ევროპის ლიგა. პლეი ოფის საპასუხო მატჩი
კარგად აგორებული ემოციური ტალღა გორის "დილაზე" 29 აგვისტოს დამთავრდა. შეკოწიწებული "დილა" ევროპალიგის ჯგუფში ვერ გავიდა, "დილამ" წლევანდელი ევროსარბიელი ლოგიკური შედეგით დაასრულა, თუმცა შინ 0:3 მაინც ძალიან მტკივნეულია.

"რაპიდთან" ჯერ კიდევ ვენაში, პირველ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ "დილას" გაუჭირდა საკუთარი თამაშის პოვნა. საპასუხო შეხვედრაშიც ასე მოხდა, გიორგი დევდარიანის გუნდმა რამდენიმე ეპიზოდში გაიბრწყინა, მთლიანობაში კი ავსტრიულ ქვაზე დასათხლეშ ხეჭეჭურს ჰგავდა.

"რაპიდი" სწორედაც რომ ქვა და რკინა იყო ნახევარდაცვაში. ჯანმაგარი ავსტრიელები ორთაბრძოლებს თითქმის არ აგებდნენ. "დილაც" სხვადასხვა გზით ცდილობდა ჯებირების გადალახვას, თუმცა გათანგული და დაჯაბნილი თვითონ გამოდგა.

"რაპიდი" არ არის ფანტაზიით გამორჩეული გუნდი, თუმცა ავსტრიელები შეტევაში ნამდვილი გერმანელებივით გადადიან და "რაპიდი" ისეთ იმიტაციას ქმნიდა, თითქოს ახალგაზრდულ გუნდს ეთამაშებოდა - "რაპიდი" "დილაზე" აშკარად ღონიერი გამოდგა ძალისმიერ თამაშში.

"რაპიდის" ორი საყრდენი ნახევარმცველი - ბრაიან ბეერენდტი და ჰარალდ პიხლერი მეორე ტაიმში მოედნის ცენტრში ისე ბატონობდნენ, რომ "დილა" გრძელი გადაცემებით და შეცვლაზე შემოსული ირაკლი მოდებაძის იმედად დარჩა, ბურთზე კონტროლი ძალიან უჭირდა; არადა, პირველი ტაიმი დევდარიანის გუნდმა წააგო და თამაშის გადაწყობა მართებდა.

...მატჩი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო, პირველი 15-20 წუთი მოსაწყენიც კი გამოდგა. მერე ავსტრიელებს ჰქონდათ გოლის გატანი შანსი - მარსელ ზაბიცერი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზციაში, მაგრამ ნუკრი რევიშვილი კარგად გამოვიდა კარიდან, კუთხე დაფარა და ბურთი კარში არ შეუშვა.

...დავით ბოლქვაძის პასით გრიგოლ დოლიძე გაიჭრა "რაპიდის" კარისკენ, მცველთან ორთაბრძოლაში წაიქცა, საკამათო ეპიზოდი იყო, არბიტრმა "დილას" სასარგებლოდ არ ჩასტვინა.

"დილას" მხნეობა მოემატა, გიორგი ილურიძემ ერთხელაც იმდენი ქნა, რომ ბურთი კარგად გაათრია, სოლო-რეიდს ჩინებული პასიც მიაყოლა. დოლიძეს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ "რაპიდის" მეკარეს, იან ნოვოტას ვერ აჯობა.

ამასობაში "დილას" დაცვაში წუნმა იმატა, გვიდო ბურგშტალერის დარტყმა ხარიხამ აისხლიტა, ტაიმის მიწურულს კი ერთხელაც მოირღვა გორული დაცვა და ეს უკვე ოცნების დასასრულს ნიშნავდა - შინ გოლგაშვებული "დილა" ფსიქოლოგიურად გატყდა.

მეორე ტაიმისთვის დევდარიანმა ორი შეცვლა განახორციელა - ტვინის შერყევის შემდეგ ახალგამოჯანმრთელებული ირაკლი მოდებაძე და მიხეილ გორელიშვილი შეუშვა მოედანზე. მოდებაძემ რამდენჯერმე მოახერხა პირველი ბურთის მოგება და შეტევისთვის ნიადაგის მომზადება, გორელიშვილმა კი მარცხენა ფლანგიდან თამაშის გამწვავება ვერც შეძლო - მეურვეს სისწრაფესა და ფიზიკურ ძალაში ვერ ჯობნიდა.

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, "დილამ" დამუშავებული კომბინაცია გაითამაშა - დავით ბოლქვაძემ მცველების ზურგს უკან ჩაჰკიდა ბურთი, ფეხმალი დოლიძეც შეიჭრა "რაპიდის" საჯარიმოში, თუმცა კუთხე დაიმახვილა და დარტყმა მეკარეს შეაწყვიტა.

ეს ეპიზოდი იმედის ნაპერწკალი იყო, რომელმაც ცეცხლი ვერ დაანთებინა "დილას". ავსტრიელებმა ისევ მარჯვედ გადაკეტეს ზონები და მოწინააღმდეგის შებოჭვაც მოახერხეს.

ბურთი ვერ გააგორეს, ფლანგებიდან ვერ შეუტიეს, მოდებაძე მარტო რჩებოდა რამდენიმე მცველთან, ილურიძე ეფექტურად ვეღარ ირჯებოდა - "დილას" აღარაფერი გამოსდოდა.

მეორე გოლიც "დილამ" ავსტრიელების კონტრშეტევით გაუშვა. "რაპიდმა" გორელებთან ორივე შეხვედრაში კარგად გამოიყენა ის იარაღი, რასაც "დილა" უპირისპირებდა "რაპიდამდე" ხორვატულ "ჰაიდუკსა" და დანიურ "ოლბორგს".

0:2-ის მერე დევდარიანის გუნდმა მაინც გაიბრძოლა, ილურიძის პასით გორელიშვილს მიეცა საგოლე შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გამოიყენა, ულაზათოდ დაარტყა.

რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, მით უფრო კარგად ჩანს, ვის აქვს ევროპული გამოცდილება და კლასი. ოთარ ხიზანეიშვილი "რაპიდთან" ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო, სხვაზე მეტი კლასი ეტყობოდა, თორემ უშეცდომო არც ის ყოფილა.

"დილა" სულ იმის ცდაში იყო, როგორმე მოეძებნა ღრიჭო "რაპიდის" დამცავ ეშელონებში, მაგრამ მხოლოდ მცდელობა ვერ იქნებოდა საკმარისი - მეტოქე "დილაზე" უკეთ ირჯებოდა.

გორელები შინ დიდი ანგარიშით რომ დამარცხდნენ, იქნებ მთლად ლოგიკური ვერ იყოს, "დილასაც" ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ მესამე გოლი ისე გაუშვა, რომ "რაპიდისთვის" 3:0 ალალი გამოდგა - ბეერენდტმა "დილას" რამდენიმე ფეხბურთელი იოლად დაჯაბნა, მეკარესაც გაუსწორდა და ასე შეაგორა ბურთი კარში.

იხილეთ ვიდეო

მატჩის დასრულების შემდეგ სტუმრებმა მოედანზე პატარა წრე შეკრეს და ცეკვა-თამაშითაც აღნიშნეს გამარჯვება.

"დილას" კი ტაში მაინც დაუკრეს - დევდარიანის გუნდმა ეს, ალბათ, იმით დაიმსახურა, რომ მოკლე დროში რაღაცის გაკეთება ნაღდად მოახერხა.

