წინას მსგავსად, ახლაც სამდღიანი ტური გველოდება, შემდეგ კი ჩემპიონატში სანაკრებო მატჩების გამო ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება
ხუთშაბათს, ევროტურნირებს შემორჩენილი ორივე ქართული გუნდი ევროპალიგას ჯერ "ოფიციალურად" დაემშვიდობა, თუმცა ჯგუფური ეტაპზე მოხვედრის შანსი "დინამოსაც" და "დილასაც" მერე მაინც გაუჩნდათ!

აღარ მოვყვებით იმ პერიპეტიებს, "ფენერბახჩეს" ევროტურნირებიდან მოკვეთას რომ მოჰყვა: 30 აგვისტოს დილამდე ხომ იმის თეორიული შანსიც არსებობდა, რომ ამ თურქული გრანდის ნაცვლად ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე (ისე როგორც პლეი ოფში დამარცხებული სხვა დანარჩენი გუნდების მსგავსად) შესაძლოა, "დინამო" ან "დილა" მოხვედრილიყო.

წილისყრამ კვიპროსის "აპოელი" ახეირა, თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, დღესდღეობით არც "დინამო" და არც "დილა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოდ მზად არ იყვნენ! ვთქვათ და, წილისყრის შედეგად ის ერთადერთი იღბლიანი გუნდი "დინამო" ან "დილა" აღმოჩენილიყო, ჰოდა, ამ შემთხვევაში რისი იმედი უნდა ჰქონოდა ქართველ გულშემატკივარს?

აი, ასე: წლევანდელმა ევროტურნირებმა კიდევ ერთხელ დაგვაყენა იმ მწარე რეალობის წინაშე, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთს ძალიან ბევრი უკლია საერთაშორისო დონემდე! თუმცა ეს არახალი ამბავია და ამჟამად ისღა დაგვრჩენია, რომ საქართველოს ჩემპიონატზე "გადმოვერთოთ". თანაც, წინასგან განსხვავებით, ამჯერად "სრული" ტური უნდა ჩატარდეს და "დინამოსა" და "დილას" ხელმძღვანელებმაც აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, კიდევ ერთი მატჩი რომ გადადეს.

უბრალოდ, სხვაობა იმაშია, რომ "დილა" თავის საშინაო მატჩს კვირას (ანუ, როგორც დაგეგმილი იყო) ჩაატარებს, "დინამო" კი ორშაბათს ითამაშებს.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ისე როგორც მთელ ევროპაში, ზაფხულის "სატრანსფერო ფანჯარა" ჩვენთანაც 2 სექტემბერს იხურება და არ არის გამორიცხული, რომ უკვე ამ ტურში რამდენიმე მეტ-ნაკლებად "ხმაურიანი" ახალწვეულიც გამოჩნდეს ამა თუ იმ გუნდში.

მოკლედ, წინას მსგავსად, ახლაც სამდღიანი ტური გველოდება, შემდეგ კი ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება: საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ხომ ამ დროის განმავლობაში ორ-ორი ოფიციალური მატჩი ელოდებათ.

იმერული დერბი

მოგეხსენებათ, რომ "ჩიხურა" საშინაო მატჩებს ჯერჯერობით ქუთაისში ატარებს და ხვალ, ერთობ საინტერესო, კიდევ ერთი იმერული "დერბი" გველოდება: ჩემპიონატის ლიდერმა "ზესტაფონს" უნდა უმასპინძლოს.

წინა სეზონში ამ გუნდების ოთხივე დაპირისპირებას ის ინტრიგა ჰქონდა ხოლმე, რომ ერთმანეთის პირისპირ... ძმები უნდა დამდგარიყვნენ: "ჩიხურას" შემტევი ნიკა კვასხვაძე "ზესტაფონის" მეკარის როინ კვასხვაძის წინააღმდეგ!

თუმცა, საჩხერელთა გუნდის გარემარბმა წლევანდელ ევროტურნირებზე ტრავმა მიიღო და თავის გუნდს ჯერჯერობით ვერ ეხმარება; სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა როინ კვასხვაძემ წინა ტურში მშვენივრად ითამაშა და მისი დიდი დამსახურებაც არის, "ზესტაფონმა" ამ სეზონში პირველი ქულა რომ მოიპოვა.

თუმცა, 1 სექტემბერს გასამართ მატჩში პროგნოზის გაკეთებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს და არც ერთი მოსალოდნელი შედეგი არ უნდა გაგვიკვირდეს.

სერიოზული გამოცდა

ევროტურნირებს ჩამოცილებული "დილა" ამ სეზონში მეორედ უნდა წარდგეს გორელი გულშემატკივრის წინაშე და ადგილობრივი ქომაგებიც, ალბათ, ობიექტური მსაჯობის იმედად იქნებიან. ყოველ შემთხვევაში, გვინდა ვისურვოთ, რომ ამ ტურის ცენტრალური შეხვედრის მომსახურე არბიტრები ბევრისთვის საკამათო გადაწყვეტილებას აღარ მიიღებენ.

რა თქმა უნდა, "დილას" მწვრთნელ-ფეხბურთელებისათვის ადვილი არ იქნება "რაპიდთან" ორრაუნდიანი დაპირისპირების მერე საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე სრული კონცენტრაციის მოხდენა. თანაც, საკმაოდ სოლიდურ მეტოქესთან მატჩს "დილა" სერიოზული დანაკლისით ხვდება: ივლის-აგვისტოს თვეში ჩატარებულ შეხვედრებში (როგორც საერთაშორისო, ასევე - საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში) თუ ვინმე იყო ქართველ ფეხბურთელთგან გამორჩეული, გორელთა გუნდის აწ უკვე ყოფილი შემტევი გიორგი ილურიძე გახლდათ.

მოგეხსენებათ, ეს ნიჭიერი თავდამსხმელი კარიერას ხორვატიაში გააგრძელებს.

თუმცა "დილას" 1 სექტემბერს ვერც მთავარი მწვრთნელი დამოძღვრავს: გიორგი დევდარიანი სამი მატჩით არის დისკვალიფიცირებული.

არადა, "დილას" მეტოქეს ამ სეზონში სერიოზული მიზნები რომ აქვს, წინა ტურებშიც დამტკიცდა: გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგმა" 3 ძლიერ მეტოქესთან პაექრობაში 4 ქულა მოაგროვა.

ერთ დროს კონკურენტები იყვნენ...

ტური ორშაბათს დამთავრდება: 11-წლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "გურია" ერთ დროს თავის პრინციპულ მეტოქეს, თბილისის "დინამოს"... ქობულეთში უმასპინძლებს. არადა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რამხელა აჟიოტაჟი იქნებოდა, ეს მატჩი "გურიას" მშობლიურ ლანჩხუთში რომ ჩაეტარებინა!

ამ გუნდების ძველ დაპირისპირებებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი იმას შეგახსენებთ, წინა სეზონში, თასის მეოთხედფინალში თუ როგორი წინააღმდეგობა გაუწია "გურიამ" ფავორიტ მეტოქეს: ლანჩხუთში, დაახლოებით 5000-მდე გულშემატკივრის წინაშე ჩატარებული მატჩი 0:0 დამთავრდა (მასპინძლებს ერთი-ორ ეპიზოდში მცირედი დააკლდათ გოლის გასატანად), საპასუხოში კი, 10 აპრილს რომ ჩატარდა, მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში 2:2 იყო; ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნახევარფინალში იმდროისათვის პირველლიგელი "გურია" გადიოდა, მაგრამ მარცხენა ფლანგიდან დინამოელი დარკო გლიშიჩის უწყინარი "პარაშუტის" მერე სტუმართა მეკარეს გიორგი ძაძამიას ბურთი... საკუთარ კარში აეჭრა!

იმის შემდეგ "გურიაში" ბევრი რამ თუ ბევრი ვინმე შეიცვალა: ძაძამიას გარდა გუნდში აღარ არიან სევასტი თოდუა, ალექსანდრე გოგობერიშვილი, მიხეილ კაკალაძე, დავით მაისაშვილი, გიგა კვერენჩხილაძე, გიორგი სალარიძე; შეიცვალა მთავარი მწვრთნელიც: თეიმურაზ ლორიას ნაცვლად ზედ სეზონის დაწყების წინ ლანჩხუთელთა გუნდი დავით მახარაძემ ჩაიბარა, რომელსაც იმითაც შეუძლია იამაყოს, რომ ერთ-ერთი უკანასკნელია, "გურიას" მაისურით ჩემპიონატის მატჩებში "დინამოს" კარში გოლი ვისაც გაუტანია.

ეს ყველაფერი 1998-99 წლების სეზონში მოხდა, როცა "გურია" უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, თუმცა ლანჩხუთელთა გუნდის ცენტრფორვარდი დავით მახარაძე 21 გოლით საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ დინამოელ მიხეილ აშვეთიას ჩამორჩა.

... პირველ ორ ჩემპიონატში (1990, 1991 წლები) "დინამოს", ფაქტობრივად, ერთადერთი კონკურენტი ჰყავდა და ეს გუნდი ლანჩხუთის "გურია" იყო. გიგლა იმნაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გურიამ" იმ პერიოდში ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედლები, 1990 წელს კი საქართველოს თასის პირველ გათამაშებაში გაიმარჯვა.

ადრეც არაერთხელ გვიხსენებია: მხოლოდ პირველი ეროვნულის კი არა, საერთოდ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, ალბათ, საუკეთესო მატჩი იყო "გურია"-"დინამოს" ის დაპირისპირება, 1990 წლის 19 ოქტომბერს რომ ჩატარდა ლანჩხუთში და სადაც, პირველი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის ბედი წყდებოდა. ის შეხვედრა თემურ ქეცბაიას (პირველი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად სამართლიანად რომ დაასახელეს) ერთადერთი გოლით "დინამომ" მოიგო და, ფაქტობრივად, ოქროს მედლებიც გაინაღდა.

... მესამე ეროვნული ჩემპიონატი იყო, "გურიამ" პირველად რომ შეძლო "დინამოს" დამარცხება (2:1), თუმცა, როგორც მერე გაირკვა, ეს ყოფილა ლაჩხუთელთა პირველი და... უკანასკნელი მოგება იმდროინდელ კონკურენტთან.

აი, ამის მერე კი "დინამო" შინ თუ გარეთ უპრობლემოდ ამარცხებდა "გურიას" და ექვსი თუ ხუთბურთიანი სხვაობებიც ხშირად გვხვდებოდა...

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. IV ტური

სატურნირო ცხრილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა
როინ კვასხვაძე "დინამოდან" მიდის? - მეკარე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...