ილურიძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ჩვეული დატვირთვით ემზადება
როგორც იცით, "სიონთან" ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ევროპალიგის პლეი ოფის მონაწილე "დილა" სერიოზულად დაზარალდა - გორელებს ირაკლი მოდებაძე და გიორგი ილურიძე დაუშავდათ.

ადრეც ვწერდით, რომ მოდებაძე, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო, "რაპიდთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა. როგორც თავად მოდებაძე ამბობს, ვარჯიშს 29 აგვისტოს საშინაო მატჩისთვის განაახლებს.

რაც შეეხება ილურიძეს, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და უკვე ჩვეული დატვირთვით ემზადება.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ილურიძე თბილისის "დინამოსთან" 17 აგვისტოს გასამართ შეხვედრაში აუცილებლად ითამაშებს. "დილას" მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის თქმით, საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობის რომელიმე მოთამაშე დაისვენებს.

დევდარიანმა დაადასტურა, რომ ევროპალიგის პლეი-ოფში მონაწილეობის გამო, "დინამოსთან" მატჩის გადადებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა:

"ვფიქრობდით, რომ პლეი ოფის მნიშვნელოვანი თამაშების წინ, არ ღირდა, ქართულ გუნდებს მთელი ენერგია ერთმანეთის წინააღმდეგ დაგვეხარჯა. ამის შესახებ "დინამოს" ერთ-ერთ ხელმძღვანელს ველაპარაკე, მაგრამ მათ მატჩის გადადება არ ისურვეს.

ასე რომ, ფედერაციასთან დაკავშირებას აზრი არც ჰქონდა. თუმცა "დინამოს" გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

ეს ძალიან პრინციპული მატჩია და ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეული გამოსვლა, ქულების მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება და გულშემატკივრების გახარება გვსურს. ამავე დროს, ორივე გუნდისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველო ევროსარბიელზე ღირსეულად წარმოვადგინოთ.

ეს არის ჩემი და კლუბის ხელმძღვანელობის საერთო აზრი. ავსტრიელებს ღირსეული თამაში უნდა შევთავაზოთ. ამიტომ, "დინამოსთან" რომელიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ითამაშებს, ოღონდ, მოედანზე გასული არც ერთი მოთამაშე გამარჯვებისთვის თავს არ დაზოგავს".

პლეი ოფის პირველ შეხვედრამდე მცირე დროა დარჩენილი, გორელი ფეხბურთელები კი სხვადასხვა ფრონტზე (ჩემპიონატი, ნაკრებები) თამაშობენ.

ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა გუნდს თანამედროვე აღდგენითი საშუალებები.

"ევროპულ კლუბებში ასეთი აღდგენითი საშუალებები ფართოდ გამოიყენება. ცხადია, ამ მხრივ ჩამოვრჩებით მათ, მაგრამ საჭირო საშუალებები ჩვენც გვაქვს.

ამის მიუხედავად, მალე ინტენსიური თამაშები დაიწყება, ფეხბურთელები ძალიან დიდ დატვირთვებს მიიღებენ და მათ საამისოდ ვამზადებთ. ამიტომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავასაქმოთ ყველა მოთამაშე, მონაცვლეობით კი, ძირითადი ბირთვის რომელიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივცეთ.

მთავარია, ეს გუნდის შედეგს არ დაეტყოს. სხვაგვარად, ორ ფრონტზე ძალიან გაგვიჭირდება", - ამბობს დევდარიანი.

აქვე ვიტყვით, რომ "დილა"-"დინამოს" მატჩს ევროპალიგის პლეი ოფში გორელთა მეტოქის, ვენის "რაპიდის" წარმომადგენელიც დაესწრება, რომელიც ერთი კვირის წინ გორელებისა და ბოლნისის "სიონის" შეხვედრასაც აკვირდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის II ტურის წინ: ვამბობთ ევროპას, ვგულისხმობთ პრინციპს...

გიორგი დევდარიანი: თავისუფლების მოყვარული კაცი ვარ

ირაკლი
ოცი წელიწადია ასეთი დაინტერესებული არ ვყოფილვარ ქართული ფეხბურთით. ეს ბატონ გიორგის დიდი დამსახურებაა და დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალ თამაშში. ჩვენი მეტოქე ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე სასურველია და აუცილებლად უნდა გავიდეთ მომდევნო წრეში
ioio
ტყავაძე არაკაცია ეშIნია რო დილამ წარმატებას არ მიაღწიოს ევროპაზე... მე დინამოს ფანი ვარ ისე..
bnb
მე დევდარიანი უფრო სხვანაირი მეგონა. 'დინამო'-ს წარმომადგენელს ველაპარაკეო რომ ამბობს - ლაპარაკი ფედერაციის გავლით თუ არ არის ამას სუ სხვა სუნი აქვს. რაც შეეხება თამაშებს, წარმატებას ვუსურვებ გორიდ დილას. თუ გავლილ ტამაშებს გადავხედავთ შექმნილი მომენტებიტ "დილა" მარტო ერტ მატჩში თუ დაიკვეხნის - დანარჩენში მეტოქე დიდ რაოდენობოს მომენტებს ქმნიდა. ამის გამო მგონია რომ მწვრთნელის როლს ბევრი ჩვენგანი გადამეტებით ვაფასებთ. უფრო "გამართლებას" უფრო გავდა. იმედია ვცდები, მაგრამ თუ რაპიდი სერიოზული გუნდია - დილასთანა გუნდს დიდი ანგარიშით მოუგებს.
avoieee
ვინ იყო ის კაცი,ვინც უარი თქვა თამაშის გადადებაზე.ეგ ნაღდად უნდა იცოდეს გულშემატკივარმა.იმიტომ, რომ იმედი არ აქვს "დინამო"-ს გასვლის და გადაღლას დააბრალებს,მაგრამ რა დაბოღმილი უნდა იყო რომ "დილა"-საც ეჩალიჩო გამოვარდნაზე.ფუიიი
guja_kakhadze
საუკეთესო აღდგენითი საშუალება უცხოელებს კი არა ჩვენ გვაქვს, მაგრამ არ იყენებთ არც თქვენ და არც ფედერაცია. ჩემს მოსწავლეს თუ შეუძლია მაღალ ტემპში ითამაშოს 2 ტაიმი და არ დაიღალოს, რატომ არ გინდათ თქვენც გამოიყენოთ? ლაპარაკია სირბილის ტექნიკაზე რომელიც ენერგიის აღდგენას სირბილითვე იწვევს. აუცილებლად უცხოელებს უნდა მივყიდო ეს მეთოდი, რომ მიხვდეთ რაზე ვლაპარაკობ? უამრავ თქვენგანს მოუსმენია ჩემგან ამის შესახებ, ნაწილს კიდევსც უნახავს და გაოცება ვერ დაუმალავს. თუ ვინმე გიკრძალავთ ქართული ფეხბურთის განვითარებას და გულშემატკივრებმა არ ვიცით? რაზეც მე ვლაპარაკობ ამის სწავლა ორ დღეში არის შესაძლებელი. სცადეთ ყველაზე სუსტ სათადარიგო ფეხბურთელზე და თუ საუკეთესოს ვერ აჯობა ნურც გამოიყენებთ. მე ხომ ამ ექსპერიმენტში 300 000$ ვდებდი გარანტიის სახით? ვერ იპოვნით მწვრთნელს რომელიც ქართველ ფეხბურთელის ფიზმომზადებას ასეთ მცირე დროში გაბედავს და თან გარანტიის სახით თუნდას 1000$ ჩადებს. მეტი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. ყველას გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით!
gulshematkivar namdvili
ჩემი აზრით ეს თამაში უნდა გადადებულიყო,
R
გაუგებარია, დინამოს ხელმძღვანელობამ რატომ თქვა თამაშის გადადებაზე უარი. მგონია, არაადეკვატურობის ნიშანია.
PARFIUMER
კაიფი ის იქნება დინამოს მწვრთნელი რომ იტყვის გორთან თამაშით გადავიღალეთ და ტოტენჰემს მიტო ვერ მოუგეთო :D
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]