მატჩის შემდეგ

გიორგი დევდარიანი:

ჩვენმა ბიუჯეტმა და ორთვიანმა მომზადებამ გვაჩვენა, რომ ევროპის ლიგის ჯგუფში ჩვენი ადგილი არ არის. მიუხედავად ამისა, სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, ორი საგოლე შანსი გვქონდა. "რაპიდმა" გვაჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ლიგის ჯგუფში.

800 000 ლარი და ორი თვე მოსამზადებლად - ასე იყო საქმე. ამ შეხვედრის დეტალებზე კი მაშინ ვისაუბრებ, ყველაფერს ცივი გონებით რომ შევხედავ.

რაც შეეხება იმას, გავაგრძელებ თუ არა მუშაობას "დილაში"... როცა წარმატებით თამაშობ და იმარჯვებ, ერთია და მეორე ის, როცა წააგებ და გვერდში დგომაა საჭირო. გორელი გულშემატკივრების სითბოს არასდროს დავივიწყებ.

"დილას" ორი წამყვანი მოთამაშე დატოვებს - ლაშა გვალია და გიორგი ილურიძე. მათ მადლობას ვუხდი და წარმატებას ვუსურვებ. ამ ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ "დილასთან" განშორება მოუწევდათ და მაინც მონდომებით ითამაშეს, თუმცა რომ მიდიხარ, ეს ძალაუნებურად მაინც მოქმედებს.

ერთადერთი, რითიც კმაყოფილი ვარ, ის არის, რომ "დილამ" წლევანდელ ევროსარბიელზე ნორმალური თამაში აჩვენა. პირველმა ოთხმა მატჩმა იმედი გააღვივა, რაც საბოლოოდ ფუჭი გამოდგა".

ზორან ბარიშიჩი:

"ასეთი ანგარიშით მოგებას არ ველოდი, რადგან კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა. რთული მატჩი გამოდგა, იყო შანსი, რომ სხვანაირი თამაში ყოფილიყო.

ამ შეხვედრაში მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გავიტანეთ. ვფიქრობ, ამან მეტოქეზეც იმოქმედა".

ასევე იხილეთ:

რაპიდი-დილა 1:0 - თამაში ავანტიურის გარეშე [VIDEO]

beri2posta.ge
სამწუხაროდ (აქ)გაიმარჯვა პროფესიულობამ, კლასმა და ცოდნამ. ყველაფერი ეს ჰქონდათ ავსტრიელებს.აქ მარტო დილაზე არ არის საყვედური. მთელი ჩვენი ფეხბურთი ასეთია!იგი სოფლის საფეხბურთო გუნდების დონეზეა.
giorgi
nutu kidev ver mivxvdit rom chveni fexburti cotati jobia farerebis fexburts, chven vis unda mougot xalxo ras ambobt. biujetshi gundebs kapiki ara akvt da chven mere rvropa gvinda?araris ik chveni adgili da nu bakibukoben zogiertebi
nika
ცუდია ილურიდზე რომ წავიდა
giorgi
ერთი და იგივეს ვიმეორებ,სანამ ფეხბურთელები ფეხზე დგომას არ ისწავლიან,არაფერი გვეშველება. მოსკოვის დინამოსთან თამაშის დროს რუსი კომენტატორი გაკვირვებული კითხულობდა ყველა შეტაკებაზე როგორ იქცევიანო ქართველები. დროა უფრო მამაკაცურად ათამაშდნენ ქართველები,რეგბში ხო გამოგვდის და თუ საჭიროა ავარჩიოთ უფრო ხისტები ამ ბალეტის ყურება შეუძლებელია,კომენტატორებიც რო ბანს აძლევენ: საჯარიმოში კონტაქტი იყოო... გესმით მხრით თამაში არშეიძლება თურმე მაშინ ჭადრაკი ითამაშონ. გადახედეთ ჩვენ ჩემპიონატს ყოველ შეჯახებაზე და წაქცევაზე ერთმანეთისკენ იწევენ საჩხუბრად.ფეხბურთი კი წინ მიდის....
kjk
შარშან ბევრად კარგად ითამაშა გორის დილამ.... ყოველი თამაში საინტერესო იყო თან სამივე მოწინააღმდეგე გუნდი კარგი იყო.... მარიტიმუ ბევრად ზლიერი გუნდია რაპიდტან შედარებით წელს ზალიან დიდი შანსი ქონდა გორს და ვერ გამოიყენა ეს მარტო ფინანსების ბრალი არ არის როგორც დევდარიანი ამბობს
ზურა
დასანანია,წარმატების მოლოდინი იყო.. თუმცა ისიც აშკარაა რომ მეტოქის კლასი, მომზადება და დისწიპლინა გაცილებით მაღალი იყო. გასაგებია რომ გუნდი ახალი შეკრებილია, ესეც კარგი შედეგია და ა.შ.. ზოგადად ქართულ ფეხბურთში რომ სათამაშო დისწიპლინის პრობლემაა ეს ახალი ამბავი არ არის და ამის გამოსწორება მოკლე პერიოდში ვერ მოხდებოდა, მაგრამ არ შეიძლება ფიზიკური მომზადება წამოიწიოს წინა პლანზე? გვყავს ტექნიკური მოთამაშეები, მაგრამ ორთაბრძოლებში გვჯაბნიან. ქართველ ხალხს ჯანი, ღონე და გამძლეობა გაგვიჭირდა? გიორგი ილურიძე - კარგი ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ მეორე ტამში სტადიონზე იმდენად აშკარად არასპორტულად დაჰქონდა ტანი რა ბურთის გატანა უნდა მოგვეთხოვა, შეცვლას ითხოვდა თვითო.. მონდომება არ გვაკლდა, მაგრამ რესურსი არ გვქონდა!
roma
გაისად ამ დროს ნახევარზე მეტი გორის დილა აღარ იქნება,ვერ გამიგია როგორ მიიღებს გუნდი გამოცდილებას,საწყალ არაფრისმაქნის ხალხს კი ჯერა მომავალი წლის,ვაი ჩვენს პატრონს,2004-ს წლიდან ელოდებიან დინამოს,როდის მიიღებს გამოცდილებას.ხალხო გამოფხიზლდით უკვე 24-იწელი გავიდა და ჩვენ ისევ ღრმა კრიზისში ვართ.ეჰეი მიაუ,მიაუ,მიაუ.ესეა სამწუხაროდ პოლიტიკაში და საერთოდ ყველაფერში,ჩვენი საშველი არ იქნება,მანამ სანამ აზრზზე არ მოვალთ.
tazo
ჟურნალისტების გასაგონად მინდა ვთქვა,ისეთ სტატიებს ნუ წერენ,რომ ყველაფერს აბუქებენ და დიდ მოლოდინებს ქმნიან,შემდეგ რაღაც არ გამოვა,რაც თავიდანვე ნათელია ისედაც და რადიკალურად განსხვავებულ სტატიას გამოაცხობენ,არ ვარგოდა გუნდი და ესაო და ისაო...
Elizabeth-Grtat London
მატჩის მსვლელობის კარგი გარჩევაა ძლიერი ხარ რეფორტიორო ლორთქიფანიძე ქართული ენითაც ურტყაქმ ათიანში-ქვაზე შემსკდარი ხეჭეჭურივით-მაგარია ლორთქიფანიძისნაირი კომენტატორები ესაჭიროება ქართულ ფეხბურთს,თუ დიქციაც და გარეგნობაც ხელს უწყობს. კოტე მახარაძისნაირი ეტალონია საჭირო, მაღალი ჭკვიასნი,ფეხმურთში გამრკვევი,თაქტიანდა თავმდაბალი,ერთი-ორი ენის ლონდონური ან მადრიდული ან მოსკოვური აქცენტით, მცოდნე,რა თქმა უნდა თბილისური აქცენტის მიღმა
alexandre
ეეეეეეეეჰ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე