"იუნაიტედისა" და "ჩელსის" თამაშზე რამდენიმე თემა გვინდა ცალკე გამოვყოთ და ჩვენი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ
"იუნაიტედისა" და "ჩელსის" თამაშზე რამდენიმე თემა გვინდა ცალკე გამოვყოთ და ჩვენი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

უპირველესად, მთავარ მსაჯზე, 42 წლის მარტინ ატკინსონზე ვთქვათ. არბიტრმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, ალოგიკური გვგონია, როცა მან ოსკარის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის დაუსჯელი დატოვა ანტონიო ვალენსია, რამდენიმე წუთში კი კევინ დე ბრუინს რობინ ვან პერსის შეტევის ჩაშლისთვის უჩვენა ყვითელი ბარათი.

გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა რეაქცია მსაჯს მეტოქის საჯარიმოში ეშლი კოულის აშკარა სიმულაციაზე.

სალაპარაკოდაც კი არ ღირს კუთხურები, ატკინსონმა და მისმა ასისტენტებმა რომ ვერ დაინახეს. აი, დაუნიშნავი თერთმეტმეტრიანი კი ყოველთვის ხდება ხოლმე განსჯის საგანი.

ძალიან რთული გვგონია, ტომ კლევერლის დარტყმის შემდეგ ფრენკ ლემპარდის ხელით თამაშში წესების დარღვევა ვერ დაინახო. 34 წლის ვეტერანის მარცხენა ხელზე მოხვედრის შემდეგ ბურთმა არათუ მიმართულება შეიცვალა, არამედ გაჩერდა კიდეც და "ჩელსის" საჯარიმოდან გამოტანის საშუალება მიეცა.

ცხადია, დევიდ მოიესს საკმარისი საფუძველი მიეცა, რომ ამის გამო დაეჩივლა.

განყენებული თემაა უეინ რუნი. ის, რომ 27 წლის თავდამსხმელი ძირითადში იყო, სტადიონმა თამაშის დაწყებამდე 40 წუთით ადრე შეიტყო, რასაც მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. თავისუფლად შეიძლება იმის თქმაც, რომ რუნი "ეშმაკების" რიგებში საუკეთესო იყო. თანაგუნდელები ყველაზე რთულ მომენტებში სწორედ მას ეძებდნენ და ფეხბურთელიც ერთი შეხედვით მარტივი სვლებით ახერხებდა კვანძის გახსნას.

უეინის სამუშაო არეალი, ტრადიციულად, მოედნის 3/4-ს მოიცავდა. ის იწყებოდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და მეტოქის საჯარიმოსთან მთავრდებოდა. მან რამდენჯერმე შორიდანაც მოსინჯა პეტრ ჩეხის რეაქცია, თუმცა უშედეგოდ. აშკარაა, "იუნაიტედს" უეინი სჭირდება და რაც მთავარია, ძირითად შემადგენლობაში.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდგომ:

დევიდ მოიესი ("მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი):

"ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეტოქე თავს ორგანიზებულად იცავდა და გატანა ვერ მოვახერხეთ. ეს ჩვენივე ბრალია, რადგან უკანასკნელ მომენტში მწვავე პასების კეთებას ვერ ვახერხებდით.

მიმაჩნია, რომ ანგარიშის გახსნის უკეთესი შანსები მაინც ჩვენ გვქონდა. დღეს თავდასხმაში სამმა ფეხბურთელმა ითამაშა. გპირდებით, რომ აქცენტს შეტევაზე მომდევნო თამაშებშიც არაერთხელ გავაკეთებთ. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავიღეთ, თუმცა ვან პერსიმდე და უელბეკამდე ბურთი ძნელად მიგვქონდა.

ამ კვირაში "ჩელსი" პენალტს მეორედ გადაურჩა. ჩემი აზრით, ლემპარდის ეპიზოდი იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ კამათიც კი არ ღირს. იყო თუ არა წესის დარღვევა, ეს მწვრთნელების გადასაწყვეტი ნაკლებად არის, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ არბიტრების დიდი უმრავლესობა ამ ეპიზოდს განსხვავებულად განსჯიდა.

რუნის დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მესიამოვნა ის, როგორ შეხვდა მას გულშემატკივარი. სიმართლე გითხრათ, ზუსტად ამას ველოდი.

თამაშამდე უეინს შევპირდი, რომ მინიმუმ 60-70 წუთს მივცემდი, იმის მიხედვით, წაუვიდოდა თუ არა თამაში. ის იმდენად კარგი იყო, რომ მერე მის შეცვლაზე აღარც მიფიქრია. კომპენსირებულ დროში მას შეეძლო ჩვენთვის სამი ქულის მოტანა, თუმცა, უბრალოდ, არ გაუმართლა.

ვამაყობ, რომ ასეთ ძლიერ გუნდს ვხელმძღვანელობ და მიხარია, რომ გულშემატკივარი ასე თბილად შემხვდა. მინდა, მომავალში უბრალოდ კი არა, ტაში ტიტულების წყალობით დავიმსახურო".

ჟოზე მოურინიო ("ჩელსის" მწვრთნელი):

"ფრე სამართლიანი შედეგი იყო. დღეს წაგებას არცერთი გუნდი არ იმსახურებდა. დღევანდელი ქულა, მით უფრო, ჩემპიონთან გასვლით დაპირისპირებაში, დადებითი შედეგია.

"ჩელსის" ოთხი შემტევი ფეხბურთელი ჰყავდა და აქედან 22-ზე უფროსი ასაკის არცერთი არ ყოფილა. დე ბრუინმა, აზარმა და შიურლემ "ოლდ ტრეფორდზე" სულაც პირველად ითამაშეს და თანაც, ფერდინანდთან და ვიდიჩთან მოუხდათ დაპირისპირება. ამის მიუხედავად, ფეხბურთელებმა მათზე დაკისრებული ამოცანები მაინც შეასრულეს.

ვერ ვივარგეთ ბურთის გათამაშებაში. საკუთარ ნახევარზე ხშირად არაზუსტ პასებს ვაკეთებდით, თუმცა, საერთო ჯამში, ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. ბიჭებს აშკარად განვითარებული აქვთ ტაქტიკური აზროვნება და შეუძლიათ რეალური შედეგისთვის ბრძოლა.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მოთამაშეთა პროფესიული ზრდისთვის დროდადრო აუცილებელია ტაქტიკური თვალსაზრისით ისეთი რთული თამაშები, როგორიც დღევანდელი იყო. მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩემი გუნდი ასეთ მომენტებშიც კი არ იბნევა. ორი თამაშის მოგებისა და ჩემპიონთან ქულის აღების შემდეგ წლევანდელ სტარტს უკვე შეიძლება წარმატებული ვუწოდოთ.

უნდა აღვნიშნო, რომ ის, რაც უეინ რუნის თავს გადახდა, მის თამაშზე ოდნავადაც არ ასახულა. უეინი ნამდვილი პროფესიონალია. შეუძლებელია არ დააფასო, რომ მან მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის პირობებშიც კი უმაღლეს დონეზე ითამაშა".

ტურის ფაქტები

ფულჰემი-არსენალი 1:3

* დედაქალაქური გუნდების უკანასკნელი 6 დაპირისპირებიდან 3 თამაში ფრედ დასრულდა, 2-ჯერ "არსენალმა" იმარჯვა, ერთხელ "ფულჰემმა".

* "მეთოფეებმა" "ქრევეინ კოტეჯზე" ზედიზედ მეორედ აიღეს 3 ქულა, 12 სტუმრობიდან კი 8-ჯერ მოახერხეს გამარჯვება.

* პრემიერლიგაში 24 ურთიერთშეხვედრაში "ფულჰემმა" მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა და 3-ჯერვე საშინაო შეხვედრაში.

* პირველად უკანასკნელ 4 თამაშში, გუნდებმა სრული შემადგენლობებით დაასრულეს ასპარეზობა.

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 0:0

* "ევერტონმა" პირველად ვერ მოახერხა უკანასკნელ 4 თამაშში "ვესტ ბრომვიჩის" დამარცხება.

* "ვესტ ბრომვიჩმა" 34 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოახერხა "გუდისონ პარკზე" 3 ქულის აღება. ეს 2010 წლის ნოემბერში მოხდა.

ჰალ სიტი-ნორვიჩი 1:0

* სიტი" "ნორვიჩთან" უკანასკნელ 8 თამაშში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ეს 2007 წლის აპრილში მოხდა.

* შაბათს პირველად მოხდა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს უმაღლესი ლიგის მატჩში შეხვდნენ.

ნიუკასლი-ვესტ ჰემი 0:0

* "კაჭკაჭები" "ჩაქუჩებს" ისტორიაში 124-ედ შეხვდნენ.

* "ნიუკასლმა" უკანასკნელად 2011 წლის იანვარში იმარჯვა "ვესტ ჰემთან" - 5:0. ეს ანგარიში ჩრდილოელებისთვის რეკორდად ითვლება "ვესტ ჰემთან" დაპირისპირებების ისტორიაში. მას შემდეგ ტაინსაიდელებმა მიჯრით მესამე შეხვედრაში ვერ შეძლეს გატანა. მეტიც, სემ ელერდაისის გუნდი შარშანდელ სეზონში ერთადერთი იყო, რომელსაც "ნიუკასლისგან" გოლი არ გაუშვია.

ასტონ ვილა-ლივერპული 0:1

* 1998 წლიდან მოყოლებული, "ასტონ ვილამ" "ლივერპულთან" საშინაო შეხვედრებში ერთადერთხელ იმარჯვა (5 ფრე, 10 წაგება), უკანასკნელი 5 მატჩიდან კი 4-ჯერ დამარცხდა. 16 თამაშში ბირმინგემელებმა მხოლოდ 7-ჯერ მოახერხეს თავის გამოჩენა. ერთზე მეტი გოლის გატანა "ვილამ" ბოლოს სწორედ 1998 წელს შეძლო (4:2).

სტოკ სიტი-კრისტალ პალასი 2:1

* მეტოქეები მე-13-ედ შეხვდნენ ერთმანეთს ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, თუმცა შაბათს ეს პირველად მოხდა პრემიერლიგაში. "მეთიხეებმა" გამარჯვების შემდეგ დადებითი ბალანსი დაიბევეს. აქამდე გუნდებს 5-5 მოგება და თითო ფრე ჰქონდათ.

* უკანასკნელად ისინი შარშანდელ სეზონში შეხვდნენ ასოციაციის თასზე და მაშინაც უძლიერესი "სტოკი" იყო (4:1).

საუთჰემპტონი-სანდერლენდი 1:1

* "სანდერლენდს" "სენტ მერიზე" მიჯრით ორი თამაში ჰქონდა მოგებული, სულ კი უკანასკნელი 6-დან 4-ჯერ 3 ქულა ჰქონდა აღებული.

კარდიფი-სიტი 3:2

* უკანასკნელად ეს გუნდები ერთმანეთს 1994 წელს შეხვდნენ. მაშინ მესამე დივიზიონის წარმომადგენელმა "კარდიფმა" ასოციაციის თასის მე-4 ეტაპზე 1:0 დაამარცხა "ქალაქელები".

* ჩემპიონატში კი ისინი ბოლოს ერთმანეთს 1985 წელს შეხვდნენ მანჩესტერის "მეინ როუდზე" და 2:2 ითამაშეს.

ტოტენჰემი-სუონსი 1:0

* "სუონსის" "უაით ჰართ ლეინზე" ჩემპიონატის 16 შეხვედრიდან ჯერ ერთიც არ მოუგია (14 მოგება, 2 ფრე).

* "გედებმა" "დეზები" ბოლოს 1982 წელს დაამარცხეს (2:0).

იუნაიტედი-ჩელსი 0:0

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრეფორდზე" "ჩელსის" უკანასკნელი 4 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ სძლია.

* "ეშმაკებმა" ზედიზედ მეორედ დაასრულეს "ლურჯებთან" საშინაო დაპირისპირება უგოლოდ.

* "იუნაიტედმა" უკანასკნელად ნულოვანი ფრე 2011 წლის 19 აპრილს ითამაშა "ნიუკასლთან" "სენტ ჯეიმს პარკზე". მას შემდეგ 83 თამაშში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გადიოდა.

მომდევნო ტური

31 აგვისტო:

მანჩესტერ სიტი-ჰალ სიტი, კარდიფი-ევერტონი, ნიუკასლი-ფულჰემი, ნორვიჩი-საუთჰემპტონი, ვესტ ჰემი-სტოკ სიტი, კრისტალ პალასი-სანდერლენდი.

1 სექტემბერი:

ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი, ვესტ ბრომვიჩი-სუონსი, არსენალი-ტოტენჰემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. II ტური: პირველი დიდი სენსაცია [VIDEO]

Valeri
* "ეშმაკებმა" ზედიზედ მეორედ დაასრულეს "ლურჯებთან" საშინაო დაპირისპირება უგოლოდ. * "იუნაიტედმა" უკანასკნელად ნულოვანი ფრე 2011 წლის 19 აპრილს ითამაშა "ნიუკასლთან" "სენტ ჯეიმს პარკზე". მას შემდეგ 83 თამაშში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გადიოდა. ხომ არ გგონიათ რომურთიერთგამომრიცხავი წინადადებებია?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
დევიდ მოიესი: უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედს" სტოკჰოლმში შეუერთდება
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ESPN: ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